x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 14-03-2019, 22:46, კატეგორია - სიახლეები, 579, 6


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ლივერპული" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა.

მერსისაიდელებმა მეტოქე 1:3 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა :

თამაში და შედეგი...
ეს დიდი საღამო იყო. ნაადრევი ცვლილების განხორციელება მოგვიხდა, გვსურდა უფრო უკეთ გვეთამაშა ამიტომ შესვენებაზე კიდევ რაღაც შევცვალეთ. პირველ ტაიმში გამორჩეული გოლი გავიტანეთ, და გავუშვით კიდეც... მაგრამ, 45 წუთის შემდეგ, ყველამ იცოდა, რომ "ბაიერნს" ადვილი მატჩი არ ელოდა. მეორე ტაიმით ძალიან ბედნიერი ვარ - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორი გოლი გავიტანეთ. უბრალოდ, ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი და ვაჩვენთ თუ როგორი ძლიერები ვართ, როგორ შეგვიძლია თავის დაცვა.

ვან დეიკის თამაში...
ეს ბრწყინვალე იყო. რა შემიძლია გითხრათ ? მასზე წიგნსაც კი დავწერდი, მის სიძლიერესა და უნარებზე. თუ როგორ მომწონს ის და რაოდენ კარგი ადამიანია ვირჯილი. მან იცის, რომ კიდევ უფრო უკეთაც შეუძლია თამაში. დღეს ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. აქ თამაში ადვილი არავისთვისაა.

"ბაიერნი" მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა...
ბუნდესლიგა განსხვავებული ტურნირია. ასეთი შეხვედრებისთვის 3-4 დღე გაქვს და ამ პერიოდში ლიგაზე არ ფიქრობ. აქ 3 გოლის გატანა ნამდვილად რთულია. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენ კვლავ ელიტაში ვართ და მსოფლიო კლასის ფეხბურთს ვთამაშობთ. ვიცოდი, რომ შანსი გვქონდა, მაგრამ მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ველოდი. ბიჭებმა საქმე ბრწყინვალედ შეასრულეს.

რას ნიშნავს "ბაიერნის" დამარცხება...
მსოფლიო არის საფეხბურთო არენები, სადაც არ ელიან რომ თუნდაც "რეალი", "ბარსელონა" ან "სიტი" გაიმარჯვებს. ყველამ იცის, რომ ასეთ სტადიონებზე თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან რთულია. სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ, მგონი დღეს "ბაიერნს" ბევრი შანსი არც ჰქონია. ეს კი ბევრს ნიშნავს. საქმე მხოლოდ სისწრაფეს არ ეხება, რადგან ასეთი უპირატესობა სხვა გუნდებსაც აქვთ, უბრალოდ, გამარჯვებისთვის სწორი გზა უნდა მოძებნო. ამით კი ნამდვილად ვამაყობ და ბედნიერი ვარ. ჩვენ დავბრუნდით ! მოდით ასე გავაგრძელოთ, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ ! კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ !

მანეს საოცარი ფორმა...
ეს ცხადია და ამ საკითხზე საუბარიც კი არ არის საჭირო. სეზონის ბოლოს შემახსენეთ და თუ საჭირო იქნება მე სადიოს სიმღერასაც მივუძღვნი.

იყო თუ არა "ალიანს არენაზე" მოგება დამატებითი მოტივაცია...
ასეთი არ ვარ. ის ფაქტი, რომ აქ "ბაიერნი" დავამარცხე მე უფრო ბედნიერს არ მხდის. მსურდა უბრალოდ მომეგო როგორც "ლივერპულის" მწვრთნელს და არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ ვინ იქნებოდა მეტოქე. 

კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

მართლა სწორი გზა მოძებნა "ბაიერნის" დასამარცხებლად. იდეალურად ჰყავდა კოვაჩი და მისი მონახაზი შესწავლილი. მაგრამ ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია. ყველამ კარგად შეასრულა დავალება. რაც ყველაზე სასიამოვნოა, მას შემდეგ რაც "ბაიერნმა" გაათანაბრა, არ დაიბნენ, პირიწით, უფრო მიაწვნენ

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპმა იცოდა როგორ გაენეიტრალებინა სასტავი და უმაღლეს დონეზე შეასრულა კიდეც

lashafss
VIP Member

ახლა არვიცი რას ფიქრობთ კლოპზე მააგრამ პრემიერლიგაც უნდა მოიგოს ეს შეცდომები არუნდა დაგვეშვა და მაგრად მენანება კლოპის ასეთი სეზონი შეუმჩნევლად რომ დარჩეს !

bulleye
მომხმარებელი

ავტოგოლის შემდეგ შემეშინდა, მეგონა აირეოდა გუნდი და ბაიერნი შეტევას შეტევაზე განახორციელებდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ეს კლოპის და ბიჭების უდიდესი მუშაობის შედეგია ! მაგრად დავჩაგრეთ ბაიერნი <3

chipe888
მომხმარებელი

ხუშტურ შე მაგარო:D სექტის გავლენამ შემომიტია:D

livermori
მომხმარებელი

კაი ნამიოკი ჩაარტყა მანეს სიმღერის დაწერაზე რა პონტია ისე სალაჰი საგოლე პასს უკეთებს მანეს გააქ და მოო სალაჰს მღერიან დროა უკვე მანესაც დაუწერონ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze