ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XVII

ავტორი: Mersy, 10-12-2014, 13:18, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 173, 8


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ჟერარის ეპოქის დასასრული. I ნაწილი.

ყოველი სეზონის დასაწყისში ჟერარი ფურცლებს გვაძლევდა და გვთხოვდა დაგვეწერა თუ რას ველოდით მომავალი წლიდან. მოთამაშეები მის ზურგს უკან ჩურჩელებდნენ: "რა სისულელეა? რაში გვჭირდება?" 2002 წელს სეზონი მეორე ადგილზე დავასრულეთ და ერთ–ერთმა ჩვენთაგანმა დაწერა, რომ ექვსეულში ფინიშირების იმედი გვქონდა. ეს რა ჯანდაბაა? ჟერარი არ იყო აღფრთოვანებული მსგავსი რამით. მას სურდა ცოდნოდა რამდენად თვითდაჯერებულები ვიყავით. მე როგორც წესი ვწერდი: "ლიგაში პოზიციების გაძლიერება, თასის მოგება." 2002 წელს ჩემს ფურცელზე ეწერა – "ჩემპიონობა." მაშინ ჟერარმა ელ ჰაჯი დიუფი, სალიფ დიაო და ბრუნო შეირუ იყიდა, საერთო ჯამში 18 მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელები. ამ ტრიოს გუნდი ახალ ეტაპზე უნდა გადაეყვანა, მაგრამ წარმატებული მხოლოდ სტარტი აღმოჩნდა, შემდეგ "ლივერპული" ჩავარდა.

ჟერარს უსაზღვროდ ვაფასებ იმისა გამო რაც კლუბისთვის გააკეთა. მისი წყალობით 6 ტიტული მოვიგე და დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, მაგრამ მწვრთნელს ასევე ტრანსფერებითაც აფასებენ. 2002 წელს გაფორმებულმა ფეხბურთელებმა ის ჩაძირეს. წარუმატებელი შენაძენები – ეს ისედაც ნათლად გამოჩნდა. ის, რომ სალიფი არც ისეთი კარგი იყო როგორც ერთი შეხედვიდან ჩანდა ვარჯიშების პირველივე კვირას მივხვდი. "მელვუდში" ფეხურთელებს საფუძვლიანად ისწავლიდნენ. გაზეთებში ვკითხულობდი, რომ დიაოს სახით ახალი პატრიკ ვიეირა შევიძინეთ. ის ცუდი ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ აშკარად არ შეესაბამებოდა "ლივერპულის" დონეს. ქარს გატანებული 4 მილიონი ფუნტი. შეირუ ნაკლები ღირდა და შესანიშნავი ფრანგი ბიჭი იყო, დიდი შესაძლებლობებით, მაგრამ მას სისწრაფე არ ჰყოფნიდა და ტრავმებთანაც არ ჰქონდა კარგად საქმე. როდესაც ის მწყობრში იყო უჭირდა გუნდში ადგილის დამკვიდრება, რადგან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მე და დიდი ვთამაშობდით. მე დათმობას არ ვაპირებდი და დიდიც შეუცვლელი იყო. შეირუსთვის ადგილი არ იყო.

დიუფისგან ძალიან ბევრს მოელოდნენ, მაგრამ მან ყველაზე ცუდად დაასრულა. მას შემდეგ რაც ის ჟერარმა ფლანგზე დააყენა მივხვდი, რომ ეს ცუდი ტრანსფერი იყო. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ სენეგალელი გოლებს გაიტანდა – რატომ აყენებდა მას ჟერარი ფლანგზე? ეს უცნაურად ჩანდა, ვინაიდან დიუფს უნდა შეეცვალა ნიკოლა ანელკა, რომელიც ცენტრ ფორვარდი იყო. "ჩვენ გადავწყვიტეთ არ შევინარჩუნოთ ანელკა. მის ნაცვლად ელ ჰაჯი დიუფს შევიძენთ. ჩვენ ვთვლით, რომ ის უკეთესი ფეხბურთელია და უკეთ არის საქმისადმი დამოკიდებულებაში, ამიტომ ის გუნდს გააძლიერებს. ვინ იცის როგორ ითამაშებს ანელკა, თუ მას სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებთ." განგვიცხადა ჟერარმა.

შოკში ვიყავი. მინდოდა ანელკა დარჩენილიყო, ეს ყველას გვინდოდა. ჟერარისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ იმ საუბარმა გამაღიზიანა. ვინ არის დიუფი? ანელკა წარმატებით ასპარეზობდა "ლივერპულში" და თითქმის ჩვენიანი გახდა. მას ცუდი ბიჭის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ მოსვლიდან მალე სასიამოვნოდ გამაოცა. ის შესანიშნავად აკეთებდა თავის საქმეს და ჯანდაბა... ის ჩემზე დიდი ვარსკვლავი იყო. შესანიშნავი იყო მასთან თამაში. როდესაც პოლ ჯოისმა The Express–დან მომწერა, რომ ანელკა გავიფორმეთ, ძალიან გამიხარდა. მაიკლზე დიდი ტვირთი იყო, ამიტომ ანელკას მოსვლამ ის საგრძნობლად განტვირთა და ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის "ლივერპულში" დარჩებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანი არ ფიქრობდა ასე – ჟერარ ულიე. ანელკასთან ერთად მეორე პოზიციაზე დავასრულეთ, ხოლო მისი წასვლის შემდეგ მეხუთეზე. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

დიუფის ქომაგი არასოდეს ვიყავი. "მელვუდში" და "ენფილდზე" საკმარისი დრო გავატარე იმისათვის, რათა დამენახა აძლევს თუ არა ფეხბურთელი თავის გულს "ლივერპულს". დიუფის გული მხოლოდ თავისი თავის მიმართ იყო მიძღვნილი. მასში არ იყო სურვილი კლუბი ახალ ეტაპზე აეყვანა. კლოუნივით ჩაცმული ის ისე იქცეოდა თითქოს სურდა ეთქვა: " მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ." მსოფლიო ჩემპიონატზე მან გამოანათა, მაგრამ "ლივერპულში" სრულიად სხვა ფეხბურთელი იყო. მას "სერიული მკვლელი" შეარქვეს ნაკრებში გატანილი გოლების გამო, მაგრამ იმ სეზონში "ლივერპულის" შემადგენლობაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. სავარაუდოთ ჟერარი მისმა მუნდიალზე ასპარეზობამ დაამონა, მაგრამ მსგავსი შთაბეჭდილება ხშირად მატყუარაა. მსგავსი თანხის დახარჯვა ფეხბურთელზე დიდი დაკვირვების შედეგად შეიძლება – მოედანზე და მის მიღმა. ჟერარის თანაშემწე – პატრის ბერჟიუ, დიუფს "ლანსში" ავარჯიშებდა, ამიტომ ულიე ცალსახად მის რეკომენდაციებს მიემხრო. ვერ ვიტყვით, რომ ულიემ "ლივერპული" დააღალატა დიუფის ტრანსფერით – ეს დიუფმა დააღალატა "ლივერპული" საქმისადმი დამოკიდებულებით. მან შეაფურთხა "სელტიკის" გულშემატკივარს უეფას თასის მატჩის დროს, სახეში გაარტყა ბავშვს – მოკლედ ის ამაზრზენად იქცეოდა. ინგლისში შეფურთხებას ნაკლებად იხილავთ – აქ ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ სჯობს თავი გაგიტეხონ, ვიდრე სახიდან ვიღაცის დორბლები მოიწმინდო.

"ბოლტონში" წასვლამდე მან რაღაც მაინც მოასწრო. უორტინგტონის თასის ფინალში (იგივე ლიგის თასი) 2003 წლის 2 მარტს, მან "მანჩესტერის" მცველებს, განსაკუთრებით მიქაელ სილვესტრს სული ამოხადა. მას კარგად წაუვიდა მატჩი, როგორც ჩანს მეტოქაეი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას ხედავდა. მაშინ ის დაგვეხმარა თასის მოგებაში. ჩემი დარტყმული ბექსის მოხვდა და ბარტეზს თავზე გადააფრინდა. მართალია გამართლების ხარჯზე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ ისტორიულ მეტოქეს გაუტანე. თავის მხრივ შანსი არც მაიკლმა გაუშვა და ჩვენ 2–0 ვიმარჯვეთ. ლიგის თასი არც თუ ისე მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ჩვენ "იუნაიტედი" დავამარცხეთ. ფერგიმ მოედნის ცენტრში კინი და ვერონი დააყენა, მაგრამ მე და დიდიმ ისინი უბრალოდ "შევჭამეთ". იეჟი დუდეკიც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მანამდე ბავშვური შეცდომა დაუშვა და ჩემპიონატის შეხვედრაში და დიეგო ფორლანს უწყინარ სიტუაციაში გაატანინა. ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს რეაბილიტაციის შანსს და მაშინ კარდიფში დუდეკმა ეს მოახერხა.

ეს იყო იმ სეზონის პიკი, რომლის შემდეგაც მხოლოდ იმედგაცრუებები გველოდა. მეხუთე ადგილი – იგივეა რაც არაფერი. სეზონი ჩემპიონთა ლიგის გარეშე კოშმარი იყო. ჟერარის თავზე მოიღრუბლა, ჟურნალისტები მისით დაკავდნენ. მე ჩემს მომავალზე დავიწყე ჩაფიქრება. ჩემპიონთა ლიგა ნაკრებში მოხვედარში მეხმარებოდა. შესაძლოა ერთი სეზონი მის გარეშე გადავიტანო, მაგრამ მეორე სეზონმა შესაძლოა ჩემი კარიერა დაღუპოს. ჩემით რამოდენიმე წამყვანი ევროპული გუნდი დაინტერესდა, მათ შორის "რეალი". ეს ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ მე არ მინდოდა იმ კლუბიდან წასვლა, რომელიც ესოდენ მიყვარს.

ჟერართან ურთიერთობის ყველაზე ცუდი მომენტი "ბაზელთან" შეხვედრისას მქონდა 2002 წლის 12 ნოემბერს. ყველა "წითელი" ენერგიით იყო დამუხტული და ჩვენ გვქონდა სურვილი ლიგაზე წამატებას მიგვეღწია. ეს სეზონის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და უკანასკნელი ნაძირალასავით ვიქცეოდი. ჟერართან ურთიერთობა მიფუჭდებოდა. 26 ოქტომბერს, როდესაც "ტოტენჰემთან" მატჩისას შემცვალა უბრალოდ ავფეთქდი და მთელი ჩემი ემოციები გასახდელში გამყვა. ვერ ვიტან როდესაც მცვლიან, მაშინაც კი როდესაც ცუდად ვთამაშობ. როდესაც ტაბლოზე ჩემი ნომერი დავინახე მწყობრიდან გამოვედი. ჩემი დემარში შეუმჩნეველი არ დარჩენია ჟერარს და ეს მას არ მოეწონა. მან მაშინვე გამოუშვა უილერი რათა დავებრუნებინე. დოკმა ჩემს თვალებში სიბრაზე დაინახა და მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემთან ლაპარაკს. რქები ამომივიდა, მაგრამ მე მინდოდა "ლივერპულისთვი" მაქსიმუმი გამეკეთებინა, მწვრთნელმა კი შემცვალა. ცარიელ გასახდელში ვიჯექი და ვბრაზობდი. ჟერარმა დამაჯარიმა – "ვესტ ჰემთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დამტოვა, ხოლო შემდეგ "მიდლსბროსთანაც" შემცვალა. ჯანდაბა, "ბაზელთან" მატჩის წინ ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით საუკეთესო მეგობრები.

დამნაშავე თავად ვიყავი, ვინაიდან ჩემი სათამაშო ფორმა შორს იყო იდეალურისგან. საკუთარი პრობლემები მიტევდა, რომელიც მოედნის მიღმა მოდიოდა: ჩემი მშობლები შორდებოდნენ. ამის შესახებ არ შემეძლო კლუბში მეთქვა – ეს ხომ ძალიან პირადულია. სახლში გამუდმებული ჩხუბი იყო. მშობლები ძალიან მიყვარდა და გული მტკიოდა, როცა უყურებდი, როგორ მიყავდათ ერთმანეთი ცრემლებამდე. ეჰ, მეგონა, რომ ყველაფერი ბოლომდე იდეალურად იქნებოდა... უისტონში სახლი ვიყიდე და იქ სამივე ერთად ვცხოვრობდით. პოლი აირონსაიდში დარჩა და ძალიან მწყდებოდა გული, რომ ჩვენთან ერთად არ იყო. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას შემდეგაც კი რაც "ლივერპული" და ნაკრები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მინდოდა, რომ გარს შემორტყმული მქონდა ოჯახის მყარი კედელი. პოლმა დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო მე, დედა და მამა ერთად ვცხოვრობდით. ერთად – აი რა არის მნიშვნელოვანი.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო და მეგონა, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემი თამაშის გაუმჯობესებასთან ერთად. ჩვენ გვქონდა ფული, კარგი სახლი და ვიყავით ერთად. დედა და მამა არ მუშაობდნენ და გამუდმებით ერთად იყვნენ. რა მოხდა? როგორც ჩანს შესაძლებელია ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ გადაუყვარდეთ. თავიდან არ წარმომედგინა, რომ ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ცუდად იყო. მინდოდა მათთან ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ უკვე ყველაფერი ძალიან შორს იყო წასული. ახლაც კი, იმ პერიოდის გახსენებისას გული ლამისაა ნაფლეთებად მექცეს. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად, პრობლემების გარეშე ყოფილიყო.

ყველაფერი ეს გავლენას ახდენდა ჩემს თამაშზე – ეტაპობრივად ფორმას ვკარგავდი. ჩემი აზრები ფეხბურთისგან ძალიან შორს იყო. ვარჯიშზე, თუ მატჩზე ჩემთვის ორ მნიშვნელოვან ადამიანზე ვფიქრობდი, რომელთა გზებიც გაიყარა.

შვეიცარიაში გამგზავრების წინ ჟერარმა საკუთარ ოფისში გამომიძახა. მისი მოთმინება იწურებოდა და მას სურდა გაეგო, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. მივედი და ტომო, სემი ლი, მეკარეების მწვრთნელი ჯო კორიგანი, სკაუტების უფროსი ალექს მილერი დამხვდნენ. მთელი შემადგენლობა, თითქოს დასახვრეტად მიმიყვანეს. ჟერარმა თავიდანვე მკითხა: "რა გჭირს სტივენ? სახლში ყველაფერი რიგზეა?"

იატაკს მივშტერებოდი. არ შემეძლო მათთან ყველასთან მესაუბრა, მაგრამ ამასთანავე ჩემი დუმილი მათ აღიზიანებდათ. შემდეგ სათითაოდ გადაწყვიტეს ჩემი წამება და კრიტიკის ცეცხლში გამატარეს. "ცუდად ვარჯიშობ." მეუბნებოდა ტომო, "კარიერას იღუპავ" ოხრავდა კორიგანი, "შენ თავს არ გავხარ." ჩიოდა კორიგანი, "გინდა დავილაპარაკოთ?" მთავაზობდა სემი ლი. ეს კითხვები მაცოფებდა. სემის, ჟერარის და ფილის  ატანა შემეძლო, მაგრამ რა იყო ეს მასიური შემოჭრა ჩემს პირად ცხოვრებაში? კრიტიკა ერთია, ხოლო ხუთი კაცის მიერ პირადი ცხოვრების დეტალების გამოტყუების მცდელობა მეორე. დაველოდე მანამ ყველა დაამთავრებდა და ოთახიდან გამოვედი. უბრალოდ მათთვის არ მცხელოდა. ყელში ბურთი მაწვებოდა, როდესაც ჩემს მშობლებს ვიხსენებდი. არ მინდოდა ჩემი ოჯახური პრობლემის შესახებ ვინმეს ცოდნოდა. ჟერარს ვენდობოდი, მაგრამ სრულიად არ მქონდა სურვილი მისთვის ჩემი ოჯახური პრობლემების შესახებ მომეყოლა და ბოლოს დამემატებინა:"არავის უთხრა." ყველაფერს ჩემში ვინახავდი, ამიტომ სამწვრთნელო შტაბი ტონა კითხვებით მავსებდა. 

 

ჩემი მდგომარეობა მხოლოდ ერთ ადამიანს გაუზიარე. ბაზელში დენი მერფისთან ერთად ვიყავი ოთახში და მას ყველაფერი მოუყევი. დენის წარსულში ჰქონდა მსგავსი პრობლემები, ამიტომ ის ხვდებოდა რასაც ვგრძნობდი და როგორ მოქმედებდა ეს ჩემზე. მისმა რჩევებმა გაცილებით შემიმსუბუქა მდგომარეობა. 

 

ჩემდა მოულოდნელად "ბაზელთან" ძირითად შემადგენლობაში აღმოვჩნდი. გარდა ამისა მწვრთნელმა ჩემს საყვარელ პოზიციაზე დამაყენა. მიუხედავად ამისა ფეხები არ მემორჩილებოდნენ და თითქოს საშინელ სიზმარში ვიყავი. ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა "ბაზელი", რათა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით და ყველა ელოდა ჩემს თამაშს, მაგრამ კარგი თამაშისგან შორს ვიყავი. როდესაც "სენ იაკობს" თვალი გადავავლე მომინდა, რომ სახლში ვყოფილიყავი და მშობლები შემერიგებინა. ამასობაში მოწინააღმდეგემ სამჯერ აიღო ჩვენი კარი, თუმცა ეს არ იყო ყველაზე ცუდი რაც მოხდა. 

 

გასახდელში შესული არ ვიყავი, როდესაც ჟერარის ყვირილი გავიგონე:" ჯერარდ საშხაპეში." როდესაც ფეხბურთელი საძაგლად თამაშობს, მწვერთნელს ორი გზა აქვს: მისცეს შანსი მომდევნო ტაიმის 5–10 წუთის განმავლობაში ან შესვენებისას შეცვალოს. მე ვიმსახურებდი ამ შანსს, მაგრამ ჟერარი შეუბრალებელი აღმოჩნდა, როგორც "ნიუკასლთან" და ამან გამაცოფა. 

 

კორიგანმა საშხაპეში შემომაკითხა, რათა გავემხნევებინე, მაგრამ ჯანდაბაში გაუშვი, მასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. 

 

წყლის ხმაურთან ერთად მესმოდა, როგორ აძლევდა ჟერარი გუნდს დარიგებებს. მათ შეუსრულებელი დავალება ჰქონდათ. "სალიფ შენ ცენტრში ითამაშებ." სალიფი? დიაო? ჩემს ნაცვლად? სრული სისულელე. რაც არ უნდა ცუდად მეთამაშა დიაოს ნამდვილად ვაჯობებდი. თუმცა აღსანიშნავია, რომ სალიფს იმ დღეს თამაში წაუვიდა და "ლივერპულმა" სამი ბურთის გაქვითვა შეძლო. მატჩის შემდეგ გასახდელში მწვრთნელები შემოვიდნენ, მე კი საპირფარეშოში ჩავიკეტე და მათ საუბარს იქიდან უსმენდი. 

 

ბაზელში კიდევ ერთი დღით უნდა დავრჩენილიყავით. დილას გავიგე, რომ ჟერარმა ჩემი მდგომარეობის "შემსუბუქება" გადაწყტვიტა. მან ჟურნალისტებს განუცხადა:"ხანდახან ფეხბურთელები კითხულობენ თავის შესახებ გაზეთებში და თვლიან, რომ მსოფლიოს მმართველები არიან. ეს მათთვის სახიფათო აზრებია." ჟერარს ეგონა, რომ ცხვირი ავწიე და თავი ამპარტავნობას მივეცი. აეროპორტში ნაცნობ ჟურნალისტს ჯოისის შევხვდი:"ხვალინდელი სათაური არ მოგეწონება სტივი." გამაფრთხილა მან. გადავწყვიტე დამეკონკრეტებინა:"ჟერარმა მართლა თქვა, რომ თავი მსოფლიოს მბრძანებელი მგონია?" "აჰა".

 

ჟერარი ასე არ უნდა მოქცეულიყო. მან შესანიშნავად იცოდა რად გადააქცევდნენ ამას გაზეთები. არ შევმცდარვარ – ჟურნალისტებს იმედი არ გაუცრუებიათ. ჟერარმა ჩათვალა, რომ ჩემს შესახებ დაწერილმა სტატიებმა თავბრუ დამახვია და თავისი განცხადებით სრულ ჯოჯოხეთში გადამტყორცნა. კრის ბასკომბს დაურეკე ეჩოდან "მან მართლა ასე თქვა?" "სწორედ ასე." დამეთანხმა ის. 

 

ხანდახან პრესა ამახინჯებს პრეს კონფერენციის განცხადებებს, მაგრამ ამჯერად ასე არ იყო. თავად ჟერარმა საკმაო წყნარად ამიხსნა, რომ ბუზიდან სპილო გამოიყვანეს, მაგრამ მან თქვა ის რაც მხედველობაში ჰქონდა. მან ჩათვალა, რომ ჩემთან მუშაობის ყველა მეთოდი ამოწურა. ბაზელში მან შოკური თერაპია გამოიყენა და ეს მტკივნეული იყო. 

 

"ლივერპულის" მწვრთნელები უთანხმოებას არასოდეს ასაჯაროებდნენ და ერჩივნათ ფეხბურთელთან კონფლიქტი ერთი–ერთზე მოეგვარებინათ. ჟერარმა ეს დაუწერელი წესი დაარღვია. მას შეეძლო გავეფრთხილებინე მაინც, რომ დიდ მედია ძაღლს საინფორმაციო ძვალს გადაუგდებდა, რომელიც მე ვიქნებოდი. მწვრთნელები აკურატულად უნდა ესაუბრონ პრესას. ის რაც მოხდა ბაზელში იყო უპატივცემულობა მისი მხრიდან. ტელეფონზე უამრავი ზარი თუ სმს შემოდიოდა, რომელიც ჟერარის უსამართლო საქციელს აღნიშნავდა. 

 

"უნდა დაელაპარაკო, ის საზღვრებს გასცდა" მირჩია რობიმ. "ის რაც მწვრთნელმა ქნა არ არის ნორმალური." დაეთანხმა რედნაპი. "რას აპირებ?." "წავალ მელვუდში და ერთ მაგარს გაულაწუნებ." ვლუღლუღებდი მე. "ნუ სულელობ. როდესაც მასთან წახვალ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო." მეუბნებოდა ჯეიმი. გარი მაკამაც მხარდაჭერა გამომიცხადა, ხოლო მამაჩემი კინაღამ სკამიდან გადავარდა, როდესაც გაზეთები წაიკითხა. "ეს რა ჯანდაბაა? ვიცი რატომაც თამაშობ ცუდად და ამის მიზეზი არც შენ ხარ და არც პარტნიორები. ეს იმის ბრალია რაც მე და დედაშენს შორის ხდება. ჟერარი საქმის კურსშია?"  ამოვღერღე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. "გასაგებია, მომეცი ჟერარის ნომერი. ვარჯიშზე წავალ და ყველაფერს აუხსნი." მე არ შემეძლო მისი შეჩერება. ცოტა ხანში ულიემ დამირეკა "ჩემთან შემოდი"

 

მამამ ეს ჩემთვის გააკეთა და მისი მადლობელი ვიყავი. მან იცოდა, რომ უბედური ვიყავი, ისე როგორც არავინ. იმ მომენტიდან გულიდან ლოდი მომეხსნა და მე ყველას მადლობელი ვიყავი, ვინც ჩემი საიდუმლო შეინახა. მშობლები მშვიდობიანად გაიყარნენ. 

 

მერსესაიდი იმ მომენტისთვის ჩემზე სხვადასხვა სულელური ჭორით იყო მოცული. ხალხი ამბობდა, რომ ჟერარმა ნარკოტიკის რეალიზატორებთან ერთად მნახა. მთელი კარიერის განმავლობაში მსგავს ჭორებს ვხვდებოდი. მსგავსი რამ არასოდეს გამომიყენებია. მე ჰაიტონზე გავიზარდე და ვხედავდი ბიჭებს, რომლებიც ამას ეტანებოდნენ – ეს სახიფათო გზაა, რომელიც ყოველთვის ჩიხით მთავრდება. განაწყენებული ვიყავი, რომ ნაგავთან დამაკავშირეს, მაგრამ ფაულერის რჩევების შედეგად ყველაფრის იგნორირება ვისწავლე. სამწუხაროა, რომ ადამიანები მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, რათა "ცხელი" სტატია დაწერონ, მაგრამ რას იზამ ასეთია ცხობრება.

 

ბევრი ჩემს მხარეს იყო. ხშირად გამიგია ვინმეს მოსაზრება, რომ ჟერარი ცუდად მომექცა. საბედნიეროდ ბაზელს დიდად არ უმოქმედია ჩვენს ურთიერთობაზე. "სანდერლენდთან" მატჩის წინ ულიემ თავისთან გამომიძახა:"ჰიიპია ვერ შეძლებს თამაშს და მინდა კაპიტნის სამკლაური შენ მოგანდო." 

 

"ლივერპულის" კაპიტანი !

 

იმ შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ მარცხენა ხელზე კაპიტნის სამკლაურის შეგრძნება წარმოუდგენელი იყო. " როდესმე შენ მუდმივი კაპიტანი გახდები." მითხრა ჟერარმა. იმ სეზონში ის რამოდენიმეჯერ დაუბრუნდა ამ თემას, მაგრამ ამაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. მომდევნო სეზონში (2003/04) ჟერარმა თავის ოფისში გამომიძახა და როცა შევედი ის ტომოსთან ერთად იყო. 

 

"ჩვენ ვესაუბრეთ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გადავწყვიტეთ კაპიტნად დაგნიშნოდ. სემი შესანიშნავად უმკლავდება ამ ვალდებულებას, მაგრამ გვჯერა, რომ შენც არა ნაკლებად შეძლებ. შენ მზად ხარ და ეს მთელ გუნდს დაეხმარება."

 

სემის ყველა აფასებდა – სტაჟიანი ცენტრალური მცველი, რომელიც ლიდერად იყო ქვეყნიერებას მოვლენილი. "და სემი?" ვიკითხე მე. "ნუ ნერვიულობ, მასთან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ." 

 

ოთახიდან გამოვედი და სემის დაუწყე ძებნა, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ის უკვე წასულიყო. ჩემს სულში სიამაყე და სემისადმი სინანული ებრძოდა ერთმანეთს, ამიტომ გადავწყვიტე ის მენახა და ეს პრობლემა გადამეჭრა. იმ ღამეს პრაქტიკულად არ მეძინა. კაპიტნობის ტვირთის გარეშე სემი უკეთ შეძლებს შეხვედრაზე კონცენტრაციას, მაგრმა ჩამოართვა ადამიანს ასეთი საპატიო თანამდებობა... თავს უხეხულად ვგრძნობდი. 

 

მომდევნო დღეს "მელვუდში" სემიმ თავად მიპოვა:"სტივი რამოდენიმე წუთი გააქვს? გუშინ მწვრთნელს ველაპარაკე და მინდა იცოდე, რომ არანაერი პრობლემა არაა. შენ დაიმსახურე სამკლაური და ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. წარმატებები, თუ რჩევა დაგჭირდება შეგიძლია მომმართო."

 

ნაკლებ სავარაუდოა ეს მისთვის მარტივი ყოფილიყო, მაგრამ ის ღირსეულად გაუმკლავდა ამას. ამის შემდეგ ის ორმაგად დავაფასე. მინდოდა ისეთივე კაპიტანი ვყოფილიყავი, როგორიც სემი ან ბექსი. ხანდახან მანქანაში ვზივარ და სახლში წასვლას ვაპირებ, როცა ჩემ თავს ვეუბნები: შენ ლივერპულის კაპიტანი ხარ. ბიჭისთვის, რომელიც ჰაიტონზე გაიზარდა, მცირე ასაკინდა კოპზე იმყოფებოდა უდიდესი პატივია იყოს "ლივერპულის" კაპიტანი. ვფიქრობდი იმ უდიდეს ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემამდე ატარებდნენ ამ სამკლაურს – ალან ჰანსენი, რონო იეიტსე, ტომო, ემილ ჰიუზე, გრემ სუნესი... ახლა კი მეც მათ რიგებში ვარ. ჟერარის უსაზღვროდ მადლობელი ვარ – არასოდეს დავივიწყებ იმას რაც მან ჩემი კარიერისთვის გააკეთა.

 

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

 

კომენტარები


George
ტოპ კომენტატორი

გაიხარე გიორგი მშვერნი თავი იყო თან ისეთი დღევანდე დღეს რომ შეეფერება. უაზრო ტრანსფერები ბაზელთან ფრე ლიგიდან გამოვარდნა.

Скаузер
VIP Member

აუ მეტირება არადა ისეთი არაფერი წერია მაგრამ მეც ბურთი წამომეჩხირა, აუ მაგარი სტატიაა ; (

G.p
VIP Member

აუ ძააან მაგარიაა რა .მაგარი კაცია სტივი ლეგენდა 003

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ბრავო, რა თემატური თავია, ზუსტად ისეთი რაც გუნდის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, ისტორიას გამეორება უყვარს. ულიეს ლივერპულიც მეორე ადგილზე გავიდა 2002 წელს, ზაფხულში გაატარა წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკა და მომდევნო წელს, ჩემპიონობის მაძიებელი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა. რამეს ან ვინმეს ხომ არ გახსენებთ ეს ყველაფერი? ულიე შეეწირა თავის უაზრო ტრანსფერებს და იგივე ბედს გაიზიარებს როჯერსიც. უბრალოდ დროის ამბავია, დღეების ან თვეების. მახსოვს ამდაგვარი კომენტარები, როჯერსი კარგი მწვრთნელია და ერთადერთი მისი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ტრანსფერები გააკეთა, ფული გაფლანგაო. ისე გამოჰყავთ, თითქოს ეს უმნიშვნელო, მეათეხარისხოვანი დანაშაული იყოს, არადა ზუსტად არასწორი სატრანსფერო პოლიტიკაა რაც ანგრევს გუნდებს და საფუძველი ხდება მწვრთნელების განთავისუფლების. არანაირად არ უნდა ეპატიოს ამ კაცს , რომ თავისი გაუაზრებელი ქმედებებით, გუნდი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

Скаузер
VIP Member

ციტატა: PRINCE
ბრავო, რა თემატური თავია, ზუსტად ისეთი რაც გუნდის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, ისტორიას გამეორება უყვარს. ულიეს ლივერპულიც მეორე ადგილზე გავიდა 2002 წელს, ზაფხულში გაატარა წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკა და მომდევნო წელს, ჩემპიონობის მაძიებელი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა. რამეს ან ვინმეს ხომ არ გახსენებთ ეს ყველაფერი? ულიე შეეწირა თავის უაზრო ტრანსფერებს და იგივე ბედს გაიზიარებს როჯერსიც. უბრალოდ დროის ამბავია, დღეების ან თვეების. მახსოვს ამდაგვარი კომენტარები, როჯერსი კარგი მწვრთნელია და ერთადერთი მისი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ტრანსფერები გააკეთა, ფული გაფლანგაო. ისე გამოჰყავთ, თითქოს ეს უმნიშვნელო, მეათეხარისხოვანი დანაშაული იყოს, არადა ზუსტად არასწორი სატრანსფერო პოლიტიკაა რაც ანგრევს გუნდებს და საფუძველი ხდება მწვრთნელების განთავისუფლების. არანაირად არ უნდა ეპატიოს ამ კაცს , რომ თავისი გაუაზრებელი ქმედებებით, გუნდი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ძალიან გამჭრიახი გონების პატრონი ხარ, გეთანხმები 100% ხარ.

captainfantastic
მომხმარებელი

ძაან მაგარი სტატიაა.

მე კარას ვისურვებდი მწვრთნელად, მაგ კაცს შეუძლია ფეხბურთელები გამოწუროს. თუ არა კლოპი ანდაც ბენიტესი სხვა უკეთეს ვარიანტებს ვერ ვხედავ.

torpedo111
მომხმარებელი

ციტატა: captainfantastic
ძაან მაგარი სტატიაა.

მე კარას ვისურვებდი მწვრთნელად, მაგ კაცს შეუძლია ფეხბურთელები გამოწუროს. თუ არა კლოპი ანდაც ბენიტესი სხვა უკეთეს ვარიანტებს ვერ ვხედავ.

კლოპი ან სიმეონე, თან ტიპები არიან რაგაც მებრზოლები როგორც ლივერპული, იმედია გამოოასწორებენ ბიჩები, სტატია იმენა მკვლელია :) ამის გულისთვის თუ შემოვა ადამანი და წაიკითXავს

kapuka
VIP Member

საღოლ ავტორ...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze