ჯორდან ჰენდერსონის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:02, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 645, 2


გთავაზობთ ჯორდან ჰენდერსონის ბიოგრაფიას.
ზოგადი ინფორმაცია
ჯორდან ბრიან ჰენდერსონი არის ინგლისელი ნახევარმცველი და “ლივერპულის” ფეხბურთელი. მან კარიერა დაიწყო “სანდერლენდში” 2008-09 წლებში კი განათხოვრებული იყო “ქოვენთრიში. მას ნათამაშები აქვს ინგლისის ყველა ასაკობრივ გუნდში და ერთი შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ ნაკრებშიც. მან დაამთავრა ფერინგდონის სპორტული კოლეჯი, სანამ “სანდერლენდის” ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდებოდა.
მისი დებიუტი “სანდერლენდის” პირველ გუნდში შედგა “ჩელსისთან” სტუმრად მატჩში, სადაც გუნდი 5:0 დამარცხდა. პირველი საშინაო მატჩი კი მან ლიგის თასზე “ბლექბერნის” წინააღმდეგ ჩაატარა.
ქოვენთრიში განათხოვრება
2009 წლის იანვარში ჰენდერსონი ჩემპიონშიფის გუნდ “ქოვენთრიში ორი თვით გაანათხოვრეს. მან გუნდში სადებიუტო მატჩი “დერბისთან” გამართა, სადაც გუნდი 2:1 დამარცხდა.  თებერვალში კი გადაწყდა, რომ ის “ქოვენთრიში” სეზონის ბოლომდე დარჩებოდა.
– მე ბედნიერი ვარ, რომ აქ სეზონის ბოლომდე ვრჩები, რადგან გუნდი თამაშობს საკმაოდ კარგად – განაცხადა ჯორდან ჰენდერსონმა. თუმცა 8 აპრილს მან მძიმე ტრამვა მიიღო და ნაადრევად მოუწია “სანდერლენდში დაბრუნება.
სანდერლენდში დაბრუნება
2009-2010 სეზონი ჰენდერსონისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ის “სანდერლენდის” პირველ გუნდში დაბრუნდა. მან თავისი პირველი გოლი “სანდერლენდში” “ბირმინგემის” წინააღმდეგ ქარლინგის თასზე გაიტანა, ხოლო პრემიერლიგაში მისი პირველი გოლი “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ იქნა გატანილი.
ჰენდერსონი ამ წელს ძირითადად მარჯვნივ თამაშობდა, რადგან ცენტრალურ ნახევარდაცვაში უფრო დიდი კონკურენცია ჰქონდა. 2010 წლის 23 აპრილს მან კლუბთან კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა.
ჰენდერსონი დაასახელეს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად. მისი პირველი სრული სეზონი გუნდში მეტად წარმატებული აღმოჩნდა. მან ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.

2010 -2011


ჰენდერსონმა გოლები გაიტანა “ლესტერის” და “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ. ახალ სეზონში მან შეიცვალა ნომერი. მან თოთხმეტ ნომრიანი მაისური ათ ნომრიანი მაისურით შეცვალა. მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა “ჩელსის” “მან. იუნაიტედის” და “მან. სიტის” წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ფეხბურთელი გადაებირებინათ. ჰენდერსონმა თავისი სადებიუტო გოლი სეზონში “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გაიტანა. თავისი კარგი თამაშის გამო კაპელომ იგი ნაკრებში გამოიძახა საფრანგეთთან მატჩისთვის.
27 იანვარს ჰენდერსონი ფიფამ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ოციეულში დაასახელა და მეცამეტე ადგილი უბოძა. ის ამ ჩამონათვალში “ანდერლეხტის” ფორვარდ ლუკაკუს გვერდით და აწ უკვე “მანჩესტერის” მეკარის დე ჰეასთან იყო.
მან სეზონის მეორე გოლი “უიგანის” წინააღმდეგ გაიტანა. ის ზედიზედ მეორედ დასახელდა კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

ლივერპული

2011-2012

2011 წლის 8 ივნისს ჰენდერსონი “ლივერპულმა” შეიძინა. ჰენდერსონი გაემგზავრა “ლივერპულის” ბაზაზე მელივუდში, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. სანდერლენდის მწვრთნელმა ნიალი ქუინმა განაცხადა, რომ გუნდის აკადემიას და ფეხბურთელებს უვართ ის და მისი ჩათვლით წარმატებებს უსურვებენ მას მომავალში. ფეხბურთელი გუნდს ოფიციალურად 9ივლისს შეუერთდა.
ჯორდანი ლივერპულში დიდად ვერ განვითარდა და თითქმის გასული სეზონის სტატისტიკა გაიმეორა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 48 ჩატარებული მატჩი გახლდათ და მხოლოდ 2 გოლის და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მიუხედავად ამისა მას ხშირი სათამაშო დრო ჰქონდა და ბევრი თამაშიც გაამწვავა. ახალგაზრდა ჯორდანისთვის სადებიუტო სეზონს საბოლოო ჯამში წარუმატებლად მაინც არ ჩაუვლია.

2012-2013

მართალია წინა სეზონისგან განსხვავებით ჰენდერსონს დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია, მაგრამ ბევრად უფრო პროდუქტიული გახდა. მან 30 პრემიერლიგურ მატჩში მიიღ მონაწილეობა და თამაშების ნახევარზე მეტი სათადარიგო სკამიდან შემოვიდა. მან პრემიერლიგაში 5 სულ კი 6 გოლის გატანა მოახერხა. მის ანგარიშზე ამვე ოდენობის საგოლე გადაცემაა. ჰენდერსონი მთელი სეზონის მანძილზე გახლდათ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შეუცვლელი კაპიტანი. მან ბოლო მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა.

2013-2013
ჰენდერსონმა სეზონის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებში გოლის გატან და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან გამოსვლიდან რამდენიმე წამში პირველი შეხებით გაუტანა ოლიმპიაკოსს.

სანკარებო კარიერა
ჰენდერსონი ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მათ სორის ეროვნულ ნაკრებშიც არის მიწვეული. მან ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გატანა მოახერხა. მისი სანაკრებო დებიური საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა. ის მიწვეულია 2011 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.

კომენტარები


Liverpool-8
მომხმარებელი

ჰენდო მაგარი კაცია wink

johnson
ადმინისტრატორი

კაცი ლივერპული კაპიტანია უკვე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze