შენი თავგადასავალი ლივერპულში

ავტორი: qisho, 23-11-2014, 16:00, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 1 020, 9


4 მაისი, 2015 წელი, სასკოლო ლიგის მატჩი, გასახდელი ოთახი


 ვზივარ და ნუნებს ვიჭამ, ფრჩხილებს ვიკვნეტ ნერვიულობით ეს ხომ ბოლო მატჩია სასკოლო ლიგაში. მაგიჟებს იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი ამ მატჩზეა დამოკიდებული. თამაშამდე ჯერ კიდევ 1 საათია დარჩენილი, მაგრამ მთელი გუნდი გასახდელ ოთახში ვართ შეკრებილნი. ბიჭებს ნერვიულობა ეტყობათ, მწვრთნელიც ნერვიულობს, მაგრამ ცდილობს არშეიმჩნიოს. ოთახში დაფის გარშემო (სადაც სტრატეგიებს გვიხსნიდა მისტერ პოუველი) სკამები რკალს ქმნის. ჩვენს წინ დგას მწვრთნელი და ტაქტიკურ მონახაზეს გვიხსნის, მაგრამ გონებით მხოლოდ "მწვანე მინდორზე" ვფიქრობ და საერთოდ არ მაინტერესებს ტაქტიკური მონახაზები. მერე ძირითადი დაგვასახელა.
მაკგრეგირ - მიმართა ჯონის, დღეს შენ უნდა გათამაშო ძირითადში, მარჯვენამცველად. ვიცი, ძალიან გინდა ძირითადში დაიწყო თამაში, მთელი სეზონია ამას ცდილობ და აი დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე განდობ სასტარტოს მარჯვენა მცველად და აბა შენ იცი, დაამტკიცე რა კაციც ხარ. მერე მე მომმართა- ჯორჯო, შენ ჩამშლელად იქნები, აქ ყველაზე კარგად გამოგდის თამაში იცოდე მატჩის უდიდესი ნაწილი შენზეა დამოკიდებული. სერგეი! დაიწყე და გადი ბოლომდე, შენ უნდა მიიყვანო გუნდი ჩემპიონობამდე, ნამდვილიკაპიტანი ასე უნდა იქცეოდეს! დღეს შენ მეკარე ხარ, მცველი ხარ, ჩამშლელი ხარ, შემტევი ხარ, გამტანი ხარ და მისტერ პოუველიც შენ ხარ! მიდი და გვაჩვენე რომ ნამდვილი ლიდერი ხარ!

 გვამხნევებდა მწვრთნელი, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩი მით უფრო მძაფრად ვგრძნობდი საკუთარ გულისცემას. სკოლია და მწვრთნელის პრესტიჟი, საკუთარი მომავალი და კიდევინ იცის რამდენი რამეა ამ მატჩზე დამოკიდებული.

- მობილურები გამორთეთ! მატჩამდე 40 წუთი დარჩა. დაივიწყეთ ყველაფერი ამქვეყნიური, გვიბრძანა მწვრთნელმა. მობილურს ვთიშავდი და ლუსის მოწერილი წავიკითხე: "გეხვეწები შემირიგდი რა, როგორი გაბრაზებდა გცოდნია, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, გთხოვ შემირიგდი. უკვე ათი დღეა საერთოდ არ მეკონტაქტები და ძალიან ცუდად ვარ. ნუ მტანჯავ... " და ტირილის სმაილები. ტელეფონი გავთიშე და ყურადღებია მწვრთნელისკენ მივმართე.

 - მაშ ასე ბიჭებო თამაშს ბურთის ფლობით ვიწყებთ, არ ვჩქარობთ საწყისი წუთებიდანვე შეტევას. ეცადეთ მოკლე და ზუსტი პასებით გავიდეთ ფონს. რომ გავხურდებით შეტევებზეც გადავალთ. დღეს გამოვიყენებთ სტრატეგიას "მარჯვენა ფრთა". ალბათ, გახსოვთ ეს სტრეტეგია ადრეც ხშირად გამოგვიყენებია. მაიკლ (მარცხენა მცველი), სტივენსონ (ცენტრალური მარცხენა მცველი) და ჯორჯ, თქვენი სამეული მოედნის უკიდურეს მარცხენა ფლანგზე ერთმანეთში მოკლე პასებით ხაზავთ ვირტუალურ სამუთხედს. ყურადღებით ეცადე პასები იყოს სწრაფი და ზუსტი. თქვენს გათამაშებაზე მოვიტყუებთ მოწინააღმდეგის 3-4 ფეხბურთელს და მათი ძირითადი ნაწილი მარცხენა ფრთაზე გადმონაწილდება, ეს ყოველთვის ასეა, სადაც ბურთია იმ ფლანგზე მოთამაშეების 70% იყრის თავს. ახლა რას შვება მარჯვენა ფრთა-მაკგრეგორ (მარჯვენა მცველი) და რიჩარდსონ (მარჯვენა ნახევარცველი) როგორც კი მარჯვენა ფლანგის გათავისუფლებას იგრძნობთ, ეცადეთ გაიხსნათ. თქვენ კი, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თავისუფლად მდგომ ჯონის ან რიჩარდსონს ნახავთ აწვდით გრძელ და განივ პასს. მარჯვენა ფლანგი სისწრაფის ხარჯზე მიდის წინ, სერგეი მიყვები ყოველი შემთხვევისთვის, იქ კი ფორვარდებმა ან თავად მარჯვენა ფრთამ უნდა დაასრულოს გოლად ეს შეტევა. იფორმაცია მაქვს და მათ სწორედ ამ ფლანგზე უჭირთ.

 

 ტაქტიკური და მოთელვითი ვარჯიში 20-25 წუთი გაგრძელდა. მოედანზე მივდიოდით მწკრივად და უეცრად ისევ ლუსიზე დავიწყე ფიქრი "ცოდოა, ასე არ უნდა მოვქცეოდი, ალბათ, რამდენი ინერვიულა, ნეტავი აქ იყოს შევურიგდებოდი.... ოო ღმერთო რა დროს ლუსიზე ფიქრია. გიორგი აიყვანე თავი ხელში და მიხედე საქმეს." ვესაუბრებოდი საკუთარ თავს. უამრავი გულშემატკივარი შეკრებილიყო, ხალხი ვერ ეტეოდა და ფეხზე იდგნენ. ალბათ 2000 კაცი მაინც იქნებოდა.
 მატჩი მართლაც ბურთის ფლობით დავიწყეთ. საკუთარ ნახევარზე საჯარიმოდან ცენტრამდე და უკან ვაგორავებდით ბურთს. მერე ცოტა შევხურდით და ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. არაფერზე აღარ ვფიქრობდი ამ მატჩის გარდა. ერთი-ორჯერ შორიდან დარტყმებიც მოვსინჯეთ თუმცა უხეიროდ, მაგრამ აშკარად მატჩი ჩვენ მიგვყავდა. დაახლოებით 15 წუთი იყო გასული პოუველმა გვითხრა სქემა ამუშავეთო. დავიწყეთ მისი დავალების შესრულება, ვცადეთ სამკუთხედის მოხაზვა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ პირველი ორი მცდელობა ვერ დავასრულეთ კარგად, ჯერ იყო და მარცხენა მცველს გაექცა ბურთი აუტზე, მერე მარცხენა ნახევარცველს დაასწრეს და ლამის შეტევა წამოიწყეს. მესამე მცდელობაზე ყველაფერი კარგად წაგვივიდა, მეტოქე ფეხბურთელები მარცხნივ გადმოლაგდნენ და მარჯვენა ფლანგს სივრცე მიეცა. რიჩარდსონი საკმაოდ სწრაფად გაიხსნა და გრძელმა გადაცემამაც არ დააყოვნა. სისწრაფის ხარჯზე წამებში აირბინა საჯარიმოს სიახლოვემდე, სერგეიც გაყვა ყოველი შემთხვევისთვის. იქ მხოლოდ ერთ მცევლზე მოუწია გვერდის ავლა და თავად მარჯვენა ნახევარმცველმა დაასრულა შეტევა გოლად. 1-0 , 25-ე წუთი. სქემამ გაამართლა. უპირატესობა უფრო აშკარა გახდა გატანილი გოლის შემდეგ. ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთი იქნებოდა დარჩენილი კუთხურიდან გადმოვარდნილი ბურთი, რომ მივიღე,  დავარტყი და ბურთი მეკარეს წინ აუხტა, როგორც წესი ასეთი ბურთები რთული ასაღებია მეკარისათვის. 2-0 გავხადე. ნამდვილად გამიმართლა, რომ სწორედ იქ ვიდექი სადაც საჭირო იყო და სწორედ ის გავუშვი კარისკენ, რომ გოლი გავიდა და მეც ამის მეტი რა მინდოდა, სიხარულით შემოვირბინე მოედნის ნახევარი. პირევლი ტაიმი ასე დასრულდა, მწვრთნელი კმაყოფილი ჩანდა შესვენებაზე და გვითხრა შეუტიეთ ოღონდ ფრთხილადო. მეორე ტაიმი უხეშობით დაიწყეს, მაგრამ მაინც ჩვენ ვუტევდით. ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს ჯონმა იუხეშა და ჯარიმა დაინიშნა. ცოცხალ კედელში მე და კიდევ სამნი დავდექით. შემსრულებელი ვიღაც დაბალი და ჯმუხი ბიჭი იყო. გამორბენი და მისი სწორხაზოვანი, ყუმბარისებრი დარტყმა სახეში მომხვდა. შევტორტმანდი და დავეცი. მარჯვენა ლოყა მიხურდა და ცხვირზე რომ ხელი მოვისვი სისხლიც მომდიოდა რამდნეიმე წამით თავიც გამიბრუვდა. მსაჯმა ბურთი გადააგდებინა მოედნიდან და თამაში დროებით შეჩერდა. ექიმი მოვიდა, წამომაყენეს ფეხზე და მოედნის გარეთ გავედით. ექიმმა სახე დამიმუშავა, მაგრამ მწვრთნელმა მაინც შევცვალოთ იქნება და ტვინის შერყევააო. ჩემს მაგივრად მცველი შეიყვანეს და გუნდი დაცვითზე გადავიდა. მე კი სათადარიგო სკამს შევუერთდი. -ყოჩარ ჯორჯ, მაგრად ითამაშე. ვამაყობ შენით.

 

 ეს მატჩი ასე 2-0 დასრულდა/ ჩემპიონები გავხდით და ორგანიზატორებმა პატარა სცენა მოგვიწყეს, სადაც მედლები და თასი გადმოგვეცა. გახარებული ვიყავით ჩვენც და შეკრებილი პუბლიკაც. შემდეგ მწვრთნელი ავიტაცეთ ხელში და ჰაერში "ვაბურთავეთ". მადლობის ნიშნად ხელიხელ ჩაკიდებულები მივედით მთელი გუნდი მაყურებლებთან და თავი დავუხარეთ. მაყურებლებში კი ძალიან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი...
-ლუსი!!!!! მოხვდი?! გახარებულმა დავუძახე და გავიქეცი პატარა ჯებირისკენ, რომელიც მაყრებლებსა და მოედანს შორის იყო აღმართული.
-ვერ მოვითმინე და მოვედი. ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ბოდიში მინდა მოგიხადო...
-არა რას ამბობ, ბოდიშს მე გიხდი, უხრდელად მოვიქეცი რომ არ გელაპარაკებოდი.
-ანუ შევრიგდით? სიხარულით აუციმციმდა თვალები. ხელიდან კი მაისური გამომართვა რომელიც ორიოდე წუთის წინ გავიხადე მაყურებლებში გადასაგდებად. ჩემი მაისური მან გადაიცვა -ჩემი ჩემპიონი!!! თქვა და უფრო ახლოს მოიწია (სადამდეც ჯებირმა მოუშვა). გადავხტი ჯებირზე და ვაკოცე. თურმე მთელი სტადიონი ჩვენ გვიყურებდა და ატყდა ტაში და შეძახილები : "ჯორჯი! ჯორჯი, ჯორჯიი!"
-ლუსი ახლა გავალ და დამელოდე, 20 წუთში გამოვალ გარეთ.
-20 წუთი კი არა 20 საუკუნეც დაგელოდები. მითხრა და შიშველ, ოფლიან ტანზე მომეხვია. თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ, როგორც ჩანდა ეს მას სულაც არ ადარდებდა და მეც თამამად შემოვხვიე ხელი.


P.S. დასკვნითი ნაწილები ახლოვდება და ყურადღებით იყავით ერთგულო მკითხველებო.

კომენტარები


luka_liverpool
ჟურნალისტი

giorgobas gilotsavt <3 kargia dzaan qisho sagol dzmao

qisho
მომხმარებელი

მადლობა. მეც გილოცავთ. :)

AGGER4-EvER
მომხმარებელი

ძალიან მაგარია 002

Fenix
VIP Member

magaria shemdegi rodisaa?

Скаузер
VIP Member

ციტატა: AGGER4-EvER
ძალიან მაგარია 002

qisho
მომხმარებელი

ციტატა: Fenix
magaria shemdegi rodisaa?



შემდეგი დაახლოებით 3-4 დღეში.

gio loma
ჟურნალისტი

რომანია იმენა :D

kapuka
VIP Member

კარგი სიახლეა

qisho
მომხმარებელი

ციტატა: gio loma
რომანია იმენა :D



2 ნაწილიცდა დასრულდება ეს რომანი :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze