Steve G ახლოდან

ავტორი: akaki, 24-08-2013, 09:43, კატეგორია - ბიოგრაფიები, 1 413, 2


გთავაზობთ “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს ახლო ხედიდან…
სტივენ ჯერარდი
საკლუბო მიღწევები:
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: ინგლისელი
სეზონი კლუბში: 14
მატჩი კლუბში: 603
ტიტული: 10. მათ შორის:
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი – 2 (2001, 2006);
ინგლისის ლიგის თასი – 3 (2001, 2003, 2011);
ინგლისის სუპერთასი – 1 (2006);
უეფას ჩემპიონთა ლიგა – 1 (2005);
უეფას თასი – 1 (2001);
უეფას სუპერთასი – 2 (2001, 2005).

პირადი მიღწევები
FWA Footballer of the Year: პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე :2008–09
* PFA Players’ Player of the Year: პრემიერლიგის მოთამაშეთა საუკეთესო მოთამაშე 23 ხმით 2005–06[23]
* PFA Young Player of the Year: პრემიერლიგის ახალგაზრდა წლის საუკეთესო მოთამაშე 23 ხმით 2000–01[23]
* PFA Fans’ Player of the Year: პრემიერლიგის ფანების რჩეული 2000-01, 2008-09
* PFA Team of the Year: პრემიერლიგის წლის გუნდის წევრი 2000–01, 2003–04, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09
* FA Premier League Player of the Month: პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე : March 2001, March 2003, December 2004, April 2006, March 2009
* Goal of the Season: წლის საუკეთესო გოლის ავტორი 2005-06
* UEFA Club Footballer of the Year: უეფას კლუბების საუკეთესო მოთამაშე 2004–05
* UEFA Champions League Final Man of the Match: ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე 2004–05
* UEFA Team of the Year: მსოფლიო ნაკრების წევრი 2005, 2006, 2007
* FA Cup Final Man of the Match: ინგლისის თასის ფინალისტი საუკეთესო მოთამასე 2005–06
* FIFPro World XI: მსოფლიო 11 საუკეთესო მოთამაშის წევრი FIFPro–ს გამოკითხვით 2006–07, 2007–08
სხვა
* Member of the Order of the British Empire (MBE): 2007
* Honorary Fellowship from Liverpool John Moores University: 2008

ცნობილთა ციტატები
რაფაელ ბენიტესი: “ჩვენ ჯერარდისთვის სიმძიმეების აწევის სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ – ვფიქრობთ, რომ უახლოეს წლებში, მას ძალიან ბევრი ტროფეის აწევა მოუწევს! ჩვენ მის ირგვლივ წარმატებულ გუნდს შევკრავთ – მე მინდა, რომ იგი “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი გახდეს”. რაფამ ეს კომენტარი “ლივერპულში” მუშაობის პერიოდში გააკეთა.
ალექს ფერგიუსონი: “ჯერარდი ახალი როი კინია. მე მისი მონაწილეობით ძალიან ბევრი მატჩი ვნახე და იგი ყოველთვის მოვლენათა ცენტრშია. უბრალოდ, წარმოუდგენელია მისი ჟინი, თავდადება და მიზანდასახულობა – ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა ჯერარდის თავის გუნდში ხილვას”.
ზინედინ ზიდანი: “შეიძლება თუ არა, სტივენ ჯერარდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს? ახლა დიდი ყურადღება მესის და კრიშტიანო რონალდუს ეთმობა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჯერარდის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა, არც ისე შორსაა ჭეშმარიტებასთან”.
პეპე რეინა: ”სტივი “ლივერპულის” სიმბოლო, მისი სული და გულია. როდესაც ის მინდორზეა, ჩვენთვის ეს უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორია. ის მისაბაძი მაგალითია ყველასთვის როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. რასაც აკეთებს, ისეთი სურვილით, შეუძლებელია, შენც არ გადმოგდოს ენთუზიაზმი. ჯერარდი დაბადებულია, რათა იყოს გამარჯვებული”.
ჯეიმი კარაგერი: ”სტივი წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია. ყველაფერს მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ ის “ლივერპულის” ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია”.
გარი ნევილი: ”ჯერარდი ულაპარაკოდ მიეკუთვნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვს. ყოველთვის მინდოდა, რომ მას “იუნაიტედში” ეთამაშა. ერთხელ სასტუმროში შევთავაზე კიდეც, გადმოდი ჩვენთან-თქო, მიპასუხა, თუ ჩემთან ერთად გინდა ბურთის გორება “ენფილდზე” გელოდებიო”.
ტიერი ანრი: ”ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ სტივი ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველია. ის თავის თავში აერთიანებს ფეხბურთის უამრავ კარგ მხარეს. “ლივერპული” დღეს ეს ჯერარდია”.
 2005 წლის მაისი, სტამბოლი. “ლივერპულმა”, მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმი “მილანთან” 0:3 წააგო და მეორეში ანგარიში გაათანაბრა, კლუბის ისტორიაში (ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშიც) ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პრესკონფერენციაზე, “წითლების” კაპიტანზე ბედნიერი ადამიანი არავინაა.
უკვე მერამდენე თვეა, მისი კარიერის მომავალი, კითხვის ნიშნის ქვეშაა – მასზე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბები, მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ჩელსი” “ნადირობენ”. ამდენად, საფეხბურთო კლასიკის სიაში მოხვედრილი მატჩის შემდეგ, სტივენ ჯერარდს შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს – თქვენ მართლა აპირებთ კლუბის დატოვებას? “როგორ შეიძლება ასეთი რამის შემდეგ წასვლა”, – უპასუხა მომღიმარმა ტრიუმფატორმა.
ისე მოხდა, გულშემატკივრებისთვის მიცემული სიტყვა, ჯერარდმა არ შეასრულა – ერთ თვეში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გუნდის კაპიტანთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მერსისაიდული კლუბის თაყვანისმცემელთა არმიამ, გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ყველაფერი – საქმე “ენფილდის” ჭიშკართან სტივენის მაისურების დემონსტრაციულ დაწვამდე მივიდა.
თუმცა, მეტწილად იმიტომ კი არ წვავდნენ, რომ შეზიზღდათ ფეხბურთელი – პირიქით, ასე მისდამი სიყვარულს უფრო გამოხატავდნენ. კაპიტნის გონება დანებდა გრძნობათა მოზღვავებას და შედეგად, ჯერარდმა მშობლიურ გუნდში დარჩენა ამჯობინა.
 

“ლივერპულის” ქომაგები 7 წლის წინათაც და დღესაც იმ აზრზე არიან, რომ გუნდის კაპიტანს არც “ჩელსის” ლურჯი მაისური მოუხდებოდა და არც “რეალის” თეთრები “დახატავდა”. ძირძველი მერსისაიდელი სტივენ ჯერარდი, ბავშვობიდან საყვარელი კლუბის ღირსების დაცვაზე ოცნებობდა. ცნობილია, რომ რაღაც მომენტში, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” სინჯებზე მისვლას აპირებდა, მაგრამ ორიოდე წლის წინათ დასტამბულ ავტობიოგრაფიაში ფეხბურთელი ირწმუნება, ეს ბლეფი იყოო.
თუ ასეა, მაშინ ჯერარდის ტაქტიკამ გაამართლა: “ლივერპულმა” მას კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო ერთ წელიწადში, სტივენმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა დაიწყო. “როცა პირველ ოფიციალურ მატჩში გამოვჩნდი “ლივერპულში”, ვგრძნობდი, ხალხი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა – ეს რა გამხდარი ტიპი გამობობღდა მინდორზეო. მომეჩვენა, რომ არც ჩემს ადგილზე და არც სათანადო დონეზე ვიყავი”, – მოიგონებს მოგვიანებით კაპიტანი.
მის საბედნიეროდ, “ლივერპულის” მწვრთნელი ჟერარ ულიე სხვაგვარად ფიქრობდა. ახალგაზრდა ტალანტებთან ურთიერთობით მთელს ევროპაში ცნობილ ფრანგს, კარგად ესმოდა, რომ ეს ჭაბუკი განსაკუთრებულ მოთამაშედ გაიზრდებოდა.
ასეც მოხდა. მართლაც ძნელია, ზოგადად მიღებული საფეხბურთო ამპლუების მიხედვით სტივენ ჯერარდის კლასიფიცირება – პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, მას მხოლოდ ცენტრალური მცველის ადგილზე არ უთამაშია. მისი ძირითადი დანიშნულება, პარტნიორებისთვის მაგალითის მიმცემად ყოფნაა: თუ იგი საყრდენია – წამით არ უნდა დაკარგოს კონცენტრაცია, თუ შემტევი ჰავბეკი – საკუთარი ნახევრიდან საგოლე გადაცემები უნდა დაარიგოს, კაპიტნის რანგში – 0:3-ზეც კი ხელები არ უნდა ჩამოუშვას და გუნდელების “ანთება” მოახერხოს.
“ენფილდზე” ჯიმი კარაგერიც არანაკლებ უყვართ, მაგრამ თუ “წითლების” მარადიული მცველი გუნდში ტრიბუნების წარმომადგენლად ითვლება, ჯერარდი – ჰოლივუდია, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი, იმის ნათელი ილუსტრაცია, რომ საფეხბურთო ვარსკვლავები ცოტათი მეტს წარმოადგენენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები.
საფეხბურთო მინდორზე სტივიდან წამოსულ ენერგიასთან გამკლავება, ბევრ მწვრთნელს არ შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერარდს ფრენკ ლამპარდი უნდა შეუთავსო (ასეთი დილემის წინაშე, ჯერ მხოლოდ ინგლისის ნაკრების თავკაცები იყვნენ).
სწორედ ამის გამო იყო, რომ რაფაელ ბენიტესი კაპიტანს ყოველწლიურად თანდათან უახლოვებდა მეტოქის კარს – იქ მას ორთაბრძოლებში იმდენი ენერგიის ხარჯვა არ უწევდა და თანაც, არც ისე ძვირად ფასობს ფეხბურთელის მიერ მიღებული ზედმეტად თავდაჯერებული გადაწყვეტილება.
სტივენ ჯერარდის კარიერის პიკი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მსხვილ ტურნირებზე განცდილი წარუმატებლობით დათრგუნულმა ინგლისმა, მსოფლიო ტაქტიკური აზროვნებისაგან საკუთარი ჩამორჩენის გააზრება დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ “ლივერპულის” კაპიტანს, დაახლოებით 30 წლის წინათ უნდა ეთამაშა – მაშინ განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ ბოხ-ტო-ბოხ-ს სტილის ნახევარმცველები და ქვეყანაში არავის არაფერი სმენოდა დღევანდელ ფორმაციებზე.
ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ყოველმხრივ დაჯილდოებული ფეხბურთელი, არ ჩაიკარგებოდა თვით ალან ჰანსენის, გრემ საუნესისა და კენი დალგლიშის კამპანიაში. მართალია – 80-იან წლებში იგი ბევრთაგან მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, მაგრამ როგორ გუნდში?! იმ პერიოდის “ლივერპულს” სამართლიანად ეძახდნენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს.
დღეს, ჯერარდი – მერსისაიდელთა კაპიტანი, ხატი და კერპია. იგი გუნდის ცენტრალური ფიგურაა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია “ლივერპულის” “განულებული” ისტორიის მეტწილად მოსაწყენი ქრონიკის ფურცლები.
“წითლების” კაპიტანს, 2012 წლის 30 მაისს 32 წელი შეუსრულდა და ხელმოწერილი ახალი კონტრაქტი უკვე იმას ნიშნავს, რომ ჯერარდი კლუბში კარიერის დასრულებამდე დარჩება. ინგლისელი ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ “ლივერპულის” ყოფილ პრეზიდენტ მარტინ ბრაუტონს, ერთ-ერთ პრივატულ საუბარში უთქვამს – გუნდი უწინდელი სიმაღლეების ათვისებას, მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეძლებსო.
მართალია თუ არა ეს, უცნობია, მაგრამ საპირისპიროს წარმოდგენა უფრო ძნელია, ვიდრე პირიქით. ინგლისის ჩემპიონობასთან დაკავშირებული სტივის ოცნება, შესაძლოა, მართლაც არ ახდეს; ასევე ვერ გაუტოლდება იგი საჩემპიონთალიგო მედლების რიცხვით გრემ საუნესს (3).
კლუბის ისტორიაში ჯერარდი დიადი გამარჯვებულის რანგში კი არა, როგორც არასტაბილური და არაერთგვაროვანი ეპოქის სიმბოლო შევა, რომლის გარეშე, ამ ეპოქის ყველაზე ნათელი ეპიზოდები ვერ მოხდებოდა, ხოლო ყველაზე მძიმე მომენტები, გაცილებით რთულად გადასატანი იქნებოდა.
დღეს ჯერარდი ფიფას ნაკრებში შესასვლელად იბრძვის…

კომენტარები


rezi gerrard
მომხმარებელი

1 love

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze