როჯერსის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:42, კატეგორია - ბიოგრაფიები, 9 450, 8


უელსელთა აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ევროპაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის შედის, რომელთა გუნდებსაც ბურთის გათამაშება ყველაზე უკეთ ეხერხებათ. როჯერსი 1973 წლის 26 იანვარს ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა ქალაქ კარნლოხში დაიბადა. 
ფეხბურთის თამაში 1990 წელს 18 წლის ასაკში მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო მიატოვა. მაშინ ის “რედინგში” ირიცხებოდა, თუმცა თამაში მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში მოახერხა. პროფესიულ დონეზე დებიუტი კი არ დასცალდა.
1995-იდან 2004 წლამდე ის “რედინგის” აკადემიის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2004 წელს, როცა ჟოზე მოურინიო “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სტივ კლარკის რჩევით, პორტუგალიელმა როჯერსი ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად მიიწვია. 
მალე მას სარეზერვო გუნდი ჩააბარეს. 2008 წელს ბრენდანმა “ჩელსი” მიატოვა, რათა “უოტფორდში” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაეკავებინა. 
ეს გუნდი მან ჩემპიონშიპიდან გავარდნისგან იხსნა. 2009 წლის ივნისში კი ის “რედინგის” მაშინდელმა მფლობელმა ჯონ მადეისკიმ მიიწვია, მაგრამ გუნდში მას საქმეები არ წაუვიდა და იმავე წლის დეკემბერში თანამდებობიდან გადადგა. 
6-თვიანი უმუშევრობის შემდეგ მან “სუონსი” ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპის პლეი ოფში გაიყვანა. 
1/2-ფინალში მას “ნოტინგემ ფორესტი” შეხვდა, ფინალში კი… “რედინგი” გადაეყარა. როჯერსმა და მისმა გუნდმა შეძლეს “არისტოკრატების” (“რედინგის” მეტსახელია) გზიდან ჩამოშორება და ელიტურ დივიზიონში ადგილის მოპოვება.
პრემიერლიგაში დებიუტანტებმა ნამდვილი “გადატრიალება” მოახდინეს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრაქტიკულად უცნობი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ასეთ მიმზიდველ და შედეგიან ფეხბურთს ითამაშებდა. 
საბოლოოდ “სუონსიმ” ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. “გედებმა” ყველა გააოცეს განუწყვეტელი გუნდური მოძრაობებითა და ბურთის უსწრაფესი გათამაშებებით და ეს ყველაფერი ისეთ ძალისმიერ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერლიგაა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ “სუონსის” შუახაზელები. 
სეზონის ბოლოს სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ “სუონსი” ევროპის მასშტაბით მე-6 გუნდი იყო ზუსტი პასების პროცენტული მონაცემებით. მას მხოლოდ “ბარსელონამ”, “ბაიერნმა”, “მანჩესტერ სიტიმ”, “რეალმა” და “ჩელსიმ” გაუსწრეს.
მას შემდეგ, რაც ბრენდან როჯერსის დანიშვნის ამბავი გაირკვა, კომენტარი ისურვა “ლივერპულის” ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა რობი ფაულერმა:
- “იმ ყველაფრისთვის, რასაც როჯერსმა “სუონსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიაღწია, ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. 
მას “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოსთან ერთად უმუშავია. ასე რომ, კარგად უნდა ესმოდეს სიტყვა გამარჯვების მნიშვნელობა. მისთვის “ლივერპულის” მწვრთნელის პოსტი კარიერაში წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. 
როჯერსს მოუწევს ახალ ფეხბურთელებთან მუშაობა და “ლივერპულის” მერვე ადგილიდან ზემოთ დაძვრა. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, სწორედ ეს იქნება მისთვის უპირველესი ამოცანა, მაგრამ მისი გადაჭრა ძალიან რთული იქნება. 
მიზეზი ის არის, რომ “ენფილდზე” კარგი ფეხბურთელების გადმოყვანა გაჭირდება, გუნდი ხომ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს. 
ეს ფაქტორი კი მოლაპარაკებების პროცესს ყოველთვის ართულებს. ასეა თუ ისე, ჯობია “ლივერპულის” გულშემატკივრები კიდევ ერთ რთულ სეზონს ელოდონ,” – განაცხადა ფაულერმა “დეილი მირორის” ფურცლებზე.
ბრენდან როჯერსის სადებიუტო სეზონმა ვერ გაამართლა, რადგან გუნდმა სასურველ მიზანს, ოთხეულს ვერ მიაღწია. ასევე წარუმატებლად იასპარეზა დარჩენილ სამივე ტურნირზე და გათამაშებას ადრე გამოეთიშა. მისი ტრანსფერების ნაწილი წარმატებული ნაწილი კი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ გუნდს უკვე აქვს სათამაშო სსტილი, რაც მისი მთავარი მონაპოვარია და ყველა მეორე სეზონს ენდომება.

კომენტარები


xvicha
VIP Member

მომავალი შენკლი

ANFIELDA
მომხმარებელი

Цитата: xvicha
მომავალი შენკლი

პეისლი ძმაოო შენკლი უფრო დაბალი დონე იყოო პეისლისთან 4 ლიგა მოიგო პეისლიმ შენკლის კიდე ერთი უეფა და სამი ეპლი აქ მოგებული მარტო

lasha.lfc
მომხმარებელი

Цитата: ANFIELDA
Цитата: xvicha
მომავალი შენკლი

პეისლი ძმაოო შენკლი უფრო დაბალი დონე იყოო პეისლისთან 4 ლიგა მოიგო პეისლიმ შენკლის კიდე ერთი უეფა და სამი ეპლი აქ მოგებული მარტო

შენკლი იყო პეისლისთან დაბალი დონე? ეგ რომ არა პეისლი ვერც ლივერპულის მწვრთნელი გახდებოდა და ჟანგიან თასსაც ვერ მოიგებდა, ბილ შენკლიდან დაიწყო ლივერპულისთვის ოქროს ხანა როგორც ფერგიუსონის გარეშე ვერ იქნებოდა მანჩესტერი ის რაც არის ისეა ლივერპულიც. ხო და თანაც 4 ლიგა არ მოუგია პეისლის

ANFIELDA
მომხმარებელი

Цитата: lasha.lfc
Цитата: ANFIELDA
Цитата: xvicha
მომავალი შენკლი

პეისლი ძმაოო შენკლი უფრო დაბალი დონე იყოო პეისლისთან 4 ლიგა მოიგო პეისლიმ შენკლის კიდე ერთი უეფა და სამი ეპლი აქ მოგებული მარტო

შენკლი იყო პეისლისთან დაბალი დონე? ეგ რომ არა პეისლი ვერც ლივერპულის მწვრთნელი გახდებოდა და ჟანგიან თასსაც ვერ მოიგებდა, ბილ შენკლიდან დაიწყო ლივერპულისთვის ოქროს ხანა როგორც ფერგიუსონის გარეშე ვერ იქნებოდა მანჩესტერი ის რაც არის ისეა ლივერპულიც. ხო და თანაც 4 ლიგა არ მოუგია პეისლის

ჩემიძმა როცა არიცი რატო მეკამათები ჩაწერე თასები რომელ წელში აქ მოგებული ლივეს და ამოგიგდებს უდიდესი პირვონება რო იყო შენკლი ეგ თავისთავად ცხადიაა მარა როგორც ტიტულოვანი შეენკლი პეისლისთან ვერ მივიდოდა 4 ლიგა აქ და 8 ეპლი შენკლის კიდე ევროსარბიელზე ერთი უეფა აქ მოგებული მარტო და სამი ეპლი სულ

ისიც არიცი ჩემიდედავატირე რო შენკლიმდე პეისლი იყო და მერე შენკლი

lasha.lfc
მომხმარებელი

ANFIELDA
მაგრად გცოდნია შენი საყვარელი კლუბის ისტორია, შენკლის ასისტენტი იყო რომ იცოდე პეისლი და როდესაც განაცხადა ბილმა რომ კლუბს ტოვებდა ხელმძღვანელობას ურჩია დაენიშნათ ბობ პეისლი აი ასე გახდა ლივერპულის ტრენერი და ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი ბაზარი არაა მაგრამ შენკლიზე წინ ლივერპულის ისტორიაში ვერ დგას. არ იცი აშკარად და ისე ნუ მელაპარაკები გეგონება ცამდე მართალი იყო

johnson
ადმინისტრატორი

პეილსის ბიოგრაფია მე დავწერე ამას წინათ . პეისლიმ ზედიზედ სამჯერ მოიგო ლიგა. ეგეთი რამ არავის არ უქნია. მაგრამ შენკლი უფრო წინაა ისტორიაში !

lfc123
მომხმარებელი

აუ ეს სპამი საიდან გაიჩითა :D

ბრენდონი მაგარი მწვრთნელია მარა შენკლისთან შედარება ზედმეტია

johnson
ადმინისტრატორი

მიდი ბრენდან გვჯერა შენი !!!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze