ლუკას ლეივას ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:23, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 670, 2


ლუკას პეზინი ლეივა დაიბადა 1987 წლის 9 იანვარს. ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე სახელოვანი გრანდის „ლივერპულის“ ღირსებას იცავს,  ხშირ შემთხვევაში, მოიხსენიებენ თავისი როგორც უბრალოდ – ლუკასს…
საკლუბო კარიერა

გრემიო
2006 წელი ლუკას ლეივასათვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მოიგო „რიო გრანდე დო სულ“ – ის ჩემპიონატი (გაუჩოს ჩემპიონატი). 2001, წლის მერე ეს ტიტული ამ კლუბმა პირველად მოიგო, მაგრამ გრემიომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, ბრაზილიის სერია „ა“ – ში მესამე ადგილის დაკავება შეძლო. რაც შეეხება ამ წელს მის ინდივიდუალურ მიღწევას, ლუკასი გახდა ყველა დროის ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც პლასარის მაღაზიის „ბოლა დე აურო“ – ს ოქროს ბურთის მოპოვება შეძლო. ანალოგიური ტიტული ასევე მიუღიათ, ზიკოს, ფალკაოს, კარეკას, ალექსს, რომარიოს კაკას და ტევეზს.
მისი შესანიშნავი თამაში 2006 წელს ევროპული გრანდების ყურადღებას იპყრობდა, მისით დაინტერესებული იყვნენ როგორც ესპანური ასევე ინგლისური გრანდებიც. მისი ყიდვის სურვილი „ინტერსაც“ გამოუთქვამს. „მერსესაიდელები“ ყველაზე დიდი ყურადღებას იჩენდნენ ლუკასის მიმართ და საწადელსაც მიაღწიეს, ლუკასი „ლივერპულში“ გადმოვიდა, 2007 წლის 13 მაისს გარიგება შედგა. ეს ის პერიოდია, სანამ „პრემიერლიგაში“ 2007-2008 სეზონი დაიწყებოდა. სატრანსფერო თანხა თავდაპირველად 6 მილიონ ევროს შეადგინდა. ლუკასი გრემიოში მანამ დარჩა სანამ, 2007 წლის „კოპა ლიბერტადოსის“ ტურნირი არ დასრულდა. ლუკასმა ტრამვის გამო „სანდრო გოიანოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა, მაგრამ მიუხედავად ამისა გრემიომ ეს თამაში მოიგო. ამის შემდგომ ლუკასი ძირითადში დაბრუნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდმა მარცხი განიცადა.
ლივერპული 2007-2008
2007 წლის 26 ივლისს ლუკასი „ლივერპულში“ გადმობარგდა, საბოლოო სატრანსფერო ფასი 5 მილიონი ევრო. მაშინდელი გუნდის მწრთვნელი რაფაელ ბენიტესი ძალიან მოხარული იყო ლუკასის ტრანსფერით და აცხადებდა:“ძალიან ბედნიერი ვარ მისი გადმოსვლით, მინდა მან ბევრი გოლები გაიტანოს და გუნდს დაეხმაროს, ეხლა მთავარია ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღოს“. მომდმევნო დღეს ლუკასის დებიუტი შედგა „პორტსმუტის“ წინააღმდეგ, ლუკასი მეორე ტაიმში გავიდა მინდორზე მუჰამედ სისოკოს ნაცვლად. ლუკასმა სულ მალე გამოიჩინა თავი როდესაც, „ევერტონთან“ მატჩის დროს პენალტიც მოიპოვა, მის დარტყმულს ფილ ნევილი ხელებით გადაეფარა.
ნოემბრის მიწურულს რაფაელ ბენიტესმა ლუკას ლეივას შანსი მისცა, გამხდარიყო გუნდის რეგულარული მოთამაშე. ლუკასმა თავისი პირველი გოლი 2008 წლის 27 იანვარს გაიტანა „ფა თასზე“. მანძილი კარამდე 25 მეტრს შეადგენდა, მან შეძლო და აიღო Havant and Waterlooville – ის კარი. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ასევე ძირითადში დაიწყო თამაში პრემიერლიგაშიც, „ჩელსის“ და „არსენალის“ წინააღმდეგ. ის ძირითადში იყო „ჩემპიონთა ლიგის“ ორივე როდესაც მერსესაიდელებმა, იტალიური ინტერი „ჩემპიონთა ლიგის“ მიღმა დატოვეს.
ლივერპული 2008-2009
წინა სეზონში წარმატებული თამაშის გამო, ყველა ვარაუდობდა რომ ლუკასი უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა. მისი ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ლუკასმა საფეხბურთო კლუბ „ლუსერნს“ გოლი გაუტანა, „მერსესაიდელებმა“ ეს მატჩი მოიგეს 2-1. მან აშკარად გააუმჯობესა თამაში, მაგრამ მან ამჯობინა ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდს შეერთებულიყო. ლუკასი უკან ბრონზის მედლით დაბრუნდა. რაფა ბენიტესიც ამით გახარებული იყო, როგორც ის აცხადებდა ლუკასი უმაღლესი დონის პროფესიონალია და მას შეუძია უკეთესი გახდეს. ლუკასმა ინგლისში დაბრუნების მერე განაცხადა, რომ გუნდი საგრძნობლად გაძლიერებულია და მას ნამდვილად გაუჭირდება გუნდში ადგილის დაკავება. ლუკასზე უკვე ძალიან დიდი კრიტიკა მოდიოდა, როგორც ჟურნალისტების ასევე ფანების მხრიდან, ბუნებრივია ამ ყველაფერმა მისი თამაშის ხარისხზეც იმოქმედა და მისი საშინელი თამაშის გამო „ლივერპულმა“ „ფულემთან“ ფრე 1-1 ითამაშა. ამდენი კრიტიკით გუნდის თავკაცი მოქანცული იყო და იგი ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა ლუკასი. ბენიტესმა ხალხს ასეთი რამ უთხრა:“თქვენ არ იცით, თუ რაოდენ კარგი ფეხბურთელია ლუკასი“.  ბენიტესი მუდმივად ხაზს უსვავდა იმას რომ თუ რაოდენ წარმატებული იყო ლუკასი გრემიოში და რაოდენ წარმატებით გამოდის იგი ბრაზილიის ნაკრებში, რომ მას აქვს ლიდერის ფუნქციები. ლუკას ლეივას ჭიდილი უწევდა, ხავიერ მასკერანოსთან, სტივენ ჯერარდთან და ხაბი ალონსოსთან პირველობისათვის რაც ურთულესია ნებისმიერი ფეხბურთელისათვის. რაღაც დროის შემდეგ ლუკასმა თავი იჩინა. „ნიუკასლი“ „ლივერპულს“ საკუთარ „სენთ ჯეიმს პარკზე“ მასპინძლობდა, სადაც ლუკასმა საოცარი საგოლე გადაცემა გაუკეთა გუნდის უდავო ლიდერს სტივენ ჯერარდს. „მერსესაიდელებმა“ ამ მატჩში 1-5 იმარჯვეს. ლუკასი სტადიონიდან გაძევებულ იქნა „მერსესაიდულ დერბში“, ამის შემდეგ „ლივერპულმა“ მარცხი განიცადა. ლუკასმა „უიგანის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა, და თითქოს ეს საშინელი რეპუტაცია გაიუმჯობესა. „ლივერპულის“ 1 – 1 „უიგანი“.
14 მარტს ლუკასმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა „ოლდ ტრაფორდზე“, როდესაც ჩვენმა ბიჟებმა წითელი ეშკამები გასრისეს, და ყველას დაუმტკიცეს რომ „ლივერპულისათვის“ შეუძლებელი არაფერია“. „მანჩესტერთან“ ლუკასის გამოჩენა ხაბი ალონსოს ტრამვის დამსახურებაა. 14 აპრილს ლუკასმა „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშა „ჩემპიონთა ლიგაზე“ გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი ტრამვირებული იყო. ლუკასმა 81 წუთზე გოლი გაიტანა, მან შორი მანძილიდან დაარტყა ბურთი კი მაიკლ ესიენს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა პეტერ ჩეხი კი სიტუაციაში ვეღარ გაერკვა. მოკლედ „ლივერპულმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ საოცარი მატჩი ითამაშა, და დირკ კიუტის მიერ გატანილი თაურის შემდეგ გალიდერდა კიდევ, მაგრამ პენალტისტმა ლამპარდმა 89 წუთზე გოლი 11 მეტრიანით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4-4. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 7-5. „ლივერპულმა“ ნახევარფინალის საგზური ვერ მოიპოვა. ვინ იფიქრებდა ლივერპული წინა მატჩში წაგებული მატჩის შემდეგ ამდენს თუ შეძლებდა, მითუმეტეს სტივენ ჯერარდის გარეშე, მაგრამ ეს „ლივერპულია“.
2009 წლის 3 მარტს ლუკასმა თავისი პირველი გოლი „პრემიერლიგაში“ გაიტანა, მან „ნიუკასლის“ კარი აიღო. ჩვენმა ბიჭებმა 3-0 იმარჯვეს.
ლივერპული 2009-2010
ამ სეზონში ლუკასმა კარგი თამაში აჩვენა, გაუტანა ერთადერთი გოლი „ატლეტიკოს“ მიუხედავად ამისა ჩვენმა გუნდმა წააგო 1-2. ამ კარგი თამაშის გამო ბენიტესმა ლუკასი კვლავ შეაქო და იმის შანსი მისცა „ტოტენჰემთან“ მატჩში ძირითადში ყოფილიყო. 2009/2010 წლის 16 აგვისტოს „ლივერპული“ „სპურსთან“ დამარცხდა, ანგარიშით 1-2. ეს იყო „ლივერპულისათვის“ პირველი მატჩი ახალ სეზონში. ამავე სეზონში ხაბი ალონსოს შემდეგ ლუკასი გუნდში შეუცვლელი ფიგურა გახდა. 20010 წლის 8 აპრილს ლუკასმა „ევროპის ლიგაზე“ თავისი რიგით მეორე გოლი გაუტანა ბენფიკას. „ლივერპულმა“ „ბენფიკას“ ორი მატჩის ჯამში სძლია ანგარიშით 5-3.
ლივერპული 2010-2011
2010/2010 სეზონში ლუკასმა გუნდი კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა „ციურიხის“ წინააღმდეგ. 2010 წლის 16 სექტემბერს ლუკასმა თავისი რიგით მეექვსე გოლი გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით. ლუკასმა „ბუქარესტის“ კარი აიღო, შემდეგ კი მის ნაცვლად სტადიონზე ბაბელი შევიდა. მანძილი კარამდე 22 მეტრი. „ლივერპული“ 4 – 1 „ბუქარესტი“. 13 ნოემბერს ლუკასი სტადიონიდან მეორედ გააძევეს რაც ის „ლივერპულში“ გადმოვიდა. „ლივერპულმა“ „სტოკთან“ მარცხი განიცადა. 6 დეკემბერს ფანების გამოკითხვით ლუკასი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მან საგოლე გადაცემა გაუკეთა რაიან ბაბელს. „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ სძლია 3-0. 2011 წლის 12 თებერვალს ლუკასმა თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა „ლივერპულის მაისურით“ ჩვენდა სამწუხაროდ ეს მატჩი „ლივერპულმა“ ფრე ითამაშა „უიგან ათლეტიკის“ წინააღმდეგ 1-1.
ლივერპული 2011-2012
ლუკას ლეივასთვის მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა ეს სეზონი. მან სეზონი ტრადიციულად კარგად დაიწყო, მაგრამ 1 დეკემბერს ჩელსისთან მატჩში ხუან მატასთან მსუბუქად შეჯახება მძიმე ტრავმად დაუჯდა. მან ოპერიაცია გაიკეთა, რითაც მისი სეზონი დასრულდა.
ლივერპული 2012-2013
ლეივამ ვარჯიში 5 ივლისს განაახლა. ტორონტოსთან ამხანაგურ მატჩში კი მოედანს დაუბრუნდა. მან გოლის გაიტანა ლევერკუზენის წინააღმდეგ. თუმცა მისი საქმე კვლავ ცუდად წავიდა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სექტმებერში ტრავმამ თავი გუხსენა. ის მხოლოდ 2013 წლის თებერვალში დაბრუნდა. მიუხედავად მისი დიდ ხნიანი ტრავმისა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება არ გასჭირვებია, რადგან ჯოი ალენი ისეთივე კარგი და სტაბილური არ გახლდათ როგორც სეზონის დასაწყისში. ბრაზილიელმა ვესტ-ბრომვიჩის წინააღმდეგ მატჩში საიუბილეო მე-200 მატჩი ჩაატარა.

ლივერპული 2013-2013
ლუკას ლეივა მონაწილეობდა წინასასეზონო 5 მატჩში და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

კომენტარები


Liverpool-8
მომხმარებელი

აუ ლუკასი როგორ მიყვარს

johnson
ადმინისტრატორი

რა კაცს ვერ ვაფასებთ...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze