ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XX

ავტორი: Mersy, 22-12-2014, 13:40, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 554, 9


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

სტამბული პირველი პირისგან (პირველი ნაწილი)

სტამბული მომენტალურად გახდა ძალადობრივი: სკაუზერების ნამდვილი, პირველხარისხოვანი ბუნტი – აეროპორტში, სასტუმროში, მოკლედ ყველგან. თამაშამდე ჯერ კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი, მაგრამ ისინი უკვე აქ იყვნენ. როდესაც სასტუმროს ნომრიდან გამოვდიოდი, მაშინვე კორიდორი ფანებით ივსებოდა. ისინი ზურგზე ხელს მირტყამდნენ და ყოველმხრივ ცდილობდნენ თანადგომის გამოხატვას. ჩვენს სასტუმროში მათ ყველა ნომერი დაიკავეს, ხოლო დანარჩენები მიმდებარე სასტუმროებში განლაგდნენ. ყოველ ჯერზე როცა სასტუმროდან გამოვდიოდით, ვინმესთან სურათს ვიღებდით და ათასობით ავტოგრაფებს ვარიგებდით. ძალიან მიყვარს ჩვენი ქომაგები, მაგრამ მათი "თავდასხმა" ზედმეტად ყოვლისმომეცველი იყო. როდესაც დაძინებას ვცდილობდი კედლებს მორიგი სიმღერა აზანზარებდა. ფანჯრებს ვკეტავდი, დარაბებსაც და ბალიშს ზემოდან ვიფარებდი, მაგრამ ეს არ მშველიდა. მღეროდნენ ყველაფერს: You'll never walk alone, Fields of Anfield road და ამის ფონზე თითქოს კოპში ვცდილობდი დაძინებას. ძველი სიმღერები ახლებით იცვლებოდა, მაგალითად: In Istanbul we'll win it five times ან დაუსრულებელი ჩანტი Ring of fire–ის მოტივზე. ჯონი ქეშის ცნობილი სიმღერა ყოველ დღე გუგუნებდა ჩემს თავში. ტუ ტუ ტუ ტუ ტუ ტურურუ... ამ სიმღერას მყისიერად გადავყავარ იმ შეშლილ და საოცარ სტამბულში.

 

როდესაც სიმშვიდის წუთს ვიპოვიდი ჩემს ნომერში ტელეფონი მაშინვე იწყებდა რეკვას. მეგობრები და ახლობლები დაუსრულებლად მირეკავდნენ, წარმატებას მისურვებდნენ და ბილეთს მთხოვდნენ. მატჩის ბილეთი იმ მომენტში ყველაზე ღირებული რამ გახდა: ნახევარი მსოფლიო და  მერსესაიდი ნადირობდა მასზე. ბილეთების დარიგება ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა. კლუბმა თითოეულს 25 ბილეთი მოგვცა. "ჩემი სია უკვე ითვლის 50 ადამიანს" დავიჩივლე კარასთან. მან თანამოზიარე სახით ჩაიცინა. ნათესავების და ახლობლების არმია უკვე დაძრული იყო სტამბულისკენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ 50 ბილეთს მოუყარე თავი. პირველ რიგში მამას და პოლს მივეცი, ხოლო დედა და ალექსი ვერ ჩამოვიდნენ. "ეს ხომ ფინალია, მისი არ ნახვა არ შეიძლება." ვცდილობდი ალექსის დაყოლიებას, მაგრამ ამაოდ. რას იზამ მას არ უყვარდა შორ გზაზე ფრენა. შემდეგ კიდევ ერთ ფრენის ფობიით შეპყრობილს დაურეკე – ბოგოს. "წარმოდგენა არ გაქვს რაზე იძახი უარს." "ამ ნეხვის მანქანაში 4 საათი ვერ გავძლებ." მითხრა მან.

 

საცოდავი სტრუანი როგორც ციყვი ბორბალში ისე იყო: ის აგენტობას ასევე გადამზიდობასაც უთავსებდა. მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა. ჯონ ტერიმ დამირეკა და წარმატებები მისურვა. მას ისედაც ვაფასებდი, მაგრამ ამის შემდეგ ეს გამიორმაგდა. მან დაივიწყა, რომ 1/2 ფინალიდან გამოვთიშეთ და წარმატება გვისურვა. თუ "ჩელსი" როდესმე ფინალში მოხვდება, მე აუცილებლად დაურეკავ ტერის, რათა იცოდეს, რომ სულიერად მის გვერდით ვარ. კიდევ ტიერი ანრიმ დამირეკა. ჩვენ მთელი სეზონი ვებრძოლებოდით ერთმანეთს, მაგრამ მათ დაივიწყეს ეს და თავისი ადამიანური კომპონენტები წარმოაჩინეს. მე არასოდეს დავივიწყებ მათ მხარდაჭერას ფინალის წინ. თუ მათ რაიმე პრობლემა ექნებათ ფეხბურთში, ერთ–ერთი პირველი ვიქნები ვინც მათ დასახმარებლად მივა. როდესაც 2006 წელს "არსენალი" ფინალში იყო ანრის დაურეკე და წარმატება ვუსურვე. როდესაც ისინი დამარცხდნენ გული ძალიან დამწყდა. 

 

ჩემს მოვალეობაში შედიოდა პრეს კონფერენციებზე ყურყუტი პაოლო მალდინისთან ერთად. როდესაც იქ მივდიოდი კარამ მომაძახა:"თასს როდესაც დაინახავ ხელით არ შეეხო." ყველამ დაუჭირა მხარი. ცრურწმენა. პრესკონფერენციის დარბაზში შევედი და მაშინვე დავინახე ის – ვერცხლისფერი ლამაზმანი დიდი ყურებით. მის გვერდით უნდა გამეარა და კარას სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა. ბედს ნუ განვარისხებთ. სჯობს ხვალ. ხელს მოვკიდებ, თავს ზემოთ ავწევ და წამოვიღებ. მხოლოდ ასე. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. როდესაც თასი, რომელზეც მთელი ლივერპული ოცნებობდა ჩემგან რამოდენიმე სანტიმეტრში აღმოჩნდა, ხელის გულები გამიოფლიანდა. თითქოს ის მიძახოდა, რომ შევხებოდი. მისი ბრწყინვალებით მოხიბლული ვიყავი და თავში ყველა ის ფეხბურთელი მიტივდივებდა, რომლებსაც ის ხელში ეპყრათ: დალგლიში, სუნესი, ჰანსენი. ჩემპიონთა თასის მფლობელი ლეგენდარული "ლივერპულელები". მე ძალიან მინდოდა მათ რიცხვში შევსულიყავი და თასი თავის კუთვნილ ადგილას "ენფილდზე" დამებრუნებინა. როგორც იქნა მაგიდამდე ისე მივაღწიე თასს არ შევხებივარ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარა ჭკუიდან გადავიდოდა. 

 

დავჯექი და მალდინის შევხედე: ის თავაზიანი და რაღაცნაერი იტალიური იყო. და რაც მთავარია ოდნავაც არ იყო დაძაბული. ის უკვე იყო აქ და უკან როგორც ბოსი ისე წასულა. მის ფონზე თავი პატარა ბავშვი მეგონა, რომელიც მორცხვად დგას გამოცდილი მასწავლებლის უკან. მალდინი კარგად იყო: კიდევ ერთი სეზონი, კიდევ ერთი ფინალი. ის მიღიმოდა. უყურებდი მის იდეალურ ღიმილს და დამაჰიპნოზებელ გამოხედვას... ნათელი იყო, რომ "მილანი" თასს თავისად თვლიდა. კამერების ფონზე ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ცალი თვალით თასს უყურებდი. ვინ აღმართავს მას? ვინ წაიღებს სახლში? მალდინიმ ჩემი ფანტაზიები შეწყვიტა და წარმატებები მისურვა. 

 

"მილანი" ფავორიტი იყო. ისტორია, ბუკმეკერები, ექსპერტები, ერთხმად ანიჭებდნენ "მილანს" გამარჯვებას. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მალე მალდინი კიდევ ერთხელ აღმართავდა ჩემპიონთა თასს. ძალიან მინდოდა მისთვის მეთქვა: " პაოლო მომისმინე, შენ უკვე ოთხჯერ გეკავა ეს თასი ხელში, ამიტომ მოდი ამჯერად ჩემი ჯერი იყოს."  ფიქრებში გართული უეფას მანქანაში ჩავჯექი, რათა სასტუმროში დავბრუნებულიყავი. ხვალ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული შეხვედრა მელის. მალდინიმ კიდევ ერთხელ გამახსენა მეტოქის კლასის შესახებ. მატჩის პროგრამიდან ამაყად მიყურებდნენ შევჩენკო, კაფუ, კაკა, კრესპო. 

 

ცოტა ხანში ჩემში წინააღმდეგობამ გაიღვიძა. პატივისცემა, მაგრამ არა შიში! ჩვენ ხომ "ლივერპული" ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ – "ოლიმპიაკოსი", "იუვენტუსი", "ჩელსი" – სტამბულომდე გზა არ იყო ვარდებით მოფენილი. მანქანის ფანჯრიდან გავიხედე და ათასობით "ლივერპულის" ქომაგს შევხედე, რომელთაც სტამბულის კაფე–ბარები გაევსოთ და ომახიანად მღეროდნენ სხვადასხვა სიმღერებს. ჰეი სტივი რა გძაბავს? ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გმირებად დავბრუნდებით ლივერპულში. ფანატებს უყვარვართ. "მილანს" თავიდანვე ყველა ფინალში ელოდა ჩვენზე კი არავინ წარმოიდგენდა, ამიტომ სწორედ მათ აქვთ სანერვიულოდ საქმე. 

 

სადილის შემდეგ ჩემთან კარა, დიდი და სამი შემოვიდნენ. ჩვენ ხვალინდელი მატჩის გეგმებზე ვისაუბრეთ. ყველანი კარგად ვხვდებოდით, რომ ეს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. დრო მალე გავიდა: ავტობუსი სასტუმროსთან მოვიდა და წარმოუდგენელი ადრენალინი ვიგრძენით, როდესაც ათასობით გულშემატკივარს შორის გვიწევდა გავლა. ავტობუსის სიღრმეში შევედი და ღრმად ჩავისუნთქე. 

 

გზა "ათათურქამდე" უცნაური იყო. როგორც წესი ევროპულ გასვლით შეხვედრებში ფანჯრის მიღმა გარკვეულ პეიზაჟს და შეძახილებს ელოდები: ხალხის სახეები, სირენები, შეურაწმყოფელი შეძახილები, შესაძლოა ვინმემ თქვენს ავტობუსს შეაფურთხოს ან ბოთლი ესროლოს. თუმცა იმ ჯერზე სხვაგვარად იყო, ვინაიდან თუქებმა მოედნის აშენება ქვეყნის დასალიერში გადაწყვიტეს და იქამდე ჩვენი თანამეგზური სრული სიჩუმე იყო. მხოლოდ მოედნის მისადგომებთან შევნიშნეთ ჩვენი ქომაგები, რომლებმაც არ დაიზარეს შორეულ მიწებზე ვოიაჟი. "ლივერპული", რომ მთვარეზე თამაშობდეს, სკაუზერები უპრობლემოდ ჩააღწევენ იქამდე. 40 ათასმა ადამიანმა შორეული გზა გამოიარა ჩვენი ტრიუმფის სანახავად და ისინი ეტაპობრივად შეედინებოდნენ საფეხბურთო "სალოცავში". 

 

გულშემატკივრების ზღვაში შევცურეთ და მილანისტების კუთხესთან გავჩერდით. სრულიად განსხვავებული კონტრასტი იყო – იქ სრული სიჩუმე სუფევდა. მათ არც კი შეუმჩნევივართ, ალბათ ძალიან მაგრები იყვნენ ამისათვის. ჩემი ტელეფონის ეკრანს ბოლოჯერ ვერსოლე მზერა და შემდეგ გამოვრთე. ახლა თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: "მილანის" დამარცხება. 

 

ბენიტესი შემადგენლობას წინასწარ არ აცხადებდა, ამიტომ გასახდელში ყველა მოუთმენლად ელოდა მის გადაწყვეტილებას. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რაფამ სიჩუმე მოითხოვა და ძირითადი თერთმეტეული დაასახელა: "კარში იერჟი, დაცვაში – ფინანი, კარა, სამი, ჯიმი, ლუისი მარჯვნიდან, სტივი და ჩაბი ცენტრში, რიისე მარცხნივ, ჰარი და ბაროში წინ. " დიდი ? მაშინვე გავიფიქრე და ჰამანს გავხედე. მას არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებია, მე კი განვიცდიდი მის ამბავს. ბენიტესმა მის ნაცვლად ჰარი კიუელი დააყენა, რომელსაც ტრავმა ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჰქონდა – ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის. ჰამანი ჩინებულად გამოიყურებოდა ევროთასებზე, ამიტომ მეგონა, რომ ის და ჩაბი ცენტრში იქნებოდნენ, ხოლო მე, ბაროშთან შევწყვილდებოდი. მაგრამ არა. სისეს სათადარიგოთა სკამზე დარჩენას გაოცება არ გამოუწვევია, ბაროში "ჩელსისთან" თამაშობდა და ყველამ იცოდა, რომ რაფა უპირატესობას ჩეხს ანიჭებდა. ჰარისთან სრულიად სხვა ისტორიაა: ბენიტესს მისი სისწრაფის გამოყენება სურდა. მსგავსი ამოცანისთვის გამოუცდელი ლე ტალეკის დაყენება გარკვეული რისკი იყო, ხოლო კიუელს ნამდვილად გააჩნდა საკმარისი გამოცდილება. მაგრამ რამდენად იყო მატჩისთვის მზად? არანაერად და ეს ყველამ ვიცოდით, თუმცა იმაში ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჰარის შეეძლო სარგებლის მოტანა. 

 

ჩვეულებრივ რაფა მშვიდი იყო, მაგრამ ამჯერაც ის გაცხარებული გვაძლევდა დარიგებებს: " ითამაშეთ მჭიდროთ.შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. გააკეთეთ ის რაც ასე კარგად გამოგდით."

 

დრო გავიდა. გუნდი ტუნელში გავიყვანე და მალდინის გავხედე. იქვე შევჩენკო გამოჩნდა და ხელი გამომიწოდა. ნუთუ საერთოდ არ ნერვიულობენ? პაკო აიესტარანის დამხმარემ თავისთან მიმიხმო და მითხრა, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ წრე გაგვეკეთებინა. 

 

"ათათურქის" მინდორზე ფეხი შევდგი ჩემს ბედთან შესაგებებლად. მოვიდა ჟამი. ხელი ბიჭი–მასკოტისთვის მქონდა ჩაჭიდებული, ყურებში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მესმოდა და გული ორმაგი სისწრაფით ცემდა. ხელის ჩამორთმევა, ფორმალობები... შემდეგ გულშემატკივრების მხარეს შევტრიალდი, რომელთაც მხიარული და იმედიანი სახეები ჰქონდათ. შემდეგ წრე. ერთმანეთს ხელები გადავხვიეთ. გულშემატკივრებმა ისეთი ხმაური ატეხეს, რომ ერთმანეთის ძლივს გვესმოდა, თუმცა ეს საჭირო არც იყო, ვინაიდან ყველაა აანალიზებდა მატჩის მნიშვნელობას. მინდოდა ლეგიონერებისთვის ამ შეხვედრის მნიშვნელობა ამეხსნა, მაგრამ ყელში რაღაც გამეჩხირა და მხოლოდ რამოდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეევძელი.  

 

"ჩვენ ლივერპული ვარ. ლივერპული უნდა იყოს ფინალში. შეხედეთ გულშემატკივრებს, მოუსმინეთ მათ, გაანალიზეთ თუ რას ნიშნავს ეს მათთვის. მათთვის ეს ყველაფერია. იმედებს ნუ გაუცრუებთ. თქვენ არც კი წარმოგიდგენიათ რა მოხდება თუ შეხვედრას მოვიგებთ – თქვენ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გმირები იქნებით. ეს ჩვენი დღეა, ეს ჩვენი შანსია – ნუ გაუშვებთ მას. რახან აქამდე მოვედით, სისულელე იქნება დანებება. მოდით ვანახოთ მათ, რომ ჩვენ ვართ "ლივერპული". არც ერთი ნაბიჯი უკან. დააკვირდით მათ თითოეულ ნაბიჯს, დარტყმას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ინანებთ. უკან დახევის გარეშე, ვანახოთ მათ სეირი."

 

საკმარისია ტლიკინი, დროა საქმის კეთება დავიწყოთ. მოედანზე ჩვენ–ჩვენი პოზიციები დავიკავეთ. 

 

რამოდენიმე წამის შემდეგ ტრაორემ თავისი გრძელი ფეხების წყალობით თამაშის წესი დაარღვია კაკას წინააღმდე. მატჩის წინ ბენიტესი გვაფრთხილებდა, რომ აუცილებლობის გარეშე თამაშის წესი არ დაგვერღვია, ვინაიდან "მილანი" ძალიან კარგად იყენებდა მსგავს ეპიზოდებს. ჯიმის ჯარიმამ იტალიელებს მისცათ საშუალება თავისი დადებითი კომპონენტი წარმოეჩინათ. პირლოს ჩაწოდებას, დაუფარავი მალდინი გამოეხმაურა და ანგარიში გაიხსნა. რა საშინელი დასაწყისია ! მზად ვიყავი ჯიმისთვის თავი მომეჭამა, მაგრამ როდესაც მას შევხედე მივხვდი, რომ ამის გაკეთება თავადაც სურდა. 

 

"მილანმა" სისხლის სუნი იგრძნო და მოედანზე დომინანტის სახით მოგვევლინა. მათ კუთხეში მოგვაქციეს და კაკას გადაცემებთან გამკლავება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს საოცარი ბრაზილიელი შეტევის სხვადასხვა ვარიანტებს ნახულობდა და გამანადგურებელ გადაცემებს აკეთებდა. მალე ჰარიმ მყესები დაიჭიმა და მის ნაცვლად ვლადი შმიცერი შემოვიდა. ის დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ. ტრავმიანობის გამო კიუელს არც ისე ბევრი შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, ამიტომ მისი რეალური ფასი ქომაგებმა მხოლო სტამბულის ფინალის შემდეგ გაიგეს, თუმცა იმ დღეს "ათათურქზე" ის სტვენით გააცილეს. 

 

ანგარიში ჩვენს სასარგებლოად არ არის, ჰარი აღარ გვყავს, "ლივერპულის" საქმე ძალიან ცუდათაა. ერთ–ერთ ეპიზოდში გარსიას დარტყმული ალესანდრო ნესტას მოხვდა ხელზე. პენალტი, იყვირა ლუისმა და სტადიონმა, მაგრამ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილმა მეხუტო გონსალესმა წარბიც კი არ შეიტოკა. მან შეხვედრის გაგრძელების შესახებ მიგვითითა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე სწრაფად გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე და კრესპომ მეორედ გაგვიტანა. "მშვიდად. არ გაიბნეთ." უყვიროდი თანაგუნდელებს. 

 

გვერდიდან ალბათ საშინალდ გამოვიყურებოდით, თამაშის გათანაბრება არანაერად არ გამოგვდიოდა. ხუთი წუთის შემდეგ კაკამ კიდევ ერთი ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და კრესპომ მესამედ გაგვიტანა. სამით ნოლი, ეს დასასრულია. ასეთ ბრწყინვალე გუნდთან ჯერ არ მითამაშია. კაკა ბრწყინვალე იყო. მას წარუმატებლად მივდევდი. არასდროს მენახა ფეხბურთელი, რომელიც მასზე სწრაფად ამუშავებდა ბურთს. პრაქტიკულად როგორც ელვა. ნახევარმცველის კვალობაზე მეც სწრაფი ვარ და შემიძლია ნებისმიერ ბურთიან მოწინააღმდეგეს დავეწიო, მაგრამ არა კაკას.  ის საუკეთესო იყო. სრულიად არ მაღელვებდა ჯენარო გატუზო. მან მხოლოდ ენის ტლიკინი იცის, ხოლო მოედანზე პატარა კნუტივითაა. ის არანაერად არ მაშინებდა და ასევე არ შემოდიოდა ხისტ ორთაბრძოლებში. მას ასევე არ შეეძლო გოლის გატანა. მე რიკელმეს, კაკას და რონალდინიოს მსგავსი ფეხბურთელები უფრო მაშინებენ: პასი, დარტყმა. გოლი. გატუზო ფანებისთვის თამაშობს: თავს იწონებს, ხელებს იქნევს. შესვენებაზე გასვლისას ის კმაყოფილი იღიმებოდა. დანარჩენი ფეხბურთელები გულშემატკივრებს ესალმებოდნენ. ეს არ მომეწონა, ვინაიდან ჩვენს დაუფასებლობად მივიჩნიე. დიახ, პირველ ტაიმში "მილანმა" გაგვსრისა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მოწინააღმდეგესთან მიუღებელია.

 

გასახდელში გაცხარებული ვიყავი: " ამ გაბღენძილებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი დასრულებულია. ეს ასე არ არის." შემდეგ სიტყვა ყელში გამეჩხირა, სიბრაზისგან, რომელიც ჩვენი საშინელი თამაშის და გაბღენძილი გატუზოს გამო დამეუფლა. რამოდენიმე წამით გასახდელში სიჩუმე გამეფდა. ჩვენ დაცარიელებულნი ვიჯექით, ვინაიდან ვაანალიზებდით, რომ ჩვენი ოცნება წყალმა წაიღო. ჰარიც ჩვენთან ერთად იჯდა და ფეხზე ყინულის დიდი პაკეტი ჰქონდა მიმაგრებული. საწყალს ყველაფერი გაუსივდა. ექიმები სტივ ფინანის დაზიანებას ამოწმებდნენ. "თამაში შემიძლია" იძახოდა სტივი.  შემდეგ ყველა ალაპარაკდა. არავინ არავის ადანაშაულებდა. "რა გვჭირს ბიჭებო? რაფამ დაგვავალა, რომ კომპაქტურად გვეთამაშა იქ კი მხოლოდ ერთ კარში იყო თამაში. საერთოდ მოენდაზე ვიყავით?" ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ასეთი თამაშით "მილანისთვის" სამი გოლის გატანა შეუძლებელი იყო. "მოდით საქმეს 0–5 მდე ნუ მივიყვანთ" მორცხვად თქვა კარამ.

 

საჭირო იყო ჩვენი შეჯანჯღარება, სიცოცხლის,რწმენის დაბრუნება – აქ რაფა გამოვიდა. მწვრთნელი მაშინ შეუდარებელი იყო. "მაშ ასე, ჩუმად" ყველანაერი წუწუნი და მოთქმა მაშინვე შეწყდა. ყველამ ბეტიტესს გახედა იმის მოლოდინში, თუ რას მოიმოქმედებდა ესპანელი სასწაულის მოსახდენად. " დიდი ფინანის ნაცვლად შევა. თამაშს სამი მცველით გავაგრძელებთ, დიდი ცენტრში ჩაბისთან დადგება, მაგრამ დაცვაზე იქნება ორიენტირებული. თქვენ ორმა უნდა მოახდინოთ კაკას ლიკვიდაცია. ვლადი შენ ვინგერი იქნები და არა მარტო მარჯვენა ნახევარმცველი. სტივენ შენ წინ აიწევ და გარსიასთან ერთად ბაროშთან იურთიერთქმედებებ. პირლო არ არის სწრაფი, ამიტომ დაფარე ის და არ მისცე თამაშის საშუალება. ასევე შეავიწროვე ზეედორფი, ისიც არ გამოირჩევა სისწრაფით. ითამაშეთ მჭირდო პრესინგი და არ მისცეთ ამოსუნთქვის საშუალება. აკონტროლეთ ბურთი." 

 

გეგმამ გამოგვაფხიზლა და საბრძოლო შემართება დაგვიბრუნა. რაფა იყო ლიდერი და პიროვნება, რომელსაც შეეძლო ამ ნეხვიდან ამოვეყვანეთ. ტაქტიკური გარკვევის შემდეგ მან ჩვენი მენტალურად დამუხტვა დაიწყო. "ცხვირებს ნუ ჩამოუშვებთ. თქვენ "ლივერპულში" თამაშობთ, არ დაგავიწყდეთ ეს. გულშემატკივრების გამო დარტყმა თქვენს თავზე უნდა მიიღოთ. "ლივერპულის" ფეხბურთელი არასოდეს დახრის თავს. ფანებმა დიდი გზა გამოიარეს, ნუ გაუცრუებთ იმედებს. გჯეროდეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. მიეცით თავს შანსი გახდეთ გმირები." 

 

რაფამ ჩვენი განწყობა შეცვალა. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. ის ფანების შესახებ გვესაუბრებოდა – იქ ჩვენი გულშემატკივრების მთელი არმია ისხდა, რომელიც წინ ტაბლოს ხედავდა წარწერით: მალდინი 1, კრესოპო 39,44.  პირდაპირ მათ თვალწინ ციმციმებდა ჩვენი უსახური თამაშის მტკიცებულება. ნებისმიერი მათგანი ალბათ იმედგაცრუებული იყო ასეთი რამის შემხედვარე. მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" ბევრად აღგვემატებოდა, ისინი მაინც ამაყად მღეროდნენ. გესმით? ეს გესმით? 40 ათასი ფანის სიმღერა კორიდორის გავლით ჩვენს გულებში აღწევდა. 

 

წარმოუდგენელია. ჩვენ პირველი ტაიმი 0–3 წავაგეთ ფანები კი ჩვენს ჰიმნს ვმღეროდნენ. ჩვენ ერთმანეთს სიამაყის გრძნობით აღსავსენი უყურებდით. "მათ ჩვენი სჯერათ". თავისი სიმღერით ისინი 11 გაოგნებულ ადამიანს ატყობინებდნენ, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან მათთან – წვიმაში, შტორმში. საოცარია, რამდენად ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე, ჩვენ არასოდეს ვრჩებით მარტო. ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენთან არიან. "ისინი მხარს გვიჭერენ. მივცეთ მიზეზი ეს უფრო ომახიანად გააკეთონ. მათ უამრავი ფული დაუჯდათ აქ ჩამოსვლა და მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებთ, ჩვენს სახელებს მღერიან. ერთი ბურთიც, რომ გავქვითოთ ისინი ბედნიერები იქნებიან. შემდეგ კი ვნახოთ იქნებ მეორეს გატანაც მოვახერხოთ." 

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

 

 

კომენტარები


ონლი იუუუუუ.............................

lasha.lfc
მომხმარებელი

ნუთუ ვეღარ უნდა მივიღოთ ისევ ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიღებული სიამოვნება. რეალურად რომ ვთქვათ არავინ იცის დედამიწაზე, როდის დადგება ლივერპულისთვის ასეთი დრო. პროგრესს არ განვიცდით, მერამდენე წელია უკვე ერთ ნეხვში ვართ, შარშანდელს თუ არ ჩავთვლით, რომელიც სუარესის დამსახურება ყოფილა სამწუხაროდ.

George
ტოპ კომენტატორი

ასეთი მწვრთნელი გვინდა ვინც გუნდის ტაქტიკას ნებმისერ შემთვევაში შეცვლის და რაღაც ახალს გვანახებს. თან ყველაზე მთავარი ისაა გუნდს დამუხტავს და მოედანზე მგლებს გამოუშვებს.

პ.ს გაიხარე გიო, მოუთმენლად ველით შმედგეს :*

Скаузер
VIP Member

ციტატა: George
ასეთი მწვრთნელი გვინდა ვინც გუნდის ტაქტიკას ნებმისერ შემთვევაში შეცვლის და რაღაც ახალს გვანახებს. თან ყველაზე მთავარი ისაა გუნდს დამუხტავს და მოედანზე მგლებს გამოუშვებს.

პ.ს გაიხარე გიო, მოუთმენლად ველით შმედგეს :*

kapuka
VIP Member

love love

Fenix
VIP Member

love

johnson
ადმინისტრატორი

გენაცვალე რა გიორგი ! ძმა ხარ. მაგარი დაღლილი მოვედი მარა ამის წაკითხვა სულ ღირს. მადლობა

gio_liverpooli
სტუმარი

Es ra gviyavi gio rogor velodi dasasrulis wakitxvas erti suli mqonda 3_3 ro gaxda ras ityoda mara eg araferi mtavaria magasac wavikitxavt. Madloba gio gaixare

Mersy
რედაქტორი

ციტატა: gio_liverpooli
Es ra gviyavi gio rogor velodi dasasrulis wakitxvas erti suli mqonda 3_3 ro gaxda ras ityoda mara eg araferi mtavaria magasac wavikitxavt. Madloba gio gaixare


ძალიან დიდი იყო ))) დიდხანს არ მოგიწევს ლოდინი დავდებ რამოდენიმე წუთში.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze