x

დიდი ჰამანის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:13, კატეგორია - ბიოგრაფიები, 2 019, 1


“ლივერპულის” ლეგენდის, დიტმარ ჰამანის სრული საფეხბურთო ბიოგრაფია. მოგეხსენებათ ჰამანი იმ სტამბულის გმირთა შორისაა, რომლებმაც 2005 წელი ტრიუმფით დაასრულეს და მილანი საოცარ შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს….
დიდის კარიერა მიუნხენის ბაიერნში დაიწყო შორეულ 1989 წელს, როდესაც 16 წლის ასაკში ბაიერნის დუბლებში მიიწვიეს. ამის შემდეგ კი  მისი დებიუტი ბაიერნის ძირითად გუნდში 1993 წელს შედგა. დიდი ბაიერნში ისეთი ვარსკვლავების გვერდით მოხვდა როგორებიც არიან: ოლივერ კანი, კრისტიან ციგე, ლოთარ მათეუსი და ტომას ჰელმერი. იმავე სეზონში დიდიმ “რეკორდმაისტერთან” ერთად თავისი პირველი ტიტული მოიგო და გერმანიის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჰამანი ბავარიაში თავდაპირველად მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა. ბუნდესლიგაში მან 1992-93 წლებში 30 მატჩი ჩაატარა ბაიერნის მაისურით. 

დიდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა.   ჰამანი ბავარიაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა,თუმცა საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ნახევარდაცვაშიც უხდებოდა თამაში. 1995-96 წელს ბაიერნს არც თუ ისე კარგი სეზონი გამოუვიდა, თუმცა საბოლოოდ სეზონი უტიტულოდ არ დაასრულეს და უეფას თასს დასჯერდნენ. ჰამანმა იმ სეზონში მხოლოდ 20 შეხვედრა ჩაატარა.
მომდევნო სეზონში კი იწყება ჰამანის ტრანსფორმირება. გუნდში მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე მარიო ბასლერი მოვიდა და დიდისაც მოუწია ეთამაშა ცენტრალურ ნახევერმცველად. 1996-97 წლების სეზონი დიდისთვის და ბავარიასთვისაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჰამანმა ბავარიასთან ერთად თავისი მეორე ბუნდესლიგა მოიგო, იმ სეზონში ბავარიას მაისური 23 ჯერ მოირგო. დიდის წარმატებული თამაში არ გამოჰპარვიათ ბუნდესნაკრების ხელმძღვანელებს და იმავე წელსვე შედგა მისი სანაკრებო დებიუტი.
მომდევნო წელს, დიდიმ თავის გერმანულ ტიტულებს გერმანისს თასიც მიუმატა, თუმცა ბავარიისთვის სამწუხაროდ იმ სეზონში ბუნდესლიგა კაიზერსლაუტერნთან დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. დიდიმ აღნიშნულ სეზონში 28 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდი “ნიუკასლში” გადაბარგდა სადაც ყველასთვის კარგად ნაცნობი მეფე კენი მუშაობდა მთავარ მწვრთნელად. ნიუქასლმა ჰამანი 5.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. დიდიმ პირველივე სეზონში 31 თამაში ჩაატარა “კაჭკაჭების” მაისურით და 5 ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, იმავე სეზონში მან ითამაშა FA CUP- ის ფინალი. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი შთამბეჭდავი “ლივერპულური” კარიერა.
პირველივე სეზონის შემდეგ ჰამანმა ლივერპულს მიაშურა. ლივერპულმა იგი 8 მილიონ ფუნტად შეიძინა. დიდის 7 წლიანი ლივერპულური კარიერა ტიტულებით დახუნძლული აღმოჩნდა. მან ლივერპულთან ერთად 2000-01 წლებში “ტრიპლეტი” მოიგო. ინგლისის ლიგის თასი, ასოცოაციის თასი და უეფას თასი. ის სეზონი ლივერპულისთვის მართლაც წარმატებული გამოდგა.
რაც შეეხება ჰამანის და “ლივერპულის” ყველაზე დიდ წარმატებას. დიდიმ 2005 წელს ლივერპულთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. წითლებმა მილანთან წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ(3-0), შეძლეს და თამაში შემოაბრუნეს, ანგარიში 3-3 გახადეს და პენალტების სერიაში შანსი არ დაუტოვეს მილანს. (ვისაც გახსოვთ, თერთმეტმეტრიანების სერიაში ჰამანი პირველი მივიდა პენალტის შესასრულებლად და აუღელვებლად მოათავსა ბურთი დიდასგან საპირისპირო, მარჯვენა მაღალ კუთხეში).
 მომდევნო წელს ჰამანმა კიდევ ერთი ჯილდო მოიგო ლივერპულთან ერთად. “წითლებმა” ასოცოაციის თასის ფინალში, დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხეს ვესტ-ჰემ იუნაიტედი და დიდი მეორედ დაეუფლა ინგლისის ასოცოაციის თასს ლივერპულთან ერთად.
2005-06 სეზონის დასრულების შემდეგ კი ჰამანის ლივერპულური კარიერა დასრულდა. საერთო ჯამში მან ლივერპულში 191 თამაში ჩაატარა და 12 ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ჰამანის ლივერპულური კარიერა მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა. მან “წითლებთან” ერთად თითოჯერ უეფასა და ჩემპიონთა ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის ასოციაციის, ხოლო ერთხელ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ამის შემდეგ კი გერმანელმა ვარსკვლავმა “მანჩესტერ სიტის” მიაშურა.

“ქალაქელების” ღირსებას დიდი 2006-2009 წლების სეზონში იცავდა. იგი სიტის მაისურით 54 ჯერ გამოვიდა მწვანე მოედანზე,მაგრამ მეტოქეთა კარი არცერთხელ დაულაშქრავს. 2009 წლის პირველ ივლისს დიდის “ქალაქელებთან”  კონტრაქტი ამოეწურა.
2010 წლის 20 მარტიდან ის შეუერთდა მილტონს, როგორც მოთამაშე მწვრთნელი და 12 შეხვედრა ჩაატარა მილტონის მაისურით. ამის შემდეგ კი, ჰამანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და 2011 წელს “ლესტერ სიტის” ჩაუდგა სათავეში, მთავარი მწვრთნელის რანგში.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

იშვიათად რომ პრემიერ ლიგაში გერმანელმა ასე გაქაჩოს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze