x

მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: Mersy, 11-01-2019, 20:51, კატეგორია - სიახლეები, 745, 6


2019 წლის ორივე შეხვედრა კლოპის გუნდმა დათმო, თუმცა გერმანელი სპეციალისტი ირწმუნება, რომ მომავალ შეხვედრას მისი გუნდი ზემოტივაციით მიუდგება.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილის სიმჭიდროვის შესახებ

ვფიქრობ ეს იმაზე მეტყველებს, რომ წარსულის სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმდენად შეიცვალა ყველაფერი. არ ვფიქრობთ გასულ ან 20 წლის წინანდელ სეზონზე. ამჟამად საკუთარ სეზონს ვატარებთ და საკმაოდ კარგადაც. არ შემიძლია წარსულის შეცვლა, თუმცა შემიძლია მისი გამოყენება, რასაც ვცდილობთ კიდეც. ორი კვირის უკან საფეხბურთო სამყარო აფორიაქებული იყო ჩვენი ჰანდიკაპის გამო, შემდეგ ორი შეხვედრა წავაგეთ, თუმცა არ მგონია ეს პრობლემა იყოს, ვინაიდან ყველაფერი უკანაა. მხოლოდ პრეს კონფერენციებზე მიდის საუბარი სატურნირო ცხრილისა და ქულების შესახებ, გასახდელში ამას არ განვიხილავთ, უბრალოდ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ მომდევნო შეხვედრისთვის.


კრის ჰიუტონის მუშაობაზე "ბრაიტონში"

კრისი შესანიშნავი სპეციალისტია. არ ვიცი ზუსტად როდის დაიწყო მუშაობა "ბრაიტონში", თუმცა როდესაც ის მივიდა გუნდი დარჩენისთვის იბრძოდა, არა? შესაბამისად მისი სამუშაოების შემდეგ გუნდი პროგრესირებს. ეს განსაკუთრებული რამაა, თუმცა ხალხს ზოგჯერ ავიწყდება. დაცვის ხაზი, ბურთის ფლობის მანერა "ბრაიტონს" გამორჩეულ კოლექტივად აქცევს. მათ ამჟამინდელ პოზიციაზე ყოფნა მარტივი არ არის, თუ გუნდში დიდი თანხა არ იდება.

2 ცენტრალური მცველი დანკი და დაფი გამორჩეული დუეტია, ბალოგუნი, რომელსაც გერმანიიდან ვიცნობ ფანტასტიური ფეხბურთელია, განაპირა მცველები კი ძალიან ჭკვიანები არიან. ნახევარდაცვას რაც შეეხება ვფიქრობ, რომ პროპერს საუკეთესო სეზონი აქვს ინგლისში, მისი თავდაჯერებულობა გაოცებას იწვევს. მიურეი და ანდონე ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან. ჰიუტონმა შესანიშნავი სამუშაო გასწია და კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, თუმცა ჩვენ შევეცდებით ცხოვრება გაურთულოდ და გამარჯვება მოვიპოვოთ.


იმის შესახებ თუ რა გამოწვევების წინაშეა "ლივერპული" პირველი მარცხის შემდეგ

ფსონები იზრდება. რაც ნაკლები თამაში რჩება მით უკეთესი, ვინაიდან გვაქვს ქულები, რომელიც გვჭირდება. მართალია კონკურენტებთან მოგვიწევს შეხვედრა, თუმცა ასე ყოველ წელს ხდება. ვცდილობთ მხოლოდ საკუთარ შედეგებზე ვიყოთ კონცენტრირებულნი, რაც კარგად გამოგვდის. პრემიერ ლიგაში არ არსებობს შეხვედრა, რომლის წინაც გარანტირებული 3 ქულა გაქვს, რაც ძალიან მომწონს. ამ მომენტისთვის ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს, თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები შემადგენლობის მხრივ. ვნახე "ჩელსის" და "ტოტენჰემის" თასის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც სათადარიგოთა სკამი გადავსებული იყო ჩემთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდებს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის, რომელიც თებერვალში დაიწყება მზად ვიქნებით. საუკეთესო გზა ამისთვის ქულების მოპოვებაა.

კომენტარები


OUTLAW
მომხმარებელი

იურგენ კლოპი 2017 წელს:
შეგიძლია წახვიდე ბარსელონაში და გახდე ერთი რიგითი ფეხბურთელი, ან დარჩე ლივერპულში და ფანები ძეგლს დაგიდგამენ

ვალვერდე კოუტინიოზე:
თუ ის უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ თამაშობს, ამ სიტუაციის შეცვლისთვის უნდა იბრძოლოს

კლოპო მიყავხარ კაცი ხარ კაციიი.. ეგეთი ნა*ცენზურა*რები გუნდში არ გვჯირდება და ხეხოს სკამი..ჩვენთან აღმერთებდნენ და რისთვისაც გადავიდა ბარსაში იმას სხვა მიაღწევს და თვითონ სკამიდან უყუროს და სხვა თას აიღებს და თვითონ ყ აიღებს... ჩვენ კდიე დამსახურებულ თას ავიღებთ და ის რომ ყოპილიყო მართლაც ზეგლს დაუდავდნენდ ა ლეგენდა გახდებოდა

Gerrard1
მომხმარებელი

შემადგენლობაში თუ პრობლემები გაქვს მოიყვანე ვიგაცა ვინ გიშლის ხელს

LUIS SUARES 001
VIP Member

მოვიგებთ ხვალ აუცილებლად და გავიმყარებთ პოზიციას

jackjack
მომხმარებელი

iseti mcvelebia martivar dasatrevi vinme ro moiyvanos ar gvawyenda

gio_chyoi
რედაქტორი

ეს ხუთი თამაში თუ მოიგო ამ სუსტ გუნდებთან დარწმუნებული ვარ რო სიტი დაკარგავს ქულებს და ისევ გავზრდით სხვაობას

bulleye
მომხმარებელი

მომავალ შეხვედრებში მაქსიმუმი უნდა ავიღოთ ქულების და უდიდესი ნაბიჯი იქნება :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze