x

Tuttosport: სენსაცია ზაფხულში?

ავტორი: Javaxa, 14-02-2019, 13:54, კატეგორია - სიახლეები, 1 505, 10


იტალიური "იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავისი რიგებით ეგვიპტელი სუპერვარსკვლავით, მოჰამედ სალაჰით შეავსოს და ამისათვის "წითლებს" ბარტერს სთავაზობს. ტურინში მზად არიან ინგლისელებს სალაჰის სანაცვლოდ პაოლო დიბალას + €50 მილიონი ევრო შესთავაზონ - აფრიკელი ფეხბურთელი €200 მილიონადაა შეფასებული.

აარონ რემზის ტრანსფერის შემდეგ იტალიელებს ხელფასის სახით საკმაოდ მსუყე გადასახადი დაუწესდათ, ამიტომ არგენტინელი ფორვარდი მათ გეგმებში უკვე აღარ შედის. ის, ვინც 26 წლის სამხრეთ ამერიკელის შეძენით დაინტერესდება, ტურინელები განიხილავენ ყველანაირ წინადადებას, რომელიც €150 მილიონიდან დაიწყება.

იტალიური მედია ირწმუნება, რომ პაოლო დიბალა "ბებერ ქალბატონში" ბედნიერი არ არის და ზაფხულში ნავსაყუდელის აუცილებლად გამოიცვლის. შეგახენებთ, რომ გასულ ზაფხულს "წითლების" მხრიდან დიბალასადმი ინტერესები იყო, თუმცა "იუვენტუსმა" მაშინ ფეხბურთელის გასხვისებაზე უარი განაცხადა.

მიმდინარე სეზონში პაოლომ გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

ჭორია რა ჩემი აზრით და ისედაც არ მინდა მო სალამ დატოვოს კიდე კაი ხან ლივე

juja
მომხმარებელი

ტრუხა ბაზარია

kaxalfc
მომხმარებელი

სალაჰის ფეხი მირცევნია დიბალას, ტყუილი იქნება

Ynwa Scousers
VIP Member

ამაზე დიდი სისულელე არ წამიკიათხავს კარგა ხანია :D

Gerrard Fan
მომხმარებელი

გაცვლის ვარიანტში არც მე არ ვისურვებდი მარა ისე, რომ დაგვეთრია და ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს დაგვხატავდა კრეატიულობის პონტში.სუპერ ფეხბურთელია და თუ გაიყიდა არ ღირს ამის ხელიდან გაშვება.თან საჯარიმოებს მაგრად უტყავს ეს ბიჭი ! მოკლედ შეტევაში თუ რაიმე გვაკლია ერთიანად დაგვიმატებდა ყველაფერს , მარა არამგონია ამაზე იუვენტუსი წამოვიდეს , რომ დაკარგოს ასეთი დონის ფეხბურთელი და ჩვენგან ხეირი ვერ ნახოს 5 ეს და დე ლიხტი და თუ უნდათ მეტი არავინ დაიმატონ ამ ზაფხულს 5

chipe888
მომხმარებელი

საერთოდ დიბალას დიდი პატივისმცემელი ვარ,მაგრამ რამდენად დავრჩებით მოგებულები ამით ეგ არ ვიცი. სიამოვნებით ვიხილავდი გიბალას წითელ მაისურში. რამდენად შეეჩვევა ინგლისურ ფეხბურთს ეგაა მთავარი,თორემ სალაჰზე კლასნი რო არის წყალი არ გაუვა. ორივე ტოპ კლასია,მაგრამ ერთის მოსვლაც მინდა,მაგრამ მეორეს გაშვება არა. არაა ასე მარტივი დასათმობი მომო. შესაძლოა მართლაც უნდათ სალაჰი(ვის არ უნდა რო),მაგრამ ლივერპულის პოზიციაა აქ მთავარი. სალაჰი კი კოუტინიოსავით არ წავა. თუ ლივერპულში მოინდომეს დიდხანს დატოვონ სალაჰო,ასეც იქნება. ერთი რაც იციან არაბებმა და საერთოდ მუსლიმანებმა არის ერთგულება და სიკეთის დაფასება. მაჰრეზის და ლესტერის ამბავი გაიხსენეთ.იმედია ამ ინფოში დიბალას გაწითლების ნაწილია მართალი

LUIS SUARES 001
VIP Member

არანაერი დიბალა სალაჰი ჩვენთან უნდა დარჩეს

gio_chyoi
რედაქტორი

არც მჯერა და არც მინდა, აქეთ წაართვან დიბალა თუ რამის თავი აქვთ

virgili444
მომხმარებელი

დიბალას ისევ მო ჯობია თუ წავა ქეში ჯობია რომ ავიღოთ და ეს არც მინდა მოხდეს და არც წავა თუ ტიტულს დავდებთ

jackjack
მომხმარებელი

ise davimatot mayutis gadaxdit ar var winaagmdegi :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • VS

    19.02.18


  • მიუნხენის ბაიერნი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    09.02.2019


  • ბორნმუთი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



რომელ მცველს ისურვებდით ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილედ?
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze