ალისონი : ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ
1 კვირის წინ ბევრი თვლიდა, რომ "ლივერპულის" ჩემპიონობა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა "ლესტერთან" და "ვესტ ჰემთან" დაფიქსირებულმა ზედიზედ ორმა ფრემ "სიტისთან" სხვაობა კვლავ 3 ქულამდე შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში მერსისაიდელები იგებდნენ, თუმცა მეტოქემ შეძლო თამაშში დაბრუნება. მეტიც, "მელიებსაც" და "ჩაქუჩებსაც" ჰქონდათ მომენტები და შესაძლებელი იყო ყველაფერი უფრო ცუდად დასრულებულიყო.
"ლივერპულის" ბრაზილიელმა კიპერმა Goal-თან ინტერვიუში გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა :
"მატჩის მიმდინარეობისას გარკვეული ჩავარდნები გვაქვს. არის მომენტები, როცა საიმედოდ ვერ ვთამაშობთ. შეხვედრას კარგად ვიწყებთ, ინიციატივაც ჩვენს ხელშია, თუმცა საკმარიაი რამდენიმე არაზუსტი პასის გაკეთება და გუნდი რწმენას კარგავს. მეტოქე კი პირიქით, უფრო თავდაჯერებული ხდება.
მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ წინაღობასთან გასამკლავებლად, რომელიც საჩემპიონო გზაზე შეგვხვდება. მჯერა, რომ სწორი გზით მივდივართ. ახლა შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს, თუ ჩემპიონობა გვსურს, მაშინ ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ." - განაცხადა ბეკერმა.