კენი დალგლიშის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:10, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 820, 1


ზუსტად ერთი წლის წინ, “ლივერპულს” სათავეში კენი დალგლიში ჩაუდგა. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი სკოტის ბიოგრაფია.
კენეტ მატიენსონ “კენი” დალგლიში (შოტლანდიურად [ dɛlɡliːʃ ] ) 1951 წლის 4 მატს შოტლანდიის უდიდეს ქალაქ, გლაზგოში დაიბადა. ის არის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც შოტლანდიურლი “სელტიკის” ღირსებას 1969–1977 წლების განმავლობაში იცავდა, სადაც 204 მატჩში 112 გოლი აქვს გატანილი. “ლივერპულში” 1977–1990 წლებში თამაშობდა, სადაც 515 მატჩში თავი 172-ჯერ გამოიჩინა, ამიტომაცაა “კოპის” ლეგენდად აღიარებული. ის ამჟამად “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელია.
დალგლიში 1982–83 წლებში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და 2009 წელს აღიარეს, როგორც დიდებული ფორვარდი მსოფლიო ომის შემდეგ. კენის საფეხბურთო კარიერა 22 წელს გაგრძელდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, დალგლიშმა კარიერა შოტლანდიურ “სელტიკში” დაიწყო. 1975 წელს კენი გუნდის კაპიტნად აირჩიეს. 1971-დან 1975 წლამდე მან შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა, ამდენჯერვე მოიგო შოტლანდიის თასი და ერთიც შოტლანდიის ლიგის თასი. 1977 წელს “ლივერპულის” იმდროინდელმა მწვრთნელმა ბობ პეისლიმ ის £440,000 ათას ფუნტად შეიძინა, რაც იმ დროს სარეკორდი თანხა იყო.
 
მისი წლები “ლივერპულში” კლუბის ყველაზე წარმატებული პერიოდი გამოდგა. მოიგო შვიდი ლიგის ტიტული, სამი ევროპული  და ხუთი ადგილობრივი თასი. დალგლიში მოთამაშე მწვრთნელი “ლივერპულში” 1985 წელს გახდა და ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა [მათ შორის საბოლოო, 1990 წელს - რედ.] და ორი Fa-თასი. ის “ლივერპულიდან” 1991 წელს წავიდა, სწორედ ამ პერიოდსვე უკავშირდება ცნობილი ჰილსბროს ტრაგედია.
კენი უმუშევრად დიდხანს არ დარჩენილა და იმ წელსვე “ბლექბერნ როვერსმა” შოტლანდიელი სპეციალისტი მთავარ მწვრთნელადაიყვანა. მან “ბლექბერნი” ჩემპიონშიფიდან ამოიყვანა და 1995 წელს ინგლისის პრემიერ ლიგაა მოაგებინა.

ნაკლებად წარმატებული გამოდგა 1997 წელს “ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელობა, ამიტომ 1999 წელს დალგლიში “სელტიკის” დირექტორად დანიშნეს, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს. დეტალურად ქვევით მოგითხრობთ.
2011 წლის 8 იანვარს დალგლიში “ლივერპულში” დაბრუნდა. მან “წითლებში” როი ჰოჯსონი ჩაანაცვა. 2011 წლის 12 მაისს კი მას მერსისაიდელებთან კონტრაქტი სამი წლით გაუფორმეს.
საფეხურთო კარიერა
ადრეული კარიერა
კენი დალგლიში ინჟინერის ვაჟი იყო, რომელიც რეინჯერსში გაიზარდა. მან კარიერა მილტონის საფეხბურტო სკოლაში დაიწყო, სადაც არა თავდამსხმელი, არამედ მეკარე იყო!

სელტიკი

დალგლიშმა დროებითი კონტრაქტი “სელტიკთან” 1967 წლის მაისში გააფორმა, მაგრამ პირველივე სეზონში კენი “კუმბერლაუნდ იუნაიტედში” გაანათხოვრეს. ამ გუნდში მან ერთი წლის განმავლობაში 1967–68 წლებში ითამაშა და 37 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერის გარდა დალგლიში სადურგლოშიც მუშაობდა.
მას პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მომდევნო წელსვე გაფორმეს. ის იყო რეგულალური წევრი და ლიდერი “სელტიკის” რეზერვების გუნდისა. ამ წლებში დალგლიშს უკვე კარგად იცნობდნენ. ის შოტლანდიის ქუჩებშიც ძალიან პოპულალური იყო. კენის დებიუტი ძირითად გუნდში 1968 წელს შოტლანდიის თასის ნახევარფინალში “ჰამილტონის” წინააღმდეგ შედგა.
დალგლიშს სამი წელი დასჭირდა, რადგან გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გამხდარიყო. საბოლოოდ მას მწვრთნელი ევენტუალ სტეინი ენდო და “კილმარნოკის” წინააღმდეგ ათამაშა. ის მატჩი “სელტიკს” გამარჯვებით 7-2 დასრულდა. არ გაინტერესებთ რამდენი გოლი გაიტანა კენიმ? ექვსი!
1971-72 წლებში მან პირველი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ეს იყო შოტლანდიის თასის ფინალში “რეინჯერსის” წინააღმდეგ, სადაც მან “სელტიკი” დამატებით დროში გადაიყვანა. ეს 1971 წლის 14 აგვისტოს მოხდა. დერბიში გამარჯვება “სელტიკმა” პენალტების დახმარებით, 2-0 იმარჯვა. იმ სეზონში დალგლიშის ანგარიშზე 49 მატჩში 23 გოლი იყო.
შემდეგ სეზონში ის უკვე “სელტიკის” ლიდერი და მთავარი მეგოლე გახდა. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 41 გოლი გაიტანა და ბომბარდირის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. კენი გუნდის კაპიტანი 1975–76 წლებში გახდა, თუმცა, იმ სეზონში “სელტიკს” არ გაუმართლა და ტრავმების გამო პირველად 12 წლის მანძილზე უტიტულოდ დარჩა.
უკვე მომდევნო სეზონიდან დალგლიში გუნდის წამყვანი ბომბარდირი იყო. კენი “ლივერპულში” იმ დროისთვის რეკორდულ თანხად, £440,000 ათასა ფუნტად [რა ამის პასუხია, მაგრამ კრიშიტიანო რონალდომ "სიტიში" იმ შემთხვევაში წავალ, თუ ხელფასის სახით კვირაში £400,000 ათასი ფუნტს გადამიხდიანო :D ] გადავიდა. მის ანგარიშზე “სელტიკის” რიგებში ჩატარებულ 269 მატჩში 167 გოლი იყო.
ლივერპული
დალგლიში “ლივერპულში” გადასვლის მისია კევინ კიგანის ჩანაცვლება იყო, სწორედ ასე მიიღეს ის მერსისაიდელმა გულშემატკივრება. სწორედ კიგანის მსგავსად დალგლიშმა 7 ნომრიანი მაისური აიღო. მისი დებიუტი 1977 წლის 13 აგვისტოს “უემბლიზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ შედგა, სადაც თამაში ძირითად დროში ფრედ დამთავრდა. დალგლიშმა თავისი პირველი გოლი უკვე მომდევნო კვირას პრემიერ ლიგის თამაშზე, 20 აგვისტოს “მიდლსბროს” წინააღმდეგ გაიტანა. “ენფილდზე” მისი სადებიუტო გასროლა “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ შედგა, სადაც ის მატჩი “წითლებმა” 2-0 მოიგეს. პირველივე სეზონში დალგლიშმა 62-ჯერ ითამაშა, სადაც 31-ჯერ გაიტანა. მისი მნიშვნელოვანი გოლი კი ევროპის თასის ფინალში “უემბლიზე” “ბრიუგეს” წინააღმდეგ გამოვიდა.

1980 წლის აპრილში “ლივერპულმა” “ჩესტერის” 18 წლის თავდამსხმელი იან რაშში £300,000 ათასი ფუნტად შეიძინა. რაშმა და დალგლიშმა თავდასხმის შესანიშნავი ტენდერმი შექმნეს. ისინი მოწინააღმდეგის მცველთათვის ყველაზე არასასურველი დუეტი მალე გახდნენ. ორივე მათგანმა პირველად ერთ თამაშში “ენფილდზე” “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გაიტანა, სადაც ის მატჩი “ლივერპულელთა” გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.
1978–79 წლებში დალგლიშმა პრემიერ ლიგაში 21 გოლის გატანა შეძლო. მას არცერთი პრემიერ ლიგური შეხვედრა არ გამოუტოვებია 1980–81 სეზონამდე. ამ სეზონში დალგლიშმა მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, “ლივერპულმა” კი ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მოიგო ევროპისა და ფეხბურთის ლიგის თასები. დალგლიშმა გოლების სერია მომდევნო სეზონიდანვე განაგრძო და მეტოქის კარი 13-ჯერ დალაშქრა. “ლივერპული” ინგლისის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა. 1982–83 სეზონში დალგლიში პრემიერ ლიგაში წლის ფეხბურთელად დაასახელეს. მან 18 გოლი შეაგდო. შემდეგ სეზონში ის ნაკელბად ნაყოფიერი იყო, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილური მოთამაშე გახდა.
უკვე მომდევნო სეზონიდან დალგლიში მოთამაშე-მწვრთნელი ხდება. გუნდი 1985 წლის ბოლოს ჯო ფაგანმა დატოვა. მოთამაშე-მწვრთნელის რანგში დალგლიშმა პირველივე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა. ამ პრეიოდშივე მან დუბლი გააკეთა, მოიგო FA Cup-ის ფინალში “ევერტონის” წინააღმდეგ და გადამწყვეტ თამაშში “ჩელსის” წინააღმდეგ მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა გასვლაზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ “ლივერპულს” ინგლისის ყველაზე ძლიერის გუნდის სტატუსით უკვე მეთექვსმეტეჯერ ეამაყა!
1986-87 წლებში დალგლიშმა 18 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ის პრიორიტეტს ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზევებას აძლევდა და სწორედ მათ ანდობდა ძირითად შემადგენლობას. მან იან რაში 1987 წლის სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” მიჰყიდა, ამ სეზონშივე კი ორი ახალი ფორვარდი ჯონ ალდრიჯი და პიტერ ბრედსლი დაიმატა. თავდასხმის ახალი დუეტის მოქმედებით დალგლიშმა ინგლისის პრემიერ ლიგა 17-ედ მოიგო! 1988-89 წლებში მას უკვე არცერთ მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია. 39 წლის ასაკში ის “ლივერპულის” ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ამ კლუბის  რიგებში უთამაშია. მისი საფინალო გოლი კი 1987 წლის 18 აპრილს, “ენფილდზე” “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ იყო, სადაც მატჩი საბოლოოდ 3-0 დასრულდა.
შოტლანდია
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 1971 წლის 10 ნოემბერს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიის წინააღმდეგ შედგა. მან მისი პირველი გოლი ეროვნული მაისურით მომდევნო წელს, 1972 წლის 15 ნოემბერს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიის წინააღდეგ გაიტანა. ის მატჩი შოტლანდიელებმა “ჰამპდენ პარკზე” 2-0 იმარჯვეს. შოტლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, სადაც მუნდიალი გერმანიაში იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წაგება არ ჰქონდათ, შოტლანდიელები ჯგუფში მაინც ჩარჩნენ.
რეი კლემენსის ხელმძღვანელობით კენიმ იგივე “ჰამპდენ პარკზე” ინგლისის წინაღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა. ერთი წლის შემდეგ იგივე მოახერხა, ოღონდ ახლა ბრიტანეთსი “უემბილს” სტადიონზე. 1978 წელს შოტლანდიის ეროვნული ნაკრები კვლავ გავიდა მუნდიალზე, რომელიც არგენტინაში იმართებოდა. მან გაიტანა საბოლოო გოლი ჰოლანდიის წინააღმეგ, მატჩი კი შოტლანდიელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. 1982 წელს ესპანეთში, იგივე მსოფლიო ჩემპიონატზე კენიმ გოლის გატანა ახალი ზელანდიის წინააღმდეგაც შეძლო. ორივე შემთხვევაში დალგლიშის გუნდი კვლაც ფლეი-ოფის მიღმა დარჩა. კენიმ ეროვნულ ნაკრებში 102-ჯერ ითამაშა (ეროვნული რეკორდი) და 30 გოლი გაიტანა (ისევ ეროვნული რეკორდი, რომელსაც დენის ლოუსთან ერთად იზიარებს).
მენეჯერული კარიერა

ლივერპული

როგორც ზევით მოგახსენეთ, დალგლიში “ლივერპულის” მწვრთნელი 1985 წელს გახდა. მან ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, სადაც “ევერტონს” 2 ქულით გადაასწრო და ამ გამარჯვებასთან ერთად Fa Cup-ის ფინალში გამარჯვება იგივე “ევერტონთან” იზეიმა. შემდეგი სეზონი მისთვის ნაკლებად ტიტულოვანი იყო, მაგრამ 1987–88 წლებში “ლივერპული” თითქმის სულ ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. “ლივერპული” წაგებამდე მშვენივრად ასპარეზობდა, ჩატარებულ 29 მატჩში “წითლებმა” 22 მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს. კენიმ 1988 წელს Fa Cup-ის ფინალში კვლავ “ევერტონი” დაამარცხა, თანაც ისე, რომ 1-0-ზე მან ბოლო წუთებზე დუბლის შესრულება მოასწრო!
1989-90 წლებში დალგლიშმა ინგლისის პრემიერ კვლავ მოიგო. კენი “ლივერპულს” 5 წელი ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო ინგლისის თასი. ამ წელსვე 38 წლის დალგლიშმა საბოლოოდ ითამაშა “დერბი ქანთრის” წინააღმდეგ თავის კარიერის ბოლო მატჩი, როდესაც 71-ე წუთზე ჯონ მოლბი შეცვალა. ამ წელსვე დალგლიშმა მესამედ მიიღო წლის მენეჯერის სტატუსი.
დალგლიშის პერიოდსვე უკავშირდება ცნობილი ჰილსბროს ტრაგედია, რომელიც 1989 წლის 15 აპრილს Fa Cup-ის ნახევარფინალში, “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ მოხდა. იმ დღეს “ლივერპულის” 94 ქომაგი დაიღუპა, ხოლო მოგვიანებით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. კენი უამრავი დაღუპული ოჯახების დაკრძალვას “ლივერპულის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დაესწრო, რითაც თაყვანისმცემლების გული საბოლოოდ მოიგო. კენიმ 1991 წელს კვლავ დუბლი გააკეთა, მოიგო ლიგის და Fa Cup-ის თასები და ამ წელსვე თავისი ნებით დატოვა გუნდი…
დალგლიშის “ლივერპულის” ისტორია ასეთია: 515 შეხვედრაში [307 როგორც მოთამაშე-მწვრთნელი] გაიტანა 172 გოლი, 8 ლიგის ჩემპიონატი, 2 Fa Cup-ი, 4 ინგლისის პრემიერ ლიგა, 3 ევროპის, ერთი სუპერ და 5 საქველმოქმედო თასები. გარდა ამისა წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და სამჯერ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო.
ბლექბერნ როვერსი
დალგლიშმა გულშემატკივრები გაკვირვებული დატოვა, როდესაც სამუშაოდ მეორე დივიზიონის გუნდ “ბლექბერნ როვერსში” წავიდა. იმ წელსვე მან გუნდი პრემიერ ლიგაში ამოიყვანა. ეს 1991 წლის ოქტომბერში იყო. კლუბი ფოლადის მაგნატის კომპანიის მფლობელის, ჯეკ ვოლკერის საკუთრება იყო, რომელიც დალგლიშს პირადად ძალიან კარგად იცნობდა. 1992 წელს დალგლიშმა “საუთჰემპტონიდან” £3.5 მილიონად ალან შირერი შეიძინა, რომელმაც “ბლექბერნში” მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა, მიუხედავად ამისა დალგლიშის გუნდმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფინანსურად ძალიან მდიდარი იყო, კენი აქცენტს მაინც ახალგაზრდა ნიჭიერ ფებურთელებზე აკეთებდა. მან როი კინის შეძენა სცადა, მაგრამ ბედის ირონიით “მანჩესტერის” მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ის თავისთან გადაიბირა. ამით დალგლიში აღშფოთებული დარჩა.

შემდეგ სეზონში კლუბმა ორი პოზიციით მაღლა აიწია, ანუ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 1994-95 წელს დალგლიშმა “ნორვიჩ სიტიდან” £5 მილიონად კრის სატონი შეიძინა, რომელმაც შირერთან ერთად შესანიშნავი ტენდერმი შექმნა. ამ წელსვე მან £ 27  მილიონი დახარჯა, რაც იმ დროისთვის სარეკორდი თანხა იყო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ დალგლიშს გუნდისთვის პრემიერ ლიგა მოეგებებინა. ამ წელსვე ერთობლივი თანხმობით დალგლიში სეზონის ბოლოს “ბლექბერნიდან” წავიდა…

ნიუკასლ იუნაიტედი
 
1997 წლის 14 იანვარს დალგლიშმა “ნიუკასლ იუნაიტედთან” სამწელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. “ახალციხელებთან” მას ნაკლებად გაუმართლა და მისი მაქსიმალური მიზანი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა იყო, რაც საბოლოოდ 1997-98 წელს მოახერხა. აღსანიშნავია, რომ დალგლიშის “ნიუკასლმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონა” 3-2 დაამარცხა, ხოლო თავად Fu Cup-ის ფინალში არსენალის წინააღმდეგ იწვნია მარცხი. ამის შემდეგ მან გუნდი 13-ე პოზიციაზე გაიყვანა და აქაც თავისი ნებით დატოვა გუნდი.
სელტიკი
1999 წლის ივნისში დალგლიში “სელტიკში” ფეხბურთის დირექტორად დაინიშნა, მთავარი მწვრთნელი კი მისი პირველი შენაძენი ჯონ ბარნსი იყო [ანუ ისე, როგორც ახლა კომოლი და დალგლიში არინ]. 2000 წელს ბარნსი თანამდებობიდან გაუშვეს და მისი ადგილი კენის დაუთმეს. დალგიშმა გუნდი კარგად ათამაშა, შოტლანდიის თასის ფინალში “აბერდეენი” 2-0 დაამარცხა და ბედის ირონიით ეს ისევ “ჰამპდენ პარკზე” მოხდა. კენი კლუბში უკმაყოფილო იყო, ამიტომ იქაურობაც თავისი ნებით დატოვა.
ლივერპულში დაბრუნება
2009 წლის აპრილში რაფაელ ბენიტესმა კლუბში კენი დალგლიშის მისვლა მოითხოვა და შეუსრულეს კიდეც. დალგლიშს “ლივერპულის” აკადემიის მიხედვა ევალებოდა. ეს 2009 წლის 3 ივლისს იყო. 2010 წელს “წიტლები” რაფაელ ბენიტესმა დატოვა და დალგლიშისც ახალი მწვრთნელის მოძებნას შეუდგა. გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი გუნდის დამრიგებლად სწორედ მას ითხოვდა, მაგრამ დალგიშმა უფროსობას “ფულჰემიდან” როი ჰოჯსონის დანიშვნა ურჩია და ეს ასეც მოხდა, მაგრამ წარუმატებელი სეზონის გამო მას სეზონის მეორე ნახევარი ჩააბარეს. ცოტა ხანში მას კონტრაქტი სამი წლით გაუხანგრძლივეს, შემდეგ კი მოხდა ის, რაც წესით თითოეულმა დღევანდელმა “ლივერპულის” ქომაგმა უნდა იცოდეს!

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

კინგ კენი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze