BR: კარნლოხიდან ჩემპიონთა ლიგამდე

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 27-05-2014, 17:34, კატეგორია - მწვრთნელები / ბიოგრაფიები, 7 730, 19


როჯერსი ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა სოფელში, კარნლოხში დაიბადა 1973 წლის 26 იანვარს. განათლება ბალიმენაში, ჩრდილოეთ ირლანდიურ ქალაქში მიიღო, სადაც თანატოლებთან ერთად ადგილობრივ კლუბში თამაშობდა.

1990 წელს ინგლისში, "რედინგში" გადავიდა სათამაშოდ, მაგრამ როჯერსის სათამაშო კარიერა ძალიან ხანმოკლე გამოდგა. მძიმე ტრავმის გამო აქტიურ სპორტს ვეღარ გაყვა და პროფესიონალურ ფეხბურთს ისე ჩამოშორდა, რომ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში ერთი თამაშიც კი ვერ ითამაშა, მიუხედავად "რედინგში" გატარებული ერთი წლისა. მართალია როჯერსის, როგორც მოთამაშის კარიერა დასრულებული იყო, მაგრამ ყურები სულაც არ ჩამოუყრია და არც ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე უფიქრია.

როგორც ჩანს, საფეხბურთო ციებცხელებას ისე შეეპყრო, რომ სხვაგან არსად სურდა გახედვა და კიდევ ერთ შესაძლებლობას ელოდა. შესაძლებლობაც მოვიდა და 1995 წლიდან მოყოლებული ყოფილი გუნდის, "რედინგის" აკადემიის მწვრთნელად მუშაობდა, სადაც ისეთი ტალანტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც სულ ცოტათი თუ იყვნენ მასზე უმცროსნი.

9 წელი, თითქმის ათწლეული, გავიდა და 2004 წელს, ბიჭში, რომელიც სხვებში ეძებდა ტალანტს, სულ სხვა კაცმა იპოვა ტალანტი. ამ კაცმა, მერე, საკუთარ თავს "განსაკუთრებული" უწოდა.

დიახ, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ როჯერსში დიდი ნიჭი დაინახა და "ჩელსიში" წაიყვანა, სადაც ბრენდანმა რომან აბრამოვიჩის რევოლუციაშიც მიიღო მონაწილეობა. 2006 წლისთვის უკვე იმხელა სახელი ქონდა მოპოვებული, რომ "კობჰემში" სარეზერვო გუნდის მენეჯერად დაინიშნა.

კიდევ ორი წლის მერე როჯერსმა სამწვრთნელო კარიერაშიც მოსინჯა ძალები და ჩემპიონშიპის "უოტფორდი" ჩაიბარა. "ონავრებმა" როჯერსი დროებითი მენჯერის, მალკი მაკკაის შემცვლელად მიიყვანეს.

2008/2009 წლების სეზონის ბწრყინვალე სტარტის შემდეგ როჯერსის "უოტფორდი" ჩემპიონშიპში საკმაოდ კომფორტულ, მე–13 პოზიციაზე გავიდა.

"უოტფორდის" მერე ისევ ნაცნობი "რედინგი" იყო. "როიალებმა" როჯერსი ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსით მიიწვიეს, მერე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსით, ახლა კი როჯერსი "რედინგის" ახალგაზრდა მენეჯერიც იყო.

კარგი სტარტის შემდეგ, 2009 წლის დეკემბერში როჯერსი "რედინგიდან" გაანთავისუფლეს, მაგრამ ეს უსლაც არ ყოფილა დასასრული. პირიქით, როჯერსს შვიდი თვის მერე ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი უნდა გადაედგა და "სუონსიში" მისულიყო მენეჯერად.

ერთი წლის მერე "სუონსი" უკვე პრემიერ ლიგაში თამაშობდა, რითაც პირველი უელსური გუნდი გახდა – მანამდე პრემიერ ლიგაში ბრიტანეთის სამხრეთ–დასავლეთი ნაწილიდან არავინ გამოსულიყო. როჯერსმა იმ წელს "გედები" მესამე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონშიპის კვალობაზე საოცარი ფეხბურთი ათამაშა – ყველაში დიდ გაკვირვებას იწვევდა რანგით მეორე დივიზიონის გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობაზე გათვლილ ფეხბურთს ათამაშობდა მისი ავანტიურისტი მენეჯერი.

"სუონსიმ" ჩემპიონშიპის პლეი–ოფის ნახევარ–ფინალში "ნოტინგემ ფორესტი" დაამარცხა 3–1 და ფინალში გავიდა, სადაც 30 მაისს უემბლიზე როჯერსისთვის ასე კარგად ცნობილი "რედინგის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. სკოტ სინკლერის ჰეთ–თრიკის წყალობით "სუონსიმ" რედინგი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა – 4–2 და პრემიერ ლიგის საგზური ასე გაინაღდა.

BR: კარნლოხიდან ჩემპიონთა ლიგამდე

თუ ვინმემ ჩათვალა, რომ "სუონსის" უბრალოდ გაუმართლა და შემთხვევით მოიპოვა ინგლისის უმაღლესი დივიზიონის საგზური, მომდევნო სეზონში როჯერსისგან და მისი ბიჭებისგან სერიოზული გაკვეთილი ელოდა. პრემიერ ლიგაში "მოღვაწეობის" პირველივე სეზონში "სუონსის" სათამაშო სტილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, არამარტო ინგლისურ ფეხბურთში, არამედ ევროპაშიც.

გუნდი პრემიერ ლიგაში გადმოვიდა და ისე ითამაშა, რომ ერთი წუთითაც არ დამდგარა საფრთხის ქვეშ "გედების" მომავალი. პირიქით, უამრავი დასამახსოვრებელი გამარჯვების ხარჯზე "სუონსიმ" 2011/2012 წლების სეზონი, კამპანიის სტარტზე ყველასთვის მოულოდნელ, მე–11 პოზიციაზე დაასრულა.

მაგრამ არც ეს იყო დიდი რამ, ცოტა გუნდი არ გადასულა პრემიერ ლიგაში და პირველივე სეზონში ცოტას არ ჩაუმთავრებია წარმატებით სეზონი, მაგრამ რასაც იმ წელს როჯერსის "სუონსი" აკეთებდა, ეს ბევრს ნამდვილად არ ექნება გაკეთებული. "გედების" სათამაშო სტილმა ისე მოხიბლა ყველა, რომ ამ გუნდსა და მაშინ მქუხარე "ბარსელონას" სათამაშო სტილს შორის პარალელების გავლება დაიწყეს.

ამ სეზონმა როჯერსს ისეთი რეპუტაცია მოუპოვა, რომ ჩრდილოირლანდიელი ინგლისის ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მენეჯერად იქცა და არავის გაკვირვებია, რომ ბრიტანულმა გიგანტმა, "ლივერპულმა" 2012 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც სკაუზერებმა კოპის მეფე, კენი დალგლიში გააცილეს მენეჯერის პოსტიდან, როჯერსს წინადადებით მიმართა.

როჯერსმა "ლივერპული" 2012 წლის 1 ივნისს ჩაიბარა და გუნდში მოსვლის პირველი წუთიდან ერთი მიზანი დაისახა – დაებრუნებინა გუნდი ევროპული ფეხბურთის ელიტაში.


როჯერსის მერსისაიდული კარიერა მარტივად არ დაწყებულა. მის გუნდს 6 მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც როგორი წარმატებით მოარგო გუნდში მოსვლის პირველივე დღეებიდან, მის სათამაშო სტილს ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ, რაჰიმ სტერლინგი, სუსო და ანდრე უისდომი.

როჯერსის შემტევითმა ფილოსოფიამ ბოლომდე გვაჩვენა თუ რამდენი შეუძლია მერსისაიდელთა ურუგვაელ შემტევს, ლუის სუარესს, რომელმაც 2012/2013 წლების სეზონში ყველა ჩემპიონატზე "ლივერპულის" მაისურით 30 გოლი გაიტანა. მისი სპორტული მეცნიერებები კი "ლივერპულის" კაპიტანს, სტივენ ჯერარდს ერთ–ერთი საუკეთესო სეზონის ჩატარებაში დაეხმარა.

როჯერსის "ლივერპულმა" იმ სეზონში ევროპა ლიგის პლეი–ოფამდე გააღწია და ისეთი წარმატებული ტრანსფერების ხარჯზე, როგორებიც დანიელ სტარიჯის და ფელიპე კოუტინიოს გუნდში მოყვანა იყო, გუნდმა მოახერხა და სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.

შეიძლება 41 წლის სპეციალისტს დასახული მიზნის მიღწევა პირველივე სეზონში არ გამოუვიდა, მაგრამ როჯერსმა ბრძოლა გააგრძელა და 2013 წლის ზაფხულიდან კიდევ მეტი მონდომებით შეუდგა გუნდის გაძლიერებას.

BR: კარნლოხიდან ჩემპიონთა ლიგამდე

"ლივერპულმა" წინასასეზონო მატჩები საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა, პირველი ექვსი მატჩი ზედიზედ მოიგო და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ამის მერე იყო კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დუბლინში "სელტიკთან", სადაც "წითლები" დამარცხდნენ და სადაც ბრწყინვალედ გამოჩნდა, რას ნიშნავდნენ გუნდისთვის ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი.

პირველი მათგანი პრემიერ ლიგის თამაშებში მთელი 5 მატჩი ვერ მიიღებდა მონაწილეობას, მეორეს კი ტრავმა ქონდა და მისი თამაში ეჭვის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა სტარიჯმა აღდგენა მოახერხა და სეზონის გახსნით მატჩს მზად შეხვდა, სადაც ერთადერთი, გამარჯვებისმომტანი გოლი სწორედ მან გაუტანა "ენფილდზე" "სტოკს".

სუარესის არყოფნაში თავდამსხმელის მთელი პასუხისმგებლობა სტარიჯს დააწვა და ინგლისელმა ფორვარდმა ამ მოვალეობას ბწრყინვალედ გაართვა თავი – ჯერ "ასტონ ვილას" გაუტანა კიდევ ერთი გამარჯვების გოლი, მერე ლიგის თასზე "ნოთს ქაუნთისთან" გაიფორმა დუბლი, მერე კი ბილ შენკლის დაბადების მე–100 წლისთავზე "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი და საკუთარ გუნდს სეზონის 100%–იანი შედეგით დაწყებაში დაეხმარა.

მერე ლუის სუარესიც დაბრუნდა და პირველად ვიხილეთ, როგორი საშიში ყოფილა მეტოქის მცვლებისთვის სტარიჯის და სუარესის დუეტი. "სანდერლენდს", "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომვიჩს" SAS-ად წოდებულმა დუეტმა(Suarez And Sturridge), ჯამში 10 გოლი გაუტანა, "ნიუკასლის" კარში გატანილი მეორე გოლი კი ბრწყინვალე მაგალითი იყო ამ ორ მოთამაშეს შორის არსებული უნაკლო ურთიერთგაგებისა.

იმ პერიოდში წინ გაჭრილმა "არსენალმა" მერსისაიდელებს ფრთები შეუკვეცა, თუმცა იმ თვიდან კოპიტებს ერთი კარგი მოგონება მაინც შემორჩათ – 3:3 "გუდისონზე" – მერსისადული დერბი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

მატჩში, სტუმრები ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა რომ გუნდი შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმაღა იხნსა მარცხისგან, ბოლო წუთზე გატანილი გოლით.

ამის მერე იყო დიდი იმედგაცრუება "ჰალთან" 3:1 წაგბეული მატჩი, მაგრამ ამ მარცხს სულაც არ უმქომედია "წითლების" თავდაჯერებულობაზე და "ლივეპრულმა" უკვე მომდევნო მატჩშივე მოახერხა ხასიათის გამოკეთება. მერსისაიდელებმა "ნორვიჩი" გაანადგურეს 5–1, ყველაზე სამახოვრო კი იმ მატჩიდან ლუის სუარესის ოთხი გოლი იყო, მათ შორის პირველი ულამაზესი, რომელიც კიდევ დიდ ხანს ემახსოვრება პრემიერ ლიგას.

ამ მატჩის შემდეგ "ლივერპული" შეუჩერებელ ძალად გადაიქცა და მომდვენო სამ მატჩში კვლავ გამანადგურებელი ანგარიშებით მოუგო ჯერ "ვესტ ჰემს", მერე "ტოტენჰემს", "კარდიფთან" მოპოვებული გამარჯვების მერე კი "ლივერპული" ცხრილში გალიდერდა და შობის დღეს პირველ ადგილზე შეხვდა.

BR: კარნლოხიდან ჩემპიონთა ლიგამდე

ამის შემდეგ იყო ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მეტოქეებთან, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ. მართალია ორივე მატჩი "წითლებისთვის" წარუმატებელი ანგარიშით დასრულდა, მაგრამ ბიჭებმა ორივე მატჩში, განსაკუთრებით "ეტიჰადზე", თავდაუზოგავად იბრძოლეს, და ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ლივერპული" ამ მარცხის მერე მთელი 119 დღე ისე გამოდიოდა, რომ პრემიერ ლიგაში მატჩი არ წაუგია.

2014 წელი "ლივერპულისთვის" იდეალურად დაიწყო, გუნდმა წლის პირველივე დღეს შური იძია "ჰალ სიტიზე", მაგრამ ეს რა მოსატანია იმ ძვრებთან, რაც იმ თვეში "ლივერპულში" მოხდა. როჯერსმა სტივენ ჯერარდს სრულიად ახალი პოზიცია შეურჩია და კაპიტანი ფანტასტიკაც მშვენივრად მოერგო ახალ, დაცვითი სტილი ნახევარმცველის ამპულას, ფელიპე კოუტინიო ცენტრის მებრძოლად ჩამოყალიბდა, ახალგაზრდა რაჰიმ სტერლინგმა კი ისე დაიწყო თამაში, რომ ცოტა ხანში როჯერსმა ასეთი რამ თქვა: "სტერლინგი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიაო". და არ უნდა დაგვავიწყდეს ჯონ ფლანაგანი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად პირველი გუნდის მოთამაშედ იქცა.

აი ახლა კი გოლებმა მართლა დაიწყო ენფილდზე შეუწყვეტლივ დენა. ჯერ "ბრიტანიაზე" გატანილი 5 გოლი და მძიმე ბრძოლაში მოპოვებული სამი ქულა რად ღირს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო "ენფილდზე" განადგურებული "ევერტონის" ცქერა.

შოკისმომგვრელი იყო ჯერარდის თავური და ამ თავურის ემოციური აღნიშნვა, შთამბეჭდავი – სტარიჯის ორივე გოლი, ლუის სუარესის სოლო რეიდი კი ალბათ წარმოუდგენელი.

მერე კი დადგა 8 თებერვალი, თარიღი რომელიც ინგლისურ ფეხბურთში კიდევ დიდ ხანს ემახსოვრებათ, განსაკუთრებით კი "ენფილდზე". "ენფილდზე", სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "არსენალი" ჩავიდა, მაგრამ მატჩის პირველ 20 წუთშივე წარმოუდგენელი გაკვეთილი მიიღო "ლივერპულისგან". გაკვეთილი სისწრაფეში, კრეატიულობასა და მონდომებაში და ეს მაშინ როცა როჯერსის "ლივერპულული" რევოლუცია 18 თვეზე ცოტა მეტის დაწყბეული იყო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ იმ დღეს "არსენალი" 5–1 დამარცხდა და ისე დატოვა "ენფილდი".

კვირები გადიოდა, "ლივერპული" კი ჯიუტად იგებდა და იგებდა, რამაც საბოლოოდ გუნდი 11 მატჩიან მოგებების სერიამდე მიიყვანა, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და "წითლები" ტიტულისთვის ბრძოლის ფავორიტად აქცია. "არსენალი", "ფულჰემი", "სუონსი", "საუთჰემტონი", "იუნაიტედი", "კარდიფი", "სანდერლენდი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "მანჩესტერ სიტი", "ნორვიჩი" – ვერცერთი გუნდის დაცვამ მფრინავი "ლივერპულის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. დიახ, ბოლოს და ბოლოს, კოპიტებმაც გაბედეს ოცნება. გაბედეს ოცნება იმ სანუკვარ ტიტულზე, რომელიც აგერ უკვე 24 წელი იყო მიუღწეველ მიზნად რჩებოდა. მიზნის ასრულების შანსები იზრდებოდა, სანუკვარ ტიტულამდე დარჩენილი მატჩების რიცხვი კი ნელ–ნელა კლებულობდა.

"ლივერპულის" სული და გული, სტივენ ჯერარდი კი მუდამ ამ ყველაფრის ცენტში იყო. გამარჯვების მომტანი გოლი "კრავენ კოტეჯზე", ორი ზუსტად შესრულებული პენალტი "ოლდ ტრაფორდზე", უნაკლო ჯარიმა "სანდერლენდთან", კიდევ ორი ამაღელვებელი პენალტი "ვესტ ჰემთან", დიახ ეს ყველაფერი 33 წლის კაპიტნის დამსახურებაა.

ალბათ არავის დაავიწყდება "ენფილდზე", "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ ძალიან დრამატულ მატჩში ნანახი სტივენ ჯერარდის ცრემლები და ის სიხარული, რასაც იმ მომენტში კაპიტანი ფანტასტიკა გრძნობდა.

და ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ის რაც არცერთ კოპიტს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა. დიახ, მოხდა ყველაზე დრამატული რამ, სწორედ ამ კაცს, სწორედ სტივენ ჯერარდს დაუცდა ფეხი და სწორედ ამიტომ "ლივერპულმა" ტიტულზე კონტროლი დაკარგა.

ამის მერე იყო მატჩი, რომელიც "ლივერპულის" ნუგეშად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ეს იქამდე, სანამ "ლივერპულელები" საკმაოდ სახიფათო მეტოქესთან, ტონი პულისის "კრისტალ პალასთან" 3:0–ს იგებდნენ. 3:0–ის მერე კი იყო 10 წუთი, რომელიც, ალბათ, ჯობია "ლივერპულის" ყველა გულშემატკივარმა დაივიწყოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა როჯერსის გუნდს ყველაფერი დაკარგული სეზონის უკანასკნელ მატჩამდე არ ქონია და პრემიერ ლიგის ფინიშზე ნებისმიერი სკაუზერის გულში რომ ჩაგეხედათ, ყველგან იპოვიდით ერთ რამეს – ჯერ კიდევ მოგიზგიზე კოცონს იმედისას. როჯერსის ბიჭებმა მოინდომეს და დაკისრებული სამუშაოც შეასრულეს და "ენფილდსაც" ღირსეულად გამოეთხოვნენ, მას შემდეგ რაც "ნიუკასლთან" გაშვებული გოლის მერე "ქამ–ბექი" შემოგვთავაზეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა...

...."ეტიჰადიდან" ცუდი ინფორმაცია მოვიდა და წამით ენფილდზე ყველამ მოიწყინა, მაგრამ მეტად თვალშისაცემი იყო პოზიტიური ატმოსფერო, განწყობა რომელიც "ლივერპულისთვის", ფანებისთვის, ბიჭებისთვის და როჯერსისთვის რაღაც ახლის, რაღაც კარგის დაწყებას მოასწავებდა....


BR: კარნლოხიდან ჩემპიონთა ლიგამდე

კომენტარები


Javaxa
ადმინისტრატორი

ციტატა: გიორგი ყუშიტაშვილი
დიდი მწვრთნელია ბრენდანი love


და დიდი მწერალია გიორგი. ბრავო !

უნიჭიერესი მწვრთნელი როა მაგაზე ორი აზრი აღარაა, ძაან მნიშვნელოვანი სეზონი მოდის ბრენდანისთვის, მთავარია მომავალ წელს არ ჩაიფუშოს ის იმედები რა იმედებიც ჩვენ გვაქ, ჯერ მაინც გამოუცდეია ახალგაზრდაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდება, ამ სეზონშიც გამოჩნდა რო ცოტა გამოუცდელია, მოურინიომ იმ თამაშში ჭკუაში აჯობა, მოკლედ მაგარი მწვრთნელია და როგორც იქნა ლივეროული დააბრუნა ევროპულ ელიტაში, და ყველაფერი ბრენდანზეა დამიკოდებული, ცოტა ჰენრისაც უნდა დააგდებინოს ძენგი 1

Dietmar Hamann
მომხმარებელი

მაგარი სტატიაა. სგ fellow

KD
VIP Member

Gio, sitvebi ar mkopnis, uuuuumagresi statiaa!!!!!!!!!!!!! Superi xar!!!!! YNWA

George
ტოპ კომენტატორი

გაიხარე ძმაო მართლა კარგი სტატიაა და უფრო კარგად დაწერილი.

lasha77
VIP Member

სუარესის წასვლასაც შევეგუები ოღონდაც ბრენდანი დარჩეს wink wink გავკარი აგერს wink

Nika Devadze
VIP Member

გენიოსია !!!!

maga
მომხმარებელი

ინფორმაციული, ყოვლისმომცველი და მშვენიერი შემაჯამებელი სტატია იყო. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე.
ძალზე სასიხარულოა, როცა გუნდის პროგრესის იმედი გაქვს გულშემატკივარს...
ეს იმედი კი ამ მწვრთნელის დამსახურებაა.

Goga Germisashvili
VIP Member

საუკეთესო მწვრთნელია სუონსის თამაშებს რომ ვუყურებდი შემიყვარდა ეგ გუნდი და ბრენდანი..შემდეგ ზაფხულში რომ გავიგე რომ ლივერპულის მწვრთნელი გახდა სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი და მოკლედ არყოფილა მომენტი ჩემს ცხოვრებაში მართლა სიმართლეს ვამბობ,ზოგიერთი ფანისგან განსხვავებით რომ როჯერსისთვის მეგინებინა..ყოველთვის ვიცავდი როცა სხვები აგინებდნენ და ყოველთვის მჯეროდა მისი love

qisho
მომხმარებელი

ბრენდანი მართლაც მაგარია...
სტატიის ავტორს კი ბრავო და მადლობა რომ ამდენი იწვალა და ჩვენამდე მოიტანა. მადლობა!!!!!!!!!!

ზაზა ებანოიძე
მომხმარებელი

ბრავო! უმაგრესი სტეტიაა. თვალწინ დამიდგა მთელი სეზონი და ცოტა იმედიც ჩამესახა რაღაცნაირად. ბრენდანს რატო უნდა გაუბრაზდე?! კაცს ხელახლა უწევს გუნდის აშენება და ეგ დროს მოითხოვს. მე იმედი მაქვს ძაან მოვუმატებთ, ეს წინა თამაშში კარგად გამოჩნდა. მიდი ბრენდენ! მიდი! აბა შენ იცი. რესურსი გაქ, ჭკუა გაქ, ერთი ბალოტელის მოუხერხოს რამე და მგონი ეგაა რა...... გვეშველება ალბათ scarf

lashafss
VIP Member

მაგარი სტატიაა მეც შევაქებ .. .ხალხნო ამკაცს დრო ჭირდება , მე ვიცი რომ ამ გუნდს მაგრად აათამაშებს ...

Vikahela
მომხმარებელი

Как без труда развести девушку на секс:
http://seo-swat.ru//g9bVJ
.

katrinddudova
მომხმარებელი

привет
Доброго времени суток.
Случайно узнал что ты занят
развитием своего интернет - ресурса.
Случайно нашел хороший веб - портал.
Там любому раздают 200 входящих ссылок на интеренет - портал - практически на халяву.

propisun.ru


раскрутка сайта в интернете самостоятельно

Jolliroger
VIP Member

მოსვლის დღიდან ვამბობდი არადა - ეს კაცი კუტუა - კუტუ იყო და კუტუდ დარჩება თქო :)))) ვინ გიჯერებდა ? ((((((( გენიოსი გენიოსიო :))))))))))))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze