x

დონ უელში

ავტორი: Mersy, 30-04-2014, 15:58, კატეგორია - მწვრთნელები / ბიოგრაფიები, 2 278, 1


1951 წელს "ლივერპულმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დონ უელში მიიწვია, რომელსაც ავადმყოფობის გამო პოსტიდან გადამდგარი ჯორჯ ქეი უნდა შეეცვალა.

უელში გუნდს კარგად იცნობდა , ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დროს ხშირად თამაშობდა "ენფილდზე", ის ასევე ერთხელ ახლოს იყო "ლივერპულში" გადასვლასთან, მაგრამ "ჩარლტონის" ხელმძღვანელობამ, სადაც მაშინ უელში მუშაობდა არ მისცა მას გუნდიდან წასვლის საშუალება. გასული ასწლეულის 30-იან წლებში უელში "ვარსკვლავურ ეპოქას" განიცდიდა ფეხბურთელის რანგში. ის იყო წამყვანი ფეხბურთელი სამხრეთ ლონდონური გუნდის, რომელი "მეტეორივით" გაიჭრა მესამე დივიზიონში და 1935 წელს მეორე დივიზიონში აღზევდა. 1936 წელს "ჩარლტონი" ახლოს იყო პირველ ლიგაში გადასვლასთან, მაგრამ მცირედით ჩამორჩა "მანჩესტერ იუნაიტედს". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უელში დაეხმარა ჩარლტონს თასის ფინალში გასვლაში, სადაც მათ "ბარნლი" დაამარცხეს 1-0.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ უელშმა თავისი სამწვრთნელო კარიერა "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის" გაწვრთნით დაიწყო. (1947). მაშინ უელში 36 წლის იყო და მისი დებიუტი არც თუ სახარბიელო გამოდგა. 1947/1948 სეზონში "ბრაიტონ ენდ ჰოვი" მესამე ლიგაში ბოლო ადგილზე გავიდა და ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ქვედა ლიგაში არ დაქვეითდა იყო ის, რომ მესამე ლიგა იყო რანგით ყველაზე დაბლა. მომდევნო ორ სეზონში გუნდმა 6-ე და 8-ე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც უელში "ლივერპულში" მიიწვიეს. (ცოტა არ იყოს უცნაურია).

დონ უელში "წითლების" თავკაცად 1951 წლის მარტში დაინიშნა, მაგრამ ფაქტიური მუშაობა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ვინაიდან თავის ყოფილ გუნდთან ფორმალური მხარე ჰქონდა მოსაგვარებელი. ასეა თუ ისე უელშის ოფიციალური დებიუტი 1951 წლის 23 მარტს შედგა (ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა შენკლის შემთვევაშიც, როდესაც ოფიციალური დანიშვნის თარიღი 1959 წლის 1 დეკემბერია, ხოლო მუშაობა მან ფაქტიურად 14 დეკემბერს დაიწყო.). სამწუხაროა, მაგრამ უელშმა ჩაიბარა გუნდი, რომელიც წარმოადგენდა საშუალო დონეს, რომელსაც რამოდენიმე სეზონის განმავლობაში სატურნირო ცხრილში, საპრიზო ადგილებიდან კარგა მოშორებული ადგილი ეკავა. მაშინდელი "ლივერპულის" მთავარი მამოძრავებელი ძალა ბილი ლიდელი იყო, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდისთვის, რომ გულშემატკივრები გუნდს "ლიდელპულს" უძახდნენ. მიუხედავად ამისა ლიდელის მცდელობა "ლივერპულის" კეთილდღეობისათვის ამაო გამოდგა და 1954 წელს გუნდმა მხოლოდ 28 ქულას მოუყარა თავი და მეორე ლიგაში დაქვეითდა. ყველასთვის გასაკვირ მოვლენად რჩება ის ფაქტი, რომ ყოველივე ამის შემდეგ უელშმა პოსტის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ მომდევნო სეზონში ინგლისის მეორე ლიგაში 11-ე ადგილს იკავებდა და გამანადგურებლად დამარცხდა "ბირმინგემთან" ანგარიშით 9-1. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შემდეგ უელშმა გუნდი დატოვა და მისი ადგილი ფილ ტომსონმა დაიკავა, რომელმაც გუნდს სეზონი მესამე ადგილზე დაასრულებინა.

უელში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გაემართა და იქ გახსნა პაბი, თუმცა მალევე მიიღო შემოთავაზება "ბორნმუთისაგან", რომელზეც უარი ვერ განაცხადა. იქ ორი უხეირო სეზონი გაატარა (10-ე და 12-ე ადგილი) და სამოყვარულო გუნდ "უიკომბში" გადაბარგდა. 1964 წელს დაბრუნდა მშობლიურ "ჩარლტონში" და სამუშაო ადგილი კლუბის ადმინისტრაციაში მიიღო.

დონ უელში "ლივერპულის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეირო მწვრთნელია, სამწუხაროდ მან გუნდი გაცილებით რთულ მდგომარეობაში დატოვა, ვიდრე მის მოსვლამდე იყო. მისი წასვლის შემდეგ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მენეჯერად დაენიშნად იმჟამად გუნდში მომუშავე მწვრთნელებიდან რომელიმე. არჩევანი ფილ ტომსონზე შეჩერდა, რომელიც უელშის დამხმარე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 50-იან წლებში გუნდში მოვიდა ლეგენდარული შენკლი და "ლივერპული" გავიდა თასის ფინალში, ეს პერიოდი მაინც შავ ლაქად რჩება გუნდის ისტორიაში.

კომენტარები


maga
მომხმარებელი

ლიდელი–ლიდერპული :) ანუ ახლა ჯერარდი როგორიცაა ჩვენთვის 1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze