x

ფირმინო : წაგება არავის მოსწონს

ავტორი: johnson, 11-01-2019, 20:41, კატეგორია - სიახლეები, 605, 7


"ბრაიტონთან" მატჩამდე "ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა რობერტო ფირმინოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა :

- პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ?

- წინ რთული მატჩი გველის. წაგება ყოველთვის ცუდია, ის არავის მოსწონს, მათ შორის არც მე. ჩვენ საქმეში უნდა დავბრუნდეთ. ყოველდღიუღად ბევრს ვშრომობთ და ამ დაპირისპირებას მომზადებული ვხვდებით. ვეცდებით სამი ქულის მოსაპოვებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

- "სიტისთან" მარცხი და 4 ქულიანი ჰანდიკაპი...

 
- ეს პრემიერ ლიგაა და ის ძალიან კონკურენტუნარიანია. თუ ცხრილის სათავეში მყოფი გუნდი წაიბორძიკებს, მაშინ მეორე ადგილოსანი მას გადაასწრებს. ვიცით, რომ არ შეგვიძლია ქულების უაზროდ დაკარგვა.

- ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, კმაყოფილი ხარ თუ არა საკუთარი თავით ?

- ყოველთვის მიყვარდა გოლების გატანა და საგოლე გადაცემები გაკეთება - ჩემი თანაგუნდელების დახმარება. მუდამ ეს არის ჩემი მიზანი. ფეხბურთი მიყვარს და ვცდილობ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო. ფეხბურთელი ხომ გოლების, ასისტებისთვი, გამარჯვებისთვის ცხოვრობს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც ჩვენს წინ არის და გვჯეროდეს, რომ გოლები აუცილებლად მოვა. ამავდროულად, ვიცით, რომ ამისთვის მუშაობაა საჭირო.

- შემტევი ტრიო ერთმანეთს კიდევ უფრო უკეთ უგებთ...

- ეს არამხოლოდ მომოს და სადიოს, არამედ მთელს გუნდს ეხება. ახლა დიდებულ ადგილას ვართ. დიდ მატჩებში შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში და ასეც უნდა განვაგრძოთ.


- ტრიოს მუშაობა სავარჯიშო სესიის დროს...

- როგორც უკვე ვთქვი, განვითარების პროცესი მუდმიმვი უნდა იყოს. პრემიერ ლიგა ძალიან მომთხოვნი ჩემპიონატია, ამიტომ, საქმეზე 100%-ით უნდა იყო კონცენტრირებული. სტაბილურობა ბევრი შრომის შედეგია. სულ ესაა.

- სალაჰის მორიგი ჯილდო და ცეკვა...

- ეს ინტერნეტში ვნახე. მინდა მას მივულოდო კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოგება. დიახ, ვნახე როგორ ცდილობდა ის ცეკვას, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ არის მისი ძლიერი მხარე.

- გაქვს მისთვის რჩევები ? 


- არა, შესაძლოა მას ამის შესახებ მოგვიანებით ვკითხო. მისი სიძლიერე ფეხბურთის თამაში და გოლების გატანაა - ეს საქმე კი ნამდვილად იცის.

- რას მოელი მომავალი მეტოქისგან ?


- როგორც ყოველთვის, რთულ დაპირისპირებას ველი. პრემიერ ლიგაში ადვილი მატჩი არ არსებობს. ჩვენ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

- "ბრაიტონი" სახლში შთამბეჭდავად გამოიყურება...

- დიახ, ასეა. სწორედ ამიტომ იქნება ეს დაპირისპირება ასე რთული. "ბრაიტონი" კარგი გუნდია და ჩვენ გამარჯვებისთვის საუკეთესო თამაშის ჩვენება დაგვჭირდება. წინ დიდებული შეხვედრა გველის.

- რას ფიქრობთ ჰუვერის, ჯონსისა და კამაჩოს დებიუტზე ?

- ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევა იყო. "სამი დებიუტი" - როგორც თქვენ ამბობთ. მე მომწონს მათი თამაში. სამწუხაროდ, "ვულვზთან" ვერ მოვიგეთ, თუმცა ისინი ახალგაზრდები არიან და კიდევ უფრო მოუმატებენ.

- რა რჩევას მისცემდი ამ ბიჭებს ?

- მყარად იდგნენ მიწაზე, არასდროს მოეშვან და გაიფიქრონ, რომ უკვე საკმარისად კარგები არიან. ისინი მუდამ კონცენტრირებული უნდა იყვნენ საქმეზე, იშრომონ ბევრი და ერთხელაც ექნებათ შანსი კვლავ აჩვენონ თავიანთი პოტენციალი.

- ახალგაზრდებთან ერთად მელვუდში ვარჯიში...

- სამი მათგანი ნამდვილად შთამბეჭდავია. კამაჩო ტიპური პორტუგალიელი მოთამაშეა. კურტის ბურთით კარგად მოიყურება, ჰუვერი კი შესანიშნავი მოთამაშეა, ის "ვულვზთან" კარგად გამოიყურებოდა. მინდა მათ დებიუტი მივულოცო. ახლა კი მათ მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგან.

კომენტარები


Kloppout
VIP Member

მოუხდა ფირმინოს უკან დაწევა დირიჟორია ნამდვილად გუნდის აქამდეც ასე იყო მაგრამ წინა ხაზზე არსებული სივრცის ათვისებაც უწევდა, ახლა სალაჰი დგას წინ და ბობის კიდია წინ ზონის შევსება ცენტრში ხან საყრდენებთან ჩამოდის ხან კრაიზე და იდეალურადაც მოქმედებს
იმდენად მომწონს ამის თამაში გამთამაშებლად მინდა მანდ დარჩეს და წინ ფორვარდი ვიყიდოთ სალაჰი დაბრუნდეს კრაიზე მეტოქისთვის იქ უფრო ფატალურია სალაჰის ყოფნა წინ კი მომენტის უკეთესად გამომყენებელი ფეხბურთელი ვიყიდოთ ისეთი როგორიცაა ტიმო ვერნერი მით უმეტეს ასეთი მარტივად ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა ზაფხულში 1 წელი დარჩება კონტრაქტის ვადის გასვლამდე
რთული იქნება მაგრამ მანდ თუ დავამარცხეთ ბაიერნი და გერმანიის ნაკრების აწმყო და მომავალი თვალწინ ავწაპნეთ ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი მომავალ დეკადისთვის
დომინანტად უნდა იქცეს ლივერპული <3

PaoloMaldini
მომხმარებელი

ფირმინო სულ ფავორიტი იყო ჩემი ბოლო პერიოდში, ძაან მაღალი ბალანსი აქვს ეს თუ მოიხოდა უფრო და უფრო მტერს უბედურს :PPP ბურთის კონტროლზე ვჭედავ ამის :D

LUIS SUARES 001
VIP Member

ფირმინოს ბურთთან შეხება და ეგრევე ლამაზი მომენტი იქმნება,შეუცვლელი ფიგურაა ამ ფორმაციის ლივერპულისთვის

gio_chyoi
რედაქტორი

კეიტა მინდა შევიდე მაგარ ფორმაში რააა და მერე კიდე უფრო მაგარი გუნდი გვეყოლება, ეს ფაბინიოც მაინც აი სულ ბოლომდე ვერ ჩადგა ფორმაში, არადა ცენტრში ეგ ორი მაგარ ფორმაში რამხელა ძალაა

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ყველაზე მეტად ფირმინოს ვაფასებ. ჩემთვის საუკეთესოა ჩვენი ლივერპულის რიგებიდან. მის გარეშე ლივერპული ვერ წარმომიდგენია.. არ არსებობს მატჩი სადაც იტყვი რო ფირმინომ არ მოინდომა ბოლომდე და თავი რამზე დაზოგაო.. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება

bulleye
მომხმარებელი

ფირმოო უსერიოზულესი ფეხბურთელი <3 ეს რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.. ამის ფუნქციას ვერავინ შეითავსებს დღესდღეობით ალბათ

juja
მომხმარებელი

ფირმინო მაგრად მევასება, უმნიშვნელვანესი ფეხბურთელია დღევანდელი ლივერპულისთვის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze