ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XXI

ავტორი: Mersy, 24-12-2014, 12:09, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 575, 9


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

სტამბული პირველი პირისგან (მეორე ნაწილი)
პირველი ნაწილის ბმული

როგორ კაპიტანი ვალდებული ვიყავი გუნდის ლაფიდან ამოყვანაზე მეზრუნა. ტუნელში შევედი და თვალი "მილანის" ფეხბურთელებს შევავლე, რომელთაც მთელი ტაიმის განმავლობაში ვერ ვეწეოდი. ახლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფირფიტა შემეცვალა. თამაშში უნდა დავბრუნდეთ – ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო. იტალიელები ცოტა არ იყოს შეცბუნებულნი იყვნენ, როდესაც გადიოდნენ მოედანზე სადაც ათასობით ადამიანი სკანდირებდა ჩვენს სახელს. გამარჯვებულს, რომ ფანების აქტიურობით ავლენდნენ, "მილანს" არანაერი შანსი არ ექნებოდა. მე რწმენა დამიბრუნდა და ბოლომდე ბრძოლის ინსტიქტი. მას შემდეგ რაც ლილშელში არ მიმიღეს, ყოველთვის მზად ვიყავი ბედისგან დარტყმა მიმეღო. ვარდნის შემდეგ ყოველთვის ვდგებოდი, რატომ არ შემიძლია ახლა წამოვდგე? "ლივერპულს" 45 წუთი ჰქონდა, რათა 3 ბურთი გაექვითა. "წინ" დაუძახე ბიჭებს.

პირველივე წუთებიდან დავიწყეთ იმის გაანალიზება, თუ რაოდენ მაღლა უნდა ავმხტარიყავით საკუთარ თავზე. "მილანის" კლასი არსად წასულა. შევჩენკომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და დუდეკმა მუშტებით მოიგერია ბურთი – "ნახტომი კამერისთვის" როგორც კომენტატორები უწოდებენ. მსგავსი ბურთი ნებისმიერმა მეკარემ უნდა მოიგერიოს, მაგრამ დუდეკმა გადაწყვიტა ეს კამერისთვის ლამაზად აღსაქმელად გაეკეთებინა. იაღლიშის შემთხვევაში ეს უდავოდ მისი დანაშაული იქნებოდა. მას შემდეგ რაც "მილანის" იერიშები ცოტა ჩაწყნარდა, თვალი მათ ფეხბურთელებს გადავავლე და თვითკმაყოფილება შევნიშნე. ისინი თვლიდნენ, რომ უკვე გაიმარჯვეს. რომც გაუშვან კვლავინდებურად იფიქრებენ, რომ 3:1–ს მოიგებენ. კარგი, შევამოწმოთ. შეტევაში უფრო ხშირად მივდიოდი, ვინაიდან ვიცოდი, რომ ზურგს დიდი მიმაგრებდა. მისი მოედანზე გამოჩენა საკვანძო გადაწყვეტილება იყო. ბენიტესს, რომ მეორე შანსი ჰქონდა ჰამანს ძირითადში დააყენებდა, იმდენად კარგად ითამაშა გერმანელმა მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში "მილანმა" ისარგებლა საყრდენის არყოფნით და გვათრია. ალბათ ბენიტესი ძალიან ნანობდა ჰამანის არყოფნას. რაფა ყოველთვის ენდობოდა მას და მნიშვნელოვან შეხვედრებში ძირითადში აყენებდა. დიდის არასოდეს გაუცრუები იმედები, ისევე როგორც სტამბულში.

მანამ დიდი უკან მეფობდა, მე წინ მივიწევდი. დრო მოვიდა როდესაც მოწინააღმდეგისთვის დამცინავი სახეები უნდა მოგვეშორებინა, საჭირო იყო გარისკვა. 54–ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში შევიჭერი, როდესაც ბურთი რიისეს ჰქონდა მარცხენა ფლანგზე. "თუ ის ახლა ჩააწოდებს მე კარებში დავარტყამ" ვფიქრობდი მე. "მიდი რიჟი ჩააწოდე", მაგრამ რიისემ ბურთი კაფუს მოახვედრა უკანალში. უკვე უკან ვაპირებდი გაქცევას, როცა ნორვეგიელი აღარ დაელოდა უკანალთან მეორედ კონტაქტს და ბურთი ჩააწოდა. კარიდან დაახლოებით 10 მეტრში ვიდექი და ვხედავდი, რომ იაპ სტამი რომელიც ჩემკენ მორბოდა, ბურთს ვერ მიუსწრებდა. აი ახლა – ბურთს სწორედ დიდას კარებში გავგზავნი. ბრაზილიელმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი კარებში ჩაეშვა! ეს იყო ჩემი პირველი თაური გოლი და "ლივერპულის" პირველი თაური ევროთასებზე იმ სეზონში. მადლობა დიდის და რიჟის მათ გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი. მადლობა რაფასაც – მან შეცვალა ტაქტიკა და ჩვენი განწყობა. მე უკან გავრბოდი და გულშემატკივრებს ხელების ქნევით აბობოქრებისაკენ მოუწოდებდი. ჩვენ შანსი გაგვიჩნდა ! მეტი ხმაური, ჩაძირეთ მასში "მილანი" ! ფანებმა ფეხბურთელები დაგვმუხტეს და მე მინდოდა იგივე გამეკეთებინა, რაზეც პასუხი მყისიერად მივიღე. ხმაური ერთი ორად გაიზარდა!

საჭირო იყო მანამ მოგვექცია კუთხეში სანამ აზრზე მოსვლას და ამოსუნთქვას მოასწრებდნენ. ორი წუთის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებთად ბურთი დიდიმ მიიღო და ვლადის გადააწოდა, რომელმაც 20 მეტრიდან გადაწყვიტა დარტყმა – ერთი შეხედვით სიტუაცია სრულიად არ იყო სახიფათო. როგორც ჩანს "მილანმა" შმიცერი სერიოზულად არ აღიქვა – ზეედორფი დიდი ძალისხმევის გარეშე შეეცადა მისი დარტყმულის ბლოკირებას. სანამ ბურთი მიფრინავდა მეგონა, რომ დიდა შეძლებდა მის მოგერიებას, მაგრამ ბურთი მაღალი სისწრაფით შეფრინდა კარში !

"შანსი გაგვიჩნდა." გავიფიქრე. "მესამე უნდა გავიტანოთ" უყვიროდი თანაგუნდელებს, მას შემდეგ რაც შმიცერის ხვევნას მოვრჩით. იმ მომენტიდან მყარად დავიჯერე, რომ "ლივერპული" ამ ფინალს არ წააგებდა. არაფრის დიდებით. "მილანის" ფეხბურთელები არ კონტაქტობდნენ, მოძრაობდნენ როგორც ზომბები. აუცილებელი იყო მათთვის საბოლოო დარტყმა მიგვეყენებინა.

სცენაზე კარა გამოვიდა, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი: 3 წუთის შემდეგ მან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ბაროშს საჯარიმოს ხაზთან. პარალელურად მე ახლოს ძალიან ჩქარა გავრბოდი და ზეცას ვევედრებოდი, რომ მილანს ჩემზე გადაცემის გაკეთება მოსვლოდა აზრად. თუ ამას წარმატებით იზამდა ერთი–ერთზე ვრჩებოდი. სირბილისას განწირულად ვყვიროდი: "მილი ! მილი ! მილი!" ბაროშმა და ზეცამ ჩემი ვედრება შეისმინეს და მან გადაცემა გამიკეთა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ პარტნიორებს ვერ ხედავდა და აქცენტს საკუთარ თავზე აკეთებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში მან ბრწყინვალე გუნდური თამაში აჩვენა. გარდა ამისა ისე კარგად გავიხსენი, რომ მილანს უბრალოდ არ შეეძლო გადაცემის არ გაკეთება. მისი პასი მივიღე, დასარტყმელად მზად ვიყავი, მაგრამ ბაც... გატუზომ უკნიდან ფეხი გამომდო და წავიქეცი. რომ შემძლებოდა ფეხზე დგომა აუცილებლად დავარტყამდი, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. იქ მხოლოდ დიდა იყო და ის ვერ შეძლებდა ჩემს შეჩერებას. მაგრამ გატუზომ წამაქცია და ერთხმად გაისმა ყვირილი "პენალტი". წაქცეულმა გავხედე მეხუტო გონსალელსს: მას იტალიელები შემოხვეოდნენ, რომლებიც უხსნიდნენ, რომ ჯერარდმა ჩაყვინთაო. მათ რიგებში კარა იყო, რომელიც გაოცებული ეუბნებოდა მსაჯს, რომ ეს პენატი იყო.

ჩემი ტვინი წამიერად გაიყინა – ვის დაავალა რაფამ პენალტების დარტყმა? მმ, მე ნამდვილად არა. ლუისი ცდილობდა ბურთი კარასთვის გამოეგლიჯა, ხოლო ჯეიმიმ გაიხსენა, რომ პენალტისტებს რაფა თავად ნიშნავდა და წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. კარგი გადაწყვეტილებაა. რჩეული იმ საღამოს ჩაბი აღმოჩნდა – ადამიანი რკინის ნერვებით. მან მშვიდად გამოართვა ბურთი კარას და ნიშნულზე დადო. როგორ ზეწოლასაც იმ მომენტში განიცდიდა წარმოდგენაც კი არ მინდა. "ჩაბი ძმურად მოათავსე ეს ბურთი ბადეში !" ვბურტყუნებდი ჩემთვის. ჩაბიმ პაუზა გააკეთა შემდეგ კი ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა. დიდამ დროული რეაგირება მოახერხა, მაგრამ ბურთი კართან ახლოს აღმოჩნდა და ჩაბიმ ყველას დაასწრო და ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა. ასე მარტივად, აიღო და მესამედ დალაშქრა მეტოქის კარი ! ხელი მოაწერეთ და ჩაიბარეთ ! მიიღე დიდა, მიიღე "მილან"(Вынимай, Дида, вынимай, «Милан».) . სად წავიდა თქვენი დამცინავი სახეები?

 

ღმერთო ჩაბიმ ეს შეძლო ! "ლივერპული", რომ ფარით დაბრუნებულიყო შინ და 2:3 დამარცხებულიყო, ჩაბისთვის ეს შესაძლოა გადამწყვეტი მომენტი ყოფილიყო ცხოვრებაში. როგორ შეხედავდნენ ამას ფანები? ჩაბის ძლიერი ხასიათი აქვს და ის ამას გადაიტანდა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამის განცდა არ მოუწია. არავის არ ურჩევ რეზიუმეს –"ფინალში პენალტი ვერ გავიტანე." 

 

წარმოუდგენელი სიხარული დაგვეუფლა და ყველანი ჩაბისკენ გავიქეცით. საწყალი მყისირად ჩაეფლო თანაგუნდელებში. აი მესმის მოვლენების განვითარება! ეს იყო 6 წუთი რომელმაც მსოფლიო შეძრა. 6 წუთი, რომელმაც მთელს მილანს გული გაუტეხა. 6 წუთი რომელმაც მათი სახეებიდან დამცინავი ღიმილი ჩამოწმინდა. 6 წუთის ლ*ცენზურა*სებული სისწრაფე, რომელიც უმოწყალოდ გაერჭო იტალიელთა გულებში. ჩვენს გოლებს, რომ ინტერვალი ჰქონოდა "მილანელები" ალბათ მოასწრებდნენ ყველაფრის გაანალიზებას, მაგრამ მომხდარის მოულოდნელობამ და მყისიერებამ მათ ხელ–ფეხი შეუკრა. მე, ვლადი და ჩაბი – ერთი, ორი, სამი. იტალიელები როგორც ავტოკატასტროფის მსხვერპლნი ისე გამოიყურებოდნენ – ისინი გაოცებულნი იყურებოდნენ ირგვლივ და არ იცოდნენ სად წასულიყვნენ. 

 

კარლო ანჩელოტი დეფიბრილაციას (გულის რიტმის ნორმალური აღდგენა ავტ.) შეეცადა: მან ზეედორფი გაიყვანა და რეაქტიული სერჟინიო შემოუშვა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე "ფრენა" ევალებოდა. რაფამ მომენტალურად მოახდინა რეაგირება: "სტივენ მარჯვენა მცველად ითამაშე. შენ შეგიძლია სერჟინიოს შევიწროება." მარჯვენა ფლანგს ვლადი კეტავდა, მაგრამ ბენიტესმა ჩათვალა, რომ ის ვერ შეძლებდა მსუბუქი ბრაზილიელის შეჩერებას. და დაცვაში ჩავიწიე მე – ძალიან დიდი მადლობა რაფა ! სერჟინიო ძალიან სწრაფი იყო და ფილტვები ლამის პირიდან გადმოუშვი!

როდესაც მეხუტო გონსალესმა ძირითადი დროის დასრულების ნიშანი მისცა ძალიან დაღლილი ვიყავი. ამხანაგო რეფერი მოდი ავაგდოთ მონეტა და გამოვავლინოთ გამარჯვებული, თორემ უკვე ვეღარ გაუძლებ. ფეხები მითრთოდა და მასაჟისტებს უთხარი: "მორჩა ბენზინი გამითავდა." რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო "ათათურქი" ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჰაერი გათავდა. იმდენად გამოწურული ვიყავი, რომ კიდევ ნახევარი საათი სასიკვდილო განაჩენად მიმაჩნდა. სწორედ ასეთ მომენტებში გებულობს ფეხბურთელი თავის ფასს: ერთხელ უკვე გადავაბიჯე საკუთარ შესაძლებლობებს, შევძლებ კიდევ ერთხელ? მეყოფა დენთი? ეჭვები მჭამდნენ მანამ მინდორზე ვიწექი და იტალიელების მიერ უმოწყალოდ ნარტყამ ფეხის დამცავებს უყურებდი. მე დაჭრილი ვიყავი, მაგრამ არა განადგურებული – შემეძლო მემოძრავა და ყურადღება არ მიმექცია ტკივილზე. დარჩა 30 წუთი – საჭიროა ყველაფრის გაღება. შემდეგ კი ძალინ ცოტა რჩება. ძალიან ცოტა. 

 

როგორც კი ოვერტაიმი დაიწყო, სერჟინიო მაშინვე შეუდგა ჩემი ფლანგის ტერორს, თანაც ძალიან მწვავედ. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მოტოციკლით დაქროდა. დაუცხრომელ ბრაზილიელს ფეხებში უვარდებოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ვარდნებში ვთამაშობდი – აირონსაიდიდან "სტამბულამდე", ჩემი ორგანიზმი დაპროგრამებული იყო ამაზე და როდესაც ტვინი უკვე აღარ მუშაობდა, ხოლო ენერგია გამოცლილი მქონდა, ჩემი სხეული ინსტიქტურად მიდიოდა ვარდნებში. ფეხების სიგრძე საკმარისი იყო, რათა სერჟინიო გამეწვალებინა. ყველა წითელ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებდა და მეტსაც. არ მივცეთ გატანის საშუალება! ჩვენი მსუბუქი არტილერია – გარსია და ვლადიც კი ლომებივით იბრძოდნენ. ყველა იბრძოდა. ჩვენ სისხლით მეგობრობის კვანძები გვაკავშირებდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მოწინავე რიგებში კარა იდგა, რომელიც თავდაუზოგავად ებრძოლებოდა იტალიელებს მიუხედავად ჯოჯოხეთური ტკივილებისა. წარმოუდგენელი ლტოლვა გამარჯვებისკენ, კარას ნებიემიერ ქმედებაში ახდენდა გამოვლენას. კარა ისეთივე კაპიტანი იყო, როგორც მე. უყურებდი ძელთან როგორ იჭიმავდა ფეხს, რათა ტკივილი ცოტათი შემსუბუქებოდა. მომავალში მან მითხრა, რომ მოტეხილი ფეხით უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის თამაში. 

 

სერჟინიოს დავდევდი და თავში მარცხის სხვადასხვა სურათები მიტივტივდებოდა. ძალიან არ მინდოდა წაგება, ეს მედალი ჩემი უნდა გამხდარიყო. მომაკვდავმაც კი უნდა გამოაჩინო შენი ძალა, რათა გუნდს თავისი ძალების სჯეროდეს. იყო ძლიერი, იყო კაპიტანი. მთელი გუნდის გამხნევებას შეუდექი. გარდა ამისა პატივისცემას ვავლენდი მოწინააღმდეგის მიმართ. როდესაც შევჩენკოს ვაქცევდი ჩემი ხელით ვაყენებდი ფეხზე. ჩვენ არ ვიყავით მეგობრები, მაგრამ პატივს ვცემდით ერთმანეთს. როდესაც ის ორი წუთით ადრე ჩვენს კარებთან რამოდენიმე მეტრში აღმოჩნდა ვიფიქრე, რომ ეს ნამდვილად დასასრული იყო. ჩემს თვალებს ვერ დაუჯერე რაც მოხდა. თავად შევჩენკოსაც გაუჭირდა ამის დაჯერება. მან დამატებაზე ითამაშა, მაგრამ იერჟიმ აქაც აჯობა. ეს რაღაცნაერი უცნაური სეივები იყო – არა ისეთი როგორსაც ვარჯიშებზე ამუშავებენ. ალბათ იმ მონეტში "ლივერპულის" კარს რაღაც ზებუნებრივი ძალებიც იცავდნენ. როდესაც იერჟიმ ორი სასწაული ბურთი მოიგერია მივხვდი, რომ იქ ზემოთ ვიღაც ნამდვილად ჩვენ გვქომაგობდა. ამ ინციდენტმა იტალიელები ფსიქოლოგიურად დაანგრია და ეს ყველაზე ცუდი რამაა რაც პენალტების წინ შესაძლოა დაგემართოს. 

 

როდესაც გონსალესმა კიდევ ერთხელ ჩასტვინა ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებები დამეუფლა. ერთის მხრივ მოხარული ვიყავი ანგარიშის გათანაბრებით და სერჟინიოს შეჩერებით, მეორეს მხრივ პენალტები ძალიან მძაბავდა. რაფამ ყველას თვალებში ჩაგვხედა, რათა დაედგინა ვინ რამდენად იყო მზად. "მე პასი" ამოიგმინა ტრაორემ. "მე დავარტყამ" დარწმუნებით განაცხადა კარამ, რომელიც ყოველთვის თამამად უყურებდა თერთმეტმეტრიანებს. რაფას დადებითი პასუხი კიდევ მე, დიდიმ, შაბიმ, ვლადიმ, გარსიამ, ჯიბრილმა და რიისემ უთხრეს. რვიდან რაფას ხუთი უნდა ამოერჩია და აი რა გამოუვიდა: დიდი, ჯიბრილი, რიისე, ვლადი და მე. მეხუთე დარტყმა! დიდი მადლობა! მეხუთე შემსრულებელზე ყოვეთვის დიდი პასუხიმგებლობაა და მისმა დარტყმულმა შესაძლოა აპოკალიფსი გამოიწვიოს. მანამ მე ამ საკითხით ვითრგუნებოდი, მანამ გარსია მივიდა რაფასთან:"მეც მინდა დარტყმა." სიამაყის გრძობით ავივსე იმის გამო, რომ ამდენი ფეხბურთლი გვყავდა, რომელთაც შეეძლოთ თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება. გულის სიღრმეში შესაძლოა ისინი ფიქრობენ – "ოღონდ მე არა." ,მაგრამ რეალურად არასდროს იტყვიან უარს პასუხისმგებლობაზე, რომელიც "ლივერპულს" სჭირდება. 

 

მეხუტო გონსალესმა თავისთან მიგვიხმო, რათა მე და მალდინის მონეტა აგვეგდო. "თუ გაიმარჯვე პირველი დარტყმა აირჩიე. ინერვიულოდ მდევრის როლში მყოფებმა" მითხრა კარამ. მალდინიმ მოიგო. იმ დღეს მალდინისთან სამჯერ წავაგე. "პირველი დავარტყამთ" განაცხადა მალდინიმ. ესღა გვაკლდა, მათ ისედაც უპირატესობა ჰქონდათ, ვინაიდან იმ კარში უნდა დაგვერტყა რომლის უკანაც მათი ტიფოზები ისხდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი საიდუმლო იარაღი გვქონდა – კარა. სერიის დაწყების წინ ის დუდეკთან მივარდა: "მაკარონის ფეხები განასახიერე" იერჟიმ გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ კარამ გაბრაზებული სახე მიიღო და ორივე ხელების ქნევას მოყვა. ამით მან დუდეკს ბრიუს გრობელაარი და 1984 წლის პენატების სერია გაახსენა "რომასთან". არ ვიცი რამდენად გაითავისა იერჟიმ კარას ისტორიის გაკვეთილი, მაგრამ მისი "დაგრეხვის" არსს ჩასწვდა. როგორც ჩანს კარას დარიგებამ შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან დუდეკმა მაშინვე დაიწყო კარის ხაზზე აქეთ იქეთ ხტომა. ჩვებ ან დროს მოედნის ცენტრში ხელგადახვეულები ვიდექით იმის ნიშნად, რომ ერთად ვართ მიუხედავად შედეგისა. 

 

ბურთთან პირველი სერჟინიო მივიდა, რომელიც მზად არ აღმოჩნდა იერჟის ცეკვისთვის და ბურთი ტრიბუნებზე გაგზავნა. "ლივერპულის" ცოცხალი კედელი შეზანზარდა. "არის. ახლა შენი ჯერია დიდი" ჰამანი აუჩქარებლად წავიდა წინ. ბევრი ფეხბურთელი ბურთთან როგორც სიკვდილ მისჯილი ისე მიდის, მაგრამ არა დიდი. ის ხომ გერმანელია, ხოლო გერმანელები 11 მეტრიანებს არ აცუდებენ. დიდი ოსტატი იყო და ვიცოდი, რომ გაიტანდა. სხვათაშორის მან მოტეხილი ფეხით ჩაამთავრა შეხვედრა. მეკარეს არანაერი შანსი არ ჰქონდა, დიდიმ ის ჯერ კიდევ გამორბენისას მოატყუა. დიდი დაბრუნდა ჩვენ კი ყველანი ვიღიმებოდით. 

დაჰიპნოზებული უყურებდით როგორ მიდიოდა პირლო ბურთთან, მაგრამ მისი დარტყმული იერჟიმ მოიგერია! არის! სისემ თავისი გაიტანა – ორი! იონ დალ ტომასონმა სხვაობა შეამცირა. გავიდა რიისე. მანამ ის მიდიოდა ვფიქრობდი, რომ არანაერი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დიდამ მისი მახვილ კუთხეში დარტყმული ოსტატურად მოიგერია. რას იზამ – რიისეს, რომ მეორე შანსი ჰქონოდა ალბათ ბადეს გახევდა. ვარჯიშებზე მისი დარტყმები ისეთი ძლიერი იყო, რომ ლამის კარებს გლეჯდა, მაგრამ ამჯერად მან დაბალი ტრაექტორიით გადაწყვიტა დარტყმა. როდესაც ის დაბრუნდა მისი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ რა უნდა უთხრა ამ დროს ადამიანს? იმ დღის შემდეგ მისთვის ეს პენალტი არავის გაგვიხსენებია. მან გამოიჩინა სიმამაცე დაერტყა მსგავს სიტუაციაში და არავის აქვს უფლება მას გაცუდებული მომენტის შესახებ მიუთითოს. 

 

კაკამ 2–2 გახადა და დადგა შმიცერის დრო. როდესაც ის მიდიოდა მიკვირდა რატომ გააკეთა მასზე არჩევანი რაფამ. შმიცერი ფინალის შემდეგ გუნდიდან მიდიოდა, ჰქონდა მას შესაბამისი განწყობა? მაგრამ რაფამ იცოდა რასაც აკეთებდა და ჩემი ეჭვები მალევე გაიფანტა: აუღებელი დარტყმის შემდეგ ბურთი დიდას კარში აღმოჩნდა და გერბზე კოცნით ვლადი ჩვენთან გამოემართა. შმიცერის პენალტი იმას ნიშნავდა, რომ შევჩენკოს აუცილებლად უნდა გაეტანა. "არ გააფუჭებს" ჩავილაპარაკე როდესაც შევხედე როგორ გაასწორა ანდრეიმ ბურთი. ის კარგად ასრულებდა სტანდარტებს, მაგრამ არავინ იცოდა რა ტრიალებდა მის თავში ორი გაცუდებული მომენტის შემდეგ. დუდეკი თავიდან ჯიუტად მისჩერებოდა ბურთს შემდეგ კარის ხაზზე მოძრაობა დაიწყო და მოწინააღმდეგე მწყობრიდან გამოიყვანა. შევჩენკომ სუსტად დაარტყა კარის შუაში და დუდეკმა ის აიღო!  არისსს!!ბოლო პენალტი საჭირო აღარ არის !!! საქმე გაკეთებულია!!! ყველანი საზეიმოდ!!!

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

 

კომენტარები


Mersy
რედაქტორი

მოკლედ მესამე ნაწილიც ექნება ამას. ) აქ არ დაეტია. ) მერე – "ჯერარდის ლომებია" თავი და ამით მოვრჩებით ((

George
ტოპ კომენტატორი

ძალიან გამახერ გიორგი. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მშვენიერი წასკითხია იმ ემოციებს და მომენტებს მახსენებს <3

gio_liverpooli
სტუმარი

Sagol gio didi madloba dzmao gaixare exlac tvalwin midgas eg finali majrialebs bravo gio metis tqma ar shemilia

kapuka
VIP Member

love love

Fenix
VIP Member

xabi- adamiani rkinis nervebit love

ყველაზე მეტად მაინტერესებს 2007 მარცხი მილანთან ასევე ტორესის გადმოსვლა ტორესის გადასვლა ჩავარდნა, მაგ ყველაფერზე რა უწერია ძალიან მაინტერესებს scarf

Fenix
VIP Member

ციტატა: Elninio9
ყველაზე მეტად მაინტერესებს 2007 მარცხი მილანთან ასევე ტორესის გადმოსვლა ტორესის გადასვლა ჩავარდნა, მაგ ყველაფერზე რა უწერია ძალიან მაინტერესებს scarf

shen getyoba toresis pani xar:D

Скаузер
VIP Member

აუუუ მაბჟუილებს ამის კითხვისას ხოლმე და მცივა :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze