შენი თავგადასავალი ლივერპულში

ავტორი: qisho, 6-12-2014, 16:00, კატეგორია - აფინული / ნაწარმოებები / სიახლეები, 1 476, 14


ავტობუსით ლივვერპულიდან ჩრდილოეთით ქალაქ გარეთ ათიოდე კილომეტრში საფეხბურთო ბაზა გამოჩნდა. ეს ადგილი ძირითადად სახნავ-სათეს მინდვრებს უკავია, ფერმებია ირგვლივ გაშენებული და სოფლური დასახლებაა. საფეხბურთო ბაზა ერთი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგებოდა, ერთი დიდი სტადიონი და 2 მომცრო სავარჯიშო მოედანი. ამ ბაზას, რომელიღაც ქვედა ლიგელი გუნდი იყენებდა სათამაშოდ და სავარჯიშოდ, თუმცა სამი კვირით მხოლოდ ჩვენ გვეკუთნოდა.
56 ფეხბურთელი და პლუს 4 მწვრთნელი ოთახებში გადაგვანაწილეს. პირობითად 4 გუნდად გაგვყვეს: ჩრდილოეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. თითოეული გუნდი 14 ფეხბურთელითა და 1 მწვრთნელით დაკომპლექტდა. მე აღმოსავლეთის გუნდში მოვხვდი და შენობის მეორე სართულზე აღმოსავლეთ დერეფანში მომიჩინეს ოთახი სერბ დარგო ლოვიჩთან და მოლდოველ ლიკუ ჩაუსკუსთან ერთად. ხელმძღვანელობამ მისაღებ დარბაზში შეგვკრიბა და ზოგადი წესები გაგვაცნო. როგორც გვითხრეს ვარჯიშები დილა-საღამოს გვექნებოდა. სულ 4 მატჩს ჩავატარებდით, მეხუთე , მეცხრე , მეთოთხმეტე და მეოცე დღეს(დასკვნითი მატჩი, ყველაზე მნისვნელოვანი). მანამდე კი ყოველი მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებდა ბანაკს. გვითხრეს , რომ არსებობს სამი ბარათი:წითელი-ტოვებ ბანაკს, ყვითელი-გაგდების კანდიდატი ხარ შემდეგი მატჩისთვის და მწვანე-რჩები და კარგად ჩაატარე განვლილი მატჩი. ბარათები ყოველი მატჩის შემდეგ დილას პერსონალურ კარადებში დაგხვდებოდა. წითელი ბარათის მიღება იქვე ბარგის ჩალაგებას და სახლში გამგზავრებას ნიშნავდა. ასე ნელ-ნელა გამოაკლდება ფეხბურთელები და ბოლო, მეოთხე მატჩისთვის დარჩება მხოლოდ 22 მოთამაშე რომლის შემდეგაც სკაუტები აირჩევენ ფეხბურთელებსო.
პროფესიონალი ფეხბურთელებს უჭირთ ერთ თვეში შეჩვევა ერთმანეთთან და ჩვენ შემთხევაში რა მოხდებოდა ხომ წარმოგიდგენიათ? ეს ამდენი უცნობი ფეხბურთელი(ყველა აღმოსავლეთ ევროპიდან, სხვადასხვა ენებზე მოსაუბრეები) ბატებივით დავრბოდით მოედანზე. პირველი ოთხი დღე მართლაც რომ დამქანცველი ვარჯისები იყი, დილით და საღამოს. მეოთხე დღეს მინი სტადიონზე მწვრთნელმა ერთმანეთში გვათამაშა 7-7-ზე და მატჩისთვის ასე მოგვამზადა. პირველი მატჩი საღამოს 6 საათზე დაგვეწყო. ვერ ვიტყვი, რომ ვარკვლავებს ვწყვეტდი, თუმცა არც ცუდად არ მითამაშია. სამხრეთის გუნდს ვეთამაშეთ და 4-3 მოვიგეთ(ამ გუნდში იყო სერგეი). ერთი საგოლე გადაცემა ჩავიწერე მხოლოდ. მეორე დილით გასახდელში, რომ მივედი დასავლეთის გუნდის მეკარე და რამდენიმე სხვა ფეხბურთელი ატირებული დავინახე, წითელი ბარათი დახვედრიათ და ბარგის ჩალაგება უწევდათ. დასავლეთის გუნდმა ჩრდილოეთთან 9-1 წააგო და აბა რა იქნებოდა. მოგებული გუნდიდან არავინ გაუშვეს, სამხრეთის გუნდიდან 2 ფეხბურთელი. სულ 5-მა დატოვა ბანაკი ამ მატჩის შემდეგ. მომდევნო დღეები ისევ დამქანცველი ვარჯიშები გაგრძელდა და მეცხრე დღეს მეორე საკონტროლო მატჩი გვქონდა. წინა მატჩში განადგურებულ და მეკარის გარეშე დარჩენილ დასავლეთს ვეთამაშებოდით(მეკარედ ახლა ნახევარმცველი ჩაეყენებინათ). მოგება არ გაგვჭირვებია 6-0, სადაც ერთი გოლი გავიტანე კუთხურიდან თავით და პენალტიც გუნდის სასარგებლოდ მოვიპოვე. მეორე დილით კი გასახდელში მწვანე ბარათი დამხვდა ორიოდე საქებარი სიტყვით. სამაგიეროდ დაიშალა დასავლეთის გუნდი და დარჩენილი 2 ფეხბურთელი იმ გუნდიდან ჩვენ გუნდში გადმოიყვანეს(რადგან 2 ჩვენგანაც გაუშვეს). მესამე ტურისთვის მხოლოდ 33 ფეხბურთელი დავრჩით. სამი გუნდი თითოეულში 11-11. მესამე მატჩის წინა დღეს მწვრთნელს ვთხოვეთ მოდი დაგვასვენეთ, ეს დღე არ ვივარჯიშოთ-თქო, მაგრამ ყური არ დაგვიგდო, არაფერი მოგივათ არ გადაიღლებითო. არადა მატჩზე მართლაც, რომ გადაღლილობა გვეტყობოდა, მითუმეტეს მესამე სამატჩო დღეს ორი თამაში მოგვიხდა დილით და საღამოს. ჯერ ჩრდილოთს ვეთამაშეთ და წავაგეთ 4-1, საღამოს კი ჩვენზე მეტად გადაღლილ სამხრეთთან ფრე ვითამაშეთ 1-1. ჩრდილოეთის გუნდი საკმაოდ კარგად გამოდიოდა მათ სამხრეთსაც მოუგეს 3-0 და აშკარა იყო, რომ მეორე დილით მათ არ გაუშვებდნენ. დილის წაგებული მატჩი მართლაც, რომ ცუდად ჩავატარე, საღამოს კი ბოლო ძალები მოვიკრიბე და 1-0 ზე მე გავათანაბრე თამაში, მხოლოდ ეს ფაქტი მაძლევდა იმის იმედს, რომ მეორე დილით წითელი ბარათი არ დამხვდებოდა. მთელი ღამე მეძინა თუ არა არ მახსოვს, დილის 8 საათზე ჩავედით გასახდელში და შიშით გამოვაღე კარადის კარი, გახარებულს უნდა დამეყვირა და უეცრად სერგეი დავინახე წითელი ბარათით ხელში დანაღვლიანებული. მივედი და გავამხნევე. მე კი დასკვნითი მატჩის ვიზა მეკავა ხელში.
22 ფეხბურთელი დავრჩით მხოლოდ. ჩემს ოთახში მყოფი მოლდოველი გაუშვეს, სერბს კი ჩემსავით გაუმართლა. ბანაკი გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა და ბოლო მატჩის წინა დღეს დაჟინებით ვთხოვე მწვრთნელს არ გვავარჯიშოთ-თქო და ისევ თავისი აიხირა, ჩვენ კი ყველამ ერთად პირი შევკარით და ვარჯიშზე არ გამოვცხადდით, რასაც მთელი აჟიოტაჟი მოჰყვა, ყველას გაგდებით დაგვემუქრნენ და გვითხრეს სკაუტებს ამ ყველაფერს მოვახსენებთო. არავინ აგიყვანთ ასე უდისციპლინო ხალხსო. ჩვენ მაინც გავჯიუტდით.
მეორე დღეს საფინალო მატჩი საღამოს 8-ზე დაინიშნა. წარმოიდგინეთ წინა დღე ხომ დავისვენეთ (მოწინააღმდეგე გუნდისგან განსხვავებით) და მატჩის დღეც არაფერი გვიკეთებია საღამოს რვამდე ოთახებში ბანქოს თამაშითა და ძილით გავატარეთ. ჩვენი პროტესიტს საწინააღმდეგოდ მწვრთნელმა უარი განგვიცხადა-თამაშზე არ მოვალ და არ გიხელმძღვანელებთო. ბევრი არ მიფიქრია და გუნდს მივმართე (რადგან ეს დასვენების დღე ჩემი წამოწყება იყო , ვიფიქრე მე უნდა მივიყვანო საქმე ბოლომდე თქო): მეგობრებო რად გვინდა მწვრთნელი? განა ყველამ არ ვიცით რა უნდა გავკეთოთ მოედანზე?! ვითამაშოთ ისე, რომ ამ მატჩით ჩვენ ვისიამოვნოთ და სკაუტების დედაც-თქო. ეს ჩემი მიმართვა ხალისით მიიღეს და გუნდს მოედანზე შევუძეხი მოთამაშე-მწვრთნელის "რანგში", კაპიტნად კი ყველაზე დაბნეული ბიჭი დავასახელე და შევაქე შენ ხარ ყველაზე გაწონასწორებული და შენ გეკუთვნის კაპიტნობა-თქო. კი გაუკვირდა, მაგრამ მიიღო სამკლაური. მე კი ამ ნაბიჯით ყველაზე სუსტი რგოლის გაძლიერება მოვინდომე (მენტალურად მაინც). მერე ეშხში შევედი და მცირედი დავალებებიც მივეცი მოთამაშეებს. თამაში მართლაც, რომ კარგად წაგვივიდა. ენერგიულად და დალაგებულად ვთამაშობდით. კაპიტანიც "კაპიტნობდა" და მიხაროდა, რომ ჩემმა ასეთმა მეთოდმა გაამართლა. თამაშს ორჯერ ვიგებდით და ორჯერვე გაგვითანაბრეს, თუმცა მეორე გოლი აშკარად უსამართლოდ გაგვიტანეს თამაშგარედან. დაინიშნა დამატებითი 30 წუთი. მართლაც, რომ ქანცგაქყვეტილები ვიყავით ყველა-120 წუთი ცვლილებების გარეშე. თუმცა, მოწინააღმდეგე გუნდი აშკარად გატყდა დამატებით დროში , რადგან მესამე გოლი საწყის 5 წუთში გავუტანეთ და ფაქტობრივად დადგნენ. მატჩი 5-2 მოვიგეთ. ახლა უკვე ნამდვილ ტრიუმფს ველოდით. გასახდელში ბიჭები იმასაც კი ვარჩევდით რომელ გუნდს დავთანხმდებოდით და რომელს არა.
მატჩის შემდეგ დილას ოცდაორივე მონაწილე ისევ დიდ დარბაზში შეგვკრიბეს და დაგვემშვიდობენ. ბანაკი დასრულდა და წარმატებებს გისურვებთო. გაოცებული დავრჩით, გვეგონა რაიმე კონკრეტული წინადადებები იქნებოდა და საერთოდ არაფერი არ ყოფილა! იგორი მარტო დავიჭირე და ვკითხე:
-ახლა რა მოხდება? მოვეწონე რომელიმე სკაუტს თუ არა?
-კი გიორგი მოეწონე, ყველა ერთხმად გაქებდა .
-მერე?-გაოცებული და გწაბილებული შევეკითხე.
-რა მერე?! შენ რა გეგონა ვინმე ამ მატჩის შემდეგვე აგიყვანდა? გეგონა რომ საშხაპეშივე შემოგაწოდებდნენ პროფესიულ კონტრაქტს თუ რა?! არა გიორგი არა! ასე არ ხდება. უამრავი სკაუტი იყო მოსული დაჩაინიშნეს ყველაფერი. დამიკავშირდებიან გადაწყვეტილების მიღების მერე და თუ შენ იყავი ვინმესთვის სასურველი აუცილებლად გაგაგებინებ. ახლა კი დროებით და წარმატებებს გისურვებ სკოლის გამოცდებში.
ასე იედგაცრუებული დამტოვა ბატონმა იგორმა. ძნელია, როცა დიდ ოცნებებს აწყობ და ამ დროს არაფერიც არ ხდება. ბარგი ჩავალაგე და ლივერპულისკენ გავეშურეთ. ჩემზე მეტად იმედგაცრუებულები დარჩნენ ენდი და მთელი ოჯახი. ჯონიმ კი ცადა გამხნევება, მაგრამ რა აზრი ქონდა?! მოკლედ სკოლის გამოცდები წარმატებით ჩავამთავრე, სერტიფიკატიც მივიღე და 9-ში საქართველოში გამოვფრინდით. თვითმფრინავში ვიჯექი და იმით ვიმხნევებდი გულს, რომ ამით არაფერი არ დასრულებულა, მერე რა მოხდა თუ არ ამიყვანეს?! დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ვისწავლი... რა ფეხბურთი - რის ფეხბურთი?! მოვინდომე რა!!!... ეეჰ ასე მორჩა ჩემი ლივერპულური ცხოვრება, მაგრამ თუ ოდესმე ფული მექნება აუცილებლად დავბრუნდები და წამოვიყვან ლუსის საქართველოში!
ოჯახი, ნათესავები და მეგობრები დამხვდნენ აეროპორტში. დიდი სიხარული იყო საქართველოში დაბრუნება. რამდენიმე დღე თბილისში გავატარე, მერე ბათუმში წავედი 5 დღით მხოლოდ, იქიდან ჩამოსული ბებიასთან სოფელში და ასე გავიდა დაახლოებით ორი კვირა. მთელი ეს პერიოდი ინგლისი ფაქტობრივად არც გამხსენებია. მხოლოდ ლუსი მოვიკითხე ერთი-ორჯერ, არ ვიცი რატომ ვარიდებდი თავს... ალბათ იმიტომ, რომ მათთან დაბრუნების პერსპექტივა არ მქონდა. 28 ივნისს ღრუბლიანი, მოქუფრული საღამო იყო. კარგად გრილოდა და ვიფიქრე ეზოში ჩავალ ფეხბურთს ვითამაშებ-თქო. ფანჯრიდან ძმაკაცებიც დავინახე უკვე აგორებდნენ ბურთს. სადარბაზოში ლიფტს ვიძახებდი და საქართველოს ფოსტა მოვიდა და წერილი გადმომცა. ვიფიქრე წერილი ჩემებზე იქნება-თქო და სახლში შევბრუნდი. დედაჩემი არ დამხდვა და გავხსენი კონვერტი. გამიკვირდა იგორი მწერდა. თვალზე თითქოს ბინდი გადამეკრა, ფანჯარასთან მივიწიე და წავიკითხე: გიორგი მოგესალმები. როგორ ხარ? იმედია ყველაფერი კარგად არის შენკენ. მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრს ვესაეუბრე შენზე , შენი მატჩის ფირებიც გადავგზავნე და განსაკუთრებით ლივერპულის სკაუტებთან ვაქტიურობდით შენი სურვილიდან გამომდინარე. აქტიური მიმოწერა მქონდა მათთან, თუმცა აი შედეგი, პირდაპირ მოგწერ, რაც შენს შესახებ მომწერეს "ბატონო იგორ, გვიხარია რომ აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენთან და ყოველთვის საუკეთესო, ნიჭიერ ახალგაზრდებს გვაკავშირებ. მთელი ლივერპულის საფეხბურთო გუნდის სახელით აღვნიშნავთ, რომ აქტიური დაკვირვების შემდეგ გიორგი მართლაც ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპისთვის მის ადგილს ვერცერთ ჩვენს ასაკობრივ გუნდში ვერ ვხედავთ, მითუმეტეს ძირითად გუნდში. თუმცა ეს საბოლოო ვერდიქტი არ არის. ჩვენ სამომავლოდ ვთავაზობთ მას თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც იმას გულისხმობს რომ, ლივერპული გააფორმებს ხელშეკრელებას მასთან შემდეგი პირობით-ეს არ იქნება პრიფესიონალური კონტრაქტი, არ ითვალისწინებს ანაზღაურებას, არ ჩაირიცხება ჩვენს რიგებში ამ ეტაპისთვის, არამედ იგი 1 წლით ითამაშებს ინგლისის "კონფერენს ლიგის" გუნნდში Southport FC. ანუ ფეხბურთელზე სრული უფლებები დარჩება ლივერპულს, თუმცა ითამაშებს ზემოხსენებულ გუნდში. რაც შეეხება მის ანაზღაურებას ეს უკვე ამ კლუბზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე. ჩვენ სპეციალური ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კლუბთან და ამ მემორანდუმის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ერთი წლის შემდეგ, თუკი თავს კარგად წარმოჩენს ვინ იცის იქნებ ვიხილოთ ჩვენთან. ველით თქვენს პასუხს 1-ელ სექტემბრამდე. პ.ს. ცნობისთვის ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კლუბში ყველაზე დიდი ხელფასი მის კაპიტანს აქვს 1250 გირვანქა პლუს ცოტა ბონუსები. დანამდვილებით ვერ გეტყვით რამდენს გადაუხდიან გიორგის, მაგრამ ვიქრობთ არაუმეტეს 500 გირვანქისა. წარმატებებს გისურვებთ!" აი ეს მომწერსე და რას იტყვი?! გიორგი საკმაო დრო გაქვს მოსაფიქრებლად, მაგრამ რაც მალე გამაგებინებ პასუხს მით უკეთესი.
წერილი კონვერტიანად ხელში მოვჭმუჭნე და ნაგვის ურნაში ჩავაგდე. რაღაც ორმაგი გრძნობა მქონდა-სიხარულისაც და გაურკვევლობისაც. მერე ფანჯარასთან მივედი, გამოვაღე და ბიჭებს გადავძახე-დამელოდეთ ძმებო მოვდივარ! 

 

პირველი სეზონის დასასრული 

კომენტარები


Fenix
VIP Member

ტამაშის მერე წავიკითხავ

qisho
მომხმარებელი

აქ ბოლოში უნდა მიმეწერა და დამავიწყდა........................პირველი სეზონის დასასრული!

Fenix
VIP Member

ციტატა: qisho
აქ ბოლოში უნდა მიმეწერა და დამავიწყდა........................პირველი სეზონის დასასრული!

ანუ გააგრძელებ love შენ გენაცვალე შენ ჯიგარი ხარ ძმა ხარ

qisho
მომხმარებელი

ეს არის ერთი სეზონიდა ისე დავასრულე რომ გაგრძელების საშუალება მქონოდა თუკი დააინტერესებს ხალხს თუ არა და რას ვიზამ :)

kapuka
VIP Member

კარგია

Fenix
VIP Member

ციტატა: qisho
ეს არის ერთი სეზონიდა ისე დავასრულე რომ გაგრძელების საშუალება მქონოდა თუკი დააინტერესებს ხალხს თუ არა და რას ვიზამ :)

unda gaagrdzelo dzmao ketil saqmes aketeb

qisho
მომხმარებელი

ციტატა: Fenix
ციტატა: qisho
ეს არის ერთი სეზონიდა ისე დავასრულე რომ გაგრძელების საშუალება მქონოდა თუკი დააინტერესებს ხალხს თუ არა და რას ვიზამ :)

unda gaagrdzelo dzmao ketil saqmes aketeb


შენ FB ში მყავხარ?

Fenix
VIP Member

ციტატა: qisho
ციტატა: Fenix
ციტატა: qisho
ეს არის ერთი სეზონიდა ისე დავასრულე რომ გაგრძელების საშუალება მქონოდა თუკი დააინტერესებს ხალხს თუ არა და რას ვიზამ :)

unda gaagrdzelo dzmao ketil saqmes aketeb


შენ FB ში მყავხარ?

ara валера маргишвили akripe da mnaxav qareli da 18 wlis ;-)

qisho
მომხმარებელი

მოკლედ რა... დროებით შესვენება იქნება და მერე გაგრძელდება მეორე სეზონი. ვნახავ თან ამ დროში ვინმე მოიკითხავს თუ არა გაგრძელებას :)

gio_liverpooli
სტუმარი

Unda gagrzeldes chemo dzmao eseti motxrobebi exlandeli liveris mdgomareobidan gamomdinare saits gvilamazebs gvaxarebs. Me piradat arcerti tavi ar gamimazia komentars ishviatad vaketeb mara eset motxrobebze da eset xalxze "qisho" da "mersy" vgulisxmob cvalebas shromas da pativis cemas vafaseb gaixaret bichebo

Скаузер
VIP Member

მაგარია, მალე გააგრძელე რა უეჭველი, აუ რა მაგარია ტო :D.

ENRIQUE3
მომხმარებელი

რაც მალე გაგრძელდება უფრო მაგარი იქნება

qisho
მომხმარებელი

[quote=gio_liverpooli] [quote=Скаузер][quote=ENRIQUE3]


გავაგრძელებ მაგრამ ცოტა ხანს შევისვნებ. სერიალებშიც კი ეგრე ხდება ერთი სეზონი რომ მორჩება თვეობIტ ისვენებენ და მე 10 დღე მაინც მაცადეთ :D

ციტატა: ENRIQUE3
რაც მალე გაგრძელდება უფრო მაგარი იქნება




ძალიან დიდხანს არ გალოდინებთ და გპირდებით მეორე სეზონში კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდებით დაგიბრუნდებით.

captainfantastic
მომხმარებელი

[quote=qisho][quote=gio_liverpooli] [quote=Скаузер][quote=ENRIQUE3]


გავაგრძელებ მაგრამ ცოტა ხანს შევისვნებ. სერიალებშიც კი ეგრე ხდება ერთი სეზონი რომ მორჩება თვეობIტ ისვენებენ და მე 10 დღე მაინც მაცადეთ :D

[quote=ENRIQUE3]რაც მალე გაგრძელდება უფრო მაგარი იქნება[/quote]



ძალიან დიდხანს არ გალოდინებთ და გპირდებით მეორე სეზონში კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდებით დაგიბრუნდებით.[/quote]
მაგარი ხააააააააააააააარრრრრრრრრრ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze