ამონარიდი სტივის ავტობიოგრაფიიდან

ავტორი: johnson, 15-04-2016, 17:05, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 5 674, 16


დღეს 15 აპრილია ! წლების წინ, ზუსტად ამ დღეს "ლივერპულის" 96 ქომაგი დაიღუპა. ჰილსბოროს ტრაგედია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია.

 

გთავაზობთ ამონარიდს სტივენ ჯერარდის წიგნიდან : 

 

"მე ვთამაშობ ჯონ-პოლისთვის"!.. ყოველთვის, როცა "ენფილდზე" მივდივარ, მანქანის სვლას "შენკლის ჭიშკართან" ვანელებ და ჰილსბოროს მემორიალთან ვჩერდები. თავს მოვალედ ვგრძნობ "ლივერპულის" იმ 96 ფანის მიმართ, რომელნიც 1989 წელს “Fa Cup”-ის ნახევარფინალიდან სახლში ვეღარ დაბრუნდნენ.

ვხედავ გულშემატკივართა მიერ პატივისცემისა და გარდაცვლილთა ოჯახების თანადგომის ნიშნად დატოვებულ შარფებს. ასევე ვხედავ ცეცხლის ალს, რომელიც ჩაუქრობლად ანთია, რათა შეახსენოს მსოფლიოს, რომ ის 96 ადამიანი არასოდეს იქნება დავიწყებული!

მემორიალთან გაჩერებული ვათვალიერებ სახელებს და ჩემი მზერა ერთ-ერთზე ჩერდება… ჯონ-პოლ ჯილჰული, 10 წლის, ყველაზე პატარა შეფილდზე დაღუპულთა შორის; გულშემატკივარი, რომელიც გარდაიცვალა საყვარელი გუნდის გამო; ბიჭი, რომელიც მაშინ გამოესალმა სიცოცხლეს, როცა ეს-ესაა უნდა დაეწყო ყველაფერი; ადამიანთა ყოფისათვის აუტანელი სიკვდილით დამარცხებული… მე ვიცნობდი ჯონ-პოლს, ის ჩემი ბიძაშვილი იყო.

მანქანის გაჩერების შემდეგ შევდივარ “ენფილდზე”, ჯონ-პოლსა და მის მშობლებზე ფიქრი, ასევე იმაზე ფიქრი თუ როგორი იღბლიანი ვარ მე თან მსდევს. თითქმის 9 წლის ვიყავი, როცა ჰილსბორომ წაგვართვა ჯონ-პოლი. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 1 წელი და ცოტა მეტი იყო, თუმცა გვაერთიანებდა ერთი საფეხბურთო გატაცება. ჯონ-პოლი აღმერთებდა ლივერპულს ისეთივე აღტაცებით, როგორიც მომიცავსხოლმე ყოველთვის, როცა ჩვენი წითელი მაისური მაცვია. ისე ვგავდით ერთმანეთს… ჯონ-პოლი სიამაყით დააბიჯებდა მერსისაიდის განაპირა მხარეში, ჰიუსტონის ქიჩებში “ლივერპულის” მაისურით. კლუბი მისთვის სამყარო იყო.

სამუდამოდ საშინელ დღედ დარჩა ჩემთვის 1989 წლის 15 აპრილი, შაბათი. სახლში, სადაც მე ვიზრდებოდი, საფეხბურთო კლუბი “ლივერპული” რელიგიასავით იყო. როცა შევიტყვეთ, რომ თამაშზე რაღაც მოხდა, სასწრაფოდ შემოვიკრიბეთ ტელევიზორთან მე, მამაჩემი პოლი, დედაჩემი ჯული და ჩემი ძმა პოლი, რათა სიახლეებისთვის გვეყურებინა. მიშტერებულები შევცქეროდით დაუჯერებელ, საშინელ, სასტიკ სურათებს. კოშმარული ატმოსფერო ოყო იმ ღამეს ჩვენს სახლში, ყველას ერთი რამ გვაწუხებდა: “ნეტავ, ვინმე ნაცნობი არ იყოს გარდაცვლილებში”…

დილით რვის ნახევარზე კარზე კაკუნი გაისმა. ჩავირბინე კიბეზე და კარი გავაღე. პაპა ტონი აღმოჩნდა, უსიტყვოდ შემოვიდა წინა ოთახში. მალე მთელი ოჯახი იქ შევიკრიბეთ და შევყურებდით პაპას, რომელსაც სახეზე რაღაც საშინელება აღბეჭდოდა.

“ცუდი ამბავი მაქვს”, თქვა მან, “ჯონ-პოლი გარდაიცვალა”.

 


ცრემლები, სიბრაზე, შიში, დაბნეულობა… ყველაფერმა ერთდროულად მოგვიცვა. არ ვიცოდით ჯონ-პოლი თამაშზე რომ იმყოფებოდა. ის ყოველთვის დადიოდა ენფილდზე, მაგრამ “Fa Cup”-ის ნახევარფინალი განსაკუთრებული ფუფუნება იყო. პაპამ განგვიმარტა, რომ ჯონ-პოლის დედამ, ჯეკიმ, როგორღაც უშოვა ბილეთი, რადგან მან იცოდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო შვილისთვის მისი გმირების ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე ნახვა. ოჯახის მეგობარმა წაიყვანა ჯონ-პოლი, შეფილდი ხომ სულ რაღაც 7 მილის მოშორებითაა. მაგრამ ის ვეღარ დაბრუნდა! _ ეს სიტყვები მუდამ თან მდევს.

მკაცრმა საექსპერტიზო პროცესმა გაახანგრძლივა ჯონ-პოლის დაკრძალვა. მე არ ვყოფილვარ იქ სკოლის გამო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, მამას არ უნდოდა რომ დავსწრებოდი დაკრძალვას ჩემსავე დასაცავად, მე ხომ უბრალოდ პატარა ბავშვი ვიყავი. ვცდილობდი როგორმე გამეცნობიერებინა, რომ ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა იმ გუნდის მხარდაჭერისას, რომელსაც ორივე ვაღმერთებდით.

ყოველთვის, როცა ვხედავდი ჯონ-პოლის მშობლებს ჩემს ვარჯიშებზე, ვმტკიცდებოდი გადაწყვეტილებაში, რომ უნდა მიმეღწია დიდი წარმატებისთვის. “ლივერპულში” ჩემი დებიუტის წინ მათ მითხრეს: “ჯონ-პოლი ისე იამაყებდა შენით…” ამ მატჩის განმავლობაში ვგრძნობდი ჯონ-პოლი მიყურებდა, ამაყი იყო, რომ შევძელი ჩვენთვის საზიარო ოცნების განხორციელება. როდესაც მესმის გამარჯვების ყიჟინა, ყოველთვის ვფიქრობ, თუ როგორ იზეიმებდა ისიც.

“ლივერპული” დღემდე ზრუნავს და ეხმარება ყველა იმ ოჯახს, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა ჰილსბოროზე. ეს არის გუნდი, რომლის ფესვებიც ღრმადაა გამჯდარი გულშემატკივართა ერთობაში. მახსოვს, ჯეკი მეუბნებოდა, თუ როგორ უდგას მხარში კლუბი. ყველა წლისთავზე “ენფილდზე” იმართება ჰილსბოროს ტრაგედიის გასახსენებელი აქცია. მოთამაშეთათვის სავალდებულოა მასზე დასწრება, რათა გუნდმა აჩვენოს ხალხს თავისი პატივისცემა იმ 96 ადამიანისადმი. არ არსებობს მიზეზი, რაც აქციაზე წასვლაში შემიშლის ხელს, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

როდესაც მელვუდიდან “ენფილდზე” მივდივართ ჰილსბოროს მხარდასაჭერ აქციაზე, გზაში ლეგიონერებს ვესაუბრები, თუ რატომაა სავალდებულო ამ აქციაზე დასწრება. მათ მხოლოდ სმენიათ ჰილსბოროს ტრაგედიის შესახებ, არ იციან სრული ისტორია. ბევრ რამეს წერდნენ მაშინაც და ახლაც სხვადასხვა გაზეთები, მაგრამ მე ვიცი სინამდვილე, მე ოჯახის წევრი დავკარგე ჰილსბოროზე… ჩემი მონათხრობით გაოგნებულები არიან და უსიტყვოდ მისმენენ.

გუნდთან ერთად მივდივარ ამ დღეს “ენფილდზე” და ისევ მაფორიაქებს ფიქრები ჯონ-პოლზე. ჩემთვის ხომ მხოლოდ პროფესიული მოვალეობა არაა აქციაზე დასწრება, ეს ძალიან პირადულიცაა, რადგან იქ მე ვდგავარ როგორც მგლოვიარე ნათესავი და როგორც გუნდის კაპიტანი. ჰილსბოროზე გარდაცვლილთა მოსაგონარი საღამო რამდენიმე საათს გრძელდება. ჩვენ ვმღერით ჰიმნებს, ვლოცულობთ და ვგლოვობთ იმ 96 ადამინს. 2006 წელს, 15 აპრილს, როდესაც საკმაოდ ემოციური სიტყვით გამოვედი “კოპის” წინაშე, ვნახე “ლივერპულის” ყოფილი სარეზერვო მეკარე პოლ ჰარისონი, მან მამა დაკარგა ჰილსბოროზე. ეს საშინელებაა, ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემი მშობლების გარეშე ცხოვრება.

“You’ll Never Walk Alone” _ ჩვენი ცნობილი სიმღერა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვათა ერთობლიობა ან ლამაზი მელოდია. ესაა ხალხის შეკავშირებულობა. ჩვენ ერთად ვდგავართ როგორც კარგ ასევე ცუდ დროსაც. ჰილსბოროს ტრაგედიაში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარების ფონდი დიდ საქმეს აკეთებს. ისინი იბრძვიან სამართლიანობისთვის, რომ ძირფესვიანად იქნეს გამოძიებული, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ჰილსბოროზე. “ენფილდზე” ყოველთვისაა ბანერი წარწერით “ Justice for the 96 ”და მე მთელი არსებით ვეთანხმები ამას. მთავრობამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი, ჭეშმარიტი გამოძიება, რათა ჰილსბოროზე გარდაცვლილთა ოჯახებმა სიმშვიდე მოიპოვონ. მათ ეცოდინებათ, რომ ვიღაც აგებს პასუხს ამ ტრაგედიის გამო, ტრაგედიისა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

ჰილსბოროს მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს არსად არ უნდა გამეორდეს. არავინ არ უნდა დაკარგოს სიცოცხლე საფეხბურთო მატჩზე. ყოველთვის, როცა ვხედავ “შენკლის ჭიშკართან” ჯონ-პოლის სახელს, ამოტვიფრულს ცივ მარმარილოზე, საოცარი სევდითა და სიბრაზით ვივსები. აქამდე არავისთვის მიმიცია უფლება სცოდნოდათ, მაგრამ ეს სიმართლეა: მე ვთამაშობ ჯონ-პოლისთვის!..

თარგმნა სოფო გუგოშვილმა

კომენტარები


lasha.lfc
მომხმარებელი

სტატის ავტორს დიდი მადლობა ჩემგან. ძალიან ემოციური სტატიაა და არ ვიცოდი ჯერარდს თუ ავტობიოგრაფიული წიგნი ჰქონდა, საინტერესოა.

George
ტოპ კომენტატორი

დამბურძგლა... კარგი სტატიაა გაიხარეთ ასეთი სიახლისთვის ბიჭებო.

Mekoka_Scouser
მომხმარებელი

ძალიან მაგარი სტატიაა, მაგრამ ნეტა არ წამეკითხა..

LiV
მომხმარებელი

ძაან მაგარია, საღოლ! ამ სტატიიდან ძაან კარგად ჩანს ლივერპულის სული და გული. სტივი და ყველა ლივერპულელის ემოცია ამ დღეს და აქამდე თუ ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენებოდა 25 წლის მერე ჰილსბოროს ტრაგედიის ასეთი გლოვა, სტივის სიტყვები მარწმუნებს რომ არანაირად არ არის გადაჭარბებული და აუცილებელია. ეს ადამიანი ტყუილა არ არის ჩემი და ბევრი ჩვენთაგანის კუმირი. საღოლ!

მაგარი სტატიაა! ჯერარდზე აღარაფერს ვამბობ

Brendan Rodgers
VIP Member

ისევე როგორც ლივპეურლისთვის ჩვენთვისაც მძიმე 1989 წლის აპრილის თვე, მართალი სრულიად სხავსდსხვა მიზეზით მომხდაი ტრაგედბიე მარა ტრაგედია ტრაგედიაა,სტივის ძალიან კარგად მესმის, რთულია როდესაც ახლობელს ჰკარგავ იმ ტრაგდეიადში რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა

liver fan
მომხმარებელი

ეს აქამდე რატო არ ვიცოდი

johnson
ადმინისტრატორი

ეს შარშან დადებულია უბრალოდ დღეს ცოტა ამოვწიეთ რადგან თემატურია. გავიხსენოთ ყველამ ერთად

http://video.liverpoolfc.ge/videos/65--96-.html Jon-Paul Gilhooley 10წლის !! ჯერადის ბიძაშვილი იყო... თვითნ ამბობს თან. ყველაზე პატარა იყო ვინც დაიღუპა

stiven8G
მომხმარებელი

dges ver moxerxdeba linkis shovnaa ?

Fenix
VIP Member

love

kapuka
VIP Member

ჯეროოოო <333

johnson
ადმინისტრატორი

ყოველ 15 აპრილს თავიდან ამოვწევ ამ სტატიას scarf

gio_chyoi
რედაქტორი

ეჰ ეს კაცი კლოპს მოსწრებოდა რა იქნებოდა რა

lasha77
VIP Member

girseuli adamiania . imedia isetive warmatebuli mwvrtneli iqneba rogoric fexburteli iyo

PhilippeCoutinho10
VIP Member


ციტატა: gio_chyoi
ეჰ ეს კაცი კლოპს მოსწრებოდა რა იქნებოდა რა

ეჰჰ მაგრად გაასწორებდა რა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze