x

იან ჰუვერის ისტორია

ავტორი: Mersy, 11-01-2019, 22:48, კატეგორია - სიახლეები, 924, 5


ფეხბურთელი 90 ათასად, რომელსაც კვირაში 145 ფუნტი აქვს: იან ჰუვერის ისტორია

"ლივერპულმა" ყველაფერი გააკეთა, რათა ჰოლანდიელი "ენფილდზე" გადმობარგებულიყო. "მერსესაიდული" კლუბის მთავარი სკაუტი ბარი ჰანტერი ტალანტურ ფეხბურთელს თითქმის 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, სანამ "წითლები" ოფიციალურ შეთაბაზებას გაუკეთებდნენ ახალგაზრდა მცველს, რომელსაც "აიაქსთან" კონტრაქტი 2018 წელს ამოეწურა.

"მერსესაიდელებმა" იცოდნენ, რომ სერიოზული კონკურენცია ელოდათ, ვინაიდან ახალგაზრდა ფეხბურთელით "სიტი", "ჩელსი", "იუნაიტედი" და სხვა ტოპ კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. ჰუვერი და მისი ოჯახი ლივერპულში მიიწვიეს, სადაც ის ბარი ჰანტერს, აკადემიის დირექტორ ალექს ინგლტოპს და კლუბის სხვა თანამშრომლებს შეხვდა. 16 წლის ფეხბურთელს ასევე ექსკურსია მოუწყვეს "ენფილდზე" და ტიტულების ოთახში.

ჰოლანდიელი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მთავარი მოტივაცია მას იურგენ კლოპმა მისცა, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ენდოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ტრენტ ალექსანდრ–არნოლდის მაგალითი საუკეთესოა კლოპის ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად. 2016 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი 18 წლამდელთა გუნდში დააწინაურეს, დღესდღეობით კი ტრენტს ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 50–ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ჰუვერი და მისი მშობლები შინ დარწმუნებულნი დაბრუნდნენ, რომ "ლივერპული" საუკეთესო ადგილი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის განსავითარებლად.

ფინანსური კუთხით "ლივერპულს" პრაქტიკულად არ გაურისკავს. "მერსესაიდელებმა" "აიაქსს" 100 ათასი ევრო (90 ათასი ფუნტი) გადაუხადეს, ვინაიდან ფიფას წესების თანახმად ჰოლანდიურ კლუბს კომპენსაცია ეკუთვნოდა, რადგან ფეხბურთელი 12 წლიდან "ამსტერდამელებთან" მოღვაწეობდა. ჰუვერი, რომ ინგლისური გუნდის ფეხბურთელი ყოფილიყო, ტრიბუნალი "ლივერპულს" სავარაუდოდ მილიონზე მეტის გადახდას დააკისრებდა.

კი–აინ ჰუვერმა ინგლისში მუშაობის უფლება სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღო და მას შემდეგ თავის საუკეთესო მხარის დემონსტრირებას ახდენს. მან U18–ში დაიწყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს 19 წლამდელებში, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს. ნოემბრის ბოლოს ჰუვერს დებიუტი ჰქონდა U-23–ის შემადგენლობაში "ევერტონის" წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრა "ლივერპულმა" 1:0 მოიგო, ხოლო ჰოლანდიელმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

"16 წელი, წარმოუდგენელია. მისი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და უბურთოდ მუშაობის შესაძლებლობა საოცარია" მსგავსი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ U-23–ის თავკაცმა ნილ კრიტჩლმა.

ამ დღეს ალაპარაკდნენ, რომ ჰუვერი პირველი გუნდის პოტენციური ფეხბურთელი იყო. ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჭირდება იღბალი და კი–იანმა ეს შანსი მიიღო მას შემდეგ, რაც ტრენტი, გომესი და მატიპი დაშავდნენ. შობამდე 1 კვირით ადრე ახალგაზრდა ფეხბურთელი "მელვუდში" მიიწვიეს, სადაც პერსონალურად მო სალაჰის წინააღმდეგ ათამაშებდნენ. ასაკით უფროსი ფეხბურთელები გაოცებულნი იყვნენ 16 წლის მცველის ქმედებებით, რომელიც ჩინებულად უმკლავდებოდა ეგვიპტელ გოლეადორს. მას შემდეგ ჰუვერი პირველი გუნდის შემადგენლობასთან ერთადაა.

კლოპი მოხიბლულია ჰოლანდიელის საქმისადმი მიდგომით. არანაირი ამპარტავნება. როდესაც ნათ კლაინმა განაცხადა, რომ არენდით უნდოდა წასვლა ჰუვერი იყო ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი რის გამოც კლოპმა ინგლისელ ფეხბურთელს "ბორნმუთში" პრაქტიკის ასამაღლებლად წასვლის ნება დართო.

ინგლისის თასის შეხვედრაში "ვულვზის" წინააღმდეგ ჰენდერსონს ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა დაეწყო თამაში, თუმცა კაპიტანმა დაზიანება მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დეიან ლოვრენი აღმოჩნდა. 51 ნომრიან ჰუვერს, რომელიც სათადარიგო იყო შეეძლო მხოლოდ ეოცნება მოედანზე გასულიყო, თუმცა უკვე მეექვსე წუთზე ლოვრენი შესაცვლელი გახდა და 16 წლის ფეხბურთელის დებიუტიც შედგა. ჰუვერმა კლოპს ნდობა გაურმართლა, და ერთ–ერთი პოზიტიური მოვლენა იყო მოედანზე.

ამჟამად ჰოლანდიელ ფეხბურთელს პროფისიონალური კონტრაქტი არ აქვს. მისი ანაზღაურება კვირაში 145 ფუნტია. 18 იანვარს, თავის დაბადების დღეს ჰუვერი პირველად კარიერის განმავლობაში პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს "ლივერპულთან".

ამჟამად ჰუვერი ლივერპულში ცხოვრობს, სწავლას აგრძელებს და ინგლისურს ხვეწს. მისი მშობლები უქმეებზე ჩამოდიან მის მოსანახულებლად.

უახლოესი კვირის განმავლობაში კი–იან ჰუვერი U-23–ს დაუბრუნდება. ამ ეტაპისთვის ის არ არის მზად ინტენსიურად ითამაშოს პრემიერ ლიგაში, თუმცა ძალიან მალე ჰოლანდიელი შეძლებს ნაბიჯის წინ გადადგმას.

"ლივერპულის" სკაუტებმა ძვირფასი ქვა მოიპოვეს და როდესაც მომავალ ზაფხულს ჰანტერი შეეცდება მორიგი ტალანტური ფეხბურთელის გაფორმებას, ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტერესი გაიზრდება ჰუვერის მაგალითზე. 

კომენტარები


Kloppout
VIP Member

კაი ბიჭია მაგრამ არაა საჭირო ზედმეტი ყურადღება რაც ინგლისურ მედიას ახასიათებს შეიძLება ვერც გაუძლოს ამხელა წნეხს ბავშვმა

gio_chyoi
რედაქტორი

იმედია აღარ დაგვჭირდება არავის მოყვანა კლაინის ნაცვლად და ეს ჩაანაცვლებს

Shakoshele9
მომხმარებელი

მალადეც ძმაო, დიდი სიამოვნებით და სიამაყით წავიკითხე, მშვენიერი სტატიაა

bulleye
მომხმარებელი

იმედია კარგი კარიერა ექნება და დიდხანს დარჩება ჩვენთან.. მაგარი ბიჭია

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგარი ბიჭია და იმედი მაქვს მაღალ დონეზე ათამაშდება ნელ ნელა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    19.01.18


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ბრაიტონი
  • 0:1

    12.01.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ვან დეიკი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Liverpoolfc.Ge