გავიცნოთ ლუის სუარესი

ავტორი: akaki, 24-08-2013, 08:38, კატეგორია - ბიოგრაფიები, 3 762, 4


გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო სტატიას, რომელიც “ლივერპულის” ურუგვაელ გმირ ლუის სუარესს ეხება.
ურუგვაის ქალაქ სალტოს ერთ-ერთ გარეუბანში პატარა ბიჭუნა დაიბადა, რომელსაც მშობლებმა სიყვარულით ლუისი დაარქვეს. სინამდვილეში მისი ნამდვლი სახელი ხოაკინია – ხოაკინ სუარესი.
ახლა ის უკვე სალტოს ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანია. ლუის სუარესი “ჟილკიანი” ახალგაზრდაა, რომელიც მთელი ცხოვრება ამით საზრდოობდა. უღარიბესი, შვიდსულიანი ოჯახიდან სუარესმა შეძლო და მილიონერი გახდა. ის ყოველ დღე ათობით მეტ კილომეტრს გადიოდა, რათა საფეხბურთო გუნდში ევარჯიშა. მისმა შრომისმოყვარეობამ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახადა, რომელიც უმნიშნველოვანეს გოლებს იტანს და გუნდს ტიტულების მოგებაში ეხმარება.
სუარესს ეხერხება კბენა და მეკარეობაც. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაიმ მეოთხე ადგილი რომ დაიკავა, ამაში ლომის წილი ლუისმა დაიდო. ბიჭი, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ რასისტად შერაცხა, უამრავმა პროფესორმა თუ ფეხბურთელმა ახსნა და განმარტა, რომ სიტყვა ნეგრიტო სულაც არ ნიშნავს ზანგს, მაგრამ…

სახლში ლუისი დიდებული ადამიანია. ის ოჯახთან ერთად უამრავ დროს ატარებს, გიჟდება საკუთარ მეუღლესა და შვილებზე, რომლებსაც ყოველ საღამო ლივერპულის ქუჩებში ასეირნებს, დაჰყავს თამაშებსა თუ უამრავ გასართობ ადგილებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, სუარესი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.
მისმა მამა როდოლფომ, უამრავი ჯაფის შედეგად დედამიწას შვიდი ბავშვი შეჰმატა. ის რიგითი მეპორტეა. ქალაქ სალტოში თითქმის ყველა მამაკაცი ოჯახს მეთევზეობით არჩენს. დედა სანდრა, დიასახლისია. სალტო არგენტინის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს და მოიცავს უამრავ მდინარეს. დიდი ქუჩებითა და პარკებით ის არ გამოირჩევა, სამაგიეროდ უხვად აქვთ ჩაი.
როდესაც სუარესი გახდა ექვსი წლის, როდოლფომ გადაწყვიტა ოჯახი დედაქალაქ მონტევიდეოში გადაეყვანა, რადგან მუშაობის გაგრძელებას იქ აპირებდა. სწორედ ამ გადაადგილებამ სუარესი ფეხბურთით გაიტაცა, რის შემდეგაც გახდა ეროვნული გმირი და მილიონერი.
- “როდესაც ჩვენ მონტევიდეოში ჩამოვედით, დავიწყეთ მისთვის კარგი გუნდის მოძებნა. მითხრეს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი “ურერა” იყო, სადაც ბავშვები ფულით ხვდებოდნენ, ჩვენ კი ეს არ შეგვეძლო. მიუხედავად ამისა ლუისი სინჯებზე მაინც აიყვანეს, ამხანაგურ მატჩში კი საოცრად ითამაშა, რის შემდეგადაც მათ ჩემი ბიჭი დაიტოვეს.
იმ შეხვედრაში, სანამ ლუისს მოედანზე გაიყვანდნენ, “ურერა” 2-0-ს აგებდა. მეორე ტაიმში მოედანზე ლუი შეიყვაენს, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა.” – იხსენებს სუარესის დედა სანდრა.
1998 წელს სუარესი ვილსონ პერესმა შეამჩნია, რომელიც ურუგვაის ყველაზე წარმატებული გუნდის, “ნასიონალის” სკაუტია. 

- “მე ის მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ცხრა წლის იყო. ამ ასაკისთვის მას ჰქონდა ფეხბურთელის წარმოუდგენელი უნარი, არჩევანში არც შევმცდარვარ. ის იყო შესანიშნავი ბიჭი, კარგი ქცევებით. დავდიოდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ ერთ დღეს სუარესი დიდებული ფეხბურთელი გახდებოდა” – ჰყვება პერესი.
ერთ დღეს ლუისი ჩემთან გულნატკენი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ფეხბურთის თამაში აღარ შემიძლიაო. გადავწყვიტე, რომ ფეხბურთიდან წავიდეო. რათქმაუნდა მე მისი დაყოლიება შევძელი, თუმცა დიდი ძალისხმების შედეგად.
უამრავი შრომის ხარჯზე, ლუისი “ნასიონალში” დამკვიდრდა და გუნდის უცვლელი ფიგურა გახდა. მისთვის ცხოვრება ძალიან რთული იყო. ის სულიერად მზად არ იყო, რომ დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, რადგან ამის უფლებას ოჯახური მდგომარეობა არ აძლევდა. რთული ბავშვობის მიუხედავად, დღეს უკვე ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, რომ სუარესი მათი გუნდის წევრი იყოს.” – ამატებს ფეხბურთელის პირველი აგენტი.

სუარესის სამეგობროში ყველა სვამდა, თუმცა მან სასმელზე უარი თქვა და დღე-ღამე ბურთის გორებით იყო გატაცებული. როდესაც მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ ფეხბურთს თამაშობდნენ, ისინი ერთმანეთს ურტყავდნენ ლუსი არა ჩემკანაა, არა ჩემკენო.

დედის დედასთან, ანუ ბებიასთან სოფელში ყოფნისას 13 წლის სუარესმა ქერა გოგონა გაიცნო და მისი სიყვარული გულში ჩაიდო. 15 წლის ასაკში, გოგონამ როგორც იქნა ლუის თანხმობა განუცხადა და გახდა ერთადერთი ადამიანი, ვინც ცხოვრებაში მას გაუგო.
- “15 წლის ასაკში, ვიპოვე გოგო, რომელიც შემიყვარდა. ის გაცილებით მაღალი იყო ჩემზე” – სიცილით იხსენებს სუარესი – “იგი დამეხმარა იმის რეალიზებაში, თუ რამდენად მნიშნველოვანი იყო საფეხბურთო კარიერა ჩემთვის. დღეს ეს გოგონა ჩემი შვილის დედაა.”

“სუარესს არ ჰქონდა დიდი ანაზღაურება. მახოვს, ის ქუჩაში ვირულად შრომობდა, რათა ცოტა ფული გამოემუშავებინა. საღამოს შეგროვილ თანხას შეყვარებულს აძლევდა, რომელიც ინახავდა, შემდეგ კი სასიამოვნოდ იყენებდნენ შეგროვილ თანხას. მინდა ერთი რამ დავძინო, დღეს, რომ სუარსი მილიონერია, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა.” – აგრძელებს პერესი.
ეს იყო მანამდე, სანამ მისი შეყვარებულის, სოფიას ოჯახი დატოვებდა ურუგვაის და საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდოდა, ანუ 2003 წელს.
- “ცხოვრებაში მეორედ მივიღიე დიდი დარტყმა და ფეხბურთიდან წასვლის სურვილი. ვანებებდი ფეხბურთის თამაშს თავს, მაგრამ გონებაში მიტივტივებდა სოფიას სიტყვები, რომელიც ყოველდღე მარწმუნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემგან დიდი ფეხბურთელი დადგებოდა. სწორედ სოფიას სიტყვებმა შემმატეს ძალა, რომ დღეს ულამაზესი სპორტი მეთამაშა” – იხსენებს ლუისი.
სუარესმა იცოდა, რომ თუ სოფიას ნახვა კვლავ უნდოდა, ევროპაში უნდა წასულიყო. აი გამოჩნდა შანსიც, “სან ეუჯენიოსთან” მატჩისას სუარესი პირველი გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა. მან მოახერხა სასწაული და სკამიდან შემოსულმა, მოწინააღმდეგეს ოთხი გოლი შეუგდო.
ამის შემდეგ ის “ტუკუარემბოს” წინააღმდეგ ათამაშეს. “ნასიონალი” 3-0 დამარცხდა. ლუიმ გოლი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც ის საშხაპეში “ჯდა მტირალი წყლისა პირსა”.
- “ის ყოველთვის იტანდა გოლებს დიდი გუნდების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი დერბიში. ლუი ყოველთვის მაშინ ძლიერდებოდა, როცა საჭირო იყო” – აგრძელებს პერესი.
სუარესმა 27 მატჩში “ნასიოლნაში” 10 გოლი გაიტანა, სანამ მისი საოცნებო ტრანსფერი განხორციელდებდა. ლუის ჰოლანდიიდან, კერძოდ კი “გრონინგემიდან” დაუკავშირდნენ.

- “ჩვენ გვინდოდა კარგი ურუგვაელი ფეხბურთელი შეგვეძინა და აღმოვაჩინეთ კიდეც – ლუის სუარესი!” – იხსენებს “გრონინგემის” ყოფილი მწვრთნელი რობ ჯენსი – “ლუისმა ყველანი აღფრთოვანებულნი დაგვტოვა. ჩვენ გავგიჟდით მისი თამაშით და სულმოუთქმელად ველოდებოდით სატრანსფერო ფანჯარის გახსნას, რადგან შესაძლებლობისამებრ შეგვეძინა ის. ეს იყო ყველაზე წარმატებული ტრანსფერი, რაც კი ცხოვრებაში გაგვიკეთებია.”
სუარესის ტრანსფერი 800,000 ათასი ევრო, ანუ £667,000 ათასი ფუნტი დაჯდა.
- “ის მთელი ურუგვაის კერპი იყო! გასაკვირი არ იყო, რომ სტადიონზე ხალხი მის სახელსა და გვარს ყვიროდა. როდესაც ის ურუგვაიში ბრუნდება, ბავშვებს ვეღარ ვაკავებ. არ არსებობს ახალგაზრდა ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც მასზე არ გიჟდება. ბავშვები ერთხმად მასთან შეხვედრას მთხოვენ. მის გამო ურუგვაიში ყველა “ლივერპულის” ფანი გავხდით” – ამბობს “ნასიონალის” მწვრთნელი გუსტავო ბუეონო.
“აიაქსის კანიბალი” – ვკითხულობთ ჰოლნადიური ჟურნალის დე ტელეგრაფის გარეკანზე, 2010 წლის 21 ნოემბერს.
ეს სახელი მაშინ მოუძებნეს, როდესაც სუარესმა “პსვ ეინდჰოვენის” ფეხბურთელი, ოტმან ბაკალი დაკბინა, რის შემდეგაც ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი წითელი ბარათი, ოღონდ მსოფლიო ჩემპიონატზე, სუარესმა განასთან ასამოა გიანის გოლი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც გიანმა გააცუდა და ნახევარფილანში არა განა, არამედ ურუგვაი გავიდა.

ბაკალის კბენისთვის ის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ჰოლანდიაში ასპარეზობისას ეს ოყო მისი პირველი იმედგაცრუება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სუარესს დისკვალიფიკაციის მოხდა ბოლომდე არ მოუწია, რადგან 2011 წლის იანვარში ის ინგლისის “ლივერპულს” შეუერთდა.
“ლივერპულში” მისი კარიერა ლამაზად დაიწყო, შეცვლაზე შესულმა პირველივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა და სულ მალე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ლუისი ერთი თვის წინ პატრის ევრასადმი შეურაწყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯერს, ამჟამად კი პირწმინდად მოიხადა ვალი სუარესმა.
რამოდენიმე დღის წინ, მან ევრას ხელი არ ჩამოართვა და ის ხალხი, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” ლუისს უსტვენდა სუარესმა მე-80 წუთზე გატანილი გოლით დაადუმა. იწერებოდა მისი მერსისაიდიდან შესაძლო აბარგების შესახებაც, მაგრამ ამაზე კენი დალგიშმა მოკლედ განაცხადა: – “ჟურნალისტები გაგიჟებულან, რადგან მეტი სალაპარაკო თემა ვერ მოუძებნიათ“.

კომენტარები


Liverpool-8
მომხმარებელი

fuu xuakini angry

ENRIQUE3
მომხმარებელი

კაი კაი ეხა ვნახე და მომეწონა ძაან

johnson
ადმინისტრატორი

scarf

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze