ფილ ტეილორი

ავტორი: Mersy, 2-05-2014, 15:36, კატეგორია - მწვრთნელები / ბიოგრაფიები, 2 127, 1


ფილ ტეილორი არის ერთადერთი მწვრთნელი "წითლების" ისტორიაში, რომელსაც გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში არ უხელმძღვანელია. ტეილორი 20 წელზე მეტი მუშაობდა "ლივერპულში" მანამ გადამდგარი დონ უელშის პოსტს შესთავაზებდნენ (1955-56 წლების სეზონი).

ტეილორი დაიბადა 1917 წლის 18 სექტემბერს ქალაქ ბრისტოლში. საფეხბურთო კარიერა დაიწყო ადგილობრივ "როვერსში", რომელთანაც დავდაპირველად, როგორც მოყვარული, ხოლო შემდგომში, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო დაკავშირებული. 1936 წელს ტეილორი "ლივერპულმა" შეიძინა 5000 ფუნტის სანაცვლოდ რაც იმ დროს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო 18 წლის ფეხბურთელისთვის.

ტეილორმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს იძულებითი შესვენება მოუხდა. ომის შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობას კარიერა არ გაუგრძელებია, მაგრამ ტეილორმა, რომელიც 27 წლის იყო შეძლო საკუთარ თავში იმ ნებისყოფის პოვნა რაც საჭირო იყო ფეხბურთის სათამაშოთ. 1947 წელს ის გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 1950 წელს ინგლისის თასის ფინალისტი, ასევე გამოძახებული იქნა ინგლისის ნაკრებში. ტეილორი საიმედო მცველად ჩამოყალიბდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გუნდში, რისი დამსახურებაცაა ის ფაქტი, რომ ჯეკ ბალმერმა ტეილორი თავის მემკვიდრედ დატოვა.

ხშირად ხდება ისე, რომ კარგი ფეხბურთელები ვერ ახერხებენ კარგ მწვრთნელებად ჩამოყალებებას. ტეილორი 2 წელი მუშაობდა გუნდში მენეჯერის დამხმარედ, მანამ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ის ასეთი პასუხისმგებლობისთვის მზად არ აღმოჩნდა. ასეა თუ ისე ტეილორმა გუნდს ქვედა ლიგისთვის თავი ვერ დააღწევია.

პოსტზე დანიშვნის თანავე ტეილორმა სატრანსფერო ბაზარზე ბუნდოვან საქმიანობას მიჰყო ხელი და გუნდში მეკარე ტომი იანგერი და თავდამსხმელი ჯონ უილერი მოიყვანა, რომლის ნახევარმცველად პერეკვალიფიცვირება მოხდა. თავის პირველ სეზონში ტეილორის გაწვრთნილმა "ლივერპულმა" მეორე ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 4-ე. შესაძლებელია, რომელიმე სხვა გუნდისთვის ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ არა "ლივერპულისთვის". გუნდის ახალი პრეზიდენტი ტომ უილიამს თავის წინამორბედებზე გაცილებით ამბიციური აღმოჩნდა და უკმაყოფილო იყო გუნდის ნაჩვენები შედეგებით. მიუხედავად ყველაფრისა ტეილორი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1959 წლის ჩვიდმეტ ნოემბრამდე იყო, მისი განთავისუფლების მიზეზი კი სამოყვარულო გუნდ "უორჩესტერთან" ინგლისის თასზე განცდილი სენსაციური მარცხი აღმოჩნდა.

მოგვიანებით ტეილორმა აღიარა, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მიუხედავად ყველაფრისა ეს ადამიანი გულწრფელად და ერთგულად 23 წლის განმავლობაში ემსახურა "ლივერპულს". პოსტის დატოვების შემდეგ ის საბოლოოდ ჩამოშორდა ფეხბურთს და კომერციით დაკავდა. ტეილორის წარუმატებლობამ იმედები გაუცრუა, როგორც ტეილორს ასევე გულშემატკივრებს, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე ადვილია იყო იმ გუნდის მწვრთნელი, რომელშიც მცირე ხნის უკან თამაშობდი.

რაც შეეხება ტეილორის მემკვიდრეს, მან სამუდამოდ შეცვალა "ლივერპულის" ისტორია. საუბარი ლეგენდარულ ბილ შენკლიზეა.

კომენტარები


ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze