x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 11-03-2019, 21:07, კატეგორია - სიახლეები, 656, 10


პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:2 დაამარცხეს.

გოლები სადიო მანემ(2) და რობერტო ფირმინომ(2) გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

შედეგი და თამაში...
რთული, მაგრამ კარგი მატჩი იყო. "ბარნლის" წინააღმდეგ ყოველთვის ასეა, დღეს კი კიდევ რამდენიმე გარემოება სიტუაციას უფრო ართულებდა. პირველ რიგში, ეს იყო სწრაფად გაშვებული გოლი. როგორც წესი, ასეთ დროს ჯარიმა ინიშნება. მომენტი კიდევ ვნახე და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს მეექვსე წუთზე მოხდა, ასე რომ, პასუხის გასაცემად საკმარისი დრო გვქონდა. ჩვენ შესანიშნავი გოლები გავიტანეთ. მესამე გოლის დროს, პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, თუმცა ბობი ადგილზე იყო. მეოთხე გოლიც ფანტასტიური გამოვიდა. შედეგი ნამდვილად ბრწყინვალეა.

მსაჯების გადაწყვეტილებების მნიშვნელობა სეზონის დასკვნით ნაწილში...
ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ვთვლით, რომ მათი დამატებით წნეხის ქვეშ მოქცევა აზრს მოკლებულია. სეზონის დასკვნითი ნაწილი ყველასთვის გადამწყვეტია. ვფიქრობ, ანდრე მარინერს რომ უკეთ დაენახა სიტუაცია პირველი გოლის ეპიზოდში, ის ჯარიმას დანიშნავდა... შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. სინამდვილეში კი მათზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

ადამ ლალანას თამაში...
ვარჯიშისთვის საკმაოდ ბევრი დრო გვქონდა. კვირის დასაწყისშივე ვთქვი, რომ მას შეეძლო თავი გამოეჩინა. ადამმა კი შანსი გამოიყენა, არა მხოლოდ მან, მაგრამ სხვა ბიჭებს შორის ლალანაც იყო. თუ ის ისე ითამაშებდა, როგორც ვარჯიშზე გამოიყურებოდა, მაშინ ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა - "ბარნლისთან" სწორედ ეს მოხდა. ის შექებას ნამდვილად იმსახურებს.

უხვგოლიანი მატჩი...
დღეს ეს მნიშვნელოვანი იყო. 2 კვირის წინ "უოტფორდს" 5 გოლი გავუტანეთ, შემდეგ კი "ევერტონთან" ნულოვანი ფრე იყო. ბევრი მეკითხებოდა შემტევ და უფრო მეტად შემტევ შემადგენლობებზე... ვფიქრობ, შემდეგში, როცა კვლავ ვერ გავიტანეთ, ასეთ კითხვებს ისევ დამისვამენ. არ ვთვლი, რომ "ბაიერნისთვის" 4 გოლის გატანა მარტივია. თავდაჯერებასთან პრობლემები არ გვაქვს, ეს არც დერბის შემდეგ გვაწუხებდა. ჩვენთვის სულაც არ არის საინტერესო თუ რა იწერება "ლივერპულზე". დღეს სალაჰი მოედანზე საუკეთესო იყო, თუმცა გოლი არ გაუტანია. ალბათ, მას მაღალ შეფასებასაც არ დაუწერთ. პრობლემები კვლავ გვაქვს - მილი და ლოვრენი კვლავ ვერ გვეხმარებიან. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კვლავ საჩემპიონო რბოლის მონაწილენი ვართ.

ჩემბერლენის მდგომარეობა...
კარგია, რომ მას მუხლი აღარ აწუხებს. მას უბრალოდ კუნთთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და მადლობა ღმერთს, ჩვენ დროულად გამოვიყვანეთ ის მოედნიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ოქსის დრო სჭირდება. ჩვენ ყველა ვიცნობთ და ყველას გვიყვარს ის.

კომენტარები


Cyлхан
მომხმარებელი

მარტო მე მეჩვენება რომ ფაბინიო ნელია თუ სხვამაც შეამჩნია? რაბიო რომ მოვიდეს სკამის ხეხვა არ აცდება ფაბინიოს

bulleye
მომხმარებელი

კლოპო ბაიერნს რამე მოუხერხე შენებურად რა <3

chipe888
მომხმარებელი

ჯარიმის შეეშონდა და მსაჯებზე არაფერი თქვა. ხო ვამბობ კუტაკვერცხაათქო:D

gio_chyoi
რედაქტორი

იდეაში პირველი გოლი 100%-იანი ჯარიმა იყო და მეორეზე უბრალოდ მოდუნდნენ რახან დამატებული დრო იყო

RedLp
მომხმარებელი

ციტატა: Cyлхан
მარტო მე მეჩვენება რომ ფაბინიო ნელია თუ სხვამაც შეამჩნია? რაბიო რომ მოვიდეს სკამის ხეხვა არ აცდება ფაბინიოს

ფაბინიოს რაბიოსთან შედარება სასაცილოა და მეტი არაფერი...

Kloppout
VIP Member

ფაბინიო რაბიო? სასაცილოც აღარაა

Javaxa
ადმინისტრატორი

ეს ის თემაა რაკიტიჩი რო სჯობია დავიდ სილვას :(

ისე მენთეშაშვილი რო მოვიდეს ვერ დასვავს ვითომ ფაბინიოს?

liverpool111
მომხმარებელი

chipe888,

ჯარიმის კიარა მოიგო და მიტო ლაპარაკობს ეგრე, რომ ვერ მოეგო მერე გენახა )))

LUIS SUARES 001
VIP Member

Eg gaviaret ukve ,baiernze vifiqrot ukve

virgili444
მომხმარებელი

რაბიოზე რატო გიჟდება ხალხი ვერ გავიგე არ მესმის გასაგიჯებელი ეგ არაფერია და რაბიო ფაბინიოს ვერ დასვამს და ხო საყრდენები ბლომად გვყავს გუნდში პლეიმეიქერი გვინდა ტექნარი უფრო აი ისკოს და ერიქსენის მსგავსი კაცი რა ერთი პასით მთელი დაცვის მოტეხვა რომ შეუძლიათ რაც ფაბინიოს აქ ყველა ნახევარმცველზე უკეთ ვინც გვყავს მაგრამ არა ისე ბლომად როგორც ჩემს მიერ ნახსენებ ხალხ გააჩნია ეგ ნიჭი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze