x

კლოპის მიმართვა ფანებს

ავტორი: johnson, 9-02-2019, 11:45, კატეგორია - სიახლეები, 775, 6


დღეს "ლივერპული" პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდებიან.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კლოპს და კამპანიას "ენფილდის" განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი აქვს. მატჩის ოფიციალურ პროგრამაში, კლოპმა საკუთარი სვეტი სწორედ სქაუზერებს დაუთმო :

"სახლში დაბრუნდება საოცარი გრძნობაა. აქ დიდი ხანია არ ვყოფილვართ და დაბრუნება განსაკუთრებული სწორედ გულშემატკივრების გამოა. არ მსურს მათზე ბევრი ვისაუბრო, თუმცა მინდა იმ ცრუ ხმებს გამოვეხმაურო, რომლებიც მათ მიმართ ვრცელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თქვენს მხარდაჭერას არასდროს აღვიქვამთ როგორც "სავალდებულოს". ეს დაუშვებელია. როცა "ლესტერთან" მატჩის შემდეგ, ხალხის ნაწილი ატმოსფეროს გამო გაკრიტიკებდათ, მე მადლობელი ვიყავი თქვენი, რადგან ასეთ ამინდში შეავსეთ ტრიბუნები და ბოლომდე ჩვენს გვერდით იყავით.

სწორედ ამიტომ გავდივარ მოედანზე თითოეული შეხვედრის შემდეგ - შესანიშნავი იქნებოდა თუ ერთად შეგვეძლებოდა აღნიშვნა, რომ შემეძლოს თითოეულ თქვენს ჩამოვართმევდი ხელს, მაგრამ ვშიშობ ამისთვის საკმარისი დრო ვერ გვექნება.

როცა "ენფილდზე" ვთამაშობთ, ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ - ეს ეხება მწვრთნელს, სტაფს, მოთამაშეებს და ყველას, ვინც ამ კლუბს წარმოადგენს, მათ შორის ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარსაც. მე ასე მესმის "ლივერპული" და ვიტყოდი, რომ მისი არსის გაგების ერთადერთი გზაც ესაა.

არ ვიყენებ სოც. მედიას, მაგრამ მეგობრებმა მაჩვენეს ფანების(Spion Kop 1906) განცხადება, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი - "ერთობა ეს სიძლიერეა" და ვფიქრობ, ახლა ეს საუკეთესო მესიჯია.

დღეს ჩვენმა მეტოქემ "ენფილდის" ძალა უნდა იგრძნოს - როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ეს ლივერპულურ ოჯახს ეხება და მეტს არავის." -
წერს კლოპი. 

როგორც ცნობილია, ზემოთხსენებული ჯგუფი აპირებს გუნდის ავტობუსს სტადიონამდე მისასვლელ გზაზე დახვდეს(როგორც მათ სჩვევიათ). მეტიც, ისინი გულშემატკივრებს მოუწოდებენ "ენფილდზე" თამაშის დაწყებამდე გაცილებით ადრე მივიდნენ, რათა გუნდი გახურების დროსაც გაამხნევონ.

კომენტარები


kloppo
მომხმარებელი

ძაან კაი ! მაგრამ თამაშის სტილი თუ არ გამოასწორა დავკარგავთ ჩვენს ადგილს , ყველამ დაუმუღამა უკვე

gio_chyoi
რედაქტორი

დღეს მაინც ნუ გვაყურებინებ სვარკას

LUIS SUARES 001
VIP Member

დღეს უნდა დავამტკიცოთ რომ ჩემპიონობის ღირსები ვართ

chipe888
მომხმარებელი

კარგია ესეთი მიმართვა მომწონს. მართლა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და იმის ჩვენება,რომ ნებისმიერ შემთხვეაში,ტიტული დაიდება თუ არა მათ გვერდზე არიან. ენფილდელებს ეს არ ეშლებათ. რაც შეეხება კლოპის სიტყვებ" ასეთი დიდებული ატმოსფეროს გამო გავდივართ მოედანზეო" მაგარი კვერცხობაა. ფულს გიხდიან და მაგიტომ გადიხარ მოედანზე და უფულოდ თუ გახვიდოდი მაგასაც ვნახავდი. ჩვენ კლოპი კი არა ლივერპული და მისი პრესტიჟი გვაინტერესებს

_z_l
მომხმარებელი

რა ცრუ ხმებზე ამბობს? რა მოხდა? ფანების განწყობას რაც შეეხება, შედეგი მართლა საუკეთესოა, მაგრამ ბოლო თამაშებში მოსაწყენი და არასაინტერესო თამაშებს ატარებს კლოპი და ეს უნდა გამოასწოროს, დღესვე!

Giga-1889
მომხმარებელი

Bormuts daerxa

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • VS

    19.02.18


  • მიუნხენის ბაიერნი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    09.02.2019


  • ბორნმუთი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



რომელ მცველს ისურვებდით ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილედ?
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze