x

"ბაიერნი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 14-03-2019, 02:01, კატეგორია - სიახლეები, 1 513, 11


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ლივერპული" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

"ბაიერნი" : ნოიერი - რაფინია - ზულე - ჰუმელსი - ალაბა - ხავი მარტინესი (72' გორეცკა) - ტიაგო - ხამესი (79' სანჩესი) - რიბერი (61' კომანი) - გნაბრი - ლევანდოვსკი

"ლივერპული" : ალისონი - არნოლდი - ვან დეიკი - მატიპი - რობერტსონი - ჰენდერსონი (13' ფაბინიო) - ვეინალდუმი - მილნერი (87' ლალანა) - მანე - სალაჰი - ფირმინო (83' ორიჯი)

როგორც მოსალოდნელი იყო, საწყის წუთებში ბურთს უმეტესად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა კლოპის შეგირდებს მოედნის ცენტრში ზონები კარგად ჰქონდათ გადაკეტილი, რაც მეტოქეს მოკლე პასებით სიტუაციის გამწვავების შანსს არ აძლევდა. "ბაიერნი" უმეტესად გრძელი გადაცემებით ცდილობდა ფონს გასვლას. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" შემტევი ტრიო მეტოქის მცველებს 90 წუთის განმავლობაში წნეხის ქვეშ ამყოფებდა. გეტყვით იმასაც, რომ შეხვედრის მე-13 წუთზე მერსისაიდელებს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდათ - ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად თამაშში ფაბინიო ჩაერთო.

ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე გაიხსნა - ვან დეიკის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბურთი სადიო მანემ მიიღო. სენეგალელმა რაფინიასა და ნოიერის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და დააწინაურა კიდეც სტუმრები. 13 წუთში კი წონასწორობა აღდგა - საკუთარ კარში ბურთი ჟოელ მატიპმა ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში მასპინძლებმა მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

მეორე ტაიმში სცენარი რადიკალურად არ შეცვლილა - კლოპის გუნდი აქტიურ პრესინგს მიმართავდა და ცდილობდა მეტოქისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეეზღუდა. შეხვედრის 69-ე წუთზე, ჯეიმს მილნერის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი თავით ნოიერის კარში ვირჯილ ვან დეიკმა გაგზავნა. ამის შემდეგ "ბაიერნი" კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა დაცვაში "ლივერპულს" უფრო დიდი სივრცე გაუჩნდა. შედეგად, მატჩის 84-ე წუთზე სადიო მანემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრაში საბოლოოდ ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3 და "ლივერპული" 1/4 ფინალშია, თანაც სრულიად დამსახურებულად !


სტატისტიკა
"ბაიერნი"
"ლივერპული"
58%ბურთის ფლობა42%
7დარტყმა10
2ზუსტი დარტყმა6
2კუთხური7
5თამაშგარე2
7ჯარიმა14
2ყვითელი ბარათი3
82.1%პასების სიზუსტე73.8%

* აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" მოთამაშეთა მიერ ჩაწოდებული 1 ბურთიც კი არ მივიდა ადრესატამდე.

 


კომენტარები


Scouser_Galski
მომხმარებელი

შესანიშნავი პერფორმანსი , ლოგიკური შედეგი, დამსახურებული გასვლა!!!

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

დეიკმა გააქრო ადრესატები :))))

gio_chyoi
რედაქტორი

ნეტა ვინ შეგვხვდება. 7 გუნდიდან იუვენტუსი სიტი ბარსა არ მინდა დანარჩენი ვინც გინდა იყოს. ნუ პორტო ყველაზე უკეთესია მარა არც აიაქსია ცუდი ტოტენჰემი და იუნაიტედი

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
ნეტა ვინ შეგვხვდება. 7 გუნდიდან იუვენტუსი სიტი ბარსა არ მინდა დანარჩენი ვინც გინდა იყოს. ნუ პორტო ყველაზე უკეთესია მარა არც აიაქსია ცუდი ტოტენჰემი და იუნაიტედი

თუ გუნდის გადაღლა არ გინდა მაშინ ჯობია უნაიტედიც გამორიცხო, სუსტი მარა ისეთი მეტოქეა ბოლომდე თუ არ დაიხარჯნენ არ აპატიებენ კლოპს იქაური გულშემატკივრები,

LUIS SUARES 001
VIP Member

რობერტსონმა სისულელე გააკეთა ,დალშე ყველაფერი ხუთიანზე დაჯდა

cotne_suarez
მომხმარებელი

რა ბარსა ლიონ :დდდ

misho.metreveli
მომხმარებელი

სტუმრად "ბაიერნი" დავამარცხეთ 1-3 და მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, ბოლომდე თავი თითქოს არავის მოუკლავსო, თითქოს თავისით მოვიდა ეს შედეგი. ჩემპიონატში ძალები გამოგვადგება და ძალიან კარგია. ჩემპიონთა ლიგაზე თუ წელსაც შორს გავალთ კარგი იქნება (გუნდის პრესტიჟისთვის), ფინანსურად, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის, ფანებისთვის. ეხლა დროა ჩემპიონატზე გადავერთოთ სრული ძალებით. გილოცავთ გამარჯვებას. მანემ ძაან აკრიფა, კლოპმა კოვაჩს აჯობა, ვან დეიკი ამტკიცებს რომ თავის პოზიციაზე პირველი კაცია. გუნდს იმედია ეს გამარჯვება ხალისს შემატებს! 5 [hide][/hide]

Kloppout
VIP Member

მარტივი და დამსახურებული გამარჯვება თან ისე რომ აშკარად არაა ეს ამ გუნდის მაქსიმუმი
მიუხედავად ბაიერნის კრიზისისა მაინც მაღალი დონის თამაში იყო მწვრთნელისგანაც და ინდივიდუალურადაც ფეხბურთელებისგანაც ალისონის ფეხით თამაში კარგი იყო სეივებისთვის არც დაურტყეს დეიკს მეორე სართულზე უბრალოდ აღარც უხტებიან მატიპმა ავტოგოლის მიუხედავად გამაოცა იმდენად მაღალ დონეზე ითამაშა ზოგადად დებილია მარა საღოლ, რობომ ჭამა ბევრჯერ თან და ყვითელი მოუხდება რამენაირად შეცვლის მილნერი 1 თამაშში არნოლდი უკლასნესი ბიჭია ფაბი კლასიკა იყო მეორე ტაიმში პირველში იმდენად ცუდი რომ რავიცი სიტყვები არმყოფნის ძაან დიდი კონტრასტი იყო + ჩემი ფავორიტი კაცია მოსვლის დღიდან და ამიტომ ვაკრიტიკებ პირველი ტაიმის გამო მილი და ჯინი იყვნენ ამ თამაშში კლოპის იარაღი პრესინგი მოძრავი რვიანები თავისი საქმე გააკეთეს სალაჰმა ერთხელ იღორა მარა დონე ასისტი დადო შედეგებში არ ჩანს ბოლო 2-3 თამაშია მარა ძალიან აქტიურია და ბევრ საქმეს აკეთებს ამიტომ ვპატიობ ასეთ ეპიზოდებს სალაჰსაც და ადრე მანესაც არ ვაკრიტიკებდი, ბობი ვერ იყო ხოდზე აი მანე კი სასწაულ ფორმაშია სულზე მოგვისწრო რა ამ შავმა კაცმა
საბოლოოდ მიიღო ლივერმა გრანდის სახე რომელიც ადრე კანკალებდა ასეთ მატჩებში მარა დღეს ჩვეულებრივად აუღელვებლად მოქმედებდა რაც მთავარია თავდაჯერებულია უკვე კამანდა და თვითრწმენა გუნდელების რწმენა უმთავრესია ტიტულებისკენ სვლაში

ახლა ზეიმის დრო არაა ეპლი ისევ პრიორიტეტია და სიტიზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ მომდევნო ფულემია

romanardashelia
მომხმარებელი

ესეც ასე ბაიერნი სახლში გაუშვით მომდევნო მეტოქე ატლეტიკო მინდოდა ყოფილიყო, სინეონე არ მევასება მაგრამ იუვემ შეუძლებელი შეძლო.
პორტო მინდა შემდეგ ეტაპზე მაგრამ ვნახოთ ვინ შეგვხვდება.

chipe888
მომხმარებელი

შეფასებას გავაკეთებ ფეხბურთელებისას:
ალისონი-კარგი თამაში ჩაატარა,ფეხით ყიჩაღობდა და საქმე არც ქონია დიდი,რაც დაცვის და გუნდის დამსახურებაა
ტრენტი-ერთ ეპიზოდში მაგრად გააცურეს,მაგრამ კარგად იდგა და კარგი თამაში ქონდა
მატიპი-რაღაცნაირი მოუხერხებელი ფეხბურთელია და ამ მოუხერხებლობით გაუტანა ალის გოლი.ვერავინ დამაჯერებს,რომ სხვა მცველი ამ მომენტში ვერ გამოიტანდა ბურთს. საერთოდ კარგი თამაში ჩაატარა და რომ არა ავტო გოლი საუკეთესოდ დავასახალებდი,მაგრამ ეს ფაქტი მტოვებს ჩემს აზრზე,რომ დებილია ეგ ჩემისა.
დეიკი- არ ქონია ისეთი,ტრადიციული თამაში,რომელიც მისგან ვხედავთ ხოლმე,მაგრამ დეიკი რო სასტავშია უკვე მეტოქის შემტევები იტYვნებიან. გოლიც გაიტანა და ეს კაცი არის ჩვენი გუნდი უპირობო ლიდერი და მამოძრავებელი.
რობერტსონი-არ ქონდა კარგი თამაში და ხშირი შეცდომები ქონდა,მაგრამ რობერტსონია და ის ბოლომდე იბრძვის სულ. ყვითელს გამართლებულად ჩავუთლი,რადგან მეორე თამაშში იქნება. რაც არ უნდა იყოს პირველივე თამაშში არ გადაწყდება არაფერი და ამ კაცს დასვენება სჭირდება. მე არ მაიტერესებს რამდენჯერ გასცდა მეტოქე ან რამდენად პროდუქტიული იყო შეტევაში,რადგან ფეხბურთელში ბრძოლას ვაფასებ და თუ ვინმეზე შეიძლება ყოველი თამაშის მერე ეს თქვა რობერტსონია.
ჰენდო-საუკეთესო იყო,რადგან მოედნიდან გავიდა:)
ფაბინიო-ფაბინიომ პირველი ტაიმი ჩააგდო ჩემდა გასაკვირად. რაც არ უნდა პროფესიონალი იყო,მაინც ძნელია ზამენაზე შემოხვიდე და ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. მეორე ტაიმი უკეთესი ქონდა.
მილნერი-ტრადიციულად ბევრი იმოძრავა და ბოლომდე დაიხარჯა. პაწა უფანტაზიო,თორემ პრესინგში დიდი როლი შეასრულა
ჯინი-აი ჯინისგან არ ველოდი ასეთ უსახურ თამაშს. პრესინგის დროს როგორც გუნდი ასევე ჯინიც კარგი იყო,მაგრამ პასების გაკეთების დროს თითქოს ძალა აკლდებოდა. არ მომეწონა მისი თამაში,რადგან ბევრს ვითხოვ ამ კაცისგან და ჩემი ერთერთი ფავორიტია
სალაჰი-სალაჰს ვიცავდი და დავიცავ კიდევ. იმედი მაქვს სტადიონზე დამეხმარება ხოლმე. წნეხის ქვეში ყავდა მეტოქის მცველები და აქტიური იყო.უფრო მეტი გვინდა და ძველი სალაჰის დაბუნება,მაგრამ ასეთი აქტიური თუ იქნება ესეც დამაკმაყოფილებელია
მანე- მატჩის გმირი შავტრაკა 1,რომელმაც ძალიან მაგარი თამაში დადო. როცა უდგება ამ კაცს თუ გინდა ნესტამალდინი დადევნე დედას უტირებს ნებისმიერს.
ბობი- ეს კაცი თავდასხმელის გარდა ყველაფერია. მოედანზე არ დარჩენილა წერტილი სადაც ეს კაცი არ იყო და არ იბრძოდა. ასეთი მუშა შემტევი არის კიდევ სადმე,მე არ ვიცი ყოველშემთხვევაში.
კლოპი- მიუხედავად იმისა,რომ მთლიანობაში თამაში არ მომეწონა და უფრო უკეთესს ველოდი,მაინც კარგი ტაქტიკა დადო და გუნდიც განაწყო საბრძოლველად. 10 ქულიდან 8 დავუწერდი. არც ესეთი სუსტი გუნდია ბაიერნი რო ასე გაასაზიზღრო და ეს კლოპის სწორი მიდგომის დამსახურებაა.

პ.ს. ისე ბარსელონას თამაშის განხილვა არ უნდა იყოს და გუგა ფორმაში არ ხარ აშკარად:D:D:D

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: misho.metreveli
სტუმრად "ბაიერნი" დავამარცხეთ 1-3 და მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, ბოლომდე თავი თითქოს არავის მოუკლავსო, თითქოს თავისით მოვიდა ეს შედეგი. ჩემპიონატში ძალები გამოგვადგება და ძალიან კარგია. ჩემპიონთა ლიგაზე თუ წელსაც შორს გავალთ კარგი იქნება (გუნდის პრესტიჟისთვის), ფინანსურად, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის, ფანებისთვის. ეხლა დროა ჩემპიონატზე გადავერთოთ სრული ძალებით. გილოცავთ გამარჯვებას. მანემ ძაან აკრიფა, კლოპმა კოვაჩს აჯობა, ვან დეიკი ამტკიცებს რომ თავის პოზიციაზე პირველი კაცია. გუნდს იმედია ეს გამარჯვება ხალისს შემატებს! 5 [hide][/hide]

მეც მასეთი გრძნობა მაქვს ზუსტად რო მთლიანად არ დახარჯულან, თითქოს ცალი ფეხით მოუგეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze