x

დიდი საზაფხულო წმენდა

ავტორი: gio_chyoi, 21-01-2019, 20:11, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 873, 15


„ლივერპულში“ მომავალ ზაფხულს დიდი წმენდა იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და სეზონის დასრულებამდე 15 ტურით ადრე პირველ ადგილს იკავს ცხრილში, კლოპი მაინც გეგმავს რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვებას.

კლოპის ძირითადი 11-ეული ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და მას სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ აქვს. თუმცა, კონტრაქტის ამოწურვის, ტრავმებისადმი მიდრეკილების ან უბრალოდ არასაკმარისი სათამაშო დროის გამო, 7 ფეხბურთელი მაინც დატოვებს გუნდს.

დევიდ ლინჩი Evening Standard-დან აცხადებს, რომ დენიელ სტარიჯი, ლაზარ მარკოვიჩი, და ალბერტო მორენო გუნდს უფასო აგენტის სტატუსებით დატოვებენ, ვინაიდან, მათ სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადები ეწურებათ, კლუბი კი არ გეგმავს მათთვის ახალი ხელშეკრულებების შეთავაზებას.

სიმონ მინიოლე და დივოკ ორიჯის მიერ კლუბის დატოვების მიზეზი უბრალოდ სათამაშო დროის უქონლობაა. კარგია, რომ კლუბი მათი გაყიდვის სანაცვლოდ საკმაო თანხას აიღებს მათივე ასაკიდან გამომდინარე.

დაბოლოს, ჟოელ მატიპს და ადამ ლალანასაც, დიდი ალბათობით, მოუწევთ კლუბის დატოვება. ამის მიზეზი კი მათი ტრავმებისადმი მიდრეკილებაა. მართალია, კლოპი მათ აფასებს, თუმცა, მათი დიდხნიანი უთამაშებლობა მათი გუნდიდან გაშვების წინაპირობა მაინც გახდება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნახევარმცველი არ მოვა, ჩემბერლენი-უილსონი და გრუიჩი დაემატებიან. ფორვარდი მოვა ალბათ ვერნერი და ორი მცველი, მარცნხენა და ცენტრი. ჩემი ფავორიტები დე ლიხტი და კირან ტირნი იქნებოდნენ

juja
მომხმარებელი

შვიდივე გასაშვებია, შვიდივე სხვადასხვა მიზეზით...

chipe888
მომხმარებელი

კაროჩე ველოდები ამ ფეხბურთელების გაშვებას და სანაცვლოდ დელიხტის,ვერნერის და ერთი კარგი ათიანის მოყვანა დაველოდები. გიომ კი ახსენა,რომ ორი მცველი მოვაო,მარა ერთი დელიხტის მოსვლითაც წყდება პრობლემები. გუნდში არის ისეთი უნივერასური მცველი,როგორიც გომესია,რომლის გამოყენება კრაიდანაც შეილება და ცენტრშიც. კარგი იქნება მარცხენა მცველიც რო მოვიდეს ახალგაზრდა,მაგრამ დელიხტზეც თანახმა ვარ:)
ეს ხალხი რომელიც ჩამოთვლილია სტატიაში ხო გასაშვებია და გული არ მწყდება ვაფშე. წელს არ მინდოდა რო წასულიყო სტარიჯი,რადგან იმსახურებს ეპლის ტიტულს,იმ მაგარი სეზონის პონტში. აიღოს მედალი და წავიდეს

Levan Chachava
მომხმარებელი

ნამდვილად გასაშვები არიან ეს ხალხი, ნუ სტრიჯის დიდი პატივისცემისდა მიუხედავად ის ვერნაირად ვეღარ მოხვდება ლივერპულის ძირითადში და ჯერ ისეტი ასაკი არ აქვს რო სულ სკამი ხეხოს. პროსტა კარგია ტუ ლივე წელს ეპლს დადებს დამსახურებულ მედალს მიირებს იმ სეზონის გამო, რომელიც 4 წლის წინ ჰქონდა. მატიპზე კიდე შეიძლება დაფიქრება არა ცუდი მცველი. დალშე ყველას უნდა დავემშვიდობოთ

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
ცაცია არცერთი არაა დანარჩენი მცველებიდან და ვერ ითამაშებს წესიერად ვინც არ უნდა დააყენო. ძვირიანი მცველი მაინც არ მოვა სკამისთვის და ვინმე 10-15 მილიონად მოიყვანონ და დასვან

Kloppout
VIP Member

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამართლდება ლინჩის მოლოდინი უფასოები და ბელგიელებიცხადია აი ტრავმიანები კი უბრალოდ რა საჭიროა გუნდში? ჯერ რამდენს ტოვებენ მერეც ამდენ ხანს რო ტოვებენ ფორმაშიც ვერ შედიან მოკლედ ეს 7-ეული უნდა წავიდეს
მეკარეს არ ველი გრაბარა-კელეჰერი ორივე კარგი ბიჭია გაქაჩავენ, ცენტრალური მცველი მილიტაო, ელვედი, მილენკოვიჩი ყველა მემარჯვენაა და სწრაფი კრაიზე გადასვლა არ უჭირთ ასე რომ არნოლდის დამზღვევადაც გამოდგებიან გომესივით ასევე არის ცაცია დიალოც დორტმუნდიდან მარა მანდედან არავინ გადმოყავს... მარცხენა მცველზე ნორმალური ვარიანტიც არაა რო რობოს ზამენად მოვიდეს არის აკადემიიდან ლუისის ვარიანტი მაგრამ ჯერ არ ენდობა... ნახევარმცველი არ მოვა საკმარისად იქნებიან ჯერ კეიტას ვერ ვიყენებთ ოქსი ბრუნდება გრუიჩი უილსონი... ფორვარდისთვის ადგილი მზადდება იმედია ვერნერია ეს ფორვარდი ან მაქსი გომესიცაა და იოვიჩიც ბევრი კაი ახალგაზრდა ფორვარდია როტაციაში თამაშს რომ არ იუკადრისებს ამ ლივერპულში ხან ზამენაზე იქნება ხან ძირითადში

lasha77
VIP Member

გამიხარდება თუ სტარო რომელიმე კარგ გუნდში წავა . ესპანეთის ან იტალიის ჩემიონატში მაგრად გაქაჩავდა

gio_chyoi
რედაქტორი

lasha77,
არაა, ეგ ინგლისის კაცია რა. სადმე ვულვზში ან ეგეთში წავა სავარაუდოდ. არ წარმომიდგენია ეს საზღვარგარეთ

Capitan
ტოპ კომენტატორი

სესინიონი ჰუმელსი ვერნერი დაიდოს))))

გრუიჩი და უილსონი დამატება ცენტრს

matiane qartlisai
მომხმარებელი

სატრანსფერო ფანჯარა მალე იხურება და... ამ ზამთარს არავის ვყიდულობთ? ერთი კარგი თავდამსხმელი ან მცველი გვჭირდება სასწრაფოდ

LUIS SUARES 001
VIP Member

აქამდე უნდა გაგვეშვა ესენი სუყველა

Gerrard Fan
მომხმარებელი

მარტო ჰენდერსონს დავუმატებდი ამ ჩამონათვალს და მაგის მაგივრად რაბიო თუ მოვიდოდა ვაფშე კანფეტი !!!! ისედაც ძალიან კარგი გუნდი ვართ და კიდევ უფრო მაღლა ავიწევდით საფეხურობრივად !!!! 4 4 4

ხო მილნერი გამომრჩა კიდე :D

giginio
VIP Member

Guli mxolod starijze mwydeba. Am 7 kacs didi pativiscemis miuxedavad milners da hendersonsac mivamatebdi. Rac sheexeba momsvlelebs 10 iani centraluri mcveli forvadi da universali ganapira mcveli gvindà ai orive flangze ro tamashobdes

Nika1717
მომხმარებელი

ფულემის სესენიონია კარგი ბიჭია განაპირა მცველიცაა და შემტევიც კაი.ვერნერი ვაბშე დააკვდება ჩვენ გუნდს დაა ათიანზე ისკო იქნებოდა კაი მარა ვინ მოგვცემს ჩვენ :დ

Z_A_R_D_O
მომხმარებელი

ვერნერი და ათიანი კამფეტ! ერთი ცენრალური მცველიც არ გვაწყენდა.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze