ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XVI

ავტორი: Mersy, 9-12-2014, 13:27, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 038, 8


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ფსიქოლოგიური პრობლემები

არასდროს მქონია სურვილი საზღვარგარეთ თამაშის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ზედმეტად მიყვარდა პრემიერ ლიგა. მსგავსი ვნებათაღელვა სხვაგან არსად არ არის. ასევე ძალიან მომწონდა მისი ფიზიკური ასპექტიც: მოარტყი ძვალში, მიიღე ანალოგიური პასუხი, წამოდექი და იბრძოლე. არანაერი უაზრო კოტრიალი მინდორზე და ფარსი ტკივილის გამოხატულება. ეს ინგლისია. ჯანდაბამდე გზა ჰქონია იტალიას, ესპანეთს სადაც მაისურის ნებისმიერ დაქაჩვაზე ფეხბურთელები ძირს ვარდებიან. კონტინენტალური ფეხბურთიდან ძირეული სხვაობის გამო საკმაოდ გამიჭირდა ჩემპიონთა ლიგასთან მიჩვევა. თითოეულ ჯერზე როდესაც ევროთასების მატჩზე მოედანზე გავდივარ ვცდილობ ექსტრა–ფრთხილი ვიყო, რადგან მოწინააღმდეგეები მზად არიან ნებისმიერი შეხებისას წაიქცნენ. ვერ ვიტან ამას ! ფიზიკური ასპექტის გარეშე ფეხბურთი არაფერია, ამიტომ ვერ წარმომიდგენია თამაში ხისტი ვარდნის გარეშე. მე ამისთვის ვარ შექმნილი, თამაში ჩემთვის მძიმეა, მაგრამ სამართლიანი.

ფეხბურთელთა უმეტესობისთვის ვარდნა ეს არის ტექნიკური ილეთი, ხოლო ჩემთვის ეს არის ენერგეტიკული მუხტი, მოწინააღმდეგეზე გასწორების საშუალება და ახალი იერიშის დაწყების შესაძლებლობა. ის აზრი, რომ ბურთი მოწინააღმდეგს აქვს, ძალიან მაღიზიანებს. ეს ჩემი ბურთია და ჩემთან უნდა იყოს. ვარდნა გამოარჩევს კარგ, ვარგის ფეხბურთელს მშიშრისგან. მე არასოდეს დამიხევია უკან და თითოეულ ვარდნაში მთელს სულს ვდებდი.

რაღაც ეტაპზე ეს ჩემთვის პრობლემა იყო, ვინაიდან ახალგაზრდულში ძალადობრივი ხასიათით გამოვირჩეოდი. თუ ვხედავდი, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი ჰქონდა, მისკენ მივექანებოდი და ყველაფერს ვგლეჯდი – ბურთს, ფეხს. მწვრთნელები ცდილობდნენ ჩემს გამოფხიზლებას, მაგრამ ნაკლებად ვითვალისწინებდი მათ სიტყვებს. ერთ–ერთ ვარჯიშზე ისე ხისტად ვეთამაშე სტივი ჰაიუეის, რომ ლამის შუშასავით დავამსხვრიე. ის განცვიფრებული წამოდგა: " რა ჯანდაბაა? თავი გაანებე მსგავს უხეშობას ! " მაშინ ჩვენს ირგვლივ ყველა მწვრთნელი შემოიკრიბა.

"ლივერპული" ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის მკაცრი იყო, ჩვენ სირთულეებს გვაჩვევდნენ. 5–5 ზე ორმხრივი თამაშისას ყოველთვის იყვნენ ორნი უფროსი გუნდიდან – ედი ტარკინგტონი და სტივი ჰარჯნესი. მათი ვარდნები ყოვეთვის ხისტი იყო და მოახერხეს მთელი ახალგაზრდულის მიწასთან გასწორება. ვიცოდი, რომ არ უნდა მიმეცა მათთვის ჩემი დამუშავების უფლება. სტივი კარგი იყო, მაგრამ მე ბეჭით "ვჩეხავდი", ისევე როგორც ტარკინგტონს. სიხისტე სიხისტის წილ.

ყველაფერ ამის შემდეგ ჰაიუეიმ მამაჩემი გამოიძახა. " სტივენს სახლში ყველაფერი რიგზე აქვს? ის ვარჯიშებზე გაბრაზებული მოდის და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს." მან სერიოზული სახით შეხედა მამას და განაგრძო:"აგრესია – სტივის ერთ–ერთი პლიუსია და ჩვენ არ გვინდა მას ეს კომპონენტი ჩამოვართვათ. მაგრამ ის ისე სახიფათოდ აკეთებს ვარდნებს, რომ შესაძლოა ვინმეს ზიანი მიადგეს. დაელაპარაკეთ მას. ცუდი იქნება თუ ვინმეს ფეხს მოტეხავს ან თითონ მიიღებს დაზიანებას." მამა სახლში დამელაპარაკა: " უნდა დამშვიდდე." პირველი გუნდის ვარჯიშებიდან რონი მორანიც კი მოდიოდა და მეუბნებოდა: "შეეშვი ვარდნებს." მაგრამ ეს არ იყო ასე მარტივი.

თექვსმეტის ვიყავი, როცა ჩემთან ცნობილი სპორტული ფსიქოლოგი ბილ ბესტვიკი მუშაობდა. ჩვენ ვსაუბრობდით ტაქტიკაზე, ვარდნებზე და მათთან დამოკიდებულებაზე. ცეცხლი ფეხებში და სიცივე გონებაში – ასეთი იყო მისი ვერდიქტი. ბილთან საუბრები რეალურად დამეხმარა. ის ხშირად მოდიოდა "მელვუდში" სხვა ფეხბურთელებთან სასაუბროდაც. ახლა ნაკლებად სავარაუდოა ფსიქოლოგს მივმართო, მაგრამ მაშინ ეს აუცილებელი იყო.

მიუხედავად ბილის, სტივის, რონის და მამაჩემის მცდელობებისა მე კვლავინდებურად დავფრინავდი ვარდნებში. მაშინაც კი როცა ძირითადი შემადგენლობის კარი გამეხსნა, ველურ რამეებს ჩავდიოდი. გახდე კარგი ფეხბურთელი არც ისე მარტივია. როცა იმ დროს ვიხსენებ ძალიან მრცხვენია. იყო რამოდენიმე თამაში სადაც განსაკუთრებულად "გამოვირჩი". მაგალითად 1999 წლის 27 სექტემბერი, დერბი "ევერტონთან".მატჩის წინ ჟერარმა შემადგენლობა გამოაქვეყნა: სანდერი, ვეგარდი, სამი, კარა, სტენი, ვლადი, დიდი, ჯეიმი, პატრიკი, მაიკლი და რობი. ჩემს გარეშე. ძალიან გავნაწყენდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვიმსახურებდი.

მოედანზე ცეცხლი დაინთო: ფრედი ჯეფერმა და სანდერმა გაწევ–გამოწევის გამო წითელი ბარათები დაიმსახურეს. "კანფეტების" მიმართ ზიზღით განვეწყვე. შემიშვით მოედანზე და ვინმეს შუაზე გავარღვევ, რათა ჟერარმა იცოდეს, რომ დერბისთვის მზად ვარ. როდესაც მოედანზე შევდიოდი წითელი ბარათი თითქოს შორიდანვე ციმციმებდა. დიდხანს ცდა სულაც არ გახდა საჭირო, ვინაიდან ჩემმა ფეხებმა კევინ კემბელი მალევე მონახა. პირდაპირი წითელი. სწრაფად დავტოვე მოედანი და ჯეფერსის სახეს მოვკარი თვალი: "მადლობა სტივი, ახლა არავინ გაიხსენებს ჩემს შესახებ."

როდესაც ბურუსი გაიფანტა გავაცნობიერე, რომ მთელი გუნდი დავაღალატე. "პატარა, თავის თავზე შეყვარებული მშიშარა." – ვაგონებდი ჩემს თავს. ანგარიში 0–1 იყო და გვქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ დანაკლისის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

როდესაც ტელეფონი ჩავრთე პირველი სმს მამაჩემისგან იყო. "რა ჯანდაბა ქენი?" არ იყო საჭირო იმის კითხვა თუ რას გულისხმობდა. წითელი ბარათი და სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია არც თუ საუკეთესო საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში იმსახურებ თამაშს.

მეორე დღეს ჟერარის ოფისში გამომიძახეს. ბოსი ჩემს წინ დაჯდა და მითხრა: " შენ არ ფიქრობდი იმაზე, რაზეც უნდა გეფიქრა. ეს ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც სასტარტო თერთმეტეულში არ იყავი. სტივენ შენ გუნდზე უნდა იფიქრო და არა საკუთარ თავზე. საკმარისია ვარდნები, შენ გუნდს მოედანზე სჭირდები. შეცვლამ უნდა გააძლიეროს გუნდი და არა პირიქით." ცოტა არ იყოს ავფეთქდი: " ძირითადში უნდა ვყოფილიყავი! თქვენ დერბისგან გამრიყეთ, მე კი ძალიან მინდოდა თამაში."

საღამოს სახლისკენ მიმავალ გზაზე ცოტა ხნით შევჩერდი, რათა ფანებისთვის ავტოგრაფები მიმეცა. ისინი ხუმრობდნენ:"ბრწყინვალე იყავი. უკიდურეს შემთხვევაში ჩანდა, რომ სულ ერთი არ იყო." მაგრამ არა – ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.

ორიოდე კვირის შემდეგ ალბერ დოკში ერთ–ერთ ბარში ვიჯექი, როდესაც გავიგე, რომ სემი ჰიიპია "ბლუ ბარში" იმყოფებოდა. მაშინვე გავემართე მის სანახავად. ჩვენ დავლიეთ, შემდეგ კი მოშარდვა მომინდა. საპირფარეშოში გავედი და როდესაც საქმეს შეუდექი შევამჩნიე ჩემს გვერდზე კევინ კემბელი იდგა. ის ბოლოს "ენფილდზე" ვნახე, როდესაც მე მოედანს ვტოვებდი, ხოლო მას ექიმები ეხვივნენ თავს. ახლა კი გვერდიგვერდ ვიდექით და ვშარდავდით.

–როგორ ხარ? მკითხა კევინმა.
– მისმინე კევინ, ბოდიში იმ ვარდნისათვის, უბრალოდ თავი დავკარგე.
– დაივიწყე. მართალია ფეხზე შენი შიპების ნაკვალევი დამრჩა.

კეთილი ადამიანი. თავიდან მეგონა ჩემთვის თავის გატეხვა მოუნდებოდა. მაშინ ძალიან მრცხვენოდა. სადღაც ერთი წლის შემდეგ 2000 წლის 1 ოქტომბერს, ლონდონში გავემგზავრეთ "პენსიონრებთან" სათამაშოდ, სადაც საკმაოდ სოლიდურად ვმარცხდებოდით. წაგება არ მიყვარდა, ამიტომ გავბრაზდი და დენის უაიზს გულიანად მოვდევი ფეხებში. ის წამოხტა ყელში ხელი წამიჭირა და ჩვენ დავიწყეთ ჯიკაობა და ერთმანეთის შეურაწყოფა. მსგავსი შეტაკებები მოედანზე ხშირად ხდება, ამიტომ მეგონა აღნიშნულ ინციდენტს ყველა დაივიწყებდა. მაგრამ არა. რამოდენიმე დღის შემდეგ ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე გერმანიას იღებდა. ეს იყო ბოლო და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "უემბლიზე". უაიზი ძირითადში იყო, ისევე როგორც მე. დილით ვარჯიშის წინ ფაულერმა და მაკმანამანმა გამომიარეს. მათ მაშინვე დაიწყეს ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. "უაიზის არ მოეწონა, რომ იქ იქნები" დაიწყო მაკამ. "ხო, ეს ხისტი ნაბიჭვარი. ჯობია პირში თითი არ ჩაუყო." მხარი აუბა რობიმაც. "წავიდეს მაგისი. უნდა ჩხუბი – იქნება ჩხუბი." ვიმეორებდი მე.

ნუთუ გარჩევა იქნება? რას იტყვიან ნაკრების სხვა წევრები? მე უაიზის არ მეშინოდა, მაგრამ ის უკვე შემდგარი ფეხბურთელი იყო. " მზად იყავი სტივი, უაიზი აუცილებლად მოგაკითხავს." მეუბნებოდა რობი.


როდესაც სასტუმროში შევედი გულის ფეთქვა გამიხშირდა. ყოველ წამს ველოდი, რომ ეს წყეული "პენსიონერი" რომელიმე კუთხიდან გამოვარდებოდა, მაგრამ უაიზი არსად იყო. "ალბათ სასადილოშია ჩასაფრებული" დამაიმედა კეთილმა რობიმ. როგორც იქნა სასადილოში შევედი და ფართოდ გაღიმებული უაიზი დავინახე. ის ჩემსკენ გამოემართა და ხელი გამომიწოდა. უბრალოდ ჩამომართვა ხელი. აი ასე.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი "ლიდსთან" შერკინება იყო 2001 წლის 13 აპრილს. როგორც ყოველთვის ჩვეულ ვარდნებს ვაკეთებდი და მალევე მივიღე გაფრთხილება ალან სმიტთან უხეშობის გამო. მალე ვარდნა დევიდ ბეტის გაუკეთე და სუფთად ავართვი ბურთი, მაგრამ მან არტისტულად გააფორმა ყველაფერი. როდესაც დავინახე, რომ რეფერის ხელი ჯიბისკენ მიჰქონდა, გავიფიქრე – "ნუთუ ორი ძალიან ნორმალური ვარდნის გამო გამაგდებენ?" "რეფ არ გააგდოთ" გადაწყვიტა ბეტმა ჩემი დამცველი გამხდარიყო. წყეული დაივერი. ის არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ იმ შეთხვევაში იმედები გამიცრუა.

მომდევნო შეხვედრა, რომელიც მსგავსი "სიტკბოებით" მახსენდება, იყო საშინაო დაპირისპირება "ასტონ ვილასთან". გოლი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გავიტანე, მაგრამ მოედნის ცენტრში ფატალურად ვთმობდით თამაშს, სადაც ჯორჯ ბოატენგი მეფობდა. ის დომინირებდა და მე ვბრაზდებოდი. რაღაც მომენტში ის ჩემს სიახლოვეს შევნიშნე და ვარდნა გაუკეთე. მას ორივე ფეხით დავეტაკე და ვიგრძენი როგორ შედიოდა შიპები კანში. ის დაეცა და არ ამდგარა. გასაკვირი არ არის რადგან ასეთი დარტყმით მარტორქის წაქცევაც თავისუფლად შეიძლებოდა. 

 

ტელევიზიის წარმომადგენლები ყველაფერს ამწვავებდნენ და ეპიზოდს რომელსაც დღემდევ ვნანობ, დიდი ინტენსივობით ამეორებდნენ. ვერ ვხვდები რატომ გადავწყვიტე ჩემნაერი ფეხბურთელის "გამასპინძლება". ამას ვერც არბიტრი მიხვდა და წითელი ბარათი ამიფრიალა. რა უნდა ითქვას, ჩემმა თანაგუნდელებმაც კი უარი განაცხადეს ეს ეპიზოდი გაეგოთ. "ასე არ შეიძლება" მითხრა გარი მაკალისტერმა, ხოლო სხვები როგორც მსჯავრდებულს ისე მიყურებდნენ. "მაპატიეთ" მხოლოდ ეს ამოვღერღე, ვინაიდან სხვა არაფერი მქონდა სათქმელი. შემდეგ ჟერარი მოვიდა და ხანგრძლივი საუბარი გამიმართა, რომლის მიმდინარეობისასაც მზად ვიყავი მიწა გამხეთქვოდა. შემდეგ მამა დამირეკა და თითქმის იგივე მითხრა რაც მაკამ. მას მარშალ სტრუანის ზარი მოყვა " სახლში წადი და ტვინი გამოირეცხე. ხვალ უნდა დავილაპარაკოთ."

 

სახლში უკეთ გავხდი, მაგრამ დაძინება ვერ მოვახერხე. ვიწექი და ვფიქრობდი, რომ საცოდავი ბოატენგისთვის შესაძლოა ფეხი მომეტეხა. საბედნიეროდ ის ძლიერი აღმოჩნდა. მეორე დღეს გაზეთები კმაყოფილებით მაფენდნენ სირცხვილს. სტრუანმა დამირეკა: " სათამაშო სტილი უნდა შეცვალო, თორემ გულშემატკივრებს "მეხორცედ" და ცუდ ფეხბურთელად დაამახსოვრდები. იყავი აგრესიული, მაგრამ უფრო მიზანმიმართული. ყველას იმედს ნუ გაუცრუებ." 

 

ჯანდაბა, ის მართალი იყო. მე არ მინდოდა ხალხს დავმახსოვრებოდი "ძვლებისმტვრეველ" ფეხბურთელად. 

–"ბოატენგის ნომერი გამიგე სტრუ" ვთხოვე მარშალს.

–"ხუთი წუთი". იყო პასუხი.

 

მინდოდა გარეტ ბერისათვის დამერეკა, რომელიც ერთადერთი "ვილელი" იყო, რომელსაც ვიცნობდი, თუმცა სტრუმ მალევე გამომიგზავნა ბოატენგის ნომერი. როდესაც ნომერვს ვკრიბავდი ვფიქრობდი, რომ არასოდეს მინდოდა მსგავს სიტუაციაში მეორედ ყოფნა. 

 

– "ჯორჯ, სტივენ ჯერარდი ვარ. გირეკავ რათა ბოდიში მოგიხადო, ეს საშინელი ვარდნა იყო." 

– "მისმინე, შენ კარგი ფეხბურთელი ხარ, უბრალოდ აღარ გააკეთო ასე. კარგად ვარ, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ არ დამაინვალიდე. შენი ბოდიში მიღებულია."

 

სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მივიღე, გასაჩივრების უფლების გარეშე. შესაძლოა განაჩენი უფრო მკაცრიც ყოფილიყო. გარი მაკა იმდენად განიცდიდა აღნიშნულ ინციდენტს, რომ ჯერ ჩემს აგენტს ესაუბრა, ხოლო შემდეგ მე. "თავის კონტროლს უნდა მიეჩვიო. შენ ვარდნებს აკეთებს მოწინააღმდეგის მოკვლის სურვილით, ამისგან უნდა განთავისუფლდე. ვარდნა – ეს არის ხელოვნება, რომელსაც საფუძვლიანად უნდა დაეუფლო." ყოველთვის ვითვალისწინებდი გამოცდილი ფეხბურთელების რჩევებს. მაკას რჩევამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ამაზე დრო დამჭირდა. ლექციების შემდეგ ჩემს თავს უთხარი: არ შევცვლი ვარდნების ჩემეულ სტილს, ასეთია ჩემი თამაში.

 

კომუნითი შაილდის თასი ჩვეულებრივი საფეხბურთო მოვლენაა, რომელიც სეზონის წინ იმართება. იმ წელს "არსენალს" ვხვდებოდით. მე და ვიეირა კვლავ ვკონკურირებდით მოედნის ცენტრში და მე მახსენდებოდა მისი ვრწყინვალე თამაში ინგლისის თასის ფინალში. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ ის უკვე აღარ არის ბოსი – ვიეირა ყვირილით დაეცა მინდორზე. მე გაფრთხილება მივიღე, მაგრამ მთავარი იყო "კანონირებს" დაენახათ, რომ მათი არ გვეშინია. 

 

მოწინააღმდეგის რეაქციამ მატჩის დასრულების შემდეგ გამაკვირვა. ვენგერი ტრადიციულად წუწუნებდა, რომ "მეხორცე" ვარ და მოენიდან უნდა გავეძევებინეთ. სრული სისულელე: მას შემდეგ რაც ვიეირა მოედანზე გორაობას მორჩა, წამოდგა და მატჩი სრულად ითამაშა. როდესაც ჩემნაერი ფეხბურთელი ვიეიარას ჩეხავს ვენგერი წუწუნებს. პირიქით, რომ ყოფილიყო ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ამ საკითხში "არსენალში" წარმოუდგენელი ლიცემერები არიან. მოედანზე მათ წინააღმდეგ გასვლისას მე ვიცი, რომ იოლი გასეირნება არ მელის. მარტინ კეონი და ტონი ადამსი გულიანად მამუშავებდნენ, ვიეირა გასაქანს არ მაძლევდა, მარტივად შესაძლებელი იყო ბერკამპი იდაყვით გაგმასპინძლებოდათ ან სულაც ფეხი დაებიჯებინა, მაგრამ "კანონირებისგან განსხვავებით არასდროს ვწუწუნებდი. 

 

კიდევ ერთი შემთხვევა. 2002 წლის 22 დეკემბერს "ენფილდზე" მორიგი დერბი იმართებოდა. "ევერტონთა" დაპირისპირება არასოდეს იყო ჩემთვის მარტივი – არ შემეძლო მეზობლებთან რბილი ვყოფილიყავი. ერთ ეპიზოდში საჰაერო ბურთისთვის მე და გარი ნაისმიტი დავიძარით. ვფიქრობდი, რომ ის ჩემზე მოდიოდა, ამიტომ კონტაქტისთვის მოვემზადე. უკვე ჰაერში მივხვდი, რომ მას დავამხოვდი და მის ფეხზე დავეშვებოდი. რთული იყო ტრაექტორიის შეცვლა და ზუსტად ფეხზე დავახტი. სისხლმა იფეთქა და მისი თეთრი შორტები შეღება. არეულობა დაიწყო, ფეხბურთელები თავს დამესხნენ და უეინ რუნიმ კინაღამ თავი წამაძრო. მაშინ ამ ბიჭის კარიერა მხოლოდ იწყებოდა, მაგრამ "კანფეტების" ფანები უკვე თვლიდნენ ახალ იდეალად. ახლა სიცილით ვიხსენებთ იმ ეპიზოდს, მაგრამ მაშინ კინაღამ მომკლა. მეც სწორად ასე მოვიქცეოდი ჩემი თანგუნდელის მიმართ, რომ ვინმე ანალოგიურად მოქცეულიყო. ეს ნორმალურია. აი რამოდენიმე ფეხბურთელი, კერძოდ დევიდ ვეიერი და ალან სტაბსი მსაჯს დასტრიალებდნენ და ჩემი გაძევებისკენ მოუწოდებდნენ. მე მახსოვს ისინი, რომლებიც ყოველთვის ამით იყვნენ დაკავებულნი:ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ ვეიერი მსაჯთან მირბოდა და მსაჯს ბარათის მიცემისკენ მოუწოდებდა. მაშინ ეს მცდელობა არ დასრულდა წარმატებით ვინაიდან გრემ პოლს ინციდენტი არ დაუნახავს. მე შევეცადე ამეხსნა, რომ გამიზნულად არ მინდოდა ვინმესთვის ზიანის მიყენება. ყველა დაწყნარდა, ხოლო მატჩი 0–0 დასრულდა. ნაისმიტთან მოსაბოდიშებლად წავედი და კორიდორში დევიდ მოიესი დავინახე. მასთან მივედი და უთხარი: "ბოდიშს ვიხდი იმისათვის რაც გავაკეთე. ეს ძალიან უხეშად გამოიყურებოდა, მაგრამ არ მინდოდა მისთვის ტრავმა მიმეყენებინა. გარი მაპატიებს?"

"გადავცემ მას შენ ბოდიშს." მითხრა მოიესმა. ვფიქრობ ის ცდილობდა მათ გასახდელში შესვლისგან გადავერჩინე, რადგან იქიდან ცოცხალი უბრალოდ ვერ გამოვიდოდი. 

 

გრემ პოლმა მომენტი გამეორებით ნახა და მის შესახებ მატჩის შემდგომ დასკვნაში დაწერა. საფეხბურთო ასოციაციამ გამომიძახა და მე მზად ვიყავი თავი დამეცვა. ნაისმიტი თავად ახტა სახიფათოდ და ბუნებრივა მე არ შემეძლო ჰაერში გაჩერება. ფა–ს ბიუროკრატებმა ყურადღებით მომისმინეს: "თქვენ გინდოდათ ტრაექტორიის შეცვლა, მაგრამ ჰაერში ვეღარ მოახერხეთ. ასეა? " დიახ სწორედ ასეა. "მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ თქვენი ოპონენტის დაცვის შესახებაც ვიფიქროთ და გავითვალისწინოთ თქვენი წარსულში უხეში ქმედებები." ჯანდაბა, ფა–მ წარსული საქმინობა გამიხსენა და წარმოუდგენელი იყო სამართლიანი განაჩენის იმედი მქონოდა. მათ სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს, მაგრამ რამდენად სამართლიანია კონკრეტული ინციდენტის განხილვისას წარსული ქმედებების გახსენება?

 

სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიაში გავფრინდი სადაც სახლი ვიყიდე. თვითმფრინავზე კინაღამ დავაგვიანე და სალონში ლამის გაფრენისას შევასწარი. ეს იაფფასიანი რეისი იყო სადაც მგზავრები თავისი სურვილისამებრ იკავებენ თავისუფალ ადგილებს. თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო და ჩემი ყურადღება ერთმა თავისუფალმა ადგილმა მიიპყრო. ტანში ცივმა ჟრუანტელმა გამცრა, რომდესაც აღნიშნული ადგილის გვერდით გარი ნაისმიტი და მისი გოგო შევნიშნე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 

–"როგორ მიდის საქმეები გარი?"

–"ყველაფერი კარგადაა სტივენ. შენ როგორ ხარ?"

–"თითქოს არამიშავს" უთხარი და თვალი მოვარიდე, მაგრამ შევამჩნიე, როგორ გაჰკრა გერლფრენდმა იდაყვი. მადლობა ღმერთს მას არ გაუხსენებია ჩვენი წინა ინციდენტი.

 

კიდევ ერთი შეხვედრა 2003 წლის 11 მაისს გაიმართა "ჩელსის" წინააღმდეგ, როდესაც გრემ ლე სომ ჩემგან დარტყმა მიიღო. "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოდით. "პენსიონრები" ჩვენთვის ზედმეტად ძლიერები იყვნენ და ჩემი შიშები მართლდებოდა. ანგარიში სემი ჰიიპიამ გახსნა, ხოლო შემდეგ მარსელ დესაიმ და იესპერ გრონკიაერმა თავისი გუნდი წინ გაიყვანეს. "ლურჯების" ქომაგები ჩემპიონთა ლიგაზე მღეროდნენ, ხოლო ჩვენი ოცნება კვდებოდა. მატჩის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა და გონება დამებინდა. ლი სო ჩემთან ყველაზე ახლოს იყო და მიუხედავად იმისა, რომ კარგი ბიჭი იყო მთელი სულით და გულით გადაუარე. არაფერი პირადული უბრალოდ ის იყო პირველი ვისაც წავასწარი. მეორე ყვითელი, სეზონი დასრულებულია. 

 

გასახდელში ვიჯექი, როდესაც ჟერარი შემოვიდა და მითხრა: "ჩვენ რომ გვყავდეს კიდევ 10 სტივე ჯერარდი, მაშინ აუცილებლად ვითამაშებდით ჩემპიონთა ლიგაზე." სამწუხაროდ ჩვენ იქ ვერ მოვხვდით. 

 

იმავე წლის 3 აგვისტოს "გალათასარაის" ვეთამაშებოდით "ამსტერდამ არენაზე". ინგლისელებსა და თურქებს შორის სიტუაცია დაძაბული იყო, ვინაიდან ჩვენ ევრო 2004–ის შესარჩევზე ისინი დავამარცხეთ. "გალამ" "ლივერპულის" ინგლისელებს დაუმიზნა. სათადარიგოთა სკამიდან უყურებდი, როგორ უმოწყალოდ ცელავდნენ თურქები ემილს, მაიკლს და ჟერარს ვეხვერწებოდი, რომ მოედანზე შევეშვი. ნახევარი საათის შემდეგ კიუელმა ტრავმა მიიღო და მოედანზე გავედი. მოედანზე თუ ბოქსის არენაზე ზუსტად არ ვიცი. მზაკვარი თურქები ფეხებში მირტყამდნენ, მაისურზე მქაჩავდნენ და არაფრად მაგდებდნენ. ჰაკან შუქური პირველი იყო მათ რიგებში, მაგრამ თავის მხრივ მას არც ჰაკან უკსალი, უმიტი და სხვებიც არ ჩამორჩებოდნენ. ნაბიჭვრები. სახეში იდაყვი მომხვდა, თვალი და ტუჩი მაშინვე გამისივდა. გავბრაზდი და უნსალს კარგი ვარდნით გაუმასპინძლდი, თუმცა ჰოლანდიელმა რეფერიმ რენე ტემინკმა მყისიერად მიჩვენა ყვითელი ბარათი. ამის შემდეგ თურქებმა ორმაგად დაიწყეს ჩემი პროვოცირება. იმდენი დარტყმა მივიღე თავში, რომ უკვე ფიქრი დავიწყე რამდენად შეესაბამებოდა ეს ფეხბურთს. ნილ მელორი, ჩვენი ახალგაზრდა თავდამსხმელი ანკესზე წამოეგო. მან გაბრიელ ტამაშის მიმართ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი მიიღო. ტემინკმა მორიგი სულელური ჯარიმა დანიშნა ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს. თურქებმა მაშინვე ალყა შემომარტყეს და რომელიღაცამ შემაფურთხა. თურქები დამპალი პროვოკატორები არიან. მე ისედაც შეშფოთებული ვიყავი ტემინკის გადაწყვეტილებით, ამიტომ მას დაუძახე: "შე გასიებულო ნაბიჭვარო." "რა?" იკითხა მან.  მეორე ყვითელი ბარათი, დაისვენე. თურქებმა გაიბრწყინეს, ვინაიდან მათმა პროვოკაციამ შედეგია გამოიღო რისი წყალობითაც 2–1 გაიმარჯვეს. ჯანდაბა, არ მეგონა თუ ტემინკი ჩემს სიტყვებს გაიგებდა, ის ხომ უცხოელია. როგორც ჩანს რამოდენიმე გამონათქვამი მან იცოდა. საბოლოო ჯამში მე კიდევ ერთხელ უღალატე გუნდს. ჟერარი მატჩის შემდეგ არბიტრს ესაუბრა და გაარკვია, რომ ამ უკანასკნელმა აღნიშნული ინციდენტი მატჩის ოქმში არ შეიტანა. ნუ რაღაც სასიკეთო მაინც მოხდა. 

 

ყველა ეს მოგონება მოწყენილობის საბაბს მაძლევს, ვინაიდან ძალიან ძნელია იყო ტრიბუნის ქვეშ და გესმოდეს, როგორ იბრძვიან მოედანზე შენი მეგობრები. შენიანებზე ღალატი – ყველაზე დიდი დანაშაულია ფეხბურთში. მე ვყოფილვარ სიტუაციაში როდესაც ჩემი თანაგუნდელი გაუძევებიათ და ვიცი რამდენად რთულია ამის შემდეგ მოედანზე გარჯა, რამდენად მეტი გიწევს სირბილი. მე უნდა შევცვლილიყავი, რათა გუნდი მსგავს სახიფათო მომენტებში აღარ ჩამეგდო. მე დავიწყე იმ ადამიანების რჩევების მოსმენა, რომებიც ჩემ გარემოცვაში იყვნენ და ვარდნის ტექნიკის დახვეწა დავიწყე. წითელი ბარათები იყო, ეს არ არის პრობლემა რომლის გადაჭრაც მომენტალურადაა შესაძლებელი. კაპიტნის სამკლაური ძალიან დამეხმარა ცვლილებაში და ბარათების სტატისტიკა სასიკეთოდ შეიცვალა. მსაჯებთან ურთიერთობა, რასაც კაპიტნის სამკლაური გავალდებულებს საშუალებას გაძლევს საღად იაზროვნო. ანგელოზი არ გავმხდარვარ, მე მიყვარს ვადნების გაკეთება, მაგრამ იდეალურ ფეხბურთელად გახდომა ალბათ შეუძლებელია. 

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

 

კომენტარები


Fenix
VIP Member

madloba mersy

George
ტოპ კომენტატორი

გაიხარე გიორგი.

ცხოველია სტივი იმედია დღეს გადავუვლით ბაზელს.

Скаузер
VIP Member

რა დამავიწყებს მგონი წინა სეზონში ტომას ვერმაელენს რომ ფრენა ასწავლე, მაგარია რა სტივკა :*.

tor_nike
მომხმარებელი

საიტს ძებნის ფუნქცი არ აქვს?
მაგალითად: ჯერარდი "ჩემი ავტობიოგრაფია VI" სად და როგორ ვნახო.?

Скаузер
VIP Member

ციტატა: tor_nike
საიტს ძებნის ფუნქცი არ აქვს?
მაგალითად: ჯერარდი "ჩემი ავტობიოგრაფია VI" სად და როგორ ვნახო.?

ქვემოთ არის წინა ნაწილები ნაწარმოებიs. კარგაღ დააკვირდი.

Mersy
რედაქტორი

ციტატა: tor_nike
საიტს ძებნის ფუნქცი არ აქვს?
მაგალითად: ჯერარდი "ჩემი ავტობიოგრაფია VI" სად და როგორ ვნახო.?


არ არის ძებნის ფუნქცია სამწუხაროდ. საიტის მარჯვენა მხარეს ბანერი დევს "შენი თავგადასავალი ლივერპულში." მაგას დააჭირე და ჯერარდის ავტობიოგრაფიაც მანდაა.

tor_nike
მომხმარებელი

ვნახე,მადლობა.

kapuka
VIP Member

უდიდესი ადამიანი და ფეხბურთელი! <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze