შენკლის ფრაზები

ავტორი: akaki, 24-08-2013, 08:41, კატეგორია - ბიოგრაფიები, 2 917, 4


ჩვენი საიტი ბილ შენკლის ცნობილ ფრაზებს შემოგთავაზებთ:
“ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთი საქმეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მე იმედგაცრუებული ვრჩები ასეთი დამოკიდებულებით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე აღნიშნული მოსაზრება”.
“თუ ხარ პირველი, ხარ პირველი. თუ ხარ მეორე, არავინ არ ხარ”.
“ლივერპულის” ფანის მისამართით: “საიდან ხარ, ბიჭი?” – “მე “ლივერპულის” ლონდონელი ფანი ვარ!” – “ო!.. შვილო!.. და როგორ ცხოვრობ ჯოჯოხეთში?”
შენკლიმ ტომი სმიტს ვარჯიშის დროს ასეთი რამ უთხრა: “შვილო, შენ ბუნტის მოწყობა სასაფლაოზეც კი შეგიძლია”.
“ლივერპული” შექმნილია ჩემთვის, მე კი – “ლივერპულისთვის”.
იტალიელი ჟურნალისტების ჟესტიკულაციების შემხედვარე შენკლიმ თარჯიმანს სთხოვა: “უთხარი მათ, რომ რასაც ამბობენ, არაფერში ვეთანხმები!”
ლი მაკარის შესახებ, რომელმაც “ლივერპულის” წინადადება უარყო და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა: “მაინც რეზერვისთვის მინდოდა”.
ალან ბოლის მისამართით, რომელიც “ევერტონში” გადავიდა: “არა უშავს, ალან. შენ დიდ კლუბთან ახლოს ითამაშებ”.
“ევერტონის” ლეგენდის, დიქსი დინის დაკრძალვისას: “ვიცი, რომ ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა ჩემი აზრით, დიქსი იქნებოდა გაკვირვებული, როდესაც გაიგებდა, რომ მის დაკრძალვაზე მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე შაბათ შუადღეს “გუდისონ პარკზე” “ევერტონის” თამაშისას”.
“ევერტონი” ჩემს ეზოში რომ თამაშობდეს, ფანჯარაზე ფარდას ჩამოვაფარებდი”.
პრობლემა ისაა, რომ მსაჯებმა იციან წესები, მაგრამ არ იციან თამაში”.
“ენფილდზე” ყოფნის დროს ყოველთვის ვამბობდი, რომ მერსისაიდს ჰყავს ორი საუკეთესო გუნდი – “ლივერპული” და “ლივერპულის” რეზერვები.
“ამბობენ, რომ ჩემს მეუღლეს საქორწინო საჩუქრად”როჩდეილის” სარეზერვო გუნდის თამაშზე წაყვანა მოვუწყვე, თუმცა ეს სიცრუეა. ეს საჩუქარი მისი დაბადების დღისთვის იყო. აბა, გიჟი კი არ ვარ, სეზონის მიმდინარეობის დროს რომ მომეყვანა ცოლი?!”
“This is Anfield”-ის დაფაზე: “ეს იმისთვისაა, რომ ჩვენსა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შევახსენოთ, ვისთვის თამაშობენ და ვის წინააღმდეგ თამაშობენ”.
ბრიუსელის სასტუმროში შენკლიმ თავის საცხოვრეებელ მისამართად “ენფილდი” ჩაწერა. როდესაც კლერკმა მას ამის შესახებ ჰკითხა, შენკლიმ უპასუხა: “მაგრამ ესაა ის ადგილი, სადაც ვცხოვრობ”.
“როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შევდივარ, ჩემს გონებაში მატჩი უკვე დიდი ხნის დაწყებულია”.
“ლივერპული”-”ევერტონის” დერბის წინ, შენკლიმ “ენფილდის” შვეიცარს “ევერტონელებისთვის” ტუალეტის ქაღალდების რულონები მისცა და უთხრა: “როდესაც ისინი მოვლენ, ეს მიეცი. დასჭირდებათ!”
კვირა დღის გაზეთებში ყოველთვის ვნახულობ სატურნირო ცხრილში რომელ ადგილზეა “ევერტონი”. რა თქმა უნდა, ბოლოდან ვიწყებ”.
ერთხელ, როდესაც შენკლი “მელვუდში” ვარჯიშობდა კრის ლოულერს (“ლივერპულის” ფეხბურთელი 1960–1975 წ.) ჰკითხა: “გოლი იყო? თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი?” ლოულერმა უპასუხა: “დიახ, უფროსო, იყავით”. – შენკლიმ კი იქვე მოუჭრა: “კრის, შვილო, აქ უკვე ოთხი წელია, რაც ხარ. ძნელად თუ რამეს იტყვი და მაშინაც კი, როდესაც რამეს ამბობ, მწარედ სტყუი!”
შენკლიმ როდესაც გაიგო, რომ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი შეუძლოდ იყო, ასეთი რამ თქვა: “ვიცი, რაც სჭირს. ცუდი გუნდი ჩააბარეს”.
ერთხელ შენკლიმ გუნდის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ შეკრებაზე შემდეგი რამ თქვა: “საფეხბურთო კლუბს აქვს წმინდა სამება: ფეხბურთელები, მწვრთნელი და ფანები. გუნდის დირექტორები მასში არ შედიან. ისინი მხოლოდ ჩეკებზე ხელის მოსაწერად არიან საჭირონი”.
“რა არ მოგწონს ფეხბურთში?” შენკლი: “სეზონის დასასრული”.
“ლივერპულის” დატოვებისას: “ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები მაშინ იყო, როდესაც გუნდის ხელმძღვანელთან ამის სათქმელად მივედი. ამ მომენტს ელექტრო-სკამზე ჯდომას შევადარებ. სწორედ ასეთი გრძნობა დამეუფლა”.

კომენტარები


ENRIQ_UE
მომხმარებელი

კარგი სტატიაა

ENRIQUE3
მომხმარებელი

ძაან საინტერესო ფრაზებია

johnson
ადმინისტრატორი

002

ლევან არჩუაძე
მომხმარებელი

Tomi lourensi(liverpulis mekare):
-mwvrtnelo, chemtvis ar girda pexebis gashla!
-ara tomi, es dedashenistvis ar girda pexebis gashla

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze