x

"ბაიერნი" : "ლივერპული" (ტაქტიკური ანალიზი)

ავტორი: johnson, 15-03-2019, 00:31, კატეგორია - სიახლეები, 903, 9


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ლივერპული" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა.

მერსისაიდელებმა მეტოქე 1:3 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს. მოდით ერთად, დეტალურად განვიხილოთ განვლილი შეხვედრა :

* დისკვალიფიკაციის გამო "რეკორდმაისტერს" კიმიხი და მიულერი ვერ ეხმარებოდნენ. საეჭვო იყო კომანისა და ალაბას თამაში, ამიტომაც მასპინძელთა სასტარტო 11-ეულის გამოცნობა არც თუ რთულ საქმეს წარმოადგენდა. კითხვები მხოლოდ დაცვის ხაზის მიმართ არსებობდა - შესაძლებელი იყო რაფინია მარცხენა ფლანგზე ყოფილიყო, თუმცა ალაბა დროულად გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა.

* სიურპრიზები არც იურგენ კლოპს შემოუთავაზებია. უკვე ყველამ იცის, რომ ასეთ მატჩებში გერმანელი არ ღალატობს ჩვეულ ტაქტიკას და მოედნის ცენტრშიც ჰენდოს, მილისა და ჯინის ენდობა. ამ ბიჭებს ყველაზე უკეთ ესმით კლოპის პრესინგის არსი. თუმცა, კაპიტნის ტრავმის გამო, უკვე მე-14 წუთზე თამაშში ჩართვა ფაბინიოს მოუხდა. მოულოდნელი იყო შემტევი ტრიოს განლაგება - საწყის წუთებში მანე მარჯვენა შემტევის როლს ასრულებდა, სალაჰი კი მარცხნივ იდგა. 10 წუთის შემდეგ ისინი ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.


* "ენფილდზე" დაფიქსირებულ ნულოვან ფრეს ბევრი "ბაიერნისთვის" მისაღებ ანგარიშად თვლიდა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი საპირისპიროს ფიქრობდა. ყველა თანხმებოდა, რომ საკუთარ კედლებში მიუნხენელებს უფრო უნდა გაერისკათ და საკუთარი ფეხბურთი ეთამაშათ.

სცენარი არც "ალიანს არენაზე" შეცვლილა - "ბაიერნი" კვლავ ფრთხილ ფეხბურთს თამაშობდა, 4-2-3-1 სისტემით... მოედნის ცენტრში მოკლე გადაცემებით ფონს გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომაც მასპინძლები იძულებულნი იყვნენ შეტევები გრძელი გადაცემებით განევითარებინათ, თუმცა არც ეს გამოსდიოდათ კარგად. ცნობისთვის, "ბაიერნის" მოთამაშეთა მიერ ჩაწოდებული 1 ბურთიც კი არ მივიდა ადრესატამდე.

რაც შეეხება "ლივერპულს" - მერსისაიდელები პირველ ტაიმში თამაშის კონტროლს აქტიური პრესინგისა და ზონების დაკეტვის ხარჯზე ახერხებდნენ, მეორე ნახევარში კი უკვე შეტევაშიც მოუმატეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.

თამაშის სცენარს ყველაზე კარგად სტატისტიკური მონაცემები აღწერს - "ბაიერნი" ფლობდა ბურთს, თუმცა მოქმედებათა 34% მოედნის მათსავე მესამედზე მიმდინარეობდა. კლოპის გუნდმა შეძლო და მეტოქე ალისონის კარისგან საკმაოდ შორს შეაკავა.

"ჩვენი გეგმაც ეს იყო - გვსურდა მეტოქე რაც შეიძლებოდა შორის ყოფილიყო ჩვენი კარიდან. სტატისტიკა არ მინახავს, თუმცა მგონი დღეს "ბაიერნს" ბევრი მომენტი არც ჰქონია. ეს კი დიდი მიღწევაა. ასეთ მატჩებში, ეს გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია." - ამბობდა კლოპის მატჩის შემდგომ.

როგორც უკვე გითხარით, მოქმედაბათა 34% მოედნის პირველ მესამედში, "ბაიერნის" საჯარიმოსთან ვითარდებოდა. ეს კი კლუბის ანტირეკორდია(საშინაო მატჩებში). "ენფილდზე" ეს მაჩვენებელი 39%-ს უდრიდა. როგორც წესი, "რეკორდმაისტერი" დროის უმეტეს ნაწილს შეტევაში ატარებს, თუმცა მიუნხენელებმა საკუთარ სტილს ამჯერადაც უღალატეს.

* როგორც ყოველთვის, ამჯერადაც "ლივერპულის" წარმატების საიდუმლო კლოპის პრესინგი იყო და ის წინა მატჩისგან დიდად არც განსხვავდებოდა - შემტევი ტრიო მჭიდროდ იყო განლაგებული და მეტოქის ცენტრალურ მცველებს აიძულებდა გადაცემა საყრდენ ზონაში ან ფლანგზე გაეკეთებინა - იქ მათ უკვე მილნერი და ვეინალდუმი აზღვევდნენ.


მცირედი ცვლილებები მაინც იყო - ყველამ ვიცით, რომ რაფინია შეტევაში ისეთი პროდუქტიული არაა, როგორც კიმიხი. ამიტომაც, მერსისაიდელები მას უფრო სივრცეს აძლევდნენ - მანე უმეტესად "ბაიერნის" ცენტრ. მცველების პრესინგით იყო დაკავებული ან/და თანაგუნდელებს მარტინესის შევიწროებაში ეხმარებოდა. ამ დროს კი სალაჰი უფრო სიღრმიდან მოქმედებდა.



გეგმამ ბოლომდე იმუშავა - "ბაიერნი" ვერ იყენებდა მარჯვენა ფლანგს, რადგან როგორც უკვე ვთქვი, რაფინიას არ შეუძლია სიტუაციის ისე გამწვავება, როგორც ამას კიმიხი აკეთებდა.

* ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც "ლივერპულის" მოთამაშეთა მთავარი სამიზნე ნიკლას ზულე იყო. მას ბურთი ხშირად ჰქონდა, თუმცა გარისკვას ერიდებოდა. მერსისაიდელები კი ამ დროს თავის სასარგებლოდ იყენებდნენ.

მაგალითად : მარტინესი უბრუნებს ბურთს ზულეს, ფირმინოს შეუძლია ეს უკანასკნელი შეავიწროვოს, თუმცა მას დროს და სივრცეს აძლევს, სამაგიეროდ, მისი თანაგუნდელები უკეთ განლაგებას და პრესინგისთვის მომზადებას ახერხებენ. თავის მხრივ, ზულე საინტერესო გაგრძელებას ვერ პოულობს და ბურთს უბრალოდ რაფინიას გადასცემს, აქ კი კლოპის პრესინგი იწყებს მუშაობას.


მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა. გთავაზობთ რუკას, რომელზეც ზულეს მიერ გაკეთებული გადაცემებია ასახული - ბევრი უკან პასი, რომლის ადრესატები ნოიერი, ჰუმელსი და რაფინია იყვნენ.


უკეთ რომ გაიგოთ საკითხის არსი - შეგიძლიათ შეადაროთ ჰუმელსის მიერ გაკეთებულ გადაცემებს. ყველამ იცის, რომ მატსს გაცილებით უკეთ შეუძლია საინტერესო და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.


უნდა ითქვას ისიც, რომ "ბაიერნის" გოლში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ზულეს პასმა შეასრულა, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ. როგორც წესი, მისი მოქმედება პროგნოზირებადი იყო.

* მატჩის შემდეგ კოვაჩს ჰკითხეს თუ როგორი იყო მიუნხენელთა ტაქტიკა მეტოქის კარის ასაღებად. ხორვატმა კი პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და "ლივერპულს" უბრალოდ წარმატება მიულოცა.

"არ გვსურდა იმ შეცდომების დაშვება, რომელიც მეტოქეს თავისი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენების საშუალებას მისცემდა. ამიტომაც არ ვათამაშებდით ბურთს მოედნის ცენტრში, "ლივერპულს" ხომ სწორედ ეს სურდა." - ამბობდა კოვაჩი მატჩის შემდგომ.

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ "ბაიერნის" ასეთი ფრთხილი ტაქტიკის მიზანი "ლივერპულის" კონტრშეტევების თავიდან აცილება და პრესინგთან გამკლავება იყო. ფლანგებზე კი შემდეგნაირი სიტუაცია გახდლდათ - გნაბრისა და რიბერის მეურვეები მხოლოდ რობერტსონი და არნოლდი იყვნენ. ამავდროულად, ისინი გუნდს მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევაშიც უნდა დახმარებოდნენ, ამიტომაც, ხშირად ისინი სხვადასხვა პოზიციაზე გვევლინებოდნენ.

ასეთ დროს, ვინგერებს სჭირდებოდათ მოთამაშე, რომელიც ზუსტი და გრძელი გადაცემებით მოამარაგებდა, მცველებს უკან ჩარბენა კი რიბერისთვის და გნაბრისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ საქმეში ჰუმელსი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მას მერსისაიდელები მუდამ ავიწროვებდნენ, ზულე კი ამ სამუშაოს ვერ ასრულებდა. ასე მაგალითად :

ჰუმელსს აქვს ბურთი, სალაჰი ცენტრისკენაა შეწეული. ტიაგოს კი ვეინალდუმი მეურვეობს. ამ დროს ალაბა თავისუფალია, არნოლდი კი მოვლენათა განვითარებას ელოდება - მან რიბერი უნდა გაანეიტრალოს, თუმცა თუ გუნდი პრესინგს მიმართავს, მაშინ უკვე ალაბას შევიწროება მოუწევს. ასეთ დროს კი ჰუმელსის გრძელი პასები სიტუაციას ძალიან ამწვავებდა, თუმცა მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა.


* "ლივერპულის" მთავარ "მძევლად" შეგვიძლია ხამეს როდრიგესი ჩავთვალოთ. კოლუმბიელის როლი მოედანზე ბოლომდე გაუგებარი იყო. როგორც მოგახსენეთ, "ბაიერნი" სიტუაციის გამწვავებას ფლანგებიდან ცდილობდა, მეტოქის საყრდენ ზონაში კი ბურთი პრაქტიკულად არ ხვდებოდა. როგორც წესი, სწორედ აქ უნდა ემოქმედა ხამესს. ბურთის გათამაშებისას მას უკან დახევა უწევდა.


როგორც ხედავთ, კოლუმბიელი პრაქტიკულად მხოლოდ საკუთარ ნახევარზე მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ მოედნის ამ მონაკვეთზეც კი მას მუდამ გვერდით ჰყავდა ფაბინიო.

* კარგით, გასაგებია, რომ "ბაიერნი" არ აპირებდა მახეში გაბმას და ცენტრიდან შეტევას, მაგრამ რატომ ვითარდებოდა მასპინძელთა შეტევები მხოლოდ მარცხენა ფლანგიდან ? გუნდის მთავარი იარაღი ამ შემთხვევაში დავიდ ალაბა იყო, რომელიც შემტევებს ეხმარებოდა. მან მოედნის დასკვნით მესამედში 21 პასი გააკეთა. მასპინძელთა შეტევების 54% სწორედ მის ფლანგზე მოდიოდა. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რაოდენ დიდი დანაკლისი იყო კოვაჩის გუნდისთვის ჯოშუა კიმიხის არყოფნა.

მიუხედავად ზემოთთქმულისა, აუცილებელია ვახსენოთ "ლივერპულის" მოთამაშეთა ძალიან დამაჯერებელი და კარგი თამაში დაცვაში.



* გორეცკას მოედანზე გამოსვლის შემდეგ კოვაჩმა გუნდი 4-3-3 სისტემაზე გადააწყო - ტიაგოს ბურთის გათამაშება დაევალა. ეს ერთგვარი რისკი იყო, რადგან ამ გზით "ბაიერნი" შეტევების ცენტრალური ზონიდან განვითარებას გეგმავდა. თითქმის, ეს ხამესისთვის იდეალური ვარიანტი უნდა ყოფილიყო, რადგან 70 წუთის შემდეგ, მის საყვარელ ზონაშიც "გააგორებდა" მისივე გუნდი ბურთს... თუმცა, კოვაჩმა მალე ისიც შეცვალა და მოედანზე სანჩესი გამოიყვანა. ნათელი იყო, რომ ხორვატი კვლავ ფრთხილობდა - ამ დროს ანგარიში უკვე 1:2 იყო.

* ძალიან რთულია ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის დასახელება - ერთ მხარეს არის სადიო მანე, რომელმაც შეტევაში ყველა პოზიციაზე ითამაშა და დუბლიც გაიფორმა. მეორე მხარეს კი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამასთანავე, ჰოლანდიელი დაცვაშიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

* ჰოლანდიელის პარტნიორი დაცვის ხაზში ჟოელ მატიპი იყო. მიუხედავად საკუთარ კარში გატანილი გოლისა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კამერუნელი მთელ რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე იყო - ამ შემთხვევაში მხოლოდ დაცვაზე არ ვსაუბრობ - ის ბურთის ამოტანასაც შესანიშნავად ახერხებდა.

* "ბაიერნმა" უღალატა თავის სტილს. 180 წუთის განმავლობაში, არ იყო წუთიც კი როცა კოვაჩი მზად იყო გაერისკა. ორი მატჩის ჯამში, "რეკორმაისტერმა" მეტოქის კარისკენ სულ 10-ჯერ დაარტყა, საიდანაც 4 დაიბლოკა კიდეც. დიახ, კოვაჩის გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია - პირველ შეხვედრაში მატიპი ახლოს იყო საკუთარ კარში გოლის გატანასთან, საპასუხო მატჩში კი ჟოელმა შეარხია კიდეც ალისონის კარის ბადე - სულ ეს იყო ! "ლივერპულმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ახლა მომდევნო მეტოქეს ელის !  YNWA 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

გუგა კიდევ ერთხელ საღო ძმაო

Scouser_Galski
მომხმარებელი

იდეალური განხილვა , რომელიც აჩვენებს კლოპის შესანიშნავ ტაქტიკურ პერფორმანსს . ჩვენს თვალწინ იზრდება ეს კაცი როგორც ტაქტიკოსი, არაა ის ძველი პრესინგზე დამოკიდებული გიჟი :)

გუგა , უდიდესი მადლობა ტაქტიკური ანალიზის დანერგვისთვის, ჯიგარი ხარ <3

_z_l
მომხმარებელი

კარგია ასეთი ანალიზები რომ ქვეყნდება. დიდი მადლობა ავტორს. რაც ხშირად თამაშის დროს შეუმჩნეველია, აქ არის ხოლმე კარგად გამოტანილი და გაანალიზებული.

Kloppout
VIP Member

წინა თამაშის ანალიზზე დავწერე კიდეც - ჯოშუა კიმიხი ჩვენი წარმატების გასაღები :დ
ამიტომაც იყო ენფილდზე 0-0 ჩვენთვის სასარგებლო შედეგი ჩვენ დაცვის ლიდერი დაგვიბრუნდა და არამარტო დაცვის შეტევის წამომწყებც პირველი გოლი მის გრძელ პასს მოყვა მეტოქეს კი პირიქით დააკლდა იდეალურად გამოიყენა ეს სისუსტე კლოპმა

zuzu1989
მომხმარებელი

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე... მადლობა და ვაფასებ ამ შრომას მეგობარო ))

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ რისი იმედიც მქონდა ის მოხდა რა. ვიცოდი რომ პირადად კლოპი მოუგებდა იოლად კოვაჩს და აქ ფეხბურთელები უფრო მეორეხარისხოვანი იქნებოდნენ. პირადად ჩაუტარა გაკვეთილი კლოპმა ნიკოს

chipe888
მომხმარებელი

კარგი ანალიზია და რაღაცეები უფრო ნათელი გახდა,თუ რატომ ჩაიკუკა ბაიერნმა ასე. ბაიერნს თავდაჯერებაც აკლდა ამ თამაშში და ისე ნუ გამოვიყვანთ რო კლოპმა მასტერ კლასი ჩაუტარა. ყველა გუნდს აქვს გეგმა და მით უმეტეს ბავარიას საკუთარ მოედანზე. სტადიონიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული არ სჯეროდათ იმის რო კოვაჩს შეეძლო რაიმეს გახერხება,რადგანაც კლოპს კარგად იცნობენ და ეს დადასტურდა კიდეც თამაშში. არც ისეთი სუსტია ბავარია როგორც გამოჩნდა და ფეხბურთელებსაც არ მოსწონთ ეს კაცი. არ ზის ამ კაცის ტაქტიკა ბაიერნის ფილოსოფიაში და მისი დანიშვნა არ შეილებოდა ამ გუნდში. როცა ზონები იკეტება და მეტოქე გაპრესინგებს საჭიროა თამაშის საკუტარ თავზე აღება და სივრცეების გამონახვა,მაგრამ მიუხედავად ამისა ბაიერნში ეს არავინ არ გააკეთა. ყველა ცდილობდა პასუხისმგებლობას გაქცეოდა. ბაიერნი არ უჩივის ასეთი ფეხბურთელების ნაკლებობას. ამიტომაც ყველა ადანაშაულებს კოვაჩს და არა გუნდს. ეიფორიაში არ ვარ ამ გამარჯვების გამო,რადგან ასეთი ბაიერნის მოგება დიდი ვერაფერია. ცოტა მეტი რო მოენდომებინა ბაიერნს ისევ 0-0 იქნებოდა და ეს თამაში წინა თამაშისგან განსხვავებული არ იქნებოდა. რომ სცოდნოდა კოვაჩს რო ნოიერი ასეთ შეცდომას დაუშვებდა და მას მიბაძავდა გრაფინიაც,მაშინ რისკის შემცველი ტაქტიკით ითამაშებდა. მანეს გოლმა ყველაფერი არია ბაიერნისთვის და დიდი უპირატესობა მოგვცა ჩვენ. მე რასაც ვუყურე და დასკვაც გამოვიტანე არის ის,რომ კოვაჩი ცდილობდა თამაშის რაღაც მონაკვეთი ასეთი ტაქტიკით ეთამაშა და რაღაც პერიოდში გაერისაკა. სავარაუდოდ ბოლო 10-15 წუთში. კიდევ ვამბობ,მანეს გოლმა უფრო თავდაჯერებულნი გაგვხადა და უკვე ბავარიას 2 ქონდა გასატანი,რაც ძნელია. კოვაჩის მინუსი მისი გამოუცდელობა,თორემ კარგი მწვრთნელია. ჰაინკესის ბავარიას ტიტული ახიო აინტრახტით ადვილი საქმე არაა. ფეხბურთელებს რო ერწმუნათ მისი სხვა შედეგი იქნებოდა. ამით ლივერპულისთვის გამარჯვების სიხარული არ იცვლება და ერთერთი ფავორიტი საკუთარ მოედანზე დავაგდეთ და ეს უთუოდ კლოპის დამსახურებაა. სხვა უფრო დაბალი გუნდის გუნდს მოუბრუნებდა ამ თამაშს ბავარია,მაგრამ კარში ალისონი და დაცვაში ვირჯილას სახლის გაგონება არ გაძლევს თავდაჯერებას და თან ორი გოლის გასატანად. აქტივში ჩაეწერება კლოპს ეს თამაში კითხვების გარეშე.ხოდა დაველოდოთ დღეს ვინ იქნება მეტოქე და თუ გაგვიმართლა(პორტუ) მაშინ ფინალამდე ერთ ნაბიჯში ვიქნებით,მერე ყველაფერი შეილება მოხდეს. ეპლშიც რეალურად შანსები უფრო მეტი პროცენტით გამოჩნდება. მთავარია რო ამ ტურნირზე დავრჩით და ეს მოგება დაგვეხმარება ეპლშიც. ამ სიტიმ კიდე რა ტვინი მოტYნა,გატეხოს და დაგვასვენოს:)

პ.ს. ასეთი ტაქტიკური ანალიზები მარტო მოგებული თამაშის დროს არ უნდა იდებოდეს ხოლმე. აქ ფანების ობიექტურობაზე არის ხოლმე დავა და კიდე ერთი დასტური რო ფანი ობიექტური არ არის. რატომ უნდა წაიკითხოს სხვა გუნდის ფანმა რა ყლაპა კლოპმა და რა არა. სხვა გუნდის ფანებთან კლოპი შეუდარებელია,მაგრამ ჩვენში რო ვთქვათ მთლად ეგრეც არაა:)

Nick Torres
მომხმარებელი

კლოპო გენიაა 1

Ynwa Scousers
VIP Member

დიდებული სტაატიაა ყოჩახ ავტორს, რაც შეეხება თამაშს თუ ვინმე მეტყოდა რომ ბაიერნს ასე უნწრვიულოდ და ცალი ფეზით გავცდებოდით მაგრად დავცინებდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



უნდა დარჩეს თუ არა ადამ ლალანა "ლივერპულში"?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze