ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XV

ავტორი: Mersy, 4-12-2014, 14:56, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 871, 6


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ტრიპლეტი. სვლა ტრიუმფამდე.


მოედანზე მეხუთე რაუნდში გამოვჩნდი "ფულჰემის" წინააღმდეგ. ისინი დამატებით დროში 3:0 დავამარცხეთ. ნახევარფინალში ლონდონის კიდევ ერთი წარმომადგენელი "კრისტალ პალასი" გველოდებოდა – შესანიშნავი გუნდი, რომ არა თავდამსხმელი კლინტონ მორისონი. მან პრესაში საკუთარი თავი ცამდე აიყვანა და ბევრი იტრაბახა იმის შესახებ თუ რას გვიზამდა. "სელჰერსტ პარკზე" მისვლისთანავე მივხვდით რაოდენ "საშიში" იყო ეს მორისონი. მან ჩაისვარა და "პალასი" პირველ შეხვედრაში ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ. ეს, რომ ყოფილიყო კრივის შეხვედრა, მაშინ რეფერი დროზე ადრე შეაჩერებთა, მოწინააღმდეგეს ზედმეტად, რომ არ ეტანჯა. ჩვენ ისინი მიწასთან გავასწორეთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ "პალასმა" გოლის გატანა მაინც მოახერხა, ხოლო მაიკლმა უამრავი ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. მას მინიმუმ სამჯერ უნდა გაეტანა, ხოლო საერთო ჯამში "ლივერპულს" სადღაც შვიდჯერ უნდა აეღო მეტოქის კარი. შეხვედრის ბოლოს ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა ჩვენს სასარგებლოდ. საფინალო სასტვენისთანავე დავიწყეთ მზადება საპასუხო შეხვედრისთვის, რათა უკვე "ენფილდზე" ყველასათვის ნათლად დაგვენახებინა ჩვენი უპირატესობა. ჩვენს ძვირფას მორისონს კი დაავიწყდა, რომ წინ მეორე შეხვედრა გველოდა და გაზეთების საშუალებით ახალი ნაგავი მოგვაფრქვია. ის ზღაპრულ სისულელეს ლაპარაკობდა, მაგალითად: "მე გამოვიყენებდი ყველა შანსს, რომელიც ოუენმა გააცუდა." მაიკლს ჩაეღიმა. მასზე არანაერი გავლენა არ ჰქონია მეორე ლიგის ფორვარდის ამ განცხადებებზე, აი მე კი ნამდვილად გავბრაზდი ! ეს ხომ უპატივცემულობა იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე თუ ოუენის და მორისონის სტატისტიკას შევადარებდით. წლის ფეხბურთელი მისტერ შუალედის წინააღმდეგ. რთულია "ენფილდზე" ყველაფრის საქმით დამტკიცება? აბობოქრებული კოპის წინააღმდეგ, რომელიც შენს სრულ დემორალიზაციას ახდენს? სიმამაცე არ გეყოფა !

როდესაც მატჩის წინ გასახდელში შევედით მთელ კედელზე გაკრული იყო გაზეთის ფურცლები მორისონის ხმაურიანი განცხადებებით – ისევე როგორც რომელიმე ჰოლივუდურ ფილმში აქვს გამომძიებელს. "მე გავიტან ენფილდზე, პირდაპირ კოპის წინაშე". ამაყად აცხადებდა კლინტ მორისონი. მართლა? ფილ ტომსონს უყვარდა მსგავსი საჯარო განცხადებების ან "ლივერპულისადმი" მიმართული კრიტიკის გასახდელში საჯაროდ გამოფენა, რათა თითოეულ ჩვენთაგანს ენახა. მე ეს არ მომწონს, მე არ მიყვარს საჯარო საუბრები და საერთოდაც ვთვლი, რომ ფეხბურთელს არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე მსგავსი დამატებითი მოტივაცია, იმისათვის, რომ მოედანზე გავიდეს და თავისი თამაში აჩვენოს. ყოველ შემთხვევაში მე არ მჭირდება. თუმცა ამ ნაბიჭვარი მორისონის განცხადებებმა იმ დღეს თითოეული ჩვენთაგანი უაღრესად დამუხტა. საცოდავი "პალასი". ჩვენ ისინი +5–ით გავანადგურეთ. საწყის 20 წუთში ჩვენ 3 ბურთი გავიტანეთ, ხოლო შეხვედრა 5:0 დასრულდა. მიირთვი კლინტონ. ამის შემდეგ მას გარანტირებული ჰქონდა სტვენა "ენფილდზე" და აქამდე საქმე თავად მიიყვანა. ერთ–ერთ ეპიზოდში მას "მაკრატელათი" უნდოდა დარტყმა, მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა და ზურგით "დაებერტყა" ძირს – ათასობით ჩვენი გულშემატკივარის სიცილმა იქაურობა გააყრუა. მთელი მატჩის განმავლობაში საცოდავი კუდ ამოძუებული დადიოდა მოედანზე. ეს გაკვეთილია: სჯობს გაჩუმდე და არ ილაპარაკო ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.

გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ ფინალში გავედით "მილენიუმე", სადაც "ბირმინგემი" გველოდებოდა – შრომისმოყვარე გუნდი, რომელიც პატივისცემას იმსახურებდა. ჩვენს გულშემატკივარს ტიტული მოენატრა, ამიტომ ყველას უნდოდა 25 თებერვალს "მილენიუმზე" ყოფილიყო. მეც მომენატრა, მაგრამ ერთი პრობლემა მქონდა: ტრავმა. ჟერარმა თითქოს ყველაფერი იგრძნოდა მატჩის წინ დამიძახა:"კარგად ხარ?" "დიახ" უთხარი მე, რადგან არ შემეძლო სხვა პასუხი გამეცა. ეს ხომ ფინალია – შანსი სახელისათვის და დიდებისთვის ! სწორედ ასეთ რამეზე ვოცნებობდი: გავსულიყავი შესანიშნავ მოედანზე ათასობით გულშემატკივრის წინააღმდეგ და მეტოქეები ხისტი ვარდებით გამომეცადა. დიდი ბიჭები, დიდი ავანსები. მე არ შემეძლო ეს შეხვედრა გამომეტოვებინა, ამიტომ მოვიტყუე. საერთოდაც, ჩემი ტრავმა მოშუშებუილ იყო უბრალოდ ფორმის აღდგენას ვერ ვასწრებდი. "იქნები მზად – ითამაშებ" მითხრა ჟერარმა. მე არ ვიყავი, მაგრამ დავარწმუნე, რომ ვიყავი. მოედანზე გავედი, მაგრამ კარგი შეხვედრა არ ჩამიტარებია, პლიუს ამას მაიკლ ჯონსონისგან საკმაოდ უსიამოვნო დარტყმა მივიღე ტერფში. 78–ე წუთზე ჟერარმა გარი მაკალისტერით ჩამანაცვლა.

რობი ფაულერის ბრწყინვალე გოლმა გაამართლა ულიეს გადაწყვეტილება, რომელმაც რობი ჰესკისთან ერთად გამოუშვა, ხოლო მაიკლი სათადარიგოზე დატოვა. თუმცა თავდაპირველად ყველანი გაოგნებული ვიყავით. "მოედანზე მხოლოდ ორის გაშვება შემიძლია" განაცხადა ჟერარმა და მაიკლი ალბათ გულის სიღრმეში ადუღდა ვინაიდან მიხვდა მის გადაწყვეტილებას. ვერასდროს ვხვდებოდი რატომ არ უშვებდა ჟერარი ფაულერს და ოუენს მოედანზე ერთად. ექსპერტებში მიღებული იყო, რომ ისინი ერთმანეთის შემცვლელები იყვენენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთი მემარცხენე იყო, მეორე მემარჯვენე, მათ ჩინებულად შეეძლოთ დუეტში ემოქმედათ, მაგრამ სამწუხაროდ ჟერარი ასე არ თვლიდა. უცნაურია.

კარდიფში მისმა გეგმამ 90–ე წუთამდე იმუშავა, მანამ "ბირმინგემელმა" დარენ პიუსმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში არ გაათანაბრა. ერთი პენალტი – ბევრი პენალტი. დაიწყო ჯოჯოხეთური კარუსელი. ჟერარს გავხედე, რომელიც ფურცელზე შემსრულებელთა სიას წერდა და ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მეხუთე სტრიქონზე კარას სახელი შევნიშნე. მცველი, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი დარტყმის შესრულება მოუწიოს? იმ დროისთვის კარას ანგარიშზე მეტოქის კარში გატანილი ორი გოლი და სამი ავტოგოლი იყო. სტატისტიკაში მას –1 ჰქონდა. ჯანდაბა, კარგი იქნება თუ პირველი ოთხეული არ გააცუდებს...

პენალტები იმ კარებში ირტყმებოდა, რომლის უკანაც "ლივერპულის" გულშემატკივრები ისხდნენ – ეს დიდი პლიუსი იყო ჩვენთვის. მარტინ გრეინჯერმა ვერ გაიტანა მათგან, დიდი ჰამანმა ჩვენგან და აი ასპარეზზე კარა გამოდის. მან ბურთი ნიშნულზე დადო, შემოტრიალდა და იმხელა მანძილი აიღო გამორბენისთვის თითქოს მსუბუქი ათლეტიკის ტურნირზე ყოფილიყო. თვალი ავარიდე, რადგან არ მინდოდა მეყურებინა როგორ გაგზავნიდა ჩემი მეგობარი ბურთს ღრუბლებში. "რა ჯანბადაა" ჩავილაპარაკე ჩემთვის. კარამ გეტრები ჩაიწია, როგორც იოჰან კრუიფმა, ჟირაფის ნაბიჯებით დაიძრა და ბურთი მაღალ კუთხეში გადაგზავნა! ოჰო ! ფეხბურთელები და გულშემატკივრები ექსტაზში შევიდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ენდი ჯონსონმა პენალტი გააცუდა და თასი გვაჩუქა. კარა – თერთმეტმეტრიანების ღმერთი ! მას არ შეუძლია იმ დარტყმის დავიწყება და არც ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას. ყოველთვის ვარჯიშზე, როდესაც საქმე პენალტებამდე მიდიოდა კარა ყველას გვერძე წევდა: "მომეცით დავარტყამ. მე 100%–იანი მაჩვენებელი მაქვს "ლივერპულის" შემადგენლობაში. მე კლუბის საუკეთესო პენალტისტი ვარ"

იმ დღეს ის მართლაც საუკეთესო იყო. საღამოს როდესაც გამარჯვებას რესტორანში ავღნიშნავდით, ის ვერაფრით მოვაცილეთ კარაოკეს. კარა ყოველგვარი კომპლექსის გარეშე მღეროდა და ცეკვავდა, თანაც ამ ყველაფერს გაცილებით დამაჯერებლად აკეთებდა, ვიდრე მოედანზე თავის საქმეს. კარაოკეს არასდროს უახლოვდები, რადგან სიმღერა არ გამომდის, თუმცა იმის ცქერა თუ როგორ ერთობოდნენ ჩემი მეგობრები და მათი ოჯახის წევრები სიამვნებას მგვრიდა. ჩვენ ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით ერთად – ერთად ავღნიშნავთ, ერთად ვწუხვართ. ეს არის Liverpool Way. არც ერთი ინგლისური გუნდი ისეთი ერთიანი არ არის როგორც ჩვენ.

ლიგის თასის შემდეგ გზა ინგლისის თასამდე ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ მესამე რაუნდიდან დავიწყეთ, სადაც "როტერჰემი" დავამარცხეთ: ემილმა ორი გაიტანა და ერთიც დიდიმ დაამატა. შემდეგ წილისყრამ მეტოქეთ, იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი "ლიდსი" გვარგუნა. მათ რიგებში თამაშობდნენ: ვუდგეიტი, ფერდინანდი, ბოიერი, ბატი, ვიდუკა, კინი – აი ეს მესმის ! არ დაგავიწყდეთ ალან სმიტი. თავიანთი მაყურებლის წინაშე მათ პრაქტიკულად გადაგვირბინეს, მაგრამ სამი წუთით ადრე ბარმბიმ და ჰესკიმ გოლი გამოაცხვეს და "ლიდსი" თასს გამოემშვიდობა. შემდეგი შეხვედრა "სიტისთან" ტრავმის გამო გამოვტოვე და მხოლოდ 11 მარტს მეოთხედფინალისთვის დავბრუნდი. "ტრანმერ როვერსი" – თითქმის დერბი. ისინი გველოდებოდნენ, ვინაიდან უკვე კარგა ხანი იყო დიდი ფეხბურთის შემოგარენში იმყოფებოდა. მათთან "დიდი ძმა" მიდიოდა და ძალიან სურდათ ჩვენი რეპუტაციის დამსხვრევა. ჩვენ მივდიოდით ორი კილომეტრის მოშორებით მათ მოედანზე და ვიცოდით, რომ სერიოზული ბრძოლა მოგვიწევდა, ვინაიდან მათმა მწვრთნელმა ჯონ ოლდრიჯმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ოლდოსა და მისი ბიჭებისგან სხვას არც მოველოდით. ჯონი – "ლივერპულის" ლეგენდა და სამართლიანი ადამიანი. ჩვენთან შეხვედრა მისთვის დიდი გამოწვევა იყო, მიუხადავად კლასში სხვაობისა. "ტრანმერს" ჩვენი დამარცხება მხოლოდ ერთი გზით შეეძლო – ვეიძულებინეთ გვეთამაშა პრიმიტიული ფეხბურთი პლიუს დავეტანჯეთ მრავლობით ჯარიმებით. "ეს მათთვის ფინალია ,ამიტომ ისინი ნებისმიერი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, ამიტომ ფრთხილად იყავით. ძირითადში ადგილობრივ ბიჭებს ვაყენებ, ვინაიდან მათ უკეთე იციან როგორ ითამაშონ. არ მოდუნთეთ, გაიარეთ ქარიშხალი და მოიგეთ ეს ბრძოლა."

ეს მართლაც, რომ "შინაური ბიჭების" დაპირისპირება იყო, ამიტომ მოედანზე აკადემიის პრაქტიკულად ყველა აღზრდილი გავედით: მე, მაიკლი, კარა, რობი, დენი, რაიტი. ინგლისის თასის მატჩზე "პრენტონ პარკზე", სადაც მზად არიან კბილებით დაგგლიჯონ არ იყო ადგილი ლეგიონერებისთვის, მაგალითად პატრიკ ბერგერისთვის. ჩვენ – ადგილობრივები ვხვდებოდით, რომ ეს ღირსების საკითხი იყო და ამასთანავე საგზური ნახევარფინალში. მე, კარა და მაიკლი დედის რძესთან ერთად ვიწოვდით ინგლისის თასის ისტორიას და ტრადიციას. ჩვენ ვიცოდით როგორ არ უნდა დავჩაგრულიყავით. მთელი ქვეყანა თავზე ხელს მოიკიდებდა თუ წავაგებდით. "არანაერი დათმობა. არ მივცეთ მათ შანსი" გადავწყვიტეთ ჩვენ.

მოწინააღმდეგის თვალებში ცეცხლი ენთო. ეს ჩემი თამაშია, ინგლისური ბრძოლა გადარჩენისთვის. ჟერარის გაცემულმა ავანსებმა გაამართლა: მე, დენიმ, მაიკლმა და რობიმ თითო–თითო გავიტანეთ და მეტოქე 4–2 დავამარცხეთ. მათზე ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, ეს თავიდანვე ცხადი იყო. ჩემს წინააღმდეგ ჯეისონ კუმასი თამშობდა, ძველი მეგობარი "ლივერპულიდან". მან გუნდი უცნაურ სიტუაციაში დატოვა და უკმაყოფილო იყო ჰაიუეითი და მაკოულით. მისი ნახვა გამიხარდა, მაგრამ მოედანზე შეუბრალებელი ვიყავი. მომწონდა მის წინააღნდეგ თამაში რადგან ფიზიკურად ადვილად ვჩაგრავდი.

ნახევარფინალის წილისყრისას ბედმა ფართოთ გაგვიღიმა. ჩვენ შესაძლოა "ტოტენჰემი" ან "არსენალი" შეგვხვედროდა, მაგრამ "უიკომბ უანდერერსი" შეგვხვდა. გუნდი რომელიც ორი დივიზიონით დაბლა ასპარეზობდა. ჩვენ მათთვის სიარულით უნდა მოგვეგო, მაგრამ უეცრად მათ გადაწყვიტეს, რომ სენსაციის მოხდენა შეეძლოთ. მათ მწვრთნელს ლორი სანჩესს ერთხეულ უკვე გამწარებული ჰყავდა "ლივერპული" ინგლისის თასზე 1988 წელს, როდესაც ჩვენი დამარცხება "უიმბლდონის" თავკაცის რანგში შეძლო. მათ თითქმის 78 წუთი გაგვიძლეს, ხოლო შემდეგ ემილმა გაიტანა. 5 წუთის შემდეგ მეტოქის საჯარიმოს ზედ ხაზთან სახიფათო ჯარიმა გამოვიმუშავეთ. ხუთი ფეხბურთელი მოიკრიბა ბურთთან. მაკალისტერმა თავის თავზე აიღო: "მე დავარტყამ". მე დავეთანხმე და ბურთს გავშორდი, ხოლო ცოტა ხანში რობი მომყვა. ჩვენ ყველანი ვაფასებდით მაკის მახვილგონივრულ დარტყმებს.... ფაულერი ვიღაცის უკან დაიმალა, შემდეგ კი მოულოდნელად გამოექანა და ბურთი პირდაპირ "ცხრიანში" შეაგდო. "რობი, ნაბიჭვარო!" ყვიროდა მაკი. " აი ასე" იცინოდა ფაულერი. ყველა ფიქრობდა, რომ მაკი რობისთან მისალოცად გარბოდა, მაგრამ სინამდვილეში მისი მოგუდვა უნდოდა ! დარჩენილ დროში "უიკომბმა" ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და ჩვენ ფინალში გავედით!

ზეიმის საოცარი სურვილი დამეუფლა. სახლში მისულმა დავინახე, რომ გულშემატკივრები "მილენიუმზე" მოპოვებულ კიდევ ერთ თასს ელოდნენ. რა უნდა ითქვას, მთელი მსოფლიო ელოდა "ლივერპული"–"არსენალის" დაპირისპირებას. ბავშვობიდან დამონებული ვყავდი ინგლისის თასს და მშურდა ყველასი ვინც ფინალში თამაშობდა. ახლა მეც ერთ–ერთი მათგანი ვარ.

დრომ 12 მაისამდე ძალიან სწრაფად გაირბინა და მიჭირდა იმის დაჯერება მართლა ხდებოდა ეს ჩემს თავს თუ არა. განწყობა ყველას ამაღლებული გვქონდა, ჩვენ ხომ წინ ამდენი სასიამოვნო რამ გველოდა: სპეციალური ფორმები ფინალისთვის, მატჩის წინა ინტერვიუები, ჭორები შემადგენლობის შესახებ, რეპორტიორები სასტუმროში. ჩვენთან, ფინალისტებთან დაკავშირებული შეუჩერებელი ინფორმაციის ნაკადი. ბევრი ცინიკოსი თვლის, რომ ინგლისის თასი არ არის "ტორტი" და ძველი მაგიურობა დაკარგული აქვს... აუხსენით ეს "ლივერპულის" ათასობით ქომაგს, რომელიც "მილენიუმისკენ" დროშებით და შეძახილებით მოემართებოდნენ. წითელი არმია მანევრირებს ! აუხსენით ეს ფეხბურთელებს, რომლებიც ბავშვობიდან უყურებდნენ ინგლისის თასს ისე, როგორც წმინდა გრაალს. ჩვენი მამები გვიყვებოდნენ მის შესახებ და ვიცოდით, რომ მხოლოდ ღირსეულს შეეძლო მაისის შაბათ დღეს თავს ზემოთ ეს თასი აღემართა. ლეგიონერებმა იციან ამ ტიტულის მნიშვნელობის შესახებ ! ტომის და დიდის არაფრის ახსნა არ ესაჭიროებათ. მათი პირველი სიტყვა ინგლისურად ალბათ "თასი" იყო.

მაისის ერთ პარასკევ დღეს დაძინება შეუძლებელია. როდესაც გულშემატკივართა შეძახილების ფონზე "მილენიუმის" ტუნელიდან გამოვდიოდი, თვალწინ ყველა იმ ფეხბურთელმა გამიელვა ვისაც ოდესმე აქ უთამაშია. მე დიდი ფეხბურთელების ნაკვალევზე მიდიოდი, რომლებიც ისტორიას ქმნიდნენ. მე მახსოვდა ეს ისტორია და ვიცოდი, რომ ფინალში გამარჯვება მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ ფორტუნა შენს მხარესაა. ამ ფინალმა ეს დაადასტურა. "არსენალი" მთელი 83 წუთის მანძილზე დომინირებდა და ისინი უსიტყვოდ იმსახურებდნენ გამარჯვებას. ისინი ბურთს ფლობდნენ, ხოლო ჩვენ სკოლის მოსწავლეებივით დავდევდით. მაშინ მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდათ: ტონი ადამსი, ეშლი კოური, ანრი, პირესი, მოედნის ცენტრში კი პატრიკ ვიეირა იდგა. მას ადრეც შევხვედრივარ, მაგრამ ფინალში ის უბრალოდ ტერმინატორი იყო. ის ყველგან ასწრებდა, ართმევდა ბურთს, იწყებდა შეტევებს და შეხვედრას მეტ სისწრაფეს მატებდა. ის დომინირებდა და მე ვოცნებობდი მისთვის მაისური გამეცვალა.

როდესაც ლიუნბერგმა გაგვიტანა ვიფიქრე, რომ ეს დასასრული იყო. თამაში დასრულდა, დროა ოცნებას ხაზი გადაუსვა, ხელი ჩამოვართვა ვიეირას და სახლში წავიდე. ნახვამდის შემდეგ წლამდე. მოწინააღმდეგე ჩვენთვის ზედმეტად ძლიერი იყო და ვერ გამიგია რატომ ვერ მოახერხეს ერთზე მეტის გატანა. თუმცა არა, ვიცი: სტეფნ ანშომ ვესტერფელდის ფუნქციები შეითავსა და კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა, თუმცა საბედნიეროდ მატჩის არბიტრმა სტივ დანმა ეს ვერ შენიშნა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესვენებამდე 0–2 მივიღებდით. ყველა ელოდა მოვლენების სწორედ ასეთ განვითარებას. "კანონირებმა" თამაშით გვაჯობეს, მაგრამ ვერ გაგვტეხეს. არსებობს ლივერპულული სული, რომლის დაძლევაც შეუძლებელია. ფრედის გოლის შემდეგ მეტოქემ თამაში ზედმეტად დამაჯერებლად დაიწყო. რაღაც მომენტში ისინი 100%–ით დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოიგებდნენ, მაგრამ ჩვენ "ლივერპული" ვართ, არ ვნებდებით და ჩვენი ქომაგიც არ გვაძლევს ამის საშუალებას. მოულოდნელად, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ბურთი "არსენალის" საჯარიმოში აღმოჩნდა და მე შესანიშნავი შანსი შემექმნა, მაგრამ მაიკლმა დამასწრო და ბურთი სიმენს მიღმა გაგზავნა – 1:1. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მაიკლმა დამასწრო, რადგან სავარაუდოდ მე ავაშორებდი. წარმოუდგენელია ჩვენ გავათანაბრეთ! ახლა კი მშვიდად. ბურთი დავიჭიროთ, თორემ "არსენალი" დაგვსჯის. როგორმე დამატებით დრომდე უნდა მივაღწიოთ. 88–ე წუთზე მაიკლმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა: მან ბეტმენივით გაიელვა ადამსის და დიქსონის შორის და თავის ცხოვრებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მარჯვენა ფეხით ათიდან ცხრა დარტყმულს ის გოლად აქცევს, მაგრამ აქ მარცხენა ფეხით დაარტყა, თანაც როგორ. უღრუბლო ცაზე ელვა ორჯერ გამოჩნდა და მის შემდეგ დარჩა მხოლოდ განაწყენებული სიმენი და დამარცხებული "არსენალი". მას შემდეგ ბევრი ხუმრობს, რომ ეს იყო შეხვედრა "არსენალსა" და ოუენს შორის. არ უარვყოფ – იმ დღეს მაიკლს და თითუეულ ჩვენთაგანს თავად იღბალი მიგვიძღვებოდა წინ.

როგორი სასიამოვნო მეჩვენა მაშინ საფინალო სასტვენი. "არსენალის" ფეხბურთელები მიწაზე ეცემოდნენ, თითქოს სნაიპერის მსხვერპლნი და მე მათ შორის ვიეირას ვეძებდი. ის ჩემს პირდაპირ აღმოჩნდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ – ძალაგამოცლილები და ურთიერთ პატივისცემის გრძნობით აღსავსენი. სხვათაშორის პატიცისცემასთან დაკავშირებით: ყველა არ მოქცეულა ღირსეულად. ყურებს არ დაუჯერე, როდესაც მატჩის შემდგომ ინტერვიუში ვენგერის და ლიუნბერგის წუწუნს მოუსმინე, რომელთა განცხადებითაც "ლივერპული" არ იმსახურებდა გამარჯვებას. არავის უყვარს წაგება, მაგრამ არავინ წუწუნებს მარცხის შემდეგ ისე, როგორც "არსენალი". ვენგერმა და ლიუნბერგმა ხელით თამაშიც გაიხსენეს.... ალიო ეს ფეხბურთია, დროა რეალისტები იყოთ. რამდენჯერ მინახავს შეხვედრები, როდესაც "ლივერპული" მოედანზე დომინირებდა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ მხოლოდ იმედგაცრუება შერჩენია. "კანონირებს" ეს იმედგაცრუება თასის ფინალში წამოეწიათ, მაგრამ მერე რა? ვიმედოვნებდი, რომ ისინი ამას ღირსეულად მიიღებდნენ. თუმცა რაც მჭირდებოდა იყო – ვიეირას მაისური, ოქროს მედალი და ლუდი გამარჯვებულისთვის!

ყველას აღნიშვნის სურვილი გვქონდა, მაგრამ ჟერარმა შეგვახსენა, რომ სულ რაღაც 4 დღეში უეფას თასის ფინალი გველოდა. "მხოლოდ ორი კათხა" გვითხრა მან. ჩვენ ძალიან ვეცადეთ დაგვეცვა ეს ლიმიტი.... ორი კათხა ლუდი რბილად, რომ ვთქვათ არ არის ის რაოდენობა, რომელიც ინგლისის თასის დასველებას ყოფნის. ნორმას საკმაოდ გადავაჭარბე ისე, როგორც სხვებმა – ჩვენ ხომ ბედნიერები ვიყავით. უეფას თასზე არავინ ფიქრობდა, თავში მხოლოდ ამჟამინდელი ტიტული ტრიალებდა. უყურებდი თანაგუნდელებს და ვხედავდი, როგორი კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ ისინი. ბევრი ჩვენთაგანი ამ მომენტზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდით, ამიტომ ვსვამდით და ულოცავდით მაიკლს. ჩემთვის ეს იყო ტრიპლეტის მწვერვალი, ვინაიდან არაფერი შეედრება ინგლისის თასს.

ჟერარი ასე არ თვლიდა. ის ხომ ფრანგია. მისთვის ევროპული თასი უფრო პრესტიჟული იყო ვიდრე შიდა, ისევე როგორც ლეგიონერთა უმეტესობისთვის. კარდიფის ფინალის შემდეგ ჟერარი გვეუბნებოდა: " ჯერ ერთი ტიტული მოიგეთ და ბავშვებივით გიხარიათ. დროა ემოციებში შემოიფარგლოთ ვინაიდან წინ უეფას თასი გველის. მან ყველაფერი იცოდა ამ თასის შესახებ – მისი ისტორია, წონა... მაგრამ მაინც ვერ დამარწმუნა, რომ ის ინგლისის თასზე მნიშვნელოვანი იყო.

საერთო ჯამში ევროპა კარგი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა ჩვენთვის. ადრეულ ეტაპზე დავამაცხეთ ბუქარესტის "რაპიდი და სლოვანის "ლიბერეცი". ეს მატჩები ყველას ახსოვს, როგორც კოშმარი კარასთვის, რომელიც მის შემდეგ არ განმეორებულა. სასაცილოც კი იყო როგორ აბურთავებდნენ საბრალო კარას მოედანზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ბარიერი დავძლიეთ და მესამე ეტაპზე "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდით. საბერძნეთში თამაშმა გამაოცა: 50 ათასი გულშემატკივარი, რომლებმაც მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. ტრიბუნებთან დაშორება იქ გაცილებით დიდი იყო ვიდრე ინგლისში, მაგრამ ეს ნამდვილად არ იგრძნობოდა. ასეთმა ატმოსფერომ აღმაგზნო და მაკის კუთხურიდან გაკეთებულ საგოლე გადაცემას გამოვეხმაურე.

ტრავმის გამო გამოვტოვე მეოთხე რაუნდის შევედრა "რომასთან" რის გამოც ძალიან განაწყენებული ვიყავი, ვინაიდან მინდოდა ფრანჩეკო ტოტის, ნამდვილი გლადიატორის წინააღმდეგ მეთამაშა. თუმცა ტოტიც ასევე ტრავმირებული იყო და მის წინააღმდეგ თამაში გამორიცხული იყო. "რომაელებმა" ბევრი იტრაბახეს თამაშის წინ, მაგრამ ამან მხოლოდ დამატებითი მოტივიაცია შეგვმატა. რომის ოლიმპიურ სატადიონზე, ბატისტუტას და კაფუს გუნდი 2–0 დავამარცხეთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტი გახდა. იქ "პორტუ" გველოდებოდა უძლიერესი დაცვით და ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც დეკუ და კაპუშუ არიან. პორტუგალიაში მოვახერხეთ და კარი მშრალად შევინახეთ, რაც დიდი პლიუსი იყო, ვინაიდან პორტუგალიელებს გასვლაზე თამაში ძალიან უჭირდათ. "ენფილდზე" უპრობლემოდ გაუმკლავდით მათ – 2:0.

ყველაზე გულდამწვარი "ევერტონელიც" კი ვერ იტყვის, რომ ფინალში დაუმსახურებლად გავედით. 1/2 ფინალში თავად "ბარსელონა" გველოდა თავისი სტადიონით, რომელსაც ბევრი უდიდესად თვლის საფეხბურთო სამყაროში. მე ვოცნებობდი იქ თამაშზე და როდესაც პირველად ვივარჯიშე "კამპ ნოუზე" აზრებს ვერანაერად მოუყარე თავი. კარას შევხედე და მივხვდი ისიც მსგავს რამეს განიცდიდა. მივხვდი თუ რამხელა გზა გამოვიარე აირონსაიდიდან "კამპ ნოუმდე". რაღაც მომენტში შედეგზე ფიქრიც ამომივარდა თავიდან და უბრალოდ მინდოდა ამ მოედანზე გავსულიყავი 90 ათასი გულშემატკივრის წინაშე. მინდოდა ამით მეცხოვრა, ხოლო გამარჯვება–დამარცხების საკითხმა მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.

"ბარსელონა" შესანიშნავი იყო. პეპე რეინა დამაჯერებლად იდგა კარში, ხოლო რივალდო და კლუივერტი შეტევაში ჯადოქრობდნენ. ცენტრ ფორვარდი მათ პრაქტიკულად არ ჰყავდათ, ამიტომ ისინი გამუდმებით მოძრაობდნენ და ნახევარმცველებს – ოვერმარსს და ლუის ენრიკეს გარღვევების საშუალებას აძლევდნენ. მე მოედნის ცენტრში ვთამაშობდი და მინდა ვაღიარო, რომ იმ დღეს ერთ–ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მენტალურად და ფიზიკურად გამანადგურეს. გვარდიოლა და ფილიპ კოკუ მოედნის ცენტრში მეფობდნენ. მე უბრალოდ დავდევდი მათ. "ბარსელონამ" ჩაგვიტარა გაკვეთილი სათაურით – "მიეცი პასი და გაიქეცი." თამაშის სტილი, რომელიც "ლივერპულის" სავიზიტო ბარათი იყო. ბურთის ფლობა 70–30 იყო. როდესაც მეორე ტაიმში ფაულერი შემოვიდა მოედანზე მან მაშინვე თხოვა ფრენკ დებურს ბურთის მცირე ხნიანი არენდა. მიუხედავად ამისა მოვახერხეთ თამაში ჩვენი კარის ზემოთ ამოგვეწია და 0–0 შესანიშნავი მიღწევა აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. მაშინვე კლუივერტისაკენ გავიქეცი, რათა მაისური გამეცვალა. მას ხშირად ხშირად უყურებ ამ მაისურს და კატალონიური გაკვეთილი მახსენდება.

ჩვენს მისამართით კრიტიკა გაისმა. "ფრთხილი ლივერპული" – წერდნენ გაზეთები. რა ჯანდაბას ელოდით? "ბარსასთან" თავზე ჩაფხუტ დახურულები შეტევაში გავვარდებოდით უბურთოთ? ესპანური პრესა მოსაწყენ ფეხბურთში გვადანაშაულებდა, მაგრამ ეს არ მანაღვლებდა. მე მინდოდა მედლების კოლექცია კიდევ ერთით შემევსო და ჟერარს, რომ გახსნილი ფეხბურთი ეთამაშა მას ნამდვილად ვერ მივიღებდი. ჩვენ თავს ვიცავდით, შემდეგ კი სახიფათო კონტრ შეტევებს ვაკეთებდით – ერთი ორი, ბურთი კარებშია. ეს სათამაშო სტილი ჩვენს ფეხბურთელებს ერგებოდა. "ენფილდზე" 16 წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასის ფინალში გავედით სტივ მაკალისტერის რეალიზებული პენალტის და მეორე ტაიმში დაცვაში ჩინებული ასპარეზობის ხარჯზე. საქმე გაკეთებულია.

16 მაისს დორტმუნდში გამართულ ფინალს ნამდვილად ვერ უწოდებთ მოსაწყენს. შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ჩვენ ინგლისის თასის მფლობელების სტატუსით ვიყავით. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვითამაშებთ "ალავესთან" – სეზონი უკვე წარმატებულია. იმდენად მოდუნებული ვიყავი, რომ დორტმუნდის ფინალამდე ბავშვივით მეძინა. ფინალის დღეს ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, რომ ჩვენი გულშემატკივრების წყალობით ქუჩები უკვე მორთული იყო წითელ ფერებში. სასტუმროდან მოედნამდე გზა არ იყო მარტივი. ქუჩები სავსე იყო ჩვენი გულშემატკივრებით, რომლებიც გულიანად მღეროდნენ სხვადასხვა სიმღერებს. მარტო ავტობუსის პარკირებამ წაიღო მთელი ერთი საათი ! ავტობუსის ფანჯრიდან ვხედავდი ბანერებს – "ინგლისის თასის მფლობელები", "ტრიპლეტი 2001". ყველა დარწმუნებული იყო, რომ გავიმარჯვებდით. არ ვდავობ, რომ არავინ ელოდა ასეთ შეხვედრას – იშვიათია ასეთი ბრწყინვალე და დრამატული ფინალები.

ჩვენ უკვე მოპოვებული გვქონდა ორი თასი, ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვთამაშობდით. შეხვედრის მეოთხე წუთზე გარი მაკას ჩაწოდებულს მარკუს ბაბელი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. მაკის ჩაწოდებები ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი თამაშის. ის შესანიშნავ ფორმაში იყო, აი რატომ ვთამაშობდი მარჯვნივ. მადლობა ჟერარს, რომელმაც კვლავ ამ კონკურირებად პოზიციაზე გამიშვა. თუმცა არ მიწუწუნია და არც ვიყავი ამას დაჩვეული. უბრალოდ ავდექი და გავიტანე გოლი ! ყოველთვის ვიქნები მაიკლის მადლობელი იმ გადაცემისთვის, რომელიც მაშინ გამიკეთა. "ალავესი" დანებებას არ აპირებდა და ივან ალონსოს დარტყმით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს მაკალისტერმა თერთმეტმეტრიანსი რეალიზება მოახდიანა – 3:1.

სიმართლე გითხრათ გასახდელში ყველას გვეგონა, რომ უკვე გავიმარჯვეთ. ყველას ეგონა, რომ თასი ჩვენია და "ალავესი" სრულიად აღარ გვადარდებდა. ხავი მორენომ მეორე ტაიმში ორჯერ გაგვიტანა და გაათანაბრა. წარმოუდგენელია ! ჟერარდმა მოედანზე რობი შემოუშვა და მან შვიდი წუთის შემდეგ კვლავ დაგვაწინაურა. თითქოს ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ სანდერი საკმაოდ ხშირად ცდებოდა გამოსვლებზე. იმ მომენტშიც მას "ჩამოეძინა" და ჰორდი კრუიფმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ვინ თუ არა ჰორდი...ყოფილი მანკი. ჟერარმა ოვერტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადამიყვანა და მე დავიწყე პენალტების სერიაზე ნერვიულობა. "თუ ჟერარი მეტყვის დავარტყამ"– გავიფიქრე. არ შემიძლია "ლივერპულს" იმედები გაუცრუო. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მაკამ საჯარიმოში ჩაჰკიდა, ხოლო დელფი ჰელიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ვერც კი მივხვდი, რომ ეს ოქროს გოლი იყო და არ წარმომედგინა თუ ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ თამაშიდან, მაგრამ ავტოგოლი ფინალში ცოტა არ იყოს ბედის ირონიაა. მიუხედავად ამისა ტრიპლეტი ჩვენი იყო. გულშემატკივრები სკანდირებდნენ : "ულიე, ულიე!" ისინი ყოველთვის აფასებდნენ მას. ერთ სეზონში სამი თასი ეს შესანიშნავი შედეგი იყო.

ჟერარმა არც ამჯერად მოგვცა გამარჯვების გულიანად აღნიშვნის საშუალება. სამი დღის შემდეგ "ჩარლტონს" ვხვდებოდით და ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის კუთხით. იმ სეზონში გულიანად გავისარჯეთ და 10 წლიანი პაუზის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებაც კი მოვახერხეთ. ის შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება: 2000 წლის 17 დეკემბერს ყველა ელოდა ჩემი და როი კინის შეტაკებას. შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. კინი იმ დროს პრაქტიკულად საუკეთესო ნახევარმცველი იყო. მე ვერ ვიტანდი "მანჩესტერს", მაგრამ როის თამაშს თვალს ვადევნებდი. მატჩის წინ დიდხანს ვდიქრობიდი კინზე და ბოლოს გადავწყვიტე: უნდა ბრძოლა–ამას მიიღებს.

სადილისას აღმოვაჩინე, რომ ყველა გაზეთი ჩვენზე წერდა. თავის ინტერვიუში ფერგიუსონმაც მახსენა: " რთულია იმასთან შეგუება, როდესაც "ლივერპულს" ჰყავს როი კინის დონის ფეხბურთელი." ვიცოდი რამდენს ნიშნავდა კინი ფერგიუსონისთვის და გუნდისთვის, ამიტომ მასთან შედარება დიდი კომპილმენტი იყო. ამის შემდეგ მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მოედანზე დამემტკიცებინა ყველაფერი.


კომენტარები


Mersy
რედაქტორი

"ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობა არასოდეს ყოფილა იოლი გასეირნება, მაგრამ იმ დღეს მოსისხლე მტრებთან მატჩის მთელი სიტკბოება განვიცადეთ. ავტობუსიდან უყურებდით მათი ფანების არასტუმართმოყვარე სახეებს და ჩვენს მიმართ შუანა თითით გაკეთებულ უხამს ჟესტებს. მათ ნადვილად ვძულდით და ყოველი ჟესტიდან ზიზღს აფრქვევდნენ. ბახ, ფანჯარას აგური მოხვდა, შემდეგ მეორე. ჩვენ სწარფად ვსტაცედ ხელი ჩანთებს და გასახდელისკენ მოუსვით.

ასეთია ეს მატჩები – სამკვდრო სასიცოცხლო. მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდოდა "იუნაიტედის" განადგურება. არავინ არასდროს ასე არ შემძულებია. "ევერტონის" ფანებს არ უყვარვარ იმის გამო, რომ დერბიში ძალიან ხშირად გამაქვს გოლები, მაგრამ ისინი პატივს მცემენ. "მანჩესტერში" ასე არ არის. იქ ზიზღის ობიექტი მხოლოდ იმიტომ ხდები, რომ "ლივერპული" ხარ. სასტარტო სასტვენიც კი არ გაგვიგონია ტრიბუნების გუგუნის გამო. "აი ეს მესმის. ახლა ნამდვილი ომი წავა. ან ჩვენ ან ისინი."

საწყისი 10 წუთის განმავლობაში ბურთი მანკებს ეკავათ. მე ვერ აუბი ფეხი მათ სისწრაფეს და ყვითელი ბარათი დავიმსახურე. შესვენებაზე ჟერარი გვეუბნებოდა: " პრესინგი ეთამაშეთ, გამოიჭირეთ შეცდომებზე, ითამაშეთ კომპაქტურად ! და გააკეთეთ რაც გინდათ ოღონდ ბურთი არ დაკარგოთ ! " რატომ? მანკებზე ბურთის მიცემა სუიციდის ტოლფასია. რამოდენიმეჯერ კინმა მომატყუა და 60 ათასი მანკი დამცინოდა. იქ არავინ არ უყვართ, განსაკუთრებით მეზობლები ჩრდილოეთ ინგლისიდან.

მატჩის ყველაზე შესანიშავი მომენტი ჩვენთვის დენი მერფის გოლი აღმოჩნდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმის შედეგად გაიტანა. საათნახევარი კინის წინააღმდეგ კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის, რომელიც წინსვლაში დამეხმარა. მან ხელი ჩამომართვა და ჩაიბურტყუნა: "ცუდი არ არის". მე მისი მაისური მინდოდა, მაგრამ ეს ირლანდიის ნაკრების უნდა ყოფილიყო. "მანჩესტერის" ფორმა ჩემს სახლში აკრძალული იყო.

ეს გამარჯვება დიდად დაგვეხმარა, მაგრამ გადამწყვეტი როლი "გუდისონზე" მოპივებულმა გამარჯვებამ ითამაშა – 3:2. მაკამ ფანტასტიური გოლი გაიტანა 40 იარდიდან. ბოლო ტურში დამაჯერებლად დავამარხეთ "ჩარლტონი" 4–0.

წარმატებული სეზონის შემდეგ რიკ პერიმ ახალი 6 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. სტრუანმა მითხრა, რომ ეს ბევრი იყო და მირჩია 4 წლიანზე შევთანხმებულიყავით. მას ყოველთვის ვენდობოდი, ამიტომ დაუჯერე. ხელი 4 წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე და კვირაში ანაზღაურების სახით 50 ათასი ფუნტი დამინიშნეს, რაც აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.



პ.ს აღარდ დაეტია ტექსტი )))

George
ტოპ კომენტატორი

იმდენად სასიმოვნო წასაკითხია რომ მთავრდება ვეღარ ვითმენ შემდეგ თავამდე.

გიახერ გიორგი ამხელა შრომის გაწევისთვის.

Fenix
VIP Member

love

Скаузер
VIP Member

ციტატა: George
იმდენად სასიმოვნო წასაკითხია რომ მთავრდება ვეღარ ვითმენ შემდეგ თავამდე.

გიახერ გიორგი ამხელა შრომის გაწევისთვის.

Magar saqmes aketebs ra.

johnson
ადმინისტრატორი

აუუ აი ისეთი წაკითხვაც არ მეზარება ძაან მაგარია. მადლობა გიო

kapuka
VIP Member

ბრავო ავტორ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze