x

"ლივერპულის" სარეკორდო შემოსავალი

ავტორი: Mersy, 9-02-2019, 13:01, კატეგორია - სიახლეები, 697, 7


კლუბის ფინანსური ანგარიშის თანახმად გასულ სეზონში "მერსესაიდელებმა" 125 მილიონიანი მოგება ნახეს.

ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციამ, კიევის ფინალმა და კოუტინიოს 142 მილიონიანმა ტრანსფერმა კლუბს რეკორდული შემოსავალი მოუტანა. გადასახადების გადახდის შემდეგ "ლივერპულის" სუფთა მოგება 106 მილიონი დარჩება, ხოლო 190 მილიონი რეინვესტირება "წითლებმა" გუნდის გაძლიერებაში ჩადეს, რაც მოიცავს როგორც ტრანსფერებს ასევე აგენტების ჰონორარებს თუ სხვა ფინანსურ ხარჯებს.

გარკვეული თანხა "ლივერპულმა" "კირკბის" აკადემიის მშენებლობაში დააბანდა, რომელიც 50 მილიონი ფუნტი ჯდება. საერთო ჯამში გასავალმა 263 მილიონი შეადგინა.

გასულ წელს კლუბის შემოსავალი 90 მილიონით გაიზარდა და სარეკორდო 445 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სატელევიზიო ტრანსლაციებმა "წითლებს" 220 მილიონი მოუტანა, კერძო სპონსორებმა 154, ხოლო გაყიდულმა ბილეთებმა 81.

2016/17 წლებში "მერსესაიდელებმა" 40 მილიონიანი სუფთა მოგება ნახეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროთასებზე არ მონაწილეობდნენ, ხოლო გასულ სეზონში მაჩვენებელი 72 მილიონით გააუმჯობესეს.

ხარჯებში შედის ვან დეიკის, სალაჰის, რობერტსონის, ჩემბერლენის და დომენიკ სოლანკეს ტრანსფერები, თუმცა არ შედის საზაფხულო მატებისას დახარჯული თანხები, რომელიც ჯამში 174 მილიონს შეადგენს (ალისონი, შაჩირი, კეიტა, ფაბინიო).

2017/18 წლებში 8 ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, 4 მათგანი უკვე არსებულ სპონსორებთან.

კლუბის 125 წლის იუბილესათვის გამოშვებული ფორმა ყველაზე გაყიდვადი გახდა "ლივერპულის" ისტორიაში, ხოლო სოციალურ სივრცეში აქტიურობამ "წითლებს" დამატებით 60 მილიონი გამომწერი მოუტამა. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

და ეს ყველაფერი კლოპის დამსახურებაა ვოტ ტაკ.კარგია ფინანსურად ვძლიერდებით

Ynwa Scousers
VIP Member

ფული იშოვეს კიდეც დახარჯეს ახლა შედეგი გვინდა

chipe888
მომხმარებელი

LUIS SUARES 001,
კლოპი არის ფინანსური მენეჯერი?

Gerrard Fan
მომხმარებელი

chipe888,

ფინანსური მენეჯერი კი არაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია , რომელმაც მძღრენი გუნდი გუნდად აქცია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით(ასევე ევროპა ლიგის ფინალში გასვლით(ამან შემოსავალი მარტო რამდენად გაზარდა 6 თვეში მისი მოსვლიდან)) ,წაართვა პირველად ისტორიაში არსენალს ადგილი 4ში არსენ ვენგერის მწვრთნელობის დროს , რაც მანამდე ვერავინ მოახერხა , გუნდი ევრო სარბიელზე დააბრუნა და იმავე წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათამაშა(ეს კიდევ რამდენი ფულია ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ფინალის თანხის ჩათვლით) და ეს შემოსავლები ზუსტად , რომ მისი დამსახურებაა ;) ასე რომ ფინანსური მენეჯერი კი არა ბევრად უფრო მეტია ;) ნუ მაიკლ გორდონის წვლილი ხო ვაფშე ხაზგასასმელია ტიპმა რა ფეხბურთელები იჩალიჩა !

gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა პრემიერ ლიგა მოვიგოთ და ლიგაზე რაც შეიძლება წინ წავიდეთ, მერე ზაფხულში ძალიან ბევრ ზედმეტ ფეხბურთელს მოვიშორებთ, 1-2 ტრანსფერს იაფად გავჩარხავთ და უკვე ფინანასურად გუნდი ერთ-ერთი უძლიერესი იქნება მსოფლიოში

chipe888
მომხმარებელი

Gerrard Fan,
და ფინანსურ შედეგებთან რა შუაშია. შესაძლოა ტაქტიკაში ერკვევა,მარა არა მგონია ფინანსური მდგრადობა კლოპის დამსახურებაა იყო:) მერვე წელი მიდის რაც ჰენრი და მისი გუნდი წარმართავს ლივერპული მენეჯმენტს და სწორედ მათი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. 2011 წელს რო მოსულიყო კლოპი ლიგის თასაც ვერ დადებდა და ნუ წაიღეთ ტვინი ამ კლოპით რა. თამაშის მოგება წაგება მიაწერეთ მაგ კაცს და ფინანსური წარმატება კი ჰენრის გუნდს. არამგონია ძნელი გასაგები იყოს. ეს შედეგები რაც ფინანსურად არის 2011 წელს დაგეგმილის შედეგია და კლოპი რა შუაშია აქ. კოუტინიოს გაყიდვაც არ დაგავიწყდეთ ამ მოგებაზე ბევრად მეტად

gio_chyoi,
ადიდასის სპონსორობა თუ შედგა მერე უფრო მეტი ფული გაჩნდება

Gerrard Fan
მომხმარებელი

chipe888,

რა დავწერე გაუგებრად ? ფინანსურ შედეგებთან იმ შუაშია , რომ იმ შედეგებისთვის , რომ არ მიეღწია რასაც მიაღწია და ისევ 8 გუნდში ვამთავრებდეთ სეზონს ისევ იმ დედის*ცენზურა*ში იქნებოდა გუნდი სადაც 6 წლის და უკან იყო ! ყველაფერი ძააან მარტივადაა ! კლოპი რომ მოვიდა ყელამდე მძღნერში იყო გუნდი და ის გუნდი რა გუნდიც 4ში შეიყვანა რამდენი მწვრთნელი შეიყვანდა შენი აზრით ? გემახსოვრება ალბათ რა გუნდიც იყო 6 წლის უკან და რა არის ეხლა ;) ეხლა ყველას თუ არა ძალიან ბევრს სურს ამ კაცის გუნდში თამაში ადრე კიდე ბორინები და *ცენზურა*ები გვიხაროდა ! სწორედ ამ შუაშია კლოპი ჰენრი მაშინაც იყო როჯერსმა , რომ სუარესი გაყიდა *ცენზურა*ებით გაავსო გუნდი და მერე ის გუნდი ჯგუფში ჩარჩა სამარცხვინოთ და რაგაც არ მახოსვს მაშინ ასეთ კი არა მიახლოებულ მოგებაზე მაინც გასულიყო გუნდი ;) შეიძლება მე ვცდები და ბევრად მეტიც იყო იქნებ მითხრა ? ამ კაცმა კიდე პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათამაშა და ფული რომ სწორედ ლიგაზე იშოვნება ;) გასაგებია რომ ყველას მოგვება გვინდოდა მაშინ , მარა პსჟ რამდენი ხანია გუნდს სუპერვარკვლავებით აკომპლექტებს და 1/8 ფინალს ვერ გაცდა ;) ასე რომ თუ მეკითხები რა შუაშუა კლოპი ფინანსებთან ძალიან მარტივად გპასუხობ შედეგები = ფულს , რომელსაც კლუბი გამოიმუშავებს და შედეგს დებს ტრენერი , რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის მხარდაჭერით !

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • VS

    19.02.18


  • მიუნხენის ბაიერნი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    09.02.2019


  • ბორნმუთი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



რომელ მცველს ისურვებდით ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილედ?
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze