ტომ უოტსონი

ავტორი: Mersy, 24-04-2014, 15:27, კატეგორია - მწვრთნელები / ბიოგრაფიები, 2 044, 1


ტომ უოტსონი დაიბადა 1859 წლის 9 აპრილს ნიუკასლში. თავდაპირველად მან მენეჯერად თავისი მშობლიური ქალაქის რამოდენიმე გუნდში იმუშავა, ხოლო შემდეგ "სანდერლენდში" გადაბარგდა (1889). გუნდს ფანტასტიური პროგრესი დაეტყო. უოტსონის ხელმძღვანელობით "სანდერლენდი" სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ზედიზედ სამჯერ მიაღწია ინგლისის თასის ნახევარფინალს. შესაძლებელია "სანდერლენდს" კიდევ არაერთი ტიტული მოეპოვებინა, მაგრამ 1896 წელს უოტსონი დათანხმდა ჯონ ჰოლდინგის შემოთავაზებას და მერსესაიდში გადაბარგდა.

"ლივერპულის" პროგრესი ისევე თვალში საცემი გახდა, როგორც "სანდერლენდის", რომელსაც უოტსონი თავკაცობდა. "ლივერპული" ზედიზედ სამჯერ გავიდა ინგლისის თასის ფინალში და 1899 წელს საუკუნის დასასრულს ძალიან ახლოს იყო ინგლისის ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლო შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ სადაც მერსესაიდელებს ფრეც ხელს აძლევდა, "მოახერხეს" ხუთი ბურთის გაშვება და ჩემპიონობასაც გამოემშვიდობნენ.

მომდევნო ჩემპიონატი "ლივერპულმა" 10-ე ადგილზე დაასრულა, ხოლო მეოცე საუკუნის პირველ წელს მოახერხა საჩემპიონო რბოლაში ჩაბმა. "სანდერლენდიდან" მოყოლებული ტომ უოტსონმა თავი დაიმკვიდრა, როგორც სპეციალისტმა, რომელსაც ტალანტების ამოცნობა შეუძლია. ეს უნარი მას არც "ლივერპულში" დაუკარგავს. ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც გუნდის სახეს წარმოადგენდნენ მეოცე საუკუნის პირველ დეკადაში და რომლებმაც 2 ჯერ მოიგეს ჩემპიონობის ტიტული, სწორედ ტომ უოტსონის მოყვანილები იყვნენ. ამ ფეხბურთელებს შორის იყვნენ შოტლანდიელი ალექს რაიზბეკი, კარის ლეგენდარული დარაჯები სემ ჰარდლი და ელაიშა სკოტი, ფორვარდები ჯერ პარკინსონი და სემ რეიბოულდი. ერთგვარი ბედის ირონიით 1901 წელს "ლივერპულმა" საჩემპიონო რბოლაში უოტსონის ყოფილი გუნდი დაჯაბნა და "სანდერლენდს" ქულით აჯობა. ეს იყო იმის ნიშანი, რომ "ლივერპულისთვის" ახალი ეპოქა იწყებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სამი წლის შემდეგ გუნდი პირველი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგ დაბრუნებულიყო პირველ ლიგაში და მეორედ დასაკუთრებოდა ჩემპიონის ტიტულს.

1906 წელს უოტსონმა მეექვსედ წააგო ინგლისის თასის ნახევარფინალი, ამჯერად "ევერტონთან". ჩემპიონატშიც გუნდის საქმე არ მიდიოდა განსაკუთრებულად კარგად და მხოლოდ 1910 წელს მოახერხა ჩემპიონობისთვის რბოლაში ჩაბმულიყო, რომელიც "ასტონ ვილასთან" დათმო. 1914 წელს უოტსონმა როგორც იქნა მოახერხა ინგლისის თასის ფინალში გასვლა "ასტონ ვილას" დამარცხების წყალობით, მაგრამ ფინალში "ბარნლისთან" დამარცხდა 1-0.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას უოტსონი 19-ე სეზონს ატარებდა "ლივერპულის" მესაჭის რანგში. ეს მერსესაიდული კარიერის ბოლო წელი აღმოჩნდა, ვინაიდან 1915 წლის 6 მაისს ის 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. უოტსონი იყო ძალიან წარმატეუბული და პოპულარული მწვრთნელი. მის დაკრძალვას უამრავი ფეხბურთელი დაესწრო.

ტომ უოტსონი არის ლეგენდარული პიროვნება, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად 5-ჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება. სწორედ მას უნდა უმადლოდეს "ლივერპული" თავის პირველ აღმაფრენის ნაბიჯებს.

კომენტარები


bubi
მომხმარებელი

საინტერესო იყო laughing

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze