ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XIX

ავტორი: Mersy, 17-12-2014, 17:24, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 547, 7


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

გზა სტამბულისკენ

კენჭისყრას გაღიმებული ველოდი. ჩვენ კვლავ დაუბრუნდით ევროპულ ელიტას. ჯგუფი ადვილი არ ჩანდა. სამი საკმაოდ ძლიერი კლუბი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. "მონაკოს" საკმაოდ სოლიდური შემტევი დუეტი ჰყავდა – ხავიერ სავიოლა და ემანულე ადებაიორი. "ოლიმპიაკოსში" ასპარეზობდნენ რივალდო და ჯიოვანი. კიდევ იყო ლა კორუნიის "დეპორტივო" რომლის შემადგენლობაშიც ვალერონი და დიეგო ტრისტანი ბრწყინავდნენ. 5 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 2 გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ – ფრანგებთან შინ და ესპანელებთა სტუმრად, პლიუს ამ უკანასკნელთან სახლში ფრეს დავჯერდით. ჩვენ კვლავინდებურად არ აღგვიქვამდნენ სერიოზულად.

ა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში "ენფილდზე" ბერძნებს ვიღებდით, 8 დეკემბერს – ეს იყო მატჩი გადარჩენისთვის. უნდა მოგვეგო ან 1:0 ან ორი ბურთის სხვაობით. "ენფილდი" კარგად მოემზადა, ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ჩვენი გულშემატკივრები ქომაგობენ არა მარტო ხმით არამედ გულით: ისინი არასოდეს ნებდებიან და ბოლომდე სჯერათ. გასახდელში ჩვენ ვემზადებოდით ბრძოლისათვის, ხოლო "კოპი" ხვდებოდა, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. "არ უნდა გაუშვათ" ვეუბნებოდი კარას . "ერთი გოლი და ჩვენი ამოცანა ძალიან გართულდება." ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია – აქ ერთი ბურთის გატანაც კი რთულია, ხოლო სამის მითუმეტეს. გაშვებული გოლის შემდეგ რთულია თამაშს დაუბრუნდე, მაგრამ იმ სეზონში "ლივერპული" ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ მოქმედებდა.

რივალდომ ანგარიში გახსნა და ჩვენი ამოცანა პრაქტიკულად შეუსრულებელი გახადა. ეს უკვე აღარ იყო ის რივალდო, რომელსაც სამი წლის უკან ვერ ვეწეოდი, როდესაც "ბარსელონამ" 3–1 მოგვიგო. მაშინ ის რეალურ ხიფათს წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ნაკლებად იღებდა ბურთს და აშკარად ეტყობოდა სათამაშო მოტივაციის ნაკლებობა. შესაბამისად გატანის შანსიც მინიმალურად ექნებოდა, მაგრამ რივალდოს აჩრდილმა მაინც მოახერხა საჯარიმო დარტყმიდან ბურთი ჩვენ კარში მოეთავსებინა. კრის კირკლანდმა ხელები გაასავსავა აქაოდა კედელი დაიშალაო. სისულელეა, მე იმ კედელში ვიდექი და როცა ბურთი კარის ცენტრში მიდის მეკარემ უნდა აიღოს. ასე არ არის? საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი და ბურთის გადაგდების გამო მაშინვე დავიმსახურე ყვითელი ბარათი. ეთიკური დარღვევა, ახლა მე შემდეგ შეხვედრას გამოვტოვებ. სულელური გოლი და სულელური ბარათი. ბუნებრივია კირკლანდის დადანაშაულებას არანაერი აზრი არ ჰქონდა. " დაივიწყე კირკი" მოუბოდიშე მე.

იმ ევროპულ სეზონში "ლივერპულმა" არაერთი შეხვედრა შემოატრიალა და ეს ერთ–ერთი მათგანი იყო. პირველი ტაიმის პრობლემებმა საშუალება მოგვცა შესვენებაზე ყველაფერი გაგვეანილიზებინა და მწვრთნელს სასიკეთოთ შეეცვალა. ბენიტესმა გაახმოვანა ყველაფერი რაც უნდა შეგვეცვალა და ორიენტირი შეტევაზე მოგვცა. მისი რჩევები შესვენებაზე ყოველთვის მარტივი და გასაგები იყო: შეეცადეთ უკან შეცდომები არ დაუშვათ. ჩვენ 45 წუთი გვაქ რათა ევროპაში დავრჩეთ. წინ, დაანახეთ ფანებს, რომ ეს გინდათ. "ოლიმპიაკოსი" არ არის ის მეტოქე. ჩვენ აუცილებლად გვექნება შანსი. მთავარია აღარ გაუშვათ და შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას."

ბენიტესის ცვლილებებმა ყველაფერი შემოატრიალა – ეს ყოველთვის იყო ჩვენი მწვრთნელის მაგიური მხარე. "ფლორანი(სინამა პონიოლი) ჯიმის ნაცვლად." თქვა მან. სამი მცველი – თამამი გადაწყვეტილებაა ! პონიოლის თამაშმა თავიდანვე გამოიღო შედეგი: შესვენების შემდეგ ის კიუელის გამჭოლ გადაცემას გამოეხმაურა და მთელი თამაშის განმავლობაში ატერორებდა ბერძენ მცველებს, გამუდმებით ემუქრებოდა მოწინააღმდეგის კარებს და ქმნიდა სივრცეს. პონიოლი შესანიშნავად შემოდიოდა შეცვლებზე. გუნდში მოსვლიდანვე ის არ ბრწყინავდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულს შეეძლო საკმადო ეფექტური ყოფილიყო. მისი ენერგია და სისწრაფე მეტოქეს კაპიტულაციას აიძულებდა.

პონიოლის გოლმა ყველაფერი შეცვალა, ვინაიდან რივალდოს ჯარიმამ ყველას მოწყენილობის საბაბი მისცა. "ენფილდის" ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ პონიოლმა ყველას იმედი დაუბრუნა. გულშემატკივრები წინსვლისკენ მოგვიწოდებდნენ, ისინი ომახიანი შეძახილებით გვამხნევებდნენ ბურთთან ყოველი შეხებისას. თითოეულმა ვინც მაშინ "ენფილდზე" იმყოფებოდა შეუდარებელი ატმოსფერო შექმნა. უკეთესი ვიდრე "სანტ ეტიენთან" მატჩისას 1977 წელს. "კოპი" გვამხნევებდა და ჩვენ "ოლიმპიაკოს" თავზე დავასხდით. მართალია, ბერძნები კარგად იცავდნენ თავს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ბენიტესმა კიდევ ერთი "ცხენით სვლა" გააკეთა, მოედანზე ბაროშის ნაცვლად ნიკ მელორი შემოუშვა კონკრეტული დავალებით – დაებომბა მეტოქის კარი. პონიოლის მსგავსად მელორმაც მალევე შეიტანა თავისი წვლილი: ის ზეწოლას ახდენდა და ქაოსს სთესავდა ბერძენთა საჯარიმოში. 3 წუთის შემდეგ მან ანგარიში 2:1 გახადა. დიახ, მელორი არ იყო სუპერ ბომბარდირი, მაგრამ გოლების გატანა  კარგად იცოდა. საერთო ჯამში – ორი ცვლილება, ორი გოლი. როდესაც იმ სეზონს ვიხსენებ აღფრთოვანებული ვარ პონიოლის და მელორის წვლილით. ისინი ბოლომედე დაიხარჯნენ და ისეთი ტემპი შემოიტანეს, რომ ბერძნებს არ შეეძლოთ აგვყოლოდნენ.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში პირველ შეხვედრას ვტოვებდი, მაგრამ გუნდი იქ უნდა გამეყვანა. არ შემეძლო ყველას დაღალატება. ზეწოლა, ბურთის ართმევა, ბრძოლა ! არ უნდა დავნებდეთ ! დიდი ფეხბურთელები არასოდეს ნებდებიან, მაგალითან მიქაელ ბალაკი 2002 წლის ნახევარფინალში. გაზაც არ დანებებულა იტალიაში 1990 წელს. ბრძოლა გუნდისათვის !

"ენფილდი" ჭკუიდან გადადიოდა. მელორის დარტყმის შემდეგ ჩვენ 9 წუთი გვქონდა იმისათვის, რათა მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა გაგვეგრძელებინა. ერთი გოლი, ერთი შანსი, ერთი დარტყმა. ცალი თვალით ტაბლოს უყურებდი – დრო იწურებდა. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ: ურტყამდით ნებისმიერი პოზიციიდან, ვაწვდიდით საჯარიმოში, ვიყენებდით სტანდარტებს, მაგრამ "ოლიმპიაკოსი" შეუვალი იყო. დრო ძალიან ცოტა რჩებოდა. ან ახლა ან არასდროს ! "ლივერპულის" ხასიათმა პირველ პლანზე გადმოინაცვლა. ჩაბიმ მოიპოვა ბურთი და შეტევაში ჩართულ კარას გადააწოდა, რომელმაც მელორზე ჩააწოდა, რომელსაც მთელი ძალით დაუყვირე. გაიგონა თუ არა მან? შენიშნა, რომ იდეალურ დასარტყმელ პოზიციაზე ვიყავი? სავარაუდოდ კი და მან ბურთი იდეალურად დამიგდო.

ჩემსა და დიდებას შორის 20 მეტრი იყო. ირგვლივ ყველაფერი გაქვავდა და ჩემს წინ მხოლოდ ბურთს ვხედავდი. მთელი ჩემი ემოციები ბურთისკენ იყო მიმართული, რომელიც ჩემს წინ მიგორავდა. ქვეცნობიერში სტივი ჰაიუეის ხმა მესმოდა: ბურთს უყურე, გადაანაწილე სხეულის მასა, მოერგე როგორც საჭიროა, გაანაწყენე მეკარე... ბაბახ ! ბურთი მოსწყდა ჩემს მარჯვენას და პირდაპირ კარისაკენ გაქროლდა. წამის მეათედით მთელმა "კოპმა" სუნთქვა შეკრა, სტადიონს სიჩუმე დაეპატრონა და ამის ფონზე ბურთი წივილით შეფრინდა კარში. გოლ ! და ათასობით ბედნიერი ადამიანის გამაყრუებელი ყვირილი! გოლ ! ჩვენ გავდივართ !

ჩემი სხეული დაუოკებელმა სიხარულმა აავსო და "კოპისკენ" გავიქეცი გოლის აღსანიშნავად. "ჯანდაბას მსაჯი. გულშემატკივრებთან მინდა!" გამიელვა თავში. ვხედავდი ემოციებისგან აელვარებულ სახეებს და ვფიქრობდი: "დიახ, მე თქვენთან ვარ, ერთ–ერთი თქვენთაგანი და ჩვენ ერთად ვართ." ვიგრძენი უკნიდან როგორ შემომახტნენ ჩემი თანაგუნდელები, ხოლო წინიდან გულშემატკივრების ხელები. გოლის გაგიჟებულ აღნიშვნას შესაძლოა მეორე ყვითლამდე მივეყვანე, წესები ხომ ყველასთვის ერთია. ეს წესები დაწერილია, მელანში ამოვლებული ბიუროკრატების მიერ, რომელთაც არ განუცდიან გატანილი გოლის შემდეგ არსებული ექსტაზი. მადლობა მეხუტო გონსალესს, რომელმაც გატანილი გოლის მნიშვნელობა გაითვალისწინა და ყურადღება არ მიაქცია ჩემს ქმედებას. პრინციპში ეს არც მადარდებდა, რადგან მომავალ შეხვედრას ისედაც ვტოვებდი.

ამ გოლს ხშირად მახსენებენ, ის ხომ მილიონობით ადამიანმა ნახა ტელევიზორში. ეს შესანიშნავი დარტყმული იყო და მეამაყება მისი შესრულება. მაგრამ ეს გოლი სახელოვანი SKY–ს კომენტატორის ენდი გრეის შეძახილმა გახადა:" Yesssssssss, It's Beauteee ! " ენდიმ ეს გოლი განსაკუთრებული გახადა. თუ გინდათ შეძახილით გალამაზებული გოლი იხილოთ მაშინ ენდი გრეის და მარტინ ტაილერს მოუსმინეთ SKY–დან ან კლაივ ტაიდსლის ITV–დან. ენდი მიუხედავად იმისა, რომ "ევერტონის" ექს ფეხბურთელი და ქომაგია არ შეეძლო ჩემი გოლის გულგრილად გატარება. სხვა შეხვედრებში ის არც თუ კეთილგანწყოფილი იყო ჩვენს მიმართ – სამართლიანია, ის ხომ "ლურჯია", მაგრამ "ოლიმპიაკოსთან" მან გააჯაზა და "ლივერპულმა" ეს დაიმახურა. იმ ქამბექის შემდეგ მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო.

 

მატჩის შემდეგ თანაგუნდელების ანთებულ თვალეს უყურებდი. შესანიშნავი ატმოსფერო იყო – ვიცინოდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვმღეროდით.

 

ამაღლების და დაცემის შემდეგ "ლივერპული" ფლეი ოფში აღმოჩნდა, სადაც შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა. კენჭისყრის შედეგად ლევერკუზენის "ბაიერი" შეგვხვდა, რომელმაც ჯგუფში მადრიდის "რეალს" აჯობა. "ენფილდის" მიღმა გერმანელებს ყველა ფავორიტებად მიიჩნევდა. 2005 წლის 22 თებერვალს იძულებული ვიყავი შეხვედრისთვის სტრუანთან ერთად ტრიბუნებიდან მედევნებინა თვალი. დიტიმარ ბერბატოვი გამუდმებით ემუქრებოდა ჩვენს კარებს. ის კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ბიჭები ყველაფერს აკონტროლებდნენ, სანამც ანგარიშზე 3:0 იერჟი დუდეკმა შეცდომა არ დაუშვა. ფრანკამ გაგვიტანა და მოულოდნელად გერმანელებს გაუჩნდათ არგუმენტი – გოლი მოწინააღმდეგის მოედანზე. 

 

საკუთარ "ბაი არენაზე" მასპინძლებმა "რეალი" 3:0 გაანადგურეს და მშვენივრად ვიცოდი, რომ მათ მსგავსი რამის გაკეთება ჩვენთანაც შეეძლოთ. აუცილებელი იყო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და შექმნილი მომენტების გამოყენება, რასაც მშვენივრად გავართვით თავი და მეტოქე ანალოგიური ანგარიშით 3:1 დავამარცხეთ. 

 

1/4 ფინალის წილისყრის საყურებლად სტუმრად დედასთან მივედი ჩემს მეგობარ გრატისთან ერთად. გრატი – პოლ მაკგრატანი – მსახიობი რომელიც ოცნებობდა ალ პაჩინო გამხდარიყო. როდესაც მოვეწყვეთ კარას სმს მომივიდა: "ვინ გინდა მეტოქეთ?" მეტოქეთ "იუვენტუსი" გვერგო. ჯანდაბა ! იტალიელები ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებდნენ და უკანასკნელები იყვნენ ვისთანაც შეხვედრა მსურდა. "იუვე" თავისი ბრწყინვალე დაცვითი სისტემით გამოირჩეოდა: კარში ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვაში – ტურამი და კანავარო. კერკეტი კაკალი. შეტევაშიც ყველაფერი რიგზე ჰქონდათ: დელ პიერო, ნედვედი, იბრაჰიმოვიჩი... ისინი დომინირებდნენ სერია ა–ში ხოლო "ლივერპულს" მთავარი როლიც კი არ ჰქონდა პრემიერ ლიგაში. 

 

უეფამ საკმაოდ ემოციური გზა მოგვიწყო. საქმე იმაშია, რომ "იუვენტუსს" მას შემდეგ არ შევხვედრივართ, რაც 1985 წელს გულშემატკივრის მიერ პროვოცირებული უბედური შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. "ლივერპულს" არ სჭირდებოდა იმის შეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. მე და კარამ კარგად ვიცოდით რა მოხდა "ეიზელზე" და ისიც ვიცოდით, რომ "ენფილდი" შესაბამისად დახვდებოდა იტალიელ ქომაგს. იმ საღამოს ჩვენმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე მოზაიკა გააკეთეს იტალიური ტექსტით: "ხსოვნას, მეგობრობის სახელით." ჩვენი ტრიბუნების დამოკიდებულებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. 

 

"ეიზელის" ხსოვნას პატივი ეცა, მაგრამ წინ მატჩი იყო. ბენიტესმა გვაიძურა "იუვენტუსის" ჩატარებული მატჩების მრავლობითი ჩანაწერი გვეყურებინა. ის გვეუბნებოდა: მათ უყვართ თამაშის ტემპის შეცვლა, მისი დაგდება, როდესაც საჭიროა. მათი ყველა ფეხბურთელი კარგად ფლობს ბურთს, ამიტომ არ უნდა მისცეთ მისი კონტროლის საშუალება. არ უნდა მივცეთ ტემპის დაგდების უფლება. არ მისცეთ ამოსუთქვის საშუალება, ეთამაშეთ პრესინგი, დაე თავი ვერ იგრძნონ ჩვეულ განზომილებაში. მაღალი სისწრაფით ეთამაშეთ – ეს მათ არ მოეწონებათ." 

 

ჩვენ დაუყოვნებლივ შეუდექით ამ გეგმის აღსრულებას და მე ბრაზილიელ ემერსონთან მომიწია თამაში მოედნის ცენტრში. "იუვენტუსი" ვერ გაერკვა მოედანზე რა ხდებოდა და უკვე 25 წუთის შემდეგ ანგარიში 2:0 იყო ჩვენს სასარგებლოდ – გოლები ჰიიპიამ და ლუის გარსიამ გაიტანეს. გარსიას ასისტერება ენტონი ლე ტალეკმა გაუწია, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში. მასზე თავდაპირველად გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბენიტესი არ აძლევდა მოედანზე ხშირად ყოფნის საშუალებას. მაშინ ბენიტესმა ყველაფერი გამოიცნო, ვინაიდან ლე ტალეკმა ტურინელებს საკმაო უსიამოვნება შეუქმნა. ჩვენმა კიპერმა სკოტი კარსონმა სასწაულებრივად მოიგერია დელ პიეროს დარტყმული. შესვენებაზე გასვლისას შევამჩნიე, რომ იტალიელები შოკში იყვნენ. მათ ეგონათ, რომ წინააღმდეგობის ნიავი დაუბერავდა, მაგრამ "ენფილდე" ქარბორბალა მძვინვარებდა. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით საკუთარ თავში, მაგრამ იტალიელებსაც სწორად ვაფასებდით. ბენიტესი გვეუბნებოდა: "ისინი გონს მოეგებიან და შემოგვიტევენ. – ის მართალი აღმოჩნდა. კანავარომ ერთი ბურთი გაქვითა და ნათელი გახდა, რომ ერთი კვირის შემდეგ ძალიან რთული შეხვედრა გველოდა. 

 

მე ტრავმა მივიღე და მატჩს სახლში უყურებდი. უყურებდი... თითოეულ შემოტევაზე სამზარეულოში გავდიოდი და იქამდე ვიყავი იქ სანამ ბიჭები არ დამიძახებდნენ: "მორჩა სტივი, გადავიტანეთ." ისინი ჩემს ნერვებზე თამაშობდნენ ! ძალიან მინდოდა "ლივერპულის" შემდეგ ეტაზე გასულიყო და წარმოუდგენელ სიამოვნებას ვგრძნობდი, როდესაც ეკრანზე ჩემს გახარებულ თანაგუნდელებს უყურებდი. უგოლო ფრე – მათ ეს შეძლეს. 

 

ერთი სული მქონდა ვარჯიში დამეწყო. უკვე მეორე დღეს "მელვუდში" მივედი სადაც ყველანი გაღიმებულები დამხვდნენ. ბენიტესი, როგორც ყოველთვის ყურადღებას არ აქცევდა უკვე განხორციელებულს, მაგრამ ბიჭები ამაყნი იყვნენ. 

 

ყველა საუბარი "ჩელსისთან" დაპირისპირებამდე მიდიოდა. მთელი ინგლისი ინგლისური ნახევარფინალის მოლოდინში იყო. გაზეთები და ტელევიზია მხოლოდ ამის შესახებ საუბრობდა. პრემიერ ლიგის ინტერესი დავკარგეთ და ძილში გვესიზმრებოდა, როგორ ვამარცხებდით ლამპარდს, ტერის, მოურინიოს. მათ ჩვენი ვალი ჰქონდათ, ვინაიდან ორივე შეხვედრა მოგვიგეს ჩემპიონატში და ჩემი ავტოგოლის წყალობით ლიგის თასის ფინალშიც დაგვამარცხეს. ჩვენ შურისძიების წყურვილი გვკლავდა და ეს ჩინებული შესაძლებლობა იყო. 

 

მთელი გუნდი მხიარულობდა ლონდონისკენ მიმავალ გზაზე, აპრილის ბოლოს. "ძალიან კარგია, რომ პირველ შეხვედრას სტუმრად ვთამაშობთ. მათ მოედანზე ვითამაშებთ მაქსიმალურად მობილიზებულად, მოვიპოვებთ ფრეს, შემდეგ კი "ენფილდზე" გაუმკლავდებით" ვმსჯელობდით მე და კარა. იმ სეზონში არც თუ კარგად გამოგვდიოდა სტუმრად თამაში. მე კი პრობლემა შემექმნა: ღრძილი გამისივდა. ესღა მაკლდა. მატჩის წინა დღეს ნახევარი სახე გამისივდა და ჭამაც არ შემეძლო. "დოკ ძალიან მტკივა" დავიწუწუნე უოლერთან. "ხვალამდე მოითმინე და მატჩის შემდეგვე სტომატოლოგთან წავალთ." დამპირდა დოკი და რამოდენიმე ტაბლეტი მომცა. მე ჩემს ნომერში დავბრუნდი და პარაცეტამოლი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკი ვშთანთქე. დაძინება არ შემეძლო, ტკივილი ძლიერდებოდა. მეჩვენებოდა თითქოს ვიღაც ჩამისახლდა და ძალიან მინდოდა მისი განდევნა. ისევ ექიმთან მომიწია წასვლა. "მორჩა მეტი მოთმენა აღარ შემიძლია."

 

დოკმა ყველაზე ძლიერი გამაყუჩებლები მომცა. მის რჩევას დაუჯერე, მაგრამ უკეთ არ გავმხდარვარ. საშინელ ტკივის განვიცდიდი. ბენიტესს რჩევა ვკითხეთ და მან მოითხოვა სასწრაფოდ მოგვეძებნა დანტისტი. ერთი საათის შემდეგ მის სავარძელში ვიჯექი და ის სპეციალური ინსტრუმენტებით იყო ჩემს პირში "ჩამძვრალი". ექიმს უყურებდი და მინდოდა მეკითხა "ჩელსის" ხომ არ ქომაგობდა. ამ შემთხვევაში მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო "ლივერპულის" კაპიტანისთვის. როდესაც მან ბორმანქანა მოიმარჯვა ღმერთს შევევედრე, რომ "ჩელსის" ფანი არ ყოფილიყო. საბედნიეროდ ის თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა და ყველაფერი უმაღლესი ხარისხით გააკეთა. მან სრულიად ჯანმრთელი გამისტუმრა "სტემფორდ ბრიჯზე", თუმცა ტკივილის შიში იმდენად მქონდა გამჯდარი, რომ ყოველი შემთხვევისთვის გამაყუჩებლები მაინც მივიღე. 

 

მატჩი რთული გამოდგა, მაგრამ ნულოვან ფრეს მივაღწიეთ. ერთადერთი იმედგაცრუება ჩაბი ალონსოს ყვითელი ბარათი იყო, რომლის გამოც ის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებდა. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით, ვინაიდან გუდიონსენმა "ჩაყვინთა" და ჩაბი არანაერ გაფრთხილებას არ იმსახურებდა. 

 

"მე მას არც კი შევხებივარ" იძახდა ჩაბი გასახდელში. "ნუ ნერვიულობ. ჩელსის და გუდიონსენს შენს გამო ენფილდზე მოუვლით. შენ კი ფინალში შემოგვიერთდები." ვეუბნებოდი მე.  მაგრამ ჩაბი ძალიან გაბრაზებული იყო. ის ყოველთვის გულით თამაშობდა და გუდიონსენის სიმულაცია უსიამოვნო ფაქტი იყო მისთვის, ისევე როგორც თითოეული  ჩვენთაგანისთვის. შემდეგ ისლანდიელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ჩინებულად იცოდა ალონსოს ყვითელი ბარათის შესახებ. ამან ძალიან გაგვაბრაზა. "ჩელსის" "ენფილდზე" გულთბილი დახვედრა ელოდა. 

 

პრესა დიდი სიამოვნებით უჭერდა მხარს ვნებათაღელვას და ცეცხლზე ნავთს ამატებდა. ბენიტესმა მითხრა, რომ მე საკვანძო როლი უნდა მეთამაშა "ლივერპულისთვის". ბოსის ამ განცხადებამ დიდი ზეწოლის ქვეშ მომაქცია. ბუნებრივია მას სურდა, რომ ჩემი განწყობა აემაღლებინა, მაგრამ ჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა ჩემზე. მე სრულიად არ მჭირდება დამატებითი მოტივაცია, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და მითუმეტეს "ჩელსის" წინააღმდეგ. ყველას ვისაც დამატებითი მოტივაცია ესაჭიროება მსგავს სიტუაციაში პენსიაზე გასაშვებია. ბენიტესმა პრესასთან განაცხადა, რომ მე სრულ მზადყოფნაში ვიყავი. აბა რა? მოუთმენლად ველოდი შანსს "ლივერპული" თავის კუთვნილ ადგილას ამეყვანა. ის აზრი, რომ ფინალიდან ერთ ნაბიჯზე შევჩერებულიყავით და "ჩელსის" ტურნირის მოგების საშუალებას მივცემდით მაცოფებდა. ნაკლებად მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი ვისაც ჩემზე მეტად სურდა ამ ტურნირის მოგება. არავის არ შეეძლო ჩემსა და ფინალს შორის ჩამდგარიყო: არც ლამპარდს, არც ჯეი ტის, არც მაკელელეს და მითუმეტეს არც მატყუარა გუდიონსენს. 

 

იმ დღეს, 3 მაისს "ჩელსის" არ შეეზარა "ენფილდზე" ქედმაღლობა ჩამოეტანა, რითად ძალიან კარგად ისარგებლა ბენიტესმა. "ჩვენ მეტოქეს უკვე ჰგონია, რომ ფინალშია. გადით მოედანზე და დაუმტკიცეთ, რომ ცდებიან. გახსოვდეთ ჩაბი." ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ "ლონდონელებმა" კლუბ "მოსკიტოში" ადგილი შეუკვეთეს – როგორც ჩანს გამარჯვების აღსანიშნავად. ისინი წარმატებაში საფინალო სასტვენამდე იყვნენ დარწმუნებულნი.

 

ლონდონელებს მხოლოდ 11 "ლივერპულელის" წინააღმდეგ არ უწევდათ თამაში. ისინი ასევე 40 ათასამდე სკაუზერს ეთამაშებოდნენ, რომლებიც ემოციურ ტალღას ატეხდნენ თავზე. გულშემატკივრები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, მათ ხომ იცოდნენ, რომ ფინალში გასვლის ჩინებული შანსი გვქონდა. ჩვენმა გულშემატკივარმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა  ბოლო 21 წლის განმავლობაში – "ეიზელის" დისკვალიფიკაცია, თასი "მანჩესტერის" ხელში... მათ მოენატრათ ევროპა. ტურნირზე გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ "ლივერპული" დომინირებდა კონტინენტზე. კოპის გამოფენილი ბანერები ყოველთვის მახსენებს ჩვენს წარმატებას ამ ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგის თასი თითოეულ მათგანს ესიზმრებოდა და მათ თვალებში მისი დასაკუთრების წარმოუდგენელი სურვილი ჩანდა. "გვაჩუქეთ ოცნება" – ეწერა ერთ–ერთ ბანერზე. ამაზე მღეროდნენ. გაგვიყვანე ფინალში სტივი. იქ სადაც უნდა ვიყოთ.

 

კოპის მკვიდრებს რომან აბრამოვიჩისთვის ასევე იმის შეხსენებაც სურდათ, რომ ფულში არ არის ბედნიერება. ისინი ამ მატჩს ხედავდნენ როგორც ფულისა და ისტორიის დაპირისპირებას. მილიარდელის გუნდი, ხალხის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის მატჩის წინ მოურინიომ ხმაურიანი კომენტარები გააკეთა. მატეა კეჟმანმა კი საერთოდაც განაცხადა, რომ ახალ წლამდე "ენფილდზე" ვითამაშე და იქ არანაერი განსაკუთრებული ატმოსფერო არ შემიმჩნევიაო. ცოტაც მოიცადე მეგობარო, ყველაფერი წინაა. როდესაც ის მოედანზე გამოვიდა შოკში ჩავარდა: ჩვენმა ქომაგებმა მას და "პენსიონერებს" აიძულეს ჩაესვარათ. მატეა ეს იმიტომ, რომ პატივი უნდა სცე სხვებს.

 

ასეთი ატმოსფერო არასდროს მიგვრძვნია. მსგავსი რამ ერთხელ იყო "სელტიკ პარკზე", მაგრამ არა ასეთი. მოთელვისას შოკში ვიყავი: "ენფილდის" 2/3 უკვე შევსებული იყო. ჩვეულებრივ ტრიბუნები ამ დროს ცარიელია, მაგრამ ახლა... მათ მოუთმენლად სურდათ ენახათ, როგორც მიუჩენდით თავის ადგილს "ჩელსის", ამიტომ ნაადრევად დატოვეს პაბები. ისინი ყველანი მღეროდნენ. ხმამაღლა ამხნევებდნენ ჩვენს ფეხბურთელებს და ლაფში სვრიდნენ ლონდონელებს. "ლამპარდი–მშიშარა" ისმოდა ტრიბუნიდან. ჩვენი გულშემატკივრის თანადგომა მოსვენებას არ აძლევდა მოწინააღმდეგს და ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ვგრძნობდით თავს. "ჩვენ არ შეგვიძლია მათ იმედები გაუცრუოთ" უთხარი მაშინ კარს. "არც გაუცრუებთ." 

 

გასახდელში დავბრუნდით რათა ბენიტესისგან ბოლო დირექტივები მიგვეღო და ფორმა ჩაგვეცვა. გზაში ყველა აღფრთოვანებული იყო ჩვენი გულშემატკივრების ქმედებით. სახლში თამაში – რაღაც ძალიან განსხვავებულია. 

 

ტუნელში "ჩელსის" ფეხბურთელების დანახვისას მივხვდი, რომ ლამპარდის და ტერის მსგავს ფეხბურთელებზე "თბილი დახვედრა" არანაერად არ იმოქმედებდა. ისინი ნაკრებში თამაშობენ და მსგავს ზეწოლას გაუმკლავდებიან. მაგრამ როგორი რეაგირება ექნებათ მათ გუნდელებს? დაიბნევიან? იმ საღამოს "ჩელსის" თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ბევრი "საქებარის" მოსმენა მოუწია. როდესაც გუდიონსენი ბურთს იღებდა ისეთი სტვენა იწყებოდა, რომ ყურები მტკიოდა. როდესაც ისინი ბურთს კარგავდნენ ტრიბუნიდან ისეთი მოლოცვები ისმოდა, რომ მათ არც ერთ დაბადების დღეზე არ მიუღიათ. როდესაც მე და კარა მოწინააღმდეგეს უმკლავდებოდით კმაყოფილი გუგუნი ისმოდა. კოპი ბურთის თითოეულ შეხებას, თითოეულ პასს ესალმებოდა. "ენფილდი" ჩემზე ისე მოქმედებდა, როგორც ადრენალინის ნემსი. ჩვენ არ ვაძლევდით "ჩელსის" რაიმე ხეირიანის გაკეთების საშუალებას და უბრალოდ დავფრინავდით მოედანზე.

 

ჩვენ შევძელით სწრაფი გოლის გატანა. რიისემ ლამპარდი მოატყუა, მე და ბაროში წინ გავიქეცით. თითქოს შევჩერდი რათა მანევრისთვის სივრცე შემექმნა, მაგრამ რიისეს გაკეთებული გადაცემა უკვე მიახლოვდებოდა. დავინახე მოძრაობაში მყოფი მილანი და შესაძლებლობა მისთვის გადაცემა გამეკეთებინა. ჩემს წინ ტერი იდგა, მაგრამ ერთი შეხებით ბურთი ბაროშს გადაუგზავნე და ერთი ერთზე დავტოვე. მან მოასწრო ბურთს ფეხის წვერით შეხებოდა, მაგრამ პეტერ ჩეხი შეეჯახა და წააქცია. მე უკვე ვყვიროდი: "პენალტი. ჩეხი გასაგდებია. 100% პენალტი."

 

შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფიდ მოხდა: როგორც კი ბაროში წაიქცა, საიდანღაც გარსია გამოძვრა და ბურთი მეტოქის კარში "შეაკვეხა". გალასმა ბურთი კარიდან ისე გამოიტანა თითქოს არაფერი მომხდარა. მსაჯი? გოლი ჩათვლილია? ლუბოშ მიხელმა სასტვენში ჩაბერა და ხელი მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა – 1:0. ჩვენ ტრიბუნებისკენ გავიქეცით, ხოლო "ენფილდი" ექსტაზში შევიდა. "ჩელსის" ფეხბურთელები გოლს აპროტესდებდნენ. გადაკვეთა თუ არა ხაზი? დაზუსტებით ახლაც ვერ გეტყვით. შესაძლოა მიხელმა ეს გადაწყვეტილება გულშემატკივრების რეაქციის გამო მიიღო. "პენსიონრები" წუწუნებდნენ, როგორც შეეძლოთ. სხვათაშორის მოურინიო დღემდე წუწუნებს. მე კიდევ მეცინება მათზე. "ჩელსის" ყველა პრეტენზია სასაცილოა – გოლი, რომ არ ჩათვლილიყო ეს პენალტი იყო რასაც ჩეხის გაძევება უნდა მოყოლოდა. რა მოხდებოდა მაშინ? ჩეხის გარეშე პენალტის რეალიზაციის შემთხვევაში რას მიაღწევდნენ? ამ შემთხვევაში ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო 4:0 მოგვეგო, ამიტომ ჯობია გაჩუმდნენ, როდესაც საუბარი მიდგება იმაზე რა შეიძლება მომხდარიყო...

 

მოედნის ჩვენ ნახევარზე გადმოვედით და თანაგუნდელებს დამუხტვა დავიწყე. ვიცოდი, რომ "ჩელსი" ასე იოლად არ გვაჩუქებდა გამარჯვებას. ძალიან მალე ალყაში აღმოვჩნდით და დაცვაში მოგვიწია ჩაჯდომა. მეტოქის ფეხბურთელები ყველგან იყვნენ თითქოს მოედანზე რიცხოვნობით აღგვემატებოდნენ. ამოსუნთქვის საშუალება არ მქონია, ვინაიდან შეხვედრა არ ჩერდებოდა: მარცხნიდან არიენ რობენი ფრინავდა, მაღალი რობერტ ჰუტი შეტევებში ერთვებოდა და საერთოდაც "ჩელსი" ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებულ გუნდათ ითვლებოდა. ისინი ფლანგური ჩამოწოდებებით გვბომბავდნენ.

 

ჩვენ ჯეიმი კარაგერის დამსახურებით გადავრჩით. მასში სუპერმენს ვხედავდი, რომელიც არავის აძლევდა გვერდის ავლის საშუალებას. ის მზად იყო ყველაფერი გაეღო, რათა სტამბულისკენ გზა გაეხსნა. მან კარგად იცის ისტორია და ბუნებრივია აანალიზებდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნირი გუნდისთვის. ის ყველაფერს აკეთებდა რათა "ჩელსი" შეეჩერებინა. "სტემფორდ ბრიჯზე" ის მატჩის გმირი იყო, ხოლო "ენფილდზე" ნამდვილი ტიტანი. ერთი ბარათის შემთხვევაში ის ფინალს ტოვებდა, მაგრამ ყოველი მისი ვარდნა სუფთა იყო. შემთხვევით არ იყო, რომ მისით "ინტერი" ინტერესდებოდა. კარამ თამაშს გამოთიშა ზლატანი 1/4 ფინალში, დიდიე დროგბაც ჯიბეში ჩაისვა. 

 

მოუთმენლად უყურებდი დამხმარე არბიტრს – რამდენს დაამატებს? სამი წუთი, მაქსიმუმ ოთხი? ელექტრონული ტაბლო აციმციმდა და .... ექვსი?! ნაბიჭვარი ექვსი წუთი. რა ჯანდაბაა? კარას გავხედე და მივხვდი ისიც ანალოგიურ რამეს განიცდიდა. ბოქსის ტერმინზე, რომ ვთქვათ ფეხზე ძლივს ვიდექით და ვცდილობდით გონგამდე ნოკაუტი არ მიგვეღო. ჯანდაბა ეს ექვსი წუთი საათივით გაიწელა. ისინი გამალებით გვიტევდნენ და სიმართლე ითქვას ახლოს იყვნენ მიზანთან. 

 

მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წამით ადრე ბურთი საჯარიმოში გუდიონსენმა მიიღო. ღმერთო ოღონდ ის არა! ის კარიდან ორ მეტრში იდგა საიდანაც არ აცილებენ ხოლმე. მორჩა, ოცნება დასრულდა. მე თვალებიც კი დავხუჭე, შემდეგ კი "ენფილდის" გამაყრუებელი შეძახილი გავიგონე. მან ააცილა ! დარტყმა კარიდან ! კარას გავხედე და მან მითხრა: "ბურთი მე შემეხო." 

 

მიხელმა სამჯერ ჩასტვინა ! ფინალში ვართ ! და ჩვენ მას მოვიგებთ ! "ლივერპულმა" დაიმსახურა სტამბულის საგზური. სწორედ ჩვენ ვიყავით საუკეთესოები "ჩელსისთან" 180 წუთის განმავლობაში. უკაცრავად, 186 წუთის. დღემდე ვერ ვხვდები საიდან მოიტანეს ეს 6 წუთი. 

 

 

კომენტარები


Mersy
რედაქტორი

ინგლისელ "ლონდონელებს" ხელი ჩამოვართვით. ტერიმ ღირსება შეინარჩუნა და ფინალში წარმატება გვისურვა. თავიდან არ მეჯერა მისი გულწრფელობის, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მას მხედველობაში ჰქონდა ის რაც თქვა. ვხედავდი, როგორ განადგურებულნი იყვნენ ისინი. ფინალში, რომ გასულიყვნენ მეც ინგლისურ გუნდს უქომაგებდი, მაგრამ რამდენად მინდოდა ტერის ხელში ჩემპიონთა თასი დამენახა ეს ცალკე საკითხია.

გასახდელში სრულმა განიკითხაობამ დაისადგურა. ყველა ცეკვავდა, ყვიროდა, ეხუტებოდა. სტამბული ! ფინალი! წარმოუდგენელია ! ჩვენ ყველანი ქალაქში გავემართეთ მეორე ნახევრებთან ერთად და შესანიშნავი პაბი " ძველი ოთახი" აღმოვაჩინეთ. კარა ცეკვავდა და მღეროდა, ჩვენი მხიარულებისგან იქაურობა ინგრეოდა.

მხოლოდ მეორე დღეს გავაანალიზე რასაც მივაღწიეთ: ჩვენ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავაბრუნეთ. შემდეგ კარა მოვიდა და ჩვენ სკაიზე ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით მატჩს, მათ შორის იმ 6 წუთსაც. "იქ კუთხური იყო." იცინოდა კარა და გუნდიონსენის დარტყმულს იხსენებდა.

იმ საღამოს მე და რიისე მეორე ნახევარფინალის საყურებლად წავედით, სადაც ერთმანეთს "პსვ" და "მილანი ხვდებოდნენ. "იმედი მაქვს პსვ–ს შევხვდებით" უთხარი იონს. "მათთან გაცილებით დიდი შანსი გვექნება." "პსვ" ორი შეხვედრის ჯამში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ იტალიელებმა მოახერხეს ფინალში გასვლა. როდესაც მანქანაშიო ვჯდებოდი ვიცოდი, რომ სტამბულში ძალიან რთული ფინალი გველოდა.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

არ დაეტია ბოლომდე ))

Скаузер
VIP Member

მაგარიაააააააააააააა მაჟრჟუალეეეებს, მოკლედ ჩელსი და ჩელსელები დღემDე არ ეხატება რა სტივკას და დედაŤრაკში ნაȚყნავი მოურინიო ხო საერთოდ, ცენზურისთვის ბოდიში ვიცი გოგოებიც შემოდიან.

Fenix
VIP Member

love

G.p
VIP Member

აუ ყველაზე კაპიტანი ხარ სტივ 002

captainfantastic
მომხმარებელი

ციტატა: Mersy
ინგლისელ "ლონდონელებს" ხელი ჩამოვართვით. ტერიმ ღირსება შეინარჩუნა და ფინალში წარმატება გვისურვა. თავიდან არ მეჯერა მისი გულწრფელობის, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მას მხედველობაში ჰქონდა ის რაც თქვა. ვხედავდი, როგორ განადგურებულნი იყვნენ ისინი. ფინალში, რომ გასულიყვნენ მეც ინგლისურ გუნდს უქომაგებდი, მაგრამ რამდენად მინდოდა ტერის ხელში ჩემპიონთა თასი დამენახა ეს ცალკე საკითხია.

გასახდელში სრულმა განიკითხაობამ დაისადგურა. ყველა ცეკვავდა, ყვიროდა, ეხუტებოდა. სტამბული ! ფინალი! წარმოუდგენელია ! ჩვენ ყველანი ქალაქში გავემართეთ მეორე ნახევრებთან ერთად და შესანიშნავი პაბი " ძველი ოთახი" აღმოვაჩინეთ. კარა ცეკვავდა და მღეროდა, ჩვენი მხიარულებისგან იქაურობა ინგრეოდა.

მხოლოდ მეორე დღეს გავაანალიზე რასაც მივაღწიეთ: ჩვენ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავაბრუნეთ. შემდეგ კარა მოვიდა და ჩვენ სკაიზე ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით მატჩს, მათ შორის იმ 6 წუთსაც. "იქ კუთხური იყო." იცინოდა კარა და გუნდიონსენის დარტყმულს იხსენებდა.

იმ საღამოს მე და რიისე მეორე ნახევარფინალის საყურებლად წავედით, სადაც ერთმანეთს "პსვ" და "მილანი ხვდებოდნენ. "იმედი მაქვს პსვ–ს შევხვდებით" უთხარი იონს. "მათთან გაცილებით დიდი შანსი გვექნება." "პსვ" ორი შეხვედრის ჯამში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ იტალიელებმა მოახერხეს ფინალში გასვლა. როდესაც მანქანაშიო ვჯდებოდი ვიცოდი, რომ სტამბულში ძალიან რთული ფინალი გველოდა.

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

არ დაეტია ბოლომდე ))

გაიხარე ავტორ ძალიან მაკლდა ეს ავტობიოგრაფია (რამდენიმე დღე რომ გაიწელა).

პ.ს. ვაფასებ შენ შრომას და ჩემი კომენტარი საყვედურად არ მიიღო (დაუნახავი არ ვარ wink )

George
ტოპ კომენტატორი

გაიხარე გიო ახლა ჩავუჯდები და თამაშამდე კარგ განწყობას შევიქმნი :*

kapuka
VIP Member

ჯერო <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze