სამი ჰიუპიას ბიოგრაფია

ავტორი: akaki, 24-08-2013, 10:38, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 928, 1


სემი ტომას ჰიპია დაიბადა 1973 წლის 7 ოქტომბერს. ის არის ფინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს შუა მცველის პოზიციაზე. ის ამჟამად ლივერპულის შემადგენლობაშია, თუმცა ივლისში ის გადავა გერმანიის ბუნდესლიგაში და ლევერკუზენის ბაიერის რიგებში ითამაშებს.

ჰიპიამ კარიერა დაიწყო იოკონენში(ფინეთის პირველი დივიზიონი), შემდეგ გადავიდა ვაიკაუს ლიგა-ში(ფინეთის პრემიერ ლიგა) და Myllykosken Pallo-ში დაიწყო თამაში. მან ოთხი წელი გაატარა ამ კლუბში და ფინეთის თასი ორჯერ 1992 და 1995 წლებში მოაგებინა. 1995 წელს ის გადავიდა ვილჰელმ II – ში და შემდეგი ორხი წელი სწორედ აქ გაატარა. ის გახდა გუნდის კაპიტანი და დასახელდა მათ საუკეთესო ფეხბურთელად, მას შემდეგ რაც მან დიდი დახმარება გაუწია კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე.1999 წლის 19 მაისს ლივერპულმა ჰიპია 2.6 მილიონ ფუტ სტერლინგად შეიძინა. თავიდან კლუბი მას როგორც ბავშვს ისე უყურებდა, თუმცა მან მალე შეძლო დაემტკიცებინა, რომ იმსახურებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სტეფან ჰენჩოზის გვერდით. 2001 წლამდე ის ლივერპულის კაპიტანი იყო და ამ სეზონში მან გუნდს ხუთი თასი მოაგებინა: ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერ თასი, უეფას თასი და უეფას სუპერ თასი. 2003 წელს სტივენ ჯერარდმა ჩამოართვა მას კაპიტნობა, თუმცა ჯერარდის არ ყოფნის დროს კვლავ უძღვებოდა გუნდს. ჰიპიამ თავისი უდიდესი გამარჯვება ლივერპულის მაისურით მოიპოვა 2005 წელს, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასი აიღო.

ჰიპია ყოველთვის გამორჩეული იყო ფინეთის ნაკრებში და არაერთხელ გახდა ფინეთის სპორტ-ჟურნალისტების და ფეხბურთზე მწერალი ასოციაციის რჩეული. მან თავისი სადებიუტო მატჩი 19 წლის სემიმ ჩაატარა 1992 წლის 7 ნოემბერს ტუნისიასთან განმეორებით მატჩში და მას შემდეგ კაპიტნის როლს ასრულებს. ფინელ ფეხბურთელებს შორია ის არის მესამე ადგილზე. ხოლო პირველ და მეორე ადგილზე Jari Olavi Litmanen-ი და Ari Hjelm-ი არიან.

ჰიპია დაიბადა ქალაქ Porvoo-ში და გაიზარდა Voikkaa-ში. სემის მშობლები, ორივე ფეხბურთელები იყვნენ :). მამამისი ჯოუკო ფინურ გუნდში Pallo Peikot-ში თამაშობდა, ხოლო დედამისი ირმა მოხალისე მეკარედ თამაშობდა. პატარა სემის ჰოკეი იზიდავდა და თამაშობდა კიდეც, თუმცა მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო სემისთვის საფეხბურთო კარიერის შექმნა.

ჰიპიამ თავისი საფეხბურთო კარიერა Pallo-Peikot-ში დაიწყო, სადაც ის თამაშობდა ყველა პოზიციაზე. საბოლოოდ ის მცველის პოზიციაზე დაამტკიცეს. შემდეგ ის გადავიდა ვაიკაუს ლიგაში და Myllykosken Pallo(MyPa)-ში დაიწყო თამაში. მან ამ გუნდს ფინეთის თასი ორჯერ 1992 და 1995 წლებში მოაგებინა.
1995 წელს ის გადავიდა ნიუკასლ იუნაიტედში. ამ დროს ის 22 წლის იყო. ამავე წელს ის გადავიდა ჰოლანდიურ კლუბში ვილჰელმ II – ში და შემდეგი ორხი წელი ერედივიზიონში გაატარა. მალე ის გახდა ფანების რჩეული ფეხბურთელი და მის ბოლო სეზონში ’ფანების წლის საუკეთესო ფეხბურთელი’ს ტიტული მიიღო.

2003 წელს მანჩესტერთან განმეორებით მატჩში ჰიპიამ მიიღო წითელი ბარათი. ეს იყო პირველი წითელი მის კარიერაში.
”ვან ნისტერლოი მოდიოდა ჩვენი კარისკენ და მე მას ოდნავ შევეხე მაისურზე. მსაჯმა ჩათვალა რომ წითელს ვიმსახურებდი. ეს იყო ჩემი პირველი წითელი ბარათი კარიერაში”

2005-06 წლების განმავლობაში ჯიმი კარაგერმა დაიკავა კაპიტნის მოადგილის ტიტული და ჰიპია გახდა მესამე კაცი გუნდში.

2008 წლის აპრილში ჰიპიამ გაახანგრძლივა კონრაქტი 2009 წლის ზაფხულამდე. ამით მან გამოააშკარავა ის რომ ლივერპულში დარჩენას დიდი ხანი აღარ აპირებდა.

Sky Sport-ის კონკურსში ჰიპია გავიდა 19ე ადგილზე 50 საუკეთესო პრემიერ ლიგის ფეხბურთელს შორის.

2009 წლის 4 მაისს სემიმ გააფორმა ორ წლიანი კონტრაქტი ლევერკუზენის ბაიერთან. ლივერპულმა შესთავაზა მას კლუბში დარჩენა თუმცა ჰიპიამ დაიჟინა ლევერკუზენში გადასვლა და მას ხელი ვერავინ შეუშალა. შესაძლებელია ის დაბრუნდეს ლივერპულში როგორც მწვრთნელი, როცა მისი კარიერა დასრულდება. მან თავისი უკანასკნელი თამაში ჩაატარა 24 მაისს, ენფილდზე, ტოტენჰემთან განმეორებით მატჩში, სადაც ის მოედანზე შევიდა 84 წუზე სტივენ ჯერარდის ნაცვლად ( ჯერარდმა გადასცა მას კაპიტნის სამკლაური ).

ჰიპია ბუნდესლიგაში გადავა ზაფხულში, მას შემდეგ რაც ამოიწურება მისი კონტრაქტი.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ეს რა მაგარი მცველი გვყავდა scarf

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze