ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XVIII

ავტორი: Mersy, 11-12-2014, 13:43, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 983, 8


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

ჟერარის ეპოქის დასასრული, II ნაწილი:გამარჯობა რაფა.
(პირველი ნაწილის ბმული)

რიკ პერიმ სიტყვა შეასრულა: გუნდმა გაძლიერება დაიწყო. ყურადღება ჩაბი ალონსოს მიაქციეს – ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მისით "რეალიც" დაინტერესდა, მაგრამ იმჟამად "სოსიედადში" მოთამაშე ალონსოს, ბენიტესთან სურდა მუშაობა. "მელვუდში" გატარებული 20 წუთის შემდეგვე მივხვდი, რომ ეს პირველი კლასის ტრანსფერი იყო. ბურთის ფლობა, მოედნის ხედვა, გამომგონებლური უნარი – მას ყველაფერი ჰქონდა. მე მინდოდა რაც შეიძლება მალე დამეწყო მის მხარდამხარ თამაში.

კიდევ ერთი შენაძენი ჯიბრილ სისე გახდა "ოსერიდან" – ულიეს ინიცირებული ტრანსფერი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისვენებდი, როცა დენი მერფისგან სმს მივიღე: "ნეტავ გენახა სისე ვარჯიშისას. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს." როდესაც "მელვუდში" მივედი ფეხბურთელები ჯერ კიდევ იხსენებდნენ აღნიშნულ გოლს. ყველა კარგ ხასიათზე იყო და საერთო ოპტიმიზმი მეც გადმომედო. მაშინვე ვიფიქრე: ამ სეზონში ყველაფერს დავგლიჯავთ ! შემდეგ სისე ვნახე ვარჯიშზე.

ფრანგი – შეტევების დამაგვირგვინებელი, ის უფრო ტარანის ტიპის ფორვარდი იყო, ვიდრე შემქმნელი. ის ძალიან შორს იყო მაიკლ ოუენის უნივერსალურობისგან. სისე უცნაურად გამოიყურება და იმიჯს პრაქტიკულად ყოველ 2 წუთში ერთხელ იცვლის, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ადამიანია. კლუბმა მას 9 ნომერი მისცა და გასახდელში ჩვენ ყოველთვის გვერდი–გვერდ ვიჯექით, ვინაიდან მე 8 ნომერი ვიყავი.ის უკეთ გავიცანი. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სისეს უნდა ეპოვნა თავისი დინება. ჩემი როგორც კაპიტანის მისია იყო მსგავსი ფეხბურთელების გამხნევება, როდესაც ყველაფერი არ გამოსდით. სისეს ხშირად არ გამოსდიოდა ჩანაფიქრი.

ფრანგი უნდა მიმვხდარიყო, რომ ოუენის შეცვლა მას არ გამოსდიოდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის წინ "გრაცთან" შევამჩნიე, რომ მაიკლი ჩუმი და შეუმჩნეველი იყო. თავის თავს არ ჰგავს გავიფიქრე. ის ყოველთვის ხუმრობს და ხმაურიანია. რა სჭირს? გაზეთები ათას რამეს წერდნენ მისი მომავლის შესახებ, მაგრამ ეს მორიგი ჟურნალისტური ჭორები იყო. "ლივერპული" ხომ თავის საუკეთესო თავდამსხმელს არ გაყიდის! ნუთუ მას გაუშვებენ? მაიკლი "ლივერპულის" ისეთივე ნაწილია, როგორც "კოპი" ან შენკლის კარიბჭე. ოუენი "ენფილდისთვისაა" შექმნილი საუკუნოდ, მაგრამ რაღაც ვერ იყო კარგად. ის ჩაფიქრებული ჩანდა და არასდროს მენახა ასეთი. განგაშის ზარმა მაშინ დარეკა, როდესაც შევამჩნიე როგორ ეჩურჩულებოდა რაღაცას ბენიტესი. მათ ილაპარაკეს და მაიკლი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ყველაფერი გასაგებია – ის მიდის. თუ ის მოედანზე გამოვიდოდა სხვა გუნდის შემადგენლობაში ვეღარ შეძლებდა ამ ტურნირზე ასპარეზობას. ბენიტესი ზრუნავდა მაიკლის სატრანსფერო ღირებულებაზე. შემდეგ მადრიდიდან დარეკეს და ოუენი "ბერნაბეუზე" აღმოჩნდა – ჰოპ და ის აღარ არის.

რბილად, რომ ვთქვათ განაწყენებული ვიყავი. ჩემთვის მაიკლი "ლივერპულის" საუკეთესო ფორვარდი იყო და ის წავიდა. ჯანდაბა, მე შესანიშნავი პარტნიორი დავკარგე, რომელისთვისაც სიზმარშიც კი შემეძლო გადაცემის გაკეთება. მაიკლთან ერთად "ენფილდი" ჩემმა ნაწილმაც დატოვა. წავიდა მეგობარი, რომელიც საჭირო რჩევებს მაძლევდა და მე დღემდე მენატრება ის.

მიუხედავად იმედგაცრუებისა, ყველაფერი მესმოდა. მაიკლს, რომ არ ნდომოდა წასვლა, მაშინ უსაზღვროდ გამანაწყენებდა "ლივერპულის" გადაწყვეტილება, მაგრამ ის წავიდა იმიტომ, რომ მიიღო ფანტასტიური შესაძლებლობა – "რეალ მადრიდი" , 90 ათასი ფანატი მოედანზე, უდიდესი ისტორია, ახალი გამოწვევები ახალ ლიგაში. ერთხელ დიდი ხნის უკან ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მან მითხრა: " სტივი საზღვარგარეთ თამაშზე ვოცნებობ." როდესაც "რეალმა" გარიგების შესახებ გამოაცხადა, მაიკლს სმს გაუგზავნე: "მიხარია, რომ შენი ოცნება ახდა. საუკეთესოს გისურვებ." და ეს იმის ფონზე, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და ბოლოში მინოდოდა მიმეწერა: " რატომ მიდიხარ?" როდესაც ერთხელ ტელევიზორი ჩავრთე, შევნიშნე როგორ ეხსნებოდა თეთრ ფორმაში გამოწყობილი მაიკლი სხვა ნახევარმცველებს – თავი გაყიდულად ვიგრძენი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც წარმატებას უსურვებდი.

მალე ჩემი მეორე მეგობარი და კარგი ფეხბურთელიც წავიდა – დენი მერფი. ჩვენთან ახალი მწვრთნელი მოვიდა და მე ყველა მეგობარი დავკარგე! არც მაიკლს და არც ბენიტესს არ ვადანაშაულებდი მომხდარში – ეს ძალიან მიმზიდველი წინადადება იყო, მაგრამ გაკვირვებული ვიყავი მერფის წასვლით. წინა სასეზონო ტურნეზე ამერიკაში ჩვენს პრეს ატაშეს ბენიტესის ინტერვიუ დაუნახე სადაც ის მერფის მნიშვნელობაზე საუბრობდა. არც ერთი სიტყვა მის წასვლაზე. მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობასი დენი სასწრაფოდ იქნა გაყიდული "ჩარლტონში". ჩვენ ხშირად ვიყავით სასტუმროებში ერთ ნომერში, ამიტომ მისი წასვლა პირად დანაკლისად მივიჩნიე. მე მიყვარდა მასთან საუბარი. ის იყო "ლივერპულში" არსებული პოზიტივის ერთ–ერთი მთავარი წყარო. ახლა კი ის აღარ იყო, ჩემი საუკეთესო მეგობარი. არც მაიკლი აღარ იყო. რა ჯანდაბაა?

სტრუანს დაურეკე. "საინტერესოა, როგორ უნდა ვიასპარეზოთ მაიკლის და დენის გარეშე? გასულ სეზონში მერფიმ 8 ბურთი გაიტანა, ხოლო მაიკლმა 19. ვინ გაიტანს გოლს?" სტრუანმა დამამშვიდა : "ბენიტესი მხოლოდ ახლა იწყებს. მიეცი დრო."

"ლივერპულმა" ამ ტრანსფერში საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, რაც ბენიტესს ტალანტური ფეხბურთელების მოზიდვაში უნდა დახმარებოდა. მე ესპანელის 100 პროცენტით მჯეროდა. საკმარისია წუწუნი. ჩემთან ერთად გუნდში კვლავინდებურად იყვნენ კარა, დიდი და რიისე. დიდი– გერმანელი სკაუზერი, შესანიშნავი ადამიანი და კარგი მეგობარი. რიისე – კიდევ ერთი ადამიანი, რომელთანაც დავმეგობრდი. მართლა, რაც შეეხება "დამეგობრებას": ბენიტესმა მოსვლის დღიდან ყველა წესი შეცვალა. მან გვითხრა: "ყოველ ჯერზე სასდილოში სხვადასხვა ადგილას დასხდებით, თითოეული შეხვედრისას სხვადასხვა თანაგუნდელთან გაიყოფთ ოთახს." გასაგებია ეს რისთვისაც იყო საჭირო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბენიტესთან მუშაობა მარტივი არ იყო. ის საშინლად საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ ენის დახვეწასთან ერთად ჩვენი ურთიერთობებიც დათბა. მაგრამ თავდაპირველად ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. გაცილებით ვიდრე ეს ულიეს დროს.

ბენიტესი მცირედითაც არ ჰგავდა ულიეს – ისინი როგორც დღე და ღამე ისე განსხვავდებოდნენ. ჟერარი პირადად ახლოს იყო ყველა ფეხბურთელთან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,რომ მამა ავარჯიშებდა შვილებს. მისი კეთილი ხასიათი მას მწვრთნელ–ფსიქოლოგად აქცევდა, განსხვავებით ბენიტესისგან. ჩვენი ახალი ბოსი კონცენტრირებული იყო ვარჯიშებზე და მატჩებზე. ის მეგობრულია, მაგრამ არ მგონია მას ფეხბურთელები როგორც პიროვნებები ისე აინტერესებდეს. ის ძალიან იშვიათად საუბრობს პირადულ თემებზე – მისთვის ჩვენ მხოლოდ საფეხბურთო მანქანის დეტალები ვართ. სიმართლე ითქვას ჩემთვის ეს ნორმალურია. ჩვენ ყველანი პროფესონალები ვართ, ხოლო ბენიტესის მისია ტიტულების მოგება იყო და არა პოპულარობის ამაღლება. ერთხელ მკითხეს: "ბენიტესი მეგობრული ადამიანია?" "არა" უპასუხე მე. ერთადერთი რასაც ბენიტესისთვის მნიშვნელობა აქვს – ფეხბურთია. მისთვის მე ჯერარდი ვარ – "ლივერპულის" კაპიტანი და არა ჯერარდი ფიქრებით და ემოციებით. ის ჩაციკლულია ფეხბურთზე, ნებისმიერი საუბარი მასთან არის მხოლოდ ფეხბურთზე ან ფეხბურთზე. მატჩი, ტაქტიკა, ფეხბურთელები. ძალიან იშვიათად შეიძლება ის "მელვუდის" კორიდორში შეგენიშნათ კითხვებით: "როგორაა ოჯახი? როგორია თქვენი ახალი სახლი?" ბენიტესისთვის ჩემი ცხოვრება შემოიფარგლებოდა "ენფილდით" და "მელვუდით" თითქოს არც სახლი, არც ოჯახი საერთოდაც არ მყავდა. სხვათაშორის ეს სულაც არ არის კრიტიკა: შესაძლოა მე მერჩივნოს უფრო გულითადი ურთიერთობა, მაგრამ ბენიტესი უდავოდ წარმატებულად აკეთებდა თავის საქმეს.

გრაცში მაიკლთან საუბრის შემდეგ მე დამიძახა, რათა რაღაც აეხსნა. აი ის ახლა მომიყვება რა ხდება მაიკლთან დაკავშირებით, მაგრამ არა. საუბარი მხოლოდ ტაქტიკაზე. შესაძლო ჩემი საქმე არ არის მაიკლის წასვლა? რა თქმა უნდა არაა. მწვრთნელი მხოლოდ მითითებებს მაძლევდა იმის შესახებ, თუ რა მევალებოდა მოედანზე. "სტივენ მე მინდა, რომ შენ გაცილებით ხშირად იყო მეტოქის საჯარიმოში. ისწრაფე ამისკენ. დიდი აიღებს დაცვით ფუნქციებს, ასევე მოედანზე იქნება ჩაბიც, რომელსაც ბურთის დაჭერა და კარგი პასის გაკეთება შეუძლია. შენ კი ზემოთ აიწიე და თავდამსხმელებთან იურთიერთქმედებე."

როგორც არ უნდა მიუდგე "ლივერპულს" ესაჭიროებოდა ჩემი გადაცემები. "ჩელსისთან" საზაფხულო ფლირტის შემდეგ ვიცოდი, რომ გულშემატკივართა ყურადღება ჩემზე იქნებოდა მოპყრობილი. ყველაფრის დამტკიცება მოედანზე იყო საჭირო და "შვარცნეგერ არენაზე" მე მზად ვიყავი ყველასთვის მეჩვენებინა, რომ "ლივერპულის" ფორმის ტარების ღირსი ვარ. მეტოქეები ჩამოვიტოვე და გოლი გავიტანე, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაფას გეგმა მუშაობდა – წინ მივდიოდი, სისესთან ვთამაშობდი და კარს ხშირად ვემუქრებოდი. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ბენიტესმა მანიშნა, რომ სისესთან ერთად სუფთა ფორვარდის პოზიციაზე მეთამაშა. ასე წინ ადრე არ მითამაშია, ამიტომ ეს არ მომეწონა ! დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ გავიტანე. (საერთოდ სამი გოლი გავიტანე, მაგრამ მსაჯმა რაღაც აბსურდული მიზეზის გამო ჩემი პირველი ჰეთრიქი გადადო)

განმეორებით შეხვედრაში "ენფილდზე" 0–1 დავმარცხდით, მაგრამ მერე რა? ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავედით და დ უძლიერეს გუნდებთან ერთად მოვხვდით. სტამბულში ფინალის თამაში თითქოს მიუღწეველი რამ იყო. არავინ ფიქრობდა თუ ფინალში მოვხვდებოდით. ოცნებებშიც კი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა ეს სეზონი ჩვენი ყოფილიყო. ყველა ექსპერტი თუ ბუკმეკერი არანაერ ყურადღებას არ გვაქცევდა. კარას ვეუბნებოდი: "ჯგუფში მოვხვდებით და იქ შევხედავთ. ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იქნება."


გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

კომენტარები


Mersy
რედაქტორი

აწი სტამბულის ფინალის შესახებ იქნება მომდევნო 3 თავი.

George
ტოპ კომენტატორი

ციტატა: Mersy
აწი სტამბულის ფინალის შესახებ იქნება მომდევნო 3 თავი.
მაგას ისე ველი შეიძLება არ დამეძინოს :D ისე ქენი მანიუს თმაას დაემთხეს კარგი განწყობა რომ გვქონედს scarf

Mersy
რედაქტორი

ციტატა: George
ციტატა: Mersy
აწი სტამბულის ფინალის შესახებ იქნება მომდევნო 3 თავი.
მაგას ისე ველი შეიძLება არ დამეძინოს :D ისე ქენი მანიუს თმაას დაემთხეს კარგი განწყობა რომ გვქონედს scarf


ერთ თავს უეჭველი დავამთხვევ.

George
ტოპ კომენტატორი

ციტატა: Mersy
ციტატა: George
ციტატა: Mersy
აწი სტამბულის ფინალის შესახებ იქნება მომდევნო 3 თავი.
მაგას ისე ველი შეიძLება არ დამეძინოს :D ისე ქენი მანიუს თმაას დაემთხეს კარგი განწყობა რომ გვქონედს scarf


ერთ თავს უეჭველი დავამთხვევ.

შენ გაიხარე, თან ისეთი თავი გამოუშვი რომელიც ყველაზე კარგია :D

Fenix
VIP Member

gaixare

Mersy
რედაქტორი

ციტატა: George
ციტატა: Mersy
ციტატა: George
ციტატა: Mersy
აწი სტამბულის ფინალის შესახებ იქნება მომდევნო 3 თავი.
მაგას ისე ველი შეიძLება არ დამეძინოს :D ისე ქენი მანიუს თმაას დაემთხეს კარგი განწყობა რომ გვქონედს scarf


ერთ თავს უეჭველი დავამთხვევ.

შენ გაიხარე, თან ისეთი თავი გამოუშვი რომელიც ყველაზე კარგია :D


"გზა სტამბულამდე" – ეს იქნება.

kapuka
VIP Member

სტივი G <3 <3

Скаузер
VIP Member

მაგარიააàააააააააააააააააააააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze