x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 10-02-2019, 13:20, კატეგორია - სიახლეები, 1 604, 20


პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ბორნმუთი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. გოლები სადიო მანემ, ჟორჟინიო ვეინალდუმმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

კმაყოფილია თუ არა მატჩით...
არა მხოლოდ დასკვნითი წუთები, არამედ მთლიანი შეხვედრა იყო კარგი. რთული მატჩი გამოვიდა, რადგან თავადაც ხედავდით როგორ შეეძლო მეტოქეს თავისის სისწრაფის გამოყენება და ხიფათის შექმნა. დღეს ჩვენი კონტრპრესინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს ყოველთვის კარგის ნიშანია. შეტევაში იგრძნობოდა კრეატიულობა, სიძლიერე და სისწრაფე. ყველა გოლი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ.

პროგრესი წინა ორი დაპირისპირების შემდეგ...
ძალიან თვითკრიტიკულები ვართ. ნათელი იყო, რომ ბოლო მატჩებით კმაყოფილნი არ ვიყავით - ყველაფერს ჰქონდა გარკვეული მიზეზები, თუმცა მათზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს ბოდიშის მოხდად ჩაითვლება. ჩვენ არა, მაგრამ ანალიტიკოსებმა სწორი აქცენტები უნდა გააკეთონ. დიახ, არ ვიყავით ბედნიერები ნაჩვენები თამაშით, რადგან გვსურს დამაჯერებლად ვითამაშოთ. დღეს ჩვენი რეაქციის ჩვენება გვსურდა, ბიჭებს ეს ნამდვილად შესანიშნავად გამოუვიდათ.

რთული პერიოდი და პრობლემები...
ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და ბევრ სიტუაციას უნდა მოვერგოთ. დიდ პრობლემას არ წარმოადგენს 3,5 ან 7 ქულით წინ ყოფნა, მაგრამ ესეც კი უნდა ვისწავლოთ. 51 წლის ვარ და ყველაფერზე საკუთარი აზრი მაქვს. არ ვსარგებლობ სოც. მედიით და არ ვკითხულობ ბევრს, მაგრამ ცხადია, რთულია როცა ამ ბიჭებზე ბევრს საუბრობენ. ჩვენთვის მხოლოდ საკუთარი აზრია მნიშვნელოვანი. დღეს რეაქციის ჩვენება გვსურდა და ეს გამოვიდა კიდეც. წინა შეხვედრებში გარკვეულ სირთულეებს შევხვდით - ვთამაშობდით ჰენდოს, ჯინის და მილის გარეშე... გუშინ ღამით ვეინალდუმი ჩვენთან ერთად სასტუმროშიც კი არ ყოფილა, მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ ის შეძლებდა თამაშს. ექიმიც არ იყო დარწმუნებული. ეს ბიჭები, მათი ხასიათი და მენტალობაა ერთადერთი მიზეზი ცხრილის სათავეში ყოფნისა. როგორც კი რაღაც ისე ვერ მიდის, ხალხს შენში ეჭვი შეაქვს, ასეთია სამყარო და ეს პროგნოზირებადია. ბიჭების ხასიათისა და უნარების კომბინირებით შეგვიძლია საფეხბურთო მატჩები მოვიგოთ, ისე, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ.

ვეინალდუმის დაბრუნება...
მის ხასიათზე იმავეს თქმა შემილია, რასაც მილნერზე გეტყოდით. უბრალოდ ამაზე არავის საუბრობს. გავიგე, რომ მილი გასულ კვირას ბევრმა გააკრიტიკა და ეს ალბათ ხუმრობაა. დღეს ჯინი ძალიან კარგი იყო. ჰენდომ ორჯერ ივარჯიშა ჩვენთან ერთად, თუმცა 100%-ით მზად არ იყო, ამიტომაც არ ვათამაშეთ. 4 კვირიანი შესვენების შემდეგ ტრენტი დაგვიბრუნდა და ესეც კარგი სიახლეა, თქვენ მაშინვე შეამჩნევდით თუ რაოდენ კარგი მოთამაშეა ის. დღეს ბიჭები ფორმაში იყვნენ და შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა.

სალაჰის მორიგი გოლი...
შედეგი ნამდვილად კარგია, მაგრამ ნაჩვენები თამაში უბრალოდ ბრწყინვალეა. მისი განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ის ყველა ეპიზოდში ჩართული იყო და ეს მხოლოდ გოლებს არ ეხება. სწორედ ასე შეუძლია მას თამაში. რაც შეეხება მის გოლს - ვერ დაასახელებთ ბევრ მოთამაშეს, რომელიც იმ ეპიზოდში ფირმინოს მსგავსად მოიქცეოდა, უმეტესობა დარტყმაზე იფიქრებდა, რომელსაც დაბლოკავდნენ კიდეც, მომო კი კარგი "ფინიშერია".

"ენფილდის" ატმოსფერო...
ვერ შევადარებ "ლესტერთან" მატჩს. ეს სამართლიანი არ იქნება. თოვლიან ღამეს, როცა თამაშის ხარისხი ფანტასტიური არაა და ტაბლოზე 1:1-ია... ყველა გარემოება არის იმ გუნდისკენ, რომელიც ნაკლებად ფლობს ბურთს. ამ საკითხზე არასდროს ვსაუბრობთ, რადგან ფანებში ეჭვი არ გვეპარება. ისინი განსაკუთრებულნი არიან და წარმატების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენენ. ამიტომაც გვაქვს "ენფილდზე" ასეთი შედეგი.


კომენტარები


RUSH
რედაქტორი

<3 <3 !!!!!!!!!!!!!! მიყვარს ეს კაცი

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგარი მამაძაღლი ხარ იურგენ

gio_chyoi
რედაქტორი

საჭირო იყო მოგება და თან მინიმუმ ასეთი ანგარიშით და კიდევ შრალად კარის შენახვით. ეხლა ბაიერნი და იუნაიტედიც თუ მივაყოლეთ ამას გუნდი ისევ აკრეფს ფორმას და მერე წესით ვეღარავინ წაგვართმევს ჩემპიონობას

chipe888
მომხმარებელი

მჭერმეტყველია ეს კაცი. რო უსმენ გგონია,რომ ტიტულებით დახუნძლული ტრენერია. გერმანელი ივანიშვილია(ახლა გაიჩითა ბიძოზე შუტკა და...)

Ynwa Scousers
VIP Member

მომოს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა ტრენტსაც შეეძლო აი ბოლოს კი ბობიმ ვანდეიკს რომ არ მისცა მანდ მაგარი მიქარა

kobaxidze quch
მომხმარებელი

chelsis trenerma, sitis movugebo da rashi neta kho ar itsit vimem?

hattrick
მომხმარებელი

სამწუხაროდ ვერც წელს მოახერხებ გუნდის გაჩემპიონებას, მაგარი შანსი გაუშვი ირიოდე კვირის წინ, ის დრო აღარ დაგიბრუნდება ...

Hahaha22
მომხმარებელი

გაქვთ სასტავ მანჩესტერთან იმედი უცებ ჩელსი არ დაგემართოთ დიდი სიტყვები არ თქვათ ჯერ პესეჟეს დათქეშავენ და მერე ჩვენ

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: Hahaha22
გაქვთ სასტავ მანჩესტერთან იმედი უცებ ჩელსი არ დაგემართოთ დიდი სიტყვები არ თქვათ ჯერ პესეჟეს დათქეშავენ და მერე ჩვენ

ეს შორიდან შემოვლები და ძალით სქაუზერობა რამე ახალია? პირდაპირ თქვი მანჩესტერის ფანი რომ ხარ რათ გინდა ასეთი ლაპარაკი :D მანჩეტერთან იმედი კი არ მაქვს ზუსტად ვიცი ბურთს გადავახევთ თავზე მაგ *ცენზურა*ებს

Hahaha22
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
ვნახოთ ვნახოთ 4-2 ეგ თამაში 50 ლარიც კი დავდევი MU 4 - 2 LIV

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: Hahaha22
Ynwa Scousers,
ვნახოთ ვნახოთ 4-2 ეგ თამაში 50 ლარიც კი დავდევი MU 4 - 2 LIV

წინა თამაშის სტატისტიკა სანატრებელი გაგიხდებათ :D

Hahaha22
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
წინა თამაში ჩემო მეგობარო იყო სვარკა ჟოზეს ხელმძღვანელობით და მაგიტო გაგიმართლათ ეს 3 თვის უკანდელი ემიუ არ გეგონოთ ყოველთვის მოსისხლე მტერი იყო მანჩესტერის და იქნება უბრალოთ პრიორიტეტი ჩვენ ხელში ისეთი კაცი უდგას სათავეში რო მარტო მისი მომზადება სიტყვიერი ლივერპულთან დატაკების დროს იქნება მოხოდილი თემა ჩვენ გვყავს კლას 92 სასტავის კაცი რომელმაც იცის ლივერპულის დამხობა რამხელა რამაც ნიშნავს რაც მოიგო ოლემ 10 თამაშიდან 9 და 1 ნიჩია ითამაშა ის დავიწყებას იქნება მიცემული სტადიონზე რო გავა ჩემო მეგობარო წითელი ეშმაკები გააწითლებენ ოლდზე სტადიონს ჩვენ გვყავს კაცი რომელმაც იცის გუნდის ფილოსოფია და თქვენ გყავთ კაცი რომელის სულით გერმანელია და ლივერპულს იცნობს 4 წელია ამიტო შანსი 0 ბუბლიკ

chipe888
მომხმარებელი

Hahaha22,
შეგრცხვეს მაინც,კლოპს და იმ ხუჭუჭა თავას როგორ ადარებ ერთმანეთს. ეგ გამოჩნდება ვინ მოიგებს და ვინ არა,არ ჯობია დაელოდო თამაშს და მერე შემოხვიდე? ჯერ კლოპის შეგირდს მოუგოს ამ კვირაში და მერე იბაზრეთ ლივერპუთან თამაშზე. ტრენერ კაცს რო ვინმეს რჩევა და შპარგალკა დასჭირდება,მაშინ არის საცოდავობა,თორემ კლოპს რა უჭირს მაგის ფასი. მაგას მიდარებ ჰერ იურგენს? ეგ შპარგალკა ყველგან არ გამოადგება.ახლაგაზრდა იქნები და რატო იფუჭებ ნერვებს და რატო ქომაგობ სირჩესტერს. თუ ქომაგობ,უქომაგე და სხვისი გამოწვევა არ გინდა და მითუმეტეს ამ საიტზე.

ხო მართლა 50 ლარი გაგიქნევია და წაგებულია დამიჯერე. არ გერჩივნა ვინმე უსახლკაროსთვის საჭმელი გეყიდა,მადლს იზავდი,მერე გაივლიდი და წინ დაგვხდებოდა. თუ ნერვები გაგიფუჭდა ჩვენ არ დაგვაბრალო,ეგ შენი საყვარელი გუნდის ბრალი იქნება:)

Hahaha22
მომხმარებელი

chipe888,
ერთს გეტყვი მარტო წელს გავარდნილი სეზონი აქ კლოპს და ეხა მოიხოდა მანჩესტერი თორე რო ყოფილიყო ბევრად ადრე ოლე ესე ვერ იქნებოდით მეორეზე .. და ერთსაც დავამატებ ეს ის ქაცია რომელიც ფერგის დროს აწყობილ სქემას ერგებოდა და როცა ლივერპული ჩაობში ბანაობდა მანჩესტერი მწრვერვალებს იპყრობდა .. იმ კაცის აღზრდილია და დაბრუნდა ჩემო მეგობარო მანჩესტერის დიდება <3 და ისა კიდე ჩემპიონობის იმედი ტყვილა გაქვთ სიტი საზიზღარ ფორმაშია თქვენი უპრემიერლიგობა მალე ნახევარ საუკუნეს მიაღწევს და ჩვენ ბოლოს მოვიგეთ 6 წლის უკან და თქვენ რაზე მაბაზრებ ტო არა გცხვენია ეს გუნდი ვერ ამოვა წუმპედან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გავარდნილი სეზონია მარა ჯერ კიდე არაფერი არ გაქვთ გადაწყვეტილი სიტისთან ჩათვალეთ თანაბარი ქულები დაგრჩებათ კი გავთ ზაპასი თამაში მარა უშანსო თამაში გაქვთ

chipe888
მომხმარებელი

Hahaha22,
ვინ ამოვა და ვინ ჩავა წუმპეში მაგას დრო გვიჩვენებს. ასერომ ნერვებს გაუფრთხილდი და დაველოდოთ სეზონის დამთავრებას. იმედი ვიქონიოთ,რომ ოლე შპარგალკას არ დაკარგავ:)

Ynwa Scousers
VIP Member

რა ილაპარაკა ტიპმა გაიგეთ ვინმემ? რა მარტო სიტყვით გამოსვლით მოიგებს მანიუო რა წელს თამაშობს ლივერპულიო ამათ მგონი რადიოში აქვთ მოსმენილი ლივერპულის თამაშები რამდენიმე თამაში გადააბეს და უკვე ჭკუაზე არიან ცოტახანში ესენი ეპლისთვისაც გაიწევენ :D მოდი ჯერ განახევრებულ პსჟს მოუგეთ და მერე ჩვენზე ვილაპარაკოთ :D

ციტატა: chipe888
Hahaha22,
ვინ ამოვა და ვინ ჩავა წუმპეში მაგას დრო გვიჩვენებს. ასერომ ნერვებს გაუფრთხილდი და დაველოდოთ სეზონის დამთავრებას. იმედი ვიქონიოთ,რომ ოლე შპარგალკას არ დაკარგავ:)

თავიდან როგორ დაიწყო ბაზარი ნახე პროსტა თავს არ იწვავდა მანჩესტერის ფანი რომაა რას ფიქრობთ ბიჭებო მართლა გვაქვს იმედი რომ.იმათ მოვუგებთო?? :D :D ნეტა რამდენი წლისაა :D

Xuta
მომხმარებელი

Hahaha22,
გავარდნილი სეზონი ვის ააქვს კიდევ ვერ მოსულხარ აზრზე, მაგრამ კლოპი მალე დაგიშვებთ მიწაზე

lashafss
VIP Member

Hahaha22,
მანჩEსტერ ის დ ე და ს *ცენზურა* ყოველთვის სუ რო ეპლ ვე რო ვერმოვიგოთ მანჩEსტერს მაინც გაგიუპატიურებთ !~

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: Hahaha22
Ynwa Scousers,
ვნახოთ ვნახოთ 4-2 ეგ თამაში 50 ლარიც კი დავდევი MU 4 - 2 LIV

ეგ 50-ლარი დაბადების დღეზე მოგიგრივდა? :D თუ სკოლაში რომ გატანდენ ის ფულია აგროვე აგროვე და შეგიგროვდა :D მაგრამ 10-წლის ბავშვებს ტოტალიზატორში თაამაში რომ არ შეუძლიათ??

bulleye
მომხმარებელი

ჯინი ძალიან მუშა და მაგარი ფეხბურთელია <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • VS

    19.02.18


  • მიუნხენის ბაიერნი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    09.02.2019


  • ბორნმუთი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



რომელ მცველს ისურვებდით ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილედ?
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze