შენი თავგადასავალი ლივერპულში XI

ავტორი: qisho, 26-11-2014, 14:45, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 1 125, 5


მართალია, ლუსის დავპირდი 20 წუთში გამოვალ-თქო , მაგრამ გასახდელში უფრო დიდხანს მომიწია ყოფნა. სანამ გამოვიცვალე, წყალი გადავივლე, მერე პირადი მილოცვები მივიღე და დაახლოებით ერთი საათი გავიდა. ტელეფონი ჩავრთე და დავურეკე ლუსის, ტყუილად არ ვალოდინო-თქო ვიფიქრე.
-ლუსი მაგვიანდება და უმჯობესია წახვიდე, არ დამელოდო. საღამოს გამოგივლი და ერთად აღვნიშნოთ ჩემი ჩემპიონობა.
უსიტყვოდ დამთანხმდა, წავიდა და დავპირდი, რომ საღამოს აუცილებლად შევეხმიანებოდი. სიმღერებით ავიკელით გასახდელი ოთახი, სასაცილო დასანახები ვიყავით-განსაკუთრებით მისტერ პოუველი, ალაგ-ალაგ შერჩენილი თმა გაბურძგვნოდა, შამპანურით გაწუწული პერანგი შეხსნოდა და ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა მეტისმეტი აღტკინებით. ჩავიცვი და გარეთ გავდიოდი, სერგეი მოვიდა, გადავეხვიეთ ერთმანეთს და მილოცვები გავცვალეთ კიდევ ერთხელ.
-ყოჩაღ გიორგი, შენ ნამდვილად დაიმსახურე ჩემპიონობა. მთელი წელი მაგრად თამაშობდი.
-არა რას ამბობ, შენი წვლილი, რომ არა ჩვენ ვერაფერს მივაღწევდით...
-მამაჩემი სულმოუთქმელად გელის გარეთ.
ეზოში გავედით და იგორი ისევ თავის კოლეგებთან ერთად მელოდა.
-ოოო ჩვენი ჩემპიონი! რა კარგად ითამაშე-შემეგება იგი,-ცხვირი როგორ გაქვს, სერიოზული ხომ არ არის რამე?
-კარგად ბატონო იგორ, ყველაფერი კარგადაა.
-მაშ ასე შვილო, ბარგის ჩალაგება დღესვე დაიწყე 12-ში შესარჩევ ბანაკში მივდივართ. სერგეიც წამოვა.
ათიოდე წუთი ვისაუბრე მასთან, მერე გასახდელიდან ჯონიც გამოვიდა, მანქანით ენდიმ მოგვაკითხა და სახლისკენ წავედით.
-ბიჭებო ახლა ჰელენს გავუაროთ, გრეგორიც სახლშია და ერთად წავიდეთ სადმე, აღვნიშნოთ თქვენი გამარჯვება. როგორც იქნა მეღირსა ამ სკოლის ჩემპიონობა...
-ბიძია ენდი შეიძლება ლუსიც დავპატიჟოთ?-ცოტა მორიდებით ვკითხე.
-კი შვილო , როგორ არა?! ყველა ერთად წავიდეთ.
ლუსის დავურეკე, გავუარე და ლივეპულის დასავლეთ უბანში, სანაპიროსკენ წავედით. ბრიტანული სამზარეულო და უამრავი ლუდი დაგხვდა რესორანში. კარგად შევზარხოშდით, მოვილხინეთ. ოჯახური კარაოკეც  შევასრულეთ. სუფრასთან ვისხედით და ჰელენმა მითხრა:
-ეჰ ჯორჯ, რა მალე გავიდა ეს 9 თვე, მოგვენატრები,-თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დაუკრა,-ისე შეგვაყვარე თავი რომ გაგვიჭირდება უშენობა.
-მეც ძალიან მიყვარხართ ყველა, არ ვიცი როგორ გავძლებ უთქვენოდ აქედან წასვლის შემდეგ.
-ჯორჯ, ლუსისთან როგორ იქნება საქმე?-მითხრა ჯონიმ და ჯერ მე შემოხედა და მერე ლუსის.
-ამაზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, არ ვიცი რა გავაკეთო.
-წახვალ და დამივიწყებ კიდეც-გულაჩუყებულმა მითხრა.
-არა რას ამბობ, ეგ როგორ გაიფიქრე. მოვახერხებ რამეს, ჯერ ინტერნეტით ვისაუბრებთ სანამ რამე იქნება...მოდი ამაზე ახლა არ ვიფიქროთ. დავტბეთ დღევანდელი საღამოთი და ვიცეკვოთ-ვუთხარი და გავიწვიე. რომელიღაც წყნარ მუსიკაზე ვცეკვადით და თან ვფიქრობდი "ნეტა მართლა რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, აქედან წასვლის შემდეგ ამათ გარეშე როგორ გავძლო-თქო". დავნაღვლიანდი,მაგრამ ლუდის სმას მოვუმატე და ბახუსმა ფიქრები გაფანტა.
სახლში გვიან ღამით დავბრუნდით. მიუხედავად იმისა, რომ კარგად "ნაქეიფარი" გახლდით სახლში ისევ ვჭამეთ (მე და ჯონიმ) და მერე წავედით ოთახში. დავწექი და რაღაც სიცარილეის გრძნობა მქინდა, მინდოდა ისევ ყოფილიყო ლიგის მატჩები,ვარჯიშები... უკვე მენატრებოდა კლასელები, თანაგუნდელები და აქაური ყოფა.
-ჯონი, რა ცუდია არაა? დამთავრდა ყველაფერი...
-კარგი რა ჯორჯ, რა ყველაფერი დამთავრდა?!
-მე აღარ ვიქნები აქ, თქვენთან. ერთი თვეც და მორჩება ჩემი ლივერპულული ოცნება.
-რატომ ფიქრობ ეგრე? ჯერ ხომ შესარჩევი ბანაკია წინ? რა იცი რა ხდება?!
-მაგრამ შენც ხომ ხვდები ეს ბანაკი არაფრის მომცემი იქნება, აგერ სერგეი წელიწადზე მეტია აკადემიაშია და ვერცერთ ასაკობრივში ვერ დაიმკვიდრა თავი. მხოლოდ ვარჯიშები და ამხანაგურები რეზერვ გუნდთან.
-კარგზე იფიქრე მხოლოდ...
მე ისევ წუწუნი გავაგრძელე, ჯონისაც ამოუვიდა ყელში და მითხრა.
-ეეე! აჩმახებ რაა, არ უნდა დაგალევინოს კაცმა წვეთიც კი. ეგერევე ასეთ ხასიათზე დგები. სიყვარული და მონატრება მაშინ გახსენდება, როცა სვამ. მოიცა რაა... რამე დადებითზე იფიქრე..
აი მაგალითად: გავიიხსენოთ შენ, რომ პირველად მოხვედი სახლში რა მორიდებული იყავი-საჭმელსაც არ ჭამდი.
ამაზე მხოლოდ გავუღიმე და ისევ გააგრძელა საუბარი.
-გახოვს, პირველად, რომ დაგათვალიერებინე ქალაქი? ან ის თუ გახსოვს ენფილდზე რომ ვიყავით პირველად?!
-კი მაგას რა დამავიწყებს... საოცარი გრძნობა იყო.
-ვხედავდი შენს გაოცებულ თვალებს, ეგეთი არასდროს მინახავხარ მას შემდეგ.
-მერე იყო სკოლის პირველი დღეები... თქვენ დასავლეთევროპელები ტყუილად გვდებთ ბრალს რომ აღმოსავლეთ ევროპა ჩამორჩენილია... თავიდანვე გჯობდით ყველას!-დავცინე ჯონის.
-არა მართლა ყოვლისმცოდნე ხარ, მიკვირს ამდენი ზოგადი განათლება საიდან... ჯორჯ, ჯოორჯ... ის გახსოვს მანჩესტერელებს რომ ვეჩხუბეთ? მერე ქრისტოფერი, რომ შევიფარეთ აქ, ამ ოთახში.
-მართლა რამდენი რამე გვაქვს გასახსენებელი...უზომოდ შეყვარებული ვარ ლივერპულზე.
-შობის საღამო გასოვს?
-მაგას რა დამავიწყებს, მაგ დღეს გავიცანი ლუსი... ეჰ ლუსი, ლუსიიი... ნეტავ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას.
-აუ ისევ იგივე არ დაიწყო რაა!!!
-თუკი ფული მექნება ოდესმე აქ ჩამოსასვლელი აუცილებლად დავბრუნდები. თქვენც ჩამოდით ხოლმე საქართველოში. ისე მიგიღებთ როგორც ჩემს მეორე ოჯახს. ენდი და ჰელენი მართლა ძალიან შემიყვარდნენ. შენ კი ძმის ტოლფასი ხარ ჩემთვის.
-ჯორჯ, რაც არ უნდა მოხდეს და იმედი მაქვს რომ შესარჩევ ბანაკში კარგი ამბები მოხდება, მაინც არასდროს დავივიწყოთ ერთმანეთი. დავრჩეთ ძმებად ბოლომდე...
ნასვამები ვიყავით და ასე ძმობის ფიცილში გავიდა ღამე ჩაძინებამდე. მეორე დილით კი თავი მტკიოდა ნაბახუსევზე.
ერთი კვირაც თვალის დახამხამებაში გავიდა. თომეტში დილით ბარგი ავიკიდე და შესარჩევი ბანაკის ავტობუსს შევუერთდი.

 

 

კომენტარები


Скаузер
VIP Member

მალე DაDე რა შემდეგი ძაან მაინტერესებს მაგარია რაა :D

George
ტოპ კომენტატორი

კარგია :)

captainfantastic
მომხმარებელი

უძლიერესია. love
იმედია კიდევ გააგრძელებ. ყველა ნაწილი მაქ წაკითხული.

Fenix
VIP Member

emis shemdeg erti darchao. karoche mtlianad dade da rac sheidzleba male <333

kapuka
VIP Member

კაია ავტორ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze