ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XIV

ავტორი: Mersy, 2-12-2014, 14:34, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 232, 4


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ტრიპლეტი. მოქმედი პირები

სანაკრებო დებიუტის შემდეგ ახალი სენი შემეყარა: ფოტოგრაფები. ისინი მუდამ დაძრწოდენ ჩემი სახლის გარშემო მერსესაიდში და ამას ვერასდროს ვერ ვეგუებოდი. ეს არის საფასური თითოეული წუთისა, რომლის განმავლობაშიც ნაკრების მაისური გეცვა. მითვალთვალებდნენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც. რეპორტიორები აკაკუნებდნენ კარებზე და ყველას მიკროფონს ჩრიდნენ პირში რაიმე საინტერესოს გაგების მოლოდინში.

თავი ნაგავი მეგონა იმის გამო, რომ ჩემს ახლობლებს ასეთი დისკომფორტი ექმნებოდათ. ბოლოს და ბოლოს დაგვანებეთ თავი ! საბედნიეროდ ჩემი ოჯახი მზად იყო მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის: "უკომენტაროდ" ისმენდა თითოეული ჟურნალისტი ყოველ ჯერზე. ბუნებრივია პრესას ეს არ აწყობდა და ძალიან მალე გაზეთებში აღმოვაჩინე ჩემი სკოლის მასწავლებლების კომენტარები, ხოლო გაზეთები აჭრელებული იყო ჩემი ახალი და ძველი ფოტოებით. გერმანიასთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე უკვე არ ვიყავი უბრალოდ ფეხბურთელი და საზოგადოების მონაპოვარი გავხდი, რაც დამიჯერეთ არც ისე სასიამოვნოა, როგორც ჟღერს. შესვენებებზე ვცდილობდი სადმე შორს წავსულიყავი, სული მომეთქვა და ახალი სეზონისათვის მოვმზადებულიყავი. ხალხის თვალები უკვე ჩემზე იყო მოპყრობილი და მე უნდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრების ღირსეული ფეხბურთელი ვარ.

2000/01 წლების სეზონის წინ გავიგე, რომ "მიდლსბროს" მწვრთნელი ბრაიან რობსონი ინტერესდებოდა ჩემით. მათ "ლივერპულს" 5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, რაც გამოუცდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულაც არ იყო ცოტა. არ ვაპირებდი არსად წასვლას, მაგრამ ის ფაქტი, რომ რობსონი დაინტერესდა, ძალიან მესიამოვნა. ევრო 2000–ის შემდეგ რობსონი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა ჩემზე. ეს ხომ მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული რობსონი იყო ! თუ მის 10% მივაღწევ თავისუფლად შემეძლება ცხოვრება დავასრულო.

ერთხელ ბავშვობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა ჩავიცვი – ეს იყო რობსონის "შვიდიანი". ჩემი მეგობარი ამ ფორმით სათამაშოდ მოვიდა და მე ვთხოვე, რომ გაეცვლა, ვინაიდან ძალიან მინდოდა რობსონობა. ამ მაისურით მთელი ერთი საათი ვითამაშე და ბევრი გოლი გავიტანე, წარმოვიდგინე, რომ რობსონი ვიყავი. სახელმა მაიძულა დამევიწყებინა, რომელი გუნდის იყო ფორმა. ამ დროს ფანჯრიდან მამამ დამინახა.... აირონსაიდი გააყრუა ყვირილმა "სტივი სახლში!" როდესაც სახლში შევედი მამა გაბრაზებული მიყურებდა: "ეს რა ჯანდაბაა? რას აკეთებს ეს ფორმა შენს სხეულზე?" "კი მაგრამ მამა ეს ხომ ბრაიან რობსონია" ვცადე ამეხსნა მე.

მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ ახსნა–განმარტება მხოლოდ იმაში დამეხმარებოდა, რომ სასირცხვილოდ გამაგდებდნენ სახლიდან. ეზოში ჩატარებული იმ მატჩის შემდეგ ვცდილობდი მსგავსი შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი პატივისცემა რობსონისადმი არ გამქრალა და როდესაც მისი ინტერესის შესახებ გავიგე 2000 წელს ძალიან მესიამოვნა. მაშინვე გავიფიქრე, რომ ის სეზონი წარმატებით ჩაივლიდა. მაშინ არ წარმომედინა... ტრიპლეტი? რას ამბობთ ! ბოროტი ენების ამას მიკი მაუსის ტრიპლეტს უწოდებენ, მაგრამ ეს უდიდესი მიღწევა იყო. ჩვენ დავადუმეთ კრიტიკოსები და არაერთი პროგნოზი გადავწერეთ, როდესაც ეს ტურნირები მოვიგეთ.

იმ სეზონში გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ჟერარ ულიემ შესანიშნავად იმუშავა. თუმცა რამოდენიმე ფეხბურთელში თავიდან ეჭვი მეპარებოდა. მაგალითად სანდერე ვესტერფელდი: ის კარგი იყო, მაგრამ ხშირად უშვებდა შეცდომებს. ფატალური არაფერი, მაგრამ ზოგიერთი გოლი მისი დამსახურება იყო. მეორეს მხრივ ვინ ვიყავი მე, რომ "ლივერპულის" გოლკიპერი მეკრიტიკებინა?

სანდერს გაუმართლა – მის უკანალს შესანიშნავი მცველები იცავდნენ. მარჯვნიდან თამაშობდა მარკუს ბაბელი – ფლეგმატიური გერმანელი. მის სახელს არც თუ ისე ხშირად მღეროდნენ გულშემატკივრები, მაგრამ გასახდელში ის ერთ–ერთი იყო ვისაც დიდ პატივს ცემდნენ. მისი დამსახურება ტრიპლეტის მოპოვებაში ძალიან დიდი იყო. "ბორუსიაში" ის ცენტრალურ მცველად თამაშობდა, მაგრამ ულიემ მისი გადაადგილება მოახდინა მარჯვნივ და არც შემცდარა. საუბედუროდ მარკუსი ერთი წლის შემდეგ ჰიიენა–ბარის სინდრომით დაავადდა, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს. კლუბის ექიმმა თქვა, რომ მარკუსი სამკურნალოდ წავიდა, მაგრამ არავინ იცის მოახერხებს თუ არა გამოჯანმრთელებასო. ყველას ძალიან ეწყინა, ვინაიდან მარკუსი ერთ–ერთი ჩვენგანი იყო და ასეთი ამბავი შეემთხვა... გერმანიიდან ის ინვალიდის სავარძლით დაბრუნდა, რამაც შოკში ჩაგვაგდო. ის სიმპატიური მამაკაცი იყო ახლა კი დავინახე მისგან დარჩენილი აჩრდილი. მხოლოდ ღიმილიღა შერჩენოდა ძველი. სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოულოდნელად ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვული აღმოჩნდა. საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ 2000/01 წლების სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში.

მიზეზს რის გამოც ბაბელი მარჯვნივ თამაშობდა ერქვა სემი ჰიიპია. დიდი ფინელის ასპარეზობა სიურპრიზი აღმოჩნდა აბსოლიტურად ყველასთვის. 1999 წელს მხოლოდ 2.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ლივერპულმა" ვარსკვლავი შეიძინა. სემიმ წლების განმავლობაში არსებული სიცარიელე ამოავსო – მეორე სართულზე ის პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო. ეს აქილევსის ქუსლი ჩვენს საჯარიმოში ყოველ ჩამოწოდებას სახიფათოს ხდიდა, მაგრამ ულიემ ეს ჰიიპიას წყალობით მოაგვარა.

როდესაც ფინელი პირველად "მელვუდში" ვნახე გავიფიქრე: "რა მაღალი სკანდინავია ! " ვერავინ გავიგეთ ვინ იყო, ამიტომ დავასკვენით, რომ დაცვაში არსებული პრობლემების გამო ულიეს ახალი შენაძენი იყო. ძალიან მალე ყველანი მივხვდით, რომ ართმევაზე მას ბადალი არ ჰყავდა. ის შესანიშნავად შედიოდა ვარდნაში, აკეთებდა გამოზომილ პირველ პასებს და თამაშობდა ორივე ფეხით. დიახ, ის არ იყო ისეთი სწრაფი, როგორც რიო ფერდინანდი ან ნესტა, მაგრამ ეს არ სჭირდებოდა. სამი იმდენად კარგად კითხულობდა თამაშს, რომ მისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რამოდენიმე სეზონის განმავლობაში ის საუკეთესო იყო მსოფლიოში. ჰიიპიას საკმაოდ მყარი დუეტი ჰქონდა სტეფენ ანშოსთან. შვეიცარიელი შესანიშნავად მოქმედებდა და მათმა დუეტმა + მარჯვნიდან ბაბელმა და მარცხნიდან კარაგერმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ტრიპლეტის მოპოვებაში.

ვაღმერთებ კარას. მწვრთნელის სასიხარულოდ მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. როდესაც მას ულიემ უთხრა, რომ უნდა ეთამაშა მარცხნივ ის უბრალოდ ადგა და გახდა მარცხენა მცველი. ის თავდაუზოგავად შრომობდა, ანვითრებდა მარცხენა ფეხს და შედეგად შესანიშნავ "ორფეხა" მცველად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა კარა ყოველთვის კითხულობდა საფეხბურთო წიგნებს. მან აბსოლიტურად ყველაფერი იცის სპორტის ამ სახეობის შესახებ. თუ ჩაატარებთ რაიმე ტურნირს ის აუცილებლად გაიმარჯვებს. მასში ყოველთვის ვაფასებდი თვისებას: კაპიტანი სამკლაურის გარეშე. სატელევიზიო ინტერვიუები არ ქმნია კარაზე რეალურ შთაბეჭდილებას – სინამდვილეში ის გაცილებით შესანიშნავი ადამიანია.

კიდევ ერთი "ბრძნული თავი" გარი მაკალისტერი იყო. როდესაც ის "ლივერპულში" მოვიდა, ფეხბურთელები მათ შორის მეც უსიამოვნოდ გაოცებულები ვიყავით ულიეს სატრანფერო პოლიტიკით. დიახ, მაკი არ გამოიყურებოდა ცუდად "ლიდსში" და შოტლანდიის ნაკრებში, მაგრამ 35 წელი ეს უკვე სერიოზული ასაკია და თითქოს საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია. ამასთანავე მის პოზიციას შესაძლოა გავლენა ჰქონოდა ჩემს ჩატარებულ მატჩების რაოდენობაზე. "არც თუ ისე ცუდი იყო შარშან ქოვენთრიში, მაგრამ რა ჯანდაბად უნდოდა ჟერარს, ასაკი ხომ თავისას იძახის." ვმსჯელობდი თანაგუნდელებთან, როდესაც ულიე იქ არ იყო. ყველა ფიქრობდა, რომ მაკალისტერს ღრმა სათადარიგოში მოუწევდა ყოფნა. ჩემს აგენტს სტრუან მარშალს დაურეკე და მის შესახებ ვკითხე. "ნუ ნერვიულობ სტივი გარი ძალიან დაეხმარება "ლივერპულს" და შენ. მისგან ხომ რამდენი რამის სწავლა შეგიძლია." "წადი შენი სტრუ ! ეს მაკალისტერს მოუწევს ჩემგან ისწავლოს."

მე ვცდებოდი. ამ გენიალურ შოტლანდიელთან შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემი კარიერისთვის. ის განსაკუთრებული ნახევარმცველი და ადამიანია. როდესაც ის "მელვუდის" გასახდელში აღმოჩნდა, სათითაოდ მივიდა ყველაფე ფეხბურთელთან და მიესალმა. ჩვენ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ასეთი საქციელი ბევრ რამეზე მეტყველებდა. ყულაბაში მას უკვე ჰქონდა ტიტულები, კოლეგების პატივისცემა, მაგრამ არასოდეს აძლევდა თავს მოდუნების საშუალებას. მაკს მოედანზე შეეძლო გუნდისთვის ეხელმძღვანელა ისე, როგორც გენერალს არმიისთვის და ჩვეულებრივი თამაში გადაექცია "ლივერპულის" თამაშად, მოედნის ჩინებული ხედვის საშუალებით. დიდებული ადამიანია და შესანიშნავი მასწავლებელი. ავტობუსში ყოველთვის მის ახლოს ვიკავებდი ადგილს რადგან მისი ბრძნული რჩევები დამეჭირა. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მაგალითად დახვეწილი პასის გაკეთება. ახალგაზრდობაში ხშირად ვცოდავდი ლონგბოლებისას. ერთხელ გარის ვკითხე: "მაკა რატომ მიზიდავს შორი გადაცემები? როგორ უნდა ვისწავლო პასის დანიშნულების განსაზღვრა?" გარიმ მიპასუხა: "ჯერ ახალგაზრდა ხად და ყველაფერი ეტაპობრივად მოვა. შეეცადა ყოველი მეორე გადაცემა ახლო მანძილზე გააკეთო ხოლო გრძელ პასებს მაშინ მიმართე როცა დარწმუნებული იქნები, რომ ის ადრესატამდე მიაღწევს." თუ თამაშისას ბურთს ვკარგავდი ის ყოველთვის მამხნევებდა: " ისე გააგრძელე თამაში თითქოს არაფერი მომხდარა." ის ისე გონივრულად ეპყრობოდა ბურთს, რომ მის გადაცემებს ყველა აფასებდა. მას შეეძლო ვარჯიში შეეწყვიტა რაიმე სათამაშო მომენტის ახსნა დაეწყო, რომელსაც მწვრთნელებიც კი უსმენდნენ. მე და გარი დღემდე ვურთიერთობთ, მასთან საუბარი ხომ ნებისმიერ თემაზე შეიძლება. მას ბოლომდე ვენდობი, ვინაიდან რთულ წუთებში ის ყოველთვის გვერდში მედგა და სწორ რჩევებს მაძლევდა.

მაკა 35 წლიანი გამოცდილების ცოცხალი მაგალითი იყო. როდესაც ის ჩვენთან თამაშობდა ჩინებულ ფორმაში იყო. 00/01 წლებში გარიმ პრემიერ ლიგის 21 შეხვედრა ჩაატარა და სამუდამოდ ჩაწერა "ლივერპულის" ისტორიაში თავისი სახელი. მისი და ჰამანის დუეტი მოედნის ცენტრში მიტოვებდა მხოლოდ მარჯვენა ფლანგს. ხანდახან მე ვთამაშობდი ცენტრში დიდისთან, მაგრამ როგორც კი თამაშს ჩავაგდებდი, მაშინვე მარჯვენა ფლანგზე გადავყავდი. მაცოფებდა ის, რომ ჟერარდი მეორე შანსს არ მაძლევდა და მაშინვე მარჯვნივ მანაცვლებდა, სადაც კონკურირება დენი მერფისთან და დევიდ ტომსონთან მიწევდა. ამ ფლანგზე მთელი ძალებით უნდა გეთამაშა, წინააღმდეგ შემთვევაში სადღაც 50 წუთის შემდეგ შეგცვლიდნენ. მათთან ჭიდილი არც ისე ადვილი იყო. ტომსონი კარგად თამაშობდა და ვარდნებისას განსაკუთრებულად აქტიური იყო, მაგრამ ასევე იყო დენი მერფი! მეზობელი ოთახის ბინადარი და ჩემი მეგობარი. ის "წითლად" დაიბადა და გათამაშების მეფე იყო. ჩვენ თავიდანვე შევხმატკვილდით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადისთვის წლების განმავლობაში ვჭამდით ერთმანეთს, ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის. დღემდე ვწუხვარ მისი "ლივერპულიდან" წასვლის გამო. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი სათანადოდ ვერ აფასებდა. მას არ უნდოდა "ენფილდის" დატოვება, მაგრამ კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა – ვინ ამბობს, რომ ამისათვის ფეხბურთელის სურვილია საჭირო? დენის "ლივერპული" უყვარდა. მე ბევრი ჭორი მოვისმინე მისი წასვლის შესახვებ, მაგალითად: ამბობდნენ, რომ ის ცუდ გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. სრული სისულელე. პირიქით დენიმ მადლობა დაიმსახურა მთელი ახალგაზრდობისგან მისი რჩევების და თანადგომის გამო.

მოკლედ მაშინდელ ჩვენს ნახევარდაცვასა საკმარისად ჰყავდა ვარსკვლავები. მარტო პატრიკ ბერგერი რად ღირს. სამწუხაროა, რომ ის ხშირად ტრავმიანობდა და ეს აისახებოდა გუნდის თამაშზე. თამაშინდა გამომდინარე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მას საუკეთესო მარცხენა ფეხი ჰქონდა რაც კი ოდესმე ჩემი თვალით მინახავს. მას ბურთის გაგზავნა ნებისმიერ მანძილზე შეეძლო შესაშური სიზუსტით. ის ვლადი შმიცერთან მეგობრობდა – კიდევ ერთი ჩეხი, რომელმაც სუპერ სათადარიგოს სტატუსი დაიმსახურა. როდესაც ის "ლანსიდან" გადმობარგდა პირველივე ვარჯიშზე ბურთის საოცარი დამუშავების უნარით გაგვაოცა, მაგრამ "ენფილდი" არ არის "მელვუდი", ამიტომ მას არ ეძლეოდა მოედანზე ხშირად გამოჩენის შანსი. მან ბევრი რამ იცოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყოველივეს დემონსტრირებას მოედანზე სრულად ვერ ახერხებდა, რაც ძალიან მწყინდა.

კიდევ გვყავდა ნიკ ბარმბი, რომელიც "ევერტონიდან" გადმოვიდა 2000 წელს. ის "კანფეტების" ერთ–ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ჩვენთან გადმოსვლა გარისკა. როდესაც "ლივერპული" ინტერესდება "ევერტონის" ფეხბურთელით ეს დიდი ცდუნებაა. რა უნდა თქვა – ბარმბის უნდოდა ტიტულები, ამიტომ "გუდისონიდან" "ენფილდზე" გადმობარგდა.

ჩვენი – ნახევარმცველების დავალება ასევე მდგომარეობდა იმაში, რომ თავდამსხმელებამდე – რობი, მაიკლი, ჰესკიმდე, ბურთი დროულად მიგვეწოდებინა. ოუენი და ფაულერი მომაკვდინებლები იყვნენ შეტევაში. "ლესტერიდან" ახლად გადმობარგებული ჰესკის განსხვავებული სათამაშო სტილი ჰქონდა. მისი ყველაზე დიდი პლიუსი იყო ის, რომ მას თავად შეეძლო ნახევარმცველებისთვის მომენტის შექმნა. მისი სისწრაფე საშუალებას იძლეოდა მოძრაობაში გაგეკეთებინა გადაცემა, მაგრამ ის ასევ ძლიერი იყო ადგილზე თამაშში. შეეძლო ბურთი დაეკავებინა და კარგი გადაცემა გაეკეთებინა. მისი დებიუტი "ლივერპულში" შესანიშნავი იყო – მან 21 ბურთის გატანა მოახერხა. მისდა სამწუხარო მას სწორედ ამ შედეგის შესაბამისად აფასებდნენ და ყოველ სეზონში 20 გოლს ითხოვდნენ. ემილი საკუთარ დამაჯერებლობაზე იყო დამოკიდებული და როდესაც მას ენდობოდნენ ის თითქოს დაფრინავდა, მაგრამ საწუხაროდ წვრილმანი მიზეზები მას თითქოს ფეხებს უბორკავდა. პირველ სეზონში, როდესაც ის მაიკლთან ერთად თამაშობდა, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. შემდეგ ჟერარმა მისი განთავსება ხან მარცხნივ დაიწყო ხან მარჯვნივ და ეს უსამართლობა იყო ემილის მიმართ. პუბლიკა კვლავინდებურად ელოდა მისგან გოლებს, მაგრამ პოზიციის შეცვლამ ამაში ხელი შეუშალა. ძალიან ვწუხვარ.

"ლივერპულის" თავდასხმა 2001 წელს გაძლიერდა როდესაც გუნდში იარი ლიტმანენი მოვიდა. ჭკვიანი ფინელი, რომელიც შეუდარებელი იყო ვარჯიშებზე. მაშინვე თვალშისაცემი იყო მისი გროსმეისტერული ქმედებები, რომელიც 2–3 სვლას წინასწარ ხედავს. მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელს შეუძლია დაცვასა და თავდასხმას შორის ასე ჭკვიანურად ქმედება. როდესაც მას პირველი გადაცემა გაუკეთე მივხვდი, რომ ეს ბიჭი "აიაქსში" და "ბარსელონაში" ტყუილად არ კარგავდა დროს: მან იცოდა მის მისამართით გაკეთებული ცუდი გადაცემისგან როგორ შეექმნა შესაძლებლობა. ეს ქვეცნობიერად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერის პიკი უკვე ჩავლილი იყო ის ძალიან დაგვეხმარა.

ლიტმანენი მაშინ მოვიდა, როდესაც ლიგის თასის მიმდინარეობა გახურებული იყო და ჩვენ საკმაოდ შორს ვიყავით გასული. პირველი ორი რაუნდი მეც გამოვტოვე ტრავმის გამო. ბიჭებმა ჯერ "ჩელსი" დაამარცხეს ოვერტაიმში, ხოლო შემდეგ "სტოკი" გაასწორეს მიწასთან – 8:0. ამ შეხვედრას სახლში უყურებდი და სიმართლე გითხრათ ცრემლებამდე ვიცინე. არა "სტოკზე", რომელიც ბოლომდე ცდილობდა, არამედ ჩვენ სათდარიგო გოლკიპერზე პეგი არფექსადომზე, რომელმაც სანდერი შეცვალა. ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა მოედანზე და ამ ჯერზე გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოეხდინა: კარიდან საკმაოდ წინ გამოვიდა და მოწინააღმდეგის მოტყუება სცადა, მაგრამ ბურთი მოპარეს და პირდაპირ ხარიხას მოარტყეს.


გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

კომენტარები


Скаузер
VIP Member

მრთალია რა კლუბს თუ აქვს ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვეტილი ვსიო ფეხბურთელის სურვილს არავინ უყურებს, სამწუხაროა. ავტორს კიდევ ყოჩაღ.

George
ტოპ კომენტატორი

გაიხარ გიორგი მშვენირი ამბავია ამისი თარგმნა. ერთი სული მაქვს კაპიტნობას როგორ შეაფასებს და სტამბულის ფინალს.

kapuka
VIP Member

ციტატა: George
გაიხარ გიორგი მშვენირი ამბავია ამისი თარგმნა

Fenix
VIP Member

love

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze