ჯერარდი:"ჩემი ავტობიოგრაფია" XXII

ავტორი: Mersy, 26-12-2014, 11:43, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 1 525, 14


რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

სტამბული პირველი პირისგან (მესამე ნაწილი)
(პირველი ნაწილის ბმული)
(მეორე ნაწილის ბმული)

მომენტების გახსენება პენალტების შემდეგ, შეწყვეტილი სიზმრის გახსენებას ჰგავს. მას შემდეგ ჩემში ცოცხლობს ეს მოგონებები და მე მოხარული ვარ კვლავ განვიცადო მაშინდელი გრძნობა. ნებისმიერი სურათი კვლავ აღვიძებს მოგონებას – მე მართლა ასე ვცეკვავდი? მართლა ასე ვმღეროდი? Ring of Fire გაგონებისთანავე მახსენდება ჩვენი მაშინდელი სიგიჟე. როდესაც ჩემი გონება ამ მოგონებებით ივსება, სიამაყის გრძნობა მეუფლება იმ დღის გამო, როდესაც ჩვენ ჩემპიონთა თასი მოვიგეთ.

როდესაც იერჟიმ შევჩენკოს დარტყმული მოიგერია, ჩვენ მისკენ გავიქეცით. კარას ფეხის ტკივილი სტანჯავდა, მაგრამ ამის შესახებ უმალვე გადაავიწყდა. ის პირველი გარბოდა და მას მიყვებოდნენ ფინანი, ლუისი, რიისე, ჩაბი, დიდი და ყველა დანარჩენი. ტრიბუნას გავხედე – ეს მათთვის ბრწყივალე მომენტი იყო. ისინიც ბოლომდე დაიხარჯნენ და ჩვენ მათ გაწეული შრომის საფასური გადაუხადეთ. გიჟივით ვცეკვავდი კარნავალზე რომელსაც ფოტოგრაფები და სხვები ერწყმებოდნენ. ჩვენი გულშემატკივრების სახეზე მხიარულება გამეფდა, ისინი ბანერებს იქნევდნენ და მღეროდნენ. შევამჩნიე კარას ოჯახი, რომლებიც ჩვენთან ერთად მხიარულობდნენ, წითელი ჯო "ლივერპულის" სახელოვანი ქომაგი, რომელსაც ბილეთი მივეცი ტრიბუნაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ჩემი ოჯახის წევრები არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა, პოლი და ჩემი მეგობრები სადღაც აქ იყვნენ ძალიან ბედნიერები. ვხედავდი ბანერებს "რაფას წითელი არმია", "სტივი ჯი+კარა: მისი იტალია.", კიდევ იყო პლაკატი სადაც მე გლადიატორის სამოსში ვიყავი გამოწყობილი. ვხედავდი ზრდასრულ მამაკაცებს, რომელებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ ემოციების გამო, რომელიც "ლივერპულის" ევროპის სათავეში მოქცევამ გამოიწვია. ვხედავდი მამებს, რომლებიც შვილებს ეხუტებოდნენ, ვხედავდი მსოფლიოში საუკეთესო ქომაგებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებდნენ ცხოვრების საუკეთესო მომენტს. ისინი უკვე ვეღარ მოისმენენ მანკებისგან, რომ არაფერი სერიოზული არ მოგვიგია. სტამბულში ეს მეხუთედ ვქენით ! მეხუთედ !!! "იუნაიტედს" ორი თასი აქვს, ჩვენ კი 5! (ამჟამად მანჩესტერს 3 აქვს, მაგრამ ეს არ ცვლის სურათს. ავტ.) მეხუთე გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თასის სამუდამოდ დატოვება შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონთა თასი სახლში დაბრუნდა და აწი აღარასოდეს დატოვებს "ენფილდს". ამ აზრმა საბოლოოდ გამოდევნა ყოველგვარი ტკივილი ჩემი გათანგული სხეულიდან. მე "ლივერპულის" კაპიტანი ვარ და რამოდენიმე წუთის უკან ჩემპიონთა თასი მოვიგე, გუნდს დაუბრუნე ტიტული რომელიც ასე ძალიან მიყვარს. თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ თავი შევიკავე.

გულშემატკივრები თავისთან მექაჩებოდნენ და მიწევდა მეყვირა, რომ არ გავეგუდე. ძალები პრაქტიკულად არ მქონდა და მხურვალე ჩახუტებებს თავი ძლივს დავაღწიე. ჯოზეფ შივზს სქაიდნა ინტერვიუს ჩამორთმევა სურდა, მაგრამ მე არ შემეძლო სიტყვებისთვის მომეყარა თავი და რაიმე აზრიანი მეთქვა. ჩემმა ორგანიზმმა ძალიან ბევრი გაიღო 2 საათის განმავლობაში, რათა მატჩის შემდეგ რაიმე გამეკეთებინა. ჯოზეფი რაღაცას მეკითხებოდა, მაგრამ მე თითქოს ბურუსში ვიყავი. "მიჭირს რაიმეს თქმა" თავის გამართლება ვცადე.

ეტაპობრივად ცნობიერება დამიბრუნდა და ირგვლივ ადამიანების გარჩევა დავიწყე. შევამჩნიე, რომ შევჩენკო კვლავინდებურად იდგა მოედანზე ქანდაკებასავით გაქვავებული. ჩემთვის ერთი გაცუდებული დარტყმა არ აკნინებს დიდი ფეხბურთელის ღირსებას. მიუახლოვდი და მის თვალში უსასრულო მწუხარება შევნიშნე. შემდეგში გავიგე, რომ მან და "მილანის" რამოდენიმე ფეხბურთელმა ვერცხლის მედლები გადაყარეს. მათი შესანიშნავად მესმის, არც მექნებოდა სურვილი მეტარებინა მედალი წარწერით – "მეორე ადგილი". უყურებდი შევჩენკოს და მახსენდებოდა ჩემი თავი ინგლისის ლიგის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ევრო 2004 ზე საფრანგეთთან მაცხის შემდეგ, მომენტები როდესაც საფეხბურთო სიკვდილი განვიცადე. მამა და სტივი ჰაიუეი ყოველთვის მასწავლიდნენ მარცხის ღირსეულად მიღებას. ბევრი "მილანელი" მათ შორის შევაც ღირსეულად იღებდა ამას. "შესანიშნავად ითამაშე" დაღლილი ხმით მითხრა ანდრეიმ და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოგვიანებით მაისურებს გავცვლიდით. შესაძლოა მან მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი საღამო გადაიტანა, მაგრამ გამონახა ძალები მოწინააღმდეგისთვის გამარჯვება მიელოცა. მალდინიმაც ხელი ჩამომართვა და ჩამჩურჩულა: "დატკბი მომენტით."

მალდინის აპლოდისმენტების ფონზე ჩვენი კუთვნილი მედლების მისაღებად გავეშურეთ და მე როგორც კაპიტანი ბოლო მივაბიჯებდი. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მედალი ლარს კრისტერ ოლსონმა და ლენარტ იუჰანსენმა გადმომცეს. მე მას ვაკოცე და მამა გამახსენდა. წარმომედგინა როგორი ამაყი იქნებოდა ჩემით. მე მისი მადლობელი ვიყავი, რადგან სწორედ მისი რჩევების დამსახურება იყო ყველაფერი ეს. პოდიუმზე ვიდექი სანამ რაფას და სხვა მწვრთნელებს მედლებს გადასცემდნენ და უეფას ჩინოვნიკები თავიანთ ადგილებს მიუთითებდნენ. თასს თვალს ვერ ვაშორებდი, ის ძალიან ახლოს იდგა ჩემთან. ახლა შემეძლო მას შევხებოდი რამდენჯერაც მომინდებოდა. დავიხარე და ნაზად ვაკოცე. შეგიძლიათ გიჟად შემრაცხოთ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ სურდა "ენფილდზე" დაბრუნება. ეს თასი "ლივერპულის" გულშემატკივართათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ყოველთვის იყო მათ გულში. მის ბრწყინვალებას დაახლოებით ათჯერ მაინც ვაკოცე, ალექსი ამას ტელევიზორის საშუალებით უყურებდა და შემდეგ მითხრა, რომ მას ამდენჯერ წლის განმავლობაში არ ვკოცნი. რას იზამ მან გამიგო რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის. მინდოდა ყველას დაენახა თუ რას ნიშნავდა ეს "ლივერპულისთვის".

 

"ალბათ კმაყოფილი ხარ." ივარაუდა იუჰანსონმა მანამ თასს გადმომცემდა. " ეს ყველაფერი მათთვის" უთხარი და "ლივერპულის" შეუდარებელ გულშემატკივრებზე მივანიშნე. იუჰანსონს არ უნდოდა თასთან განშორება და ბოლოს მწყობრიდან გამოსულმა კარამ ევროპული ფეხბურთის თავკაცს დაუყვირა: "მიეცი ბოლო ბოლო."  ჯანდაბა, ეს მხოლოდ "ლივერპულის" საკუთრებაა ! იუჰანსონს თასი გამოვართვი, დავრწმუნდი, რომ ხელს აღარავინ შემიშლიდა - ირგვლივ მხოლოდ ერთგული გუნდელები, 40 ათასი ფანტასტიური გულშემატკივარი და სამოთხის კარი იყო. თასი ჩემს ხელებში აღიმართა და მთელი მსოფლიო ჭკუიდან გადავიდა. წითელი ბიჭები, ფეირვერკი, ფანების ცეკვა – ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდით. ხელში თასი მეკავა და ვიცოდი, რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით ყველამ მიატოვა საქმე და ახლა მე მიყურებდა. 

 

შემდეგ ხვევნა–კოცნის დრო მოვიდა. რაფას ჩავეხუტე: ის სრულიად არ არის ემოციური, მაგრამ როდის უნდა გადაეხვიო შენს მწვრთნელს თუ არა ასეთ მომენტში? კიდევ ტელეკამერის საშუალებით ალექსსაც გაუგზავნე კოცნა. მე და კარა ტელეკამერების წინ ვცეკვავდით და Ring Of Fires–ს ვმღეროდით – მართალია ნოტებში ვერ ვჯდებოდით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ 0:3–დან მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა!

 

გასახდელში აღნიშვნა და ცეკვა–სიმღერა არ შეწყვეტილა. ჩვენმა პრეზიდენტმა დენი მურსმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. "დიახ, ეს თასი თქვენთვისაცაა შეფ, ყველაფერი იმისათვის რაც გააკეთეთ, რისი გადატანაც მოგიხდათ. ეს საღამო თქვენაც დაიმსახურეთ. თქვენ ყოველთვის იდექით ჩემს გვერდით და მეხმარებოდით." დიახ, ასეთ საღამოს კლუბის პრეზიდენტიც ჩვენთან ერთად იყო გასახდელში. 

 

პატარა ოთახში სიცოცხლე დუღდა. ჩვენთან ჟერარ ულიე შემოვიდა და ეს დიდი სიურპრიზი იყო. ვიღაც–ვიღაცეები კლუბში იძახოდნენ, რომ ულიეს ეს წარმატება არ ესიამოვნებოდა, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. ჟერარი მოვიდა, რათა ჩვენთვის მოელოცა და ეს "ლივერპულისადმი" სიყვარულის გამო გააკეთა. ის იმდენად ბედნიერი იყო ჩვენი წარმატებით, რომ არ შეეძლო არ მოელოცა. დიახ, ის იმედგაცრუებული იყო პოსტის დატოვებით, მაგრამ მას გააჩნდა ძალები, რათა მოსულიყო და ეთქვა:"ყოჩაღ ბიჭებო!" ბევრი მწვრთნელი მის ადგილას მხოლოდ იეჭვიანებდა, მაგრამ არა ჟერარი. ის გახარებული იყო ჩვენი წარმატებით. 

 

როდესაც სასტუროში დავბრუნდით ძალიან მინდოდა დამეძინა, მაგრამ ბიჭების უმეტესობა ტაქსიმის მოედანზე გაემართა, რათა გამარჯვება ფანებთან ერთად აღენიშნათ. საწოლი მიზიდავდა, მაგრამ ათასობით ადამიანი ელოდებოდა ჩვენს ნახვას, სურათს, ავტოგრაფს. დაღლილობას შევებრძოლე და ჰოლში გავედი სადაც ბიჭები ოჯახის წევრებთან ერთად იყვენენ. ჩვენ თამაშის განხილვა დავიწყეთ. იმ სეზონში ჩვენ პრემიერ ლიგაში საშინლად ვთამაშობდით, მაგრამ ევროპა დავიპყარით. რატომ მოხდა ასე? ბევრი ჩვენი ფეხბურთელი გაცილებით კარგად ერგებოდა ევროპას, სადაც ნაკლები ფიზიკაა საჭირო ვიდრე ინგლისში. ჩვენი ტექნარები გაცილებით მეტ შესაძლებლობას ფლობდნენ ევროსარბიელზე. აი პრემიერ ლიგის მოსაგებად კი არ გვყავდა საკმარისად "მოძალადე" ფეხბურთელები, ისევე როგორც ტარანის ტიპის ფორვარდი, რომელიც მეტოქის აუღებელ ციხე სიმაგრეს გაარღვევდა. 

 

ყველა უსაზღვროდ ბედნიერი იყო და იღიმებოდა. რაფაც კი, რომელიც ფეხბურთზე მხოლოდ სერიოზულად ფიქრობს. მან პირველი ტაიმის შეცდომებზეც კი არ ისაუბრა და თავს ორიოდ ბოკალი ღვინის დალევის უფლებაც მისცა. თუმცა ! ჰოლი ბოლომდე სავსე იყო. როგორც ჩანს გულშემატკივრებმა მონახეს მიზეზი დაცვისთვის თავი დაეღწიათ. დაღლილობისგან ენა არ მიბრუნდებოდა, მაგრამ ყველას ველაპარაკებოდი. ვიდექი, ვლაპარაკობდი, ლუდს ვწრუპავდი იქამდე სანამ არ გათენდა. ერთ–ერთი ბოლო ვიყავი, რომელმაც იქაურობა დატოვა. როდესაც ოთახში მივდიოდი, ჩემპიონთა თასს მოვკარი თვალი, რომელი მაგიდაზე იდგა. იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ მე ვერ დაუშვებდი მის დაკარგვას, ამიტომ ყურებში ხელი ჩავავლე და ჩემთან წავიღე. 

 

რამოდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა აზრით: სად ვარ? ჟალუზებიდან შემოსული შუქი პირდაპირ თვალებში მანათებდა. ფეხებთან რაღაც შევნიშნე – ეს ჩემპიონთა თასი იყო. მხოლოდ მე და ის. "დილა მშვიდობის" ვერ გავიხსენე როგორ აღმოჩნდა აქ, ან საერთოდ როგორ მოვედი მე. ჯანდაბა, "ლივერპული" ამ ტიტულს 21 წელი ელოდა ახლა კი ყველას ჰგონია, რომ დაიკარგა. აუცილებლად უნდა ჩავიდე და ყველას უთხრა, რომ ჩემთან არის.  სასადილოში ჩავედი და კარას ყვირილი გავიგონე:"სად არის თასი"? "დამშვიდდით, ის ჩემთან არის ოთახში" ყველანი ადგილს მოსწყდნენ და ჩემს ოთახში გაიქცნენ, რის შემდეგაც სურათები გადავიღეთ, მომსახურე პერსონალს გამოვემშვიდობეთ და სტამბულის დასატოვებლად მოვემზადეთ.

 

არ მიყვარს ფრენა, მაგრამ ის რეისი სახლისაკენ ღვთაებრივი იყო. როდესაც ჯონ ლენონის სახელობის აეროპორტში დავეშვით, გიჟური სიხარული კვლავ დაგვეუფლა. პრესა, ფანატები, მილიონობით კითხვები, ავტოგრაფები. "მელვუდში" წასასვლელად თავღია ავტობუსი მოვიდა და იქამდე გზა ნამდვილ პარადად გადაიქცა.თითოეული ფეხბურთელი თასს იჭერდა და გულშემატკივარს ანახებდა. ეს უბედნიერესი წუთები იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც დავიმსახურეთ. ჩვენი ლეგიონერები შოკირებულნი იყვნენ – არ ეგონათ თუ ამდენი გულშემატკივარი გვყავდა. როდესაც ავტობუსი გულშემატკივართა ტალღებში მიცურავდა მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ გაანალიზეს თუ რამდენად დიდია "ლივერპული". მსგავსი რამ ტრიპლეტის შესრულებისას ვნახე, მაგრამ ამჯერად ეს უფრო შთამბეჭდავი იყო. 

 

მე და კარა ამ ატმოსფეროთი ვტკბებოდით და გაოცებულ ლეგიონერებს უყურებდით. ხალხის ზღვა ავსებდა ქუჩებს. უსაფრთოებას ყურადღებას პოლიცია აქცევდა, რათა არავინ დაშავებულიყო. ხალხი ყველგან იყო – ბოძებზე, ხეებზე, შენობებზე. მერსესაიდის პოლიცია მართლაც, რომ ყოველმხრივ ეცადა წესრიგის დაცვას, მაგრამ ეს შეუსრულებელი მისია იყო. ქუჩაში ვხედავდი მეგობრებს, რომლებიც ხელს მიქნევდნენ. ჩემპიონთა თასი სახლში დაბრუნდა და ამის სანახავად მთელი მერსისპირეთი მოვიდა. "ევერტონის" გულშემატკივრებიც კი, რომლებიც არც ისე ბედნიერები იყვნენ ამ მოვლენით. ეს ორი საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

 

ჩვენი ტური იმდენად გაიწელა, რომ ყველას გეგმების შეცვლა მოგვიხდა. შემდეგი კვირა სხვადასხვა თავშეყრებით განისაღზვრა, ვინაიდან სტამბულის ინციდენტს ღირსეული აღნიშვნა სჭირდებოდა. 

 

შემდეგი თვეების განმავლობაში ყველას უკვირდა, რატომ არ მჩუქნიდა დედოფალი რაიმე ტიტულს. ცოტა ხნის უკან ხომ კრიკეტისტებს უბოძეს. ეს სრულიად არ მადარდებდა. რა თქმა უნდა ჩინებული იქნებოდა სამეფო სასახლეში ვიზიტი – ალექსს ეს მოეწონებოდა, მაგრამ ეს არ იყო ის რისი მიღწევაც მე მსურდა. ფეხბურთს ვთამაშობ იმისათვის, რისი მიღებაც პირდაპირ მოედანზე შემიძლია – ისე როგორც იმ საღამოს სტამბულში.

 

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.

კომენტარები


Mersy
რედაქტორი

სამწუხაროდ ეს არის ბოლოსწინა თავი (((

George
ტოპ კომენტატორი

პირველ რიგში გაიხარე გიო, ძალიან ვისიამოვნე <3
მეორე რიგში კი ყველაზე მეტად ეს მომეტნტი მომეწონა wink :მის ბრწყინვალებას დაახლოებით ათჯერ მაინც ვაკოცე, ალექსი ამას ტელევიზორის საშუალებით უყურებდა და შემდეგ მითხრა, რომ მას ამდენჯერ წლის განმავლობაში არ ვკოცნი
ძალიან მაგარია, კიდევ ერთხელ ვისიამოვნებიდ ამ თასის მოგებით, მინიმუმ ევროპა ლიგის ტასით.

Mersy
რედაქტორი

რუს ავტორს მივწერე გააგრძელე თარგმნათქო და იმან ძალიან დიდი სტიმული უნდა მომცეს ვინმემ მაგას რო დაუბრუნდეო ))

gio_liverpooli
სტუმარი

Sagol gio magari kaci xar. Tavidan damburzgla majrialebda yvelaferi tvalwin damidga boloshi kargi iyo mxiaruleba da gartoba. Es motxroba aucileblad unda gagrzeldes mjera gio sheni tu gadatargmnian shenc aucileblad gaagrzeleb. Warmatebebi

George
ტოპ კომენტატორი

ციტატა: Mersy
რუს ავტორს მივწერე გააგრძელე თარგმნათქო და იმან ძალიან დიდი სტიმული უნდა მომცეს ვინმემ მაგას რო დაუბრუნდეო ))

სტიმული რა უნდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ხო არ გადაუფორმებთ :D მკითხველი კი მუდამ ეყოლება და მადლიერი ხალხიც.

Mersy
რედაქტორი

იქაც 200–300 ნახვა აქვს ხოლმე და ალბათ ჩაიქნია ხელი )))

Fenix
VIP Member

ფეხბურთს
ვთამაშობ იმისათვის, რისი მიღებაც პირდაპირ
მოედანზე შემიძლია
love

lasha.lfc
მომხმარებელი

ციტატა: Mersy
იქაც 200–300 ნახვა აქვს ხოლმე და ალბათ ჩაიქნია ხელი )))

დავიჯერო ამ საიტზე არის ისეთი ხალხი ვინც შემოდის და ამას არ კითხულობს? belay

Mersy
რედაქტორი

ციტატა: lasha.lfc
ციტატა: Mersy
იქაც 200–300 ნახვა აქვს ხოლმე და ალბათ ჩაიქნია ხელი )))

დავიჯერო ამ საიტზე არის ისეთი ხალხი ვინც შემოდის და ამას არ კითხულობს? belay


გუშინდელ თავს 200 ნახვა აქვს მარტო. და სხვა თავების ნახვების რაოდენობაც სადღაც მასე მერყეობს.

George
ტოპ კომენტატორი

ციტატა: lasha.lfc
ციტატა: Mersy
იქაც 200–300 ნახვა აქვს ხოლმე და ალბათ ჩაიქნია ხელი )))

დავიჯერო ამ საიტზე არის ისეთი ხალხი ვინც შემოდის და ამას არ კითხულობს? belay

კი არის. როდესაც ბალოტელის რაღაც ქმედებას დღესი შეიძლება 400 ნახვა ჰქოდნეს, ამ სტატიას სადღაც 200 თუ აცდა კაია.

Скаузер
VIP Member

ძალიან მაგარია სხვები არ ვიცი მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, უმაგრესია.

captainfantastic
მომხმარებელი

love

PRINCE
ტოპ კომენტატორი

არ მესმის, რანაირად შეიძლება მიიჩნევდე ადამიანი თავს ლივერპულის ჭეშმარიტ გულშემატკივრად და ამ ამონარიდების კითხვისთვის 10-15 წუთი გენანებოდეს. ერთი წამით არ იფიქრო გიორგი, რომ შენმა შრომამ უქმად ჩაიარა, ვინც საჭიროა ის კითხულობს და ვინც არა, ესეიგი არც ყოფილა ღირსი. რაც შეეხება უშუალოდ ამ თამაშს, ჩემი დამოკიდებულება ასეთია, მომავალში ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდება, გახდება უფრო კომერციული, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, ჩაიდება მეტი ინვესტიციები, ერთი სიტყვით გაკეთდება ყველაფერი მისი სანახაობრივი მხარის კიდევ უფრო ასამაღლებლად, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, აღარასდროს განმეორდება ასეთი ფინალი. უნდა ვამაყობდეთ, რომ ამ მოვლენების თანამედროვეები ვართ და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ყველა ის ადამიანი ვინც თვლის, რომ ეს იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი და ერთი რიგითი სანახაობრივი ფინალი, ცდება. ეს იყო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეეშვით ვითომ ფსიქოლოგების მიერ დაწერილი, უაზრო სტატიების კითხვას სხვადასხვა საიტებზე. გაატარეთ თქვენს გასამხნევებლად ნათქვამი ყველა ბანალური ფრაზა. ყოველთვის როცა კი იგრძნობთ ცხოვრებაში მოტივაციის ნაკლებობას, უბრალოდ უყურეთ ამ თამაშის II ტაიმს და დამიჯერეთ შედეგით გაოცებული დარჩებით.

kapuka
VIP Member

ჯეროო <33

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze