პატრიკ ბერგერის ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:35, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 428, 1


ამ პოსტში მე თქვენ გთავაზობთ პატრიკ ბერგერის ბიოგრაფიას.
პატრიკ ბერგერი (დაიბადა 1970 წლის 10 ნოემბერს) პრაღაში, ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი. მას ნათამაშები აქვს ჩეხეთში, გერმანიასა და ინგლისში, მიუხედავად ამისა მან ყველაზე დასამახსოვრებელი წლები ლივერპულში გაატარა. ლივერპულის რიგებში ის მარცხენა ფლანგზე ასპარეზობდა, იყო შემტევი ნახევარმცველი.
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ “ეურო 1996″ – ზე თავი იჩინა ძალიან ბევრმა ჩეხმა ფეხბურთელმა, მათ შორის ერთერთი იყო პატრიკ ბერგერი. ასევე ძალიან წარმატებული იყო პაველ ნედვედი და კარელ პობორსკი. როდესაც ევროპულმა კლუბებმა მათი კარგი თამაში შეამჩნიეს ეროვნულ ნაკრებში, მათი მითვისება დაიწყეს.
პატრიკ ბერგერი ასევე თამაშობდა ფორვარდის პოზიციაზე, ის იყო ძალიან ფეთქებადი მოთამაშე, იყო ძალიან სწრაფი და გამოირჩეოდა თავისი ყუმბარისებრი დარტყმით (იყო მარცხენა). ბერგერი ასევე გამოირჩეოდა ტრამვების რაოდენობითაც, ის თავის ტრამვებს შეერთებულ შტატებშიც მკურნალობდა, მედიკოსები მას ძალიან ფრთხილად ეპყრობოდნენ. 2010 წლის 6 იანვარს მან მიიღო ორივე მუხლის ტრამვა.
საკლუბო კარიერა

პრაღა და დორტმუნდი
ბერგერი დაიბადა პრაღაში, პრაღა ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქია. მისი ბიძა ჩეხი ფეხბურთელი იან ბერგერია. პატრიკმა თავისი ახალგაზრდული კარიერა 1989 წელს დაიწყო “სპარტა პრაღაში”, 2 წლის შემდეგ კი პროფესიონალური კონტრაქტი “სლავია პრაღასთან” გააფორმა. მან ძალიან მალე თავი ძირითად პირველ გუნდში დაიმკვიდრა, ძალიან მალე მან ეუროპის ჩემპიონატზე ითამაშა ჩეხეთის სახელით.
მან ადგილობრივ ჩემპიონატჩი 89 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანაც შეძლო, ბერგერი ამის შემდეგ “დორტმუნდის ბორუსიამ” იყიდა, გუნდის სათავეში ამ დროს ოტმარ ჰიცფილდი იყო. სატრანსფერო თანხა 500,000 ევროს შეადგენდა. მან ერთადერთ სეზონი ჩაატარა “ბორუსიაში”, ეს სეზონი მისთვის იმედგაცრუებულიც იყო და წარმატებულიც. “დორტმუნდმა” მოიგო “ბუნდესლიგა” და “სუპერთასი”, მიუხედავად ამისა ბერგერი მხოლოდ და მხოლოდ შეცვლაზე შედიოდა სტადიონზე, 25 მატჩში 4 გოლი ეს არის მისი მონაგარი დორტმუნდში. ჰიცფილდმა არჩია რომ ბერგერს საყრდენ ნახევარმცველად ეთამაშა, მან უთხრა ბერგერს რომ იგი ამ პოზიციაზე უფრო წარმატებული იქნებოდა.
ლივერპულმა ინტერესი მის მიმართ “ეურო 1996″ – ის დროს გამოიჩინა, ეს ჩემპიონატი ინგლისში ტარდებოდა. ბერგერი ჩეხეთის სახელით თამაშობდა და ფინალში პენალტის გატანა შეძლო. საფეხბურთო კლუბი “ლივერპული” მიუახლოვდა როგორც ბერგერს ასევე კარელ პობორსკის რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედი” არჩია. გადაწყვეტილება ორივე მოთამაშემ ტურნირის დამთავრების შემდეგ მიიღო, ბერგერმა კონტრაქტი 1996 წლის აგვისტოს გააფორმა ლივერპულთან. სატრანსფერო თანხა 3,25 მილიონი ევრო იყო.
ლივერპული
პატრიკ ბერგერი თავის ცოლ იაროსლავასთან და ორ ბავშვთან ერთად გადმოვიდა “საუთპორტში” “მერსესაიდში”, რომელიც ლივერპულის ყოფილ მოთამაშეებთან კენი დალგლიშთან და ალან ჰანსენთან ერთად ცხოვრობდა. დებიუტი 7 სექტემბერს ჰქონდა 1996 წელს, ის შეცვლაზე შევიდა “საუტჰემპტონის” წინააღმდეგ, მერსესაიდელებმა 2-1 იმარჯვეს. ბერგერმა პირველივე თვეში საოცარი პროგრესი განიცადა და ფანების საყვარელი ფეხბურთელი გახდა, ის კოლეგებსაც ძალიან კარგად შეეწყო. მისი მეორე მატჩი “ლეიცესტერ სიტის” წინააღმდეგ შედგა, მერსესაიდელებმა 3-0 იმარჯვეს ბერგერმა უძლიერესად დაარტყა და საოცარი გოლიც გაიტანა. ბერგერი დროდადრო უმატებდა, მატჩი “ენფილდ როუდზე” იყო “ლივერპული” “ლონდონის ჩელსის” მასპინძლობდა, ბერგერმა “ლონდონელებს” დუბლი გაუტანა. (მატჩის საბოლოო შედეგი 5-1). ის არ ჩერდებოდა მან “მილიკოსკენსაც” გაუტანა გოლი “თასების მფლობელთა თასზე”, მისი შედეგი შთამბეჭდავი იყო 4 მატჩში 5 გოლი. მას კარგი თამაში დაუფასდა “ინგლისის საფეხბურთო ასოციციამ” (FA) – მ იგი სექტემბერში თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე წარადგინა.
მეორე სეზონში მას გაუჩნდა შესაძლებლობა მუდამ ძირითად გუნდში თამაშის, კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ იმის შემდეგ რაც მან “ჩელსის” 3 გოლი გაუტანა ამით ყველაფერი თავის ადგილზე დასვა. პატრიკისა და ლივერპულის ყოფილი მწრთვნელის როი ევანსის არც თუ ისე კარგმა დამოკიდებულებამ ბერგერის გუნდში ყოფნას საფრთხე შეუქმნა. ევანსი მას მუდმივად აკრიტიკებდა და მხოლოდ და მხოლოდ შეცვლაზე შეჰყავდა სტადიონზე. 1998 წლის მატჩში “ბოლტონის” წინააღმდეგ იგი შეცვლაზე შევიდა.
ბერგერის აგენტი ავრცელებდა ინფორმაციებს რომ მისი კლიენტით დაინტერესებული იყო “რომა” “ბენფიკა” და სხვა ესპანური კლუბები. 1998-1999 წლებში როი ევანსის ნაცვლად ლივერპულს სათავეში ჟერარდ ულიე ჩაუდგა, მან პატრიკ ბერგერი გუნდში დატოვა.
პირველ სეზონში იგი რეგულარულად თამაშობდა პირველ გუნდში, (კლუბს ულიე წრთვნიდა) მან გაიტანა 9 გოლი და იგი როგორც ფეხბურთელი უდიდეს პროგრესს განიცდიდა. 2000 წლის ნოემბერში ბერგერმა ტრამვა “ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ მიიღო, ამ მატჩში წითლებმა 3-2 იმარჯვეს. ის უკვე გამოუსადეგარი გახდა კლუბისათვის, ამიტომაც 2000-2001 წლებში იგი ამერიკაში წავიდა სამკურნალოდ რიჩარდ სტიდმენთან. ბერგერმა ფორმა მარტში აღიდგინა და გამოჯანმრთელდა, მან მონაწილეობა მიიღო “უეფას თასის” და “ფა თასის” ფინალებში, “ფა თასის” ფინალში მან საგოლე გადაცემა გაუკეთა მაიკლ ოუენს ეს აღმოჩნდა ამ მატჩში გამარჯვების გოლი “ლივერპულმა” “არსენალს” “ფა თასის” ფინალი მოუგო.
2001-2003 წლებში ბერგერმა ტრამვა მიიღო და იგი ძირითადში ვეღარ თამაშობდა, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება კლუბი დაეტოვებინა. კლუბი მან 2002-2003 წლებში დატოვა. “ლივერპულის” მაისურით 196 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. მისი მომდევნო კლუბი “პორტსმუთი” იყო, რომელშიც იგი უფასოდ გადავიდა.
მიღწევები

Borussia Dortmund
* German Super Cup: 1
1995
* Bundesliga: 1
1995–96
Liverpool
* FA Cup: 1
2001
* Football League Cup: 2
2001, 2003
* UEFA Cup: 1
2001
* Charity Shield: 1
2001
* UEFA Super Cup: 1
2001
Czech Republic
* European Championship runner up: 1
1996

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

001

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze