"შენი თავგადასავალი ლივერპულში - II სეზონი" პირველი თავი

ავტორი: qisho, 5-01-2015, 16:37, კატეგორია - აფინული / ნაწარმოებები / სიახლეები, 934, 9


29 ივნისი (იგორის წერილის მიღების მომდევნო დღე) მთელი დღე ძილში და საწოლზე კოტრიალში გავატარე. საღამოს ცოტა აგრილდა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, დათომ, დამიძახა ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ. "ტაიგერები" მოვძებნე, დედამ დამიძახა არ ჩაიცვა გასარეცხიაო, მაგრამ კედები ერთმანეთს შემოვკარი(დავფერთხე-ჩემი აზრით გავასუფთავე) და ამოვიცვი. მეგობრებს შევუერთდი და ცოტაოდენი გახურების შემდეგ ფეხბურთიც "შევუბერეთ". მთელი საღამო ვითამაშეთ და აღარც იგორი მახსოვდა და აღარც ინგლისი იმ წუთებში. გვიან ღამე მოვრჩით თამაშს და მოედანზე მხოლოდ მე და დათო დავრჩით, კართან ჩამოვჯექით და ვისაუბრეთ. ლივერპულის ამბები დაწვრილებით გამომკითხა. თავიდან თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს გავუმხილე, რომ შემოთავაზება მაქვს ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონის კლუბიდან. კონტრაქტის დეტალებიც ავუხსენი (იხილეთ პირველი სეზონის დასკვნით ნაწილში) და ისიც ვუთხარი რომ უარის მიწერას ვაპირებდი, რადგან ფინანსური მხარდაჭერა არ მქონდა. ჯერ ვერ დაიჯერა ეს ისტორია , მერე კი მომდგა:
-გაგიჟდი ძმა?! უნდა წახვიდე ბიჭო ამის იქით რა შანსს მოგცემს ცხოვრება?!
-აუ იცი როგორ მინდა წასვლა? მაგრამ ფული არ მაქვს... წაარმოიდგინე ჯერ ლივერპულში ჩასვლის ხარჯები, მხოლოდ მგზავრობა რა ჯდება, მერე იმ ქალაქში ცხოვრება სადაც ეს კლუბია. ხელფასი კი მიზერული თანხა იქნება - მაქსიმუმ 500 გირვანქა თვეში.
-მერე იმ ოჯახთან ვერ იცხოვრებ?
-ვერა დავით, ვერა! ჯერ ერთი რომ ვერ შევაწუხებ და მეორეც, ქალაქი საუთპორტი ლივერპულის ჩრდილოეთითაა და თუ ლივერპულში ვიცხოვრებ მაქსიმუმ ლივერპულის ჩრდილოეთ უბანში ვიქირავო ბინა. ენდი და მისი ოჯახი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლივერპულში ცხოვრობენ, რაც სახლიდან სტადიონამდე გასავლელ გზას გამიორმაგებს. ჩრდილოეთ ლივერპულიდან საუთპორტამდე 20 კილომეტრია, ენდის სახლიდან კი 35 მაინც.
-ოო, მართლა რთულადაა საქმე, მაგრამ მოდი ჯერ წასასვლელი ფული მოვიძიოთ, ჩადი ლივერპულში და რა მოხდება მხოლოდ ღმერთმა იცის. ისე ხომ შეიძლება ფეხბურთის პარალერულად რამე სამსახურიც ნახო და თავის სარჩენი ფული გამოიმუშავო.
მე ცოტა დავფრიქრდი, გავჩუმდი და სადრაც ჰაერში გავაშტერე თვალი...
-ჰაა, ამოიღე ხმა! რას იტყვი?
-მგზავრობის ფული სად ვნახო? მარტო ჩასვლისთვის დამჭირდება 2000 ლარი მინიმუმ და რომ ჩავალ სანამ რამეს ვნახავ თავის გასატანი ფულიც ხომ მინდა?! ან იქნებ უკან დაბრუნება მიწევს უკანა გზის ფულიც ხომ მჭირდება. მოკლედ 5000 ლარი მინდა რა.
-ეს ორი თვე რომ იმუშავო?
-2500 ლარიან სამსახურს მთავაზობ რამეს?-დავცინე დათოს.
-ცოტა მოაგროვე, მერე ბანკიდან გამოვიტანოთ ფული, მეგობრებში ავაგროვოთ და იქნება იყოს რაა. ოჯახი არ მოგცემს ხო?
-არა, მაგათ ფეხბურთის ხსენებაც არ უნდათ. სწავლას მიაწექიო მეუბნევიან.
-მოკლედ ძმაო, ხვალე მიწერე იგორს, რომ აგვისტოს ბოლო რიცხვებში მოახერხებ ჩასვლას და 1-ელ სექტემბრამდე მოაწერ კონტრაქტს ხელს. თუ ვერ მოაგროვებ ფულს ძალით როგორ ჩაგიყვანენ-გამიცინა, თვალი ჩამიკრა და მითხრა - ადე ახლა პირველი დაიწყო წავიდეთ სახლებში.
მთელი თბილისის რესტორნები ჩამოვიარე კარდაკარ და ვთხოვდი მუშად ან მიმტანად ამიყვანეთ მეთქი. როგორც იქნა ერთ-ერთ რესტორანში სამზარეულოს მუშად ამიყვანეს, ძირითადად ჭურჭლის რეცხვა მიწევდა. მართალია გულისამრევი იყო ათასი რჯულის ადამიანის ნათითხნი თეფშების რეცხვა, მაგრამ ლივერპულისთვის მიღირდა. 25 აგვისტომდე ვიმუშავებ-თქო ვუთხარი და ფულს 25-ში ერთიანად მივიღებდი 1200 ლარს. სამუშაო ყოველდღე იყო ორშაბათის გარდა საღამოს 6-დან 12-მდე. ასე რომ შემეძლო სხვა სამუშაოც მენახა დილის საათებში. რამდენიმე დღეში ჭავჭავაძეზე მდგარი 3 მაღაზიის მინების მწმენდავად მოვევლინე კაცობრიობას, მერე პეკინის 4 მაღაზიაც დაემატა და 25 აგვისტომდე რესტორანში აღებული ფულიანად 2700 ლარამდე ვუყრიდი თავს. მოკლედ დილაობით 8-დან 12 მდე მაღაზიებს ვწმენდდი და საღამოს 6-დან 12 მდე რესტორანში ჭურჭელს. ათას უზნეობას ვიტანდი, ათას ჩაფურთხებას სულში, მაგრამ დიად მიზანს ვერ ვუღალატებდი. ერთხელ ჭავჭავაძეზე ვიტრინების წმენდისას სტუდენტებმა გამოიარეს და ერთი ეუბნევა მეორეს-აი არ ვისწავლით და ამ საწყალს ხომ ხედავ ასე მოგვიწევს ჩვენცო. არც შევეპასუხე!
კვირაში 6 დღე ვმუშაობდი , მხოლოდ ორშაბათს ვისვენებდი. ფაქტობრივად ან მეძინა ან სამსახურებში ვიყავი და ადამიანების ნაკლებობას განვიცდიდი. უახლოეს მეგობრებსაც კი ვერ ვხედავდი. თვეზე მეტი ისე გავიდა დათო ვერ ვნახე, არც უბანში ჩანდა და ვისაც ვეკითხებოდი ვერავინ ვერაფერს მპასუხობდა დაზუსტებით - ნაწილი იძახდა ზღვაზეაო, ზოგმა სოფელშიაო და ზოგმაც რუსთავში მამიდასთან და გვიან-გვიან მოდის ხოლმეო. მოკლედ ავდექი და სახლში ავაკითხე დედამისს(ივლისის ბოლო იყო).
-დათო სახლშია?
-შემოდი გიო, რა შორიდან მესაუბრები... დათო რუსთავშია მამიდამისთან ისვენებს.
-ტელეფონი არ აქვს ჩართული თუ ნომერი გამოცვალა?
-გაუტყდა ტელეფონი და ახალი არ უყიდია ჯერ.
-ერთი თვეა რაც არ მინახავს და როცა მოვა უთხარით დამირეკოს ან სახლში ამომაკითხოს რა დროც არ უნდა იყოს.
ცოტა უცნაურად კი მეჩვენა შუა ზაფხულში ადამიანი დასასვენებლად რუსთავსი მიდოდეს თან თვეზე დიდი დროით, მაგრამ აღარ ჩავეძიე და უკან გამოვბრუნდი.
აგვისტომაც ისე გაიარა საერთოდ არ შემხმიანებია, თვალით არ მინახავს, სხვა მეგობრებს ვკითხე და თქვეს იყო ერთი-ორჯერო, მაგრამ ღამე მოდის და დილითვე მიდისო. ვფიქრობდი რამე ხომ არ წყინს ჩემგან-თქო, მაგრამ სამიზეზო არაფერი გამიკეთებია. 23 აგვისტოს ბოლო სამუშაო დღე მქონდა ორივე სამსახურში. 2700 ლარი ჩავიჯიბე და იმ ღამეს სიხარულით არც დამძინებია. 24-ში დათოს ავაკითხე ისევ და დედამისმა მითხრა დღეს მოვა ღამე და აუცილებლად გნახავსო. მართლაც ღამის 12 საათი იყო და დათომ მომწერა "სტადიონზე ჩამო ძმა უნდა გნახო"-ო. გახარებული ჩავედი ეზოში, სტადიონის ღობეზე მიყუდებულიყო, ხელებგაშლილი გავემართე მისკენ.
-ვააა დაკარგული ძმა! სად ხარ ბიჭო ამდენ ხანს?- შევძახე და გადავეხვიე-როგორ ხარ, სად ხარ?
-უკვე აქ ვარ, შენს გვერდით. რუსთავში ვიყავი. ცოტა წავიმუშავე და დღეს მოვრჩი მუშაობას. შენ რომ წახვალ ლივერპულში გაგაცილებ და მერე ცოტა ხნით სოფელში წავალ დასასვენებლად.
მითხრა და რეზინით გადახვეული ქაღალდის შეკვრა მომცა.
-აიღე ძმა, ეს შენთვის შევაგროვე. თითქმის ორი თვეა რუსთავის მეტალურგიულში ვიმუშავე. ბევრი არ არის მაგრამ ცოტას წაგადგება-შეკვრა ხელში ჩამიდო და გადამეხვია, ყურში ჩამჩურჩულა - გოლს რომ გაიტან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენს ძმობას მიუძღვენი.
ჯერ დავდუმდი, დავიბენი და მერე ვუთხარი:
-არა რას აკეთებ ბიჭო ხომ არ გამოშტერდი?! რაღაც გიწვალია, გიშრომია და სულ მე მაძლევ ფულს?არაა ვერ გამოგართმევ!
-ან გამომართმევ ან აქ მორჩება ჩვენი ძმობა. აიღე ბევრიც არაა, 1100 ლარი მოვაგროვე ამ დროში და ესაა მხოლოდ. მიდი, მიდი აიღე- კიდევ ერთხელ მითხრა. კიდევ ერთხელ გადავეხვიე და ცრემლები ვერ შევიკავე-ძმა ხარ დავით, ძმა!
გვიანობამდე ვესაუბრე ესეოდენ მონატრებულ და საყვარელ ადამიანს. სახლში 4-სკენ ავედი. ოთახში მისი მოცემული ფული ამოვიღე ჯიბიდან და ცრემლორეული დავყურებდი. სახესთან მივიტანე და სუნი უდიოდა, ძმობის, მეგობრობის და დიდი თავგანწირვის სუნი!
იმ ღამესვე დავჯავშნე ბილეთები...

კომენტარები


Скаузер
VIP Member

აუ კაი რა მეტირებაა recourse

მაგარია რაა

qisho
მომხმარებელი

მეგობრებო ეს შესვენება თან შეგნებულად მინდოდა რომ ამეღო და თან ასეც გამოვიდა(რაღაც საქმეები მქონდა დასალაგებელი). ახლა ძალიან ხშირად დავდებ შემდეგ ნაწილებს_თქო მოგატყუებთ, მაგრამ ვეცდები კვირაში ერთი დავდო.

Fenix
VIP Member

gilocav dabrunebas nugZar, axal wels gilocav nawarmoebebi dagixvewia detalebi dzalian dagixvewia bolo nawilshi guli amichuyda dzalian magari iyo moutmenlad veli shemdeg nawils 1

AGGER4-EvER
მომხმარებელი

მაგარი ხარ გააგრძელე 001

meduza
მომხმარებელი

exa vkitxulob bichebo ro lives totenhemis defo undao ijarid mara mis axlandel klubs gayidva unda 6milionado live verendoba bolombeo da ijaraze echalichebao sadac borini movida defos mivcet shansi 19 tamasshi 11 goli qonia am kacs da cud shtabechdilebas es kaci arasodes tovebda

Fenix
VIP Member

ციტატა: meduza
exa vkitxulob bichebo ro lives totenhemis defo undao ijarid mara mis axlandel klubs gayidva unda 6milionado live verendoba bolombeo da ijaraze echalichebao sadac borini movida defos mivcet shansi 19 tamasshi 11 goli qonia am kacs da cud shtabechdilebas es kaci arasodes tovebda

totenxemis agaraa amerikis ertert gundshia

meduza
მომხმარებელი

mere argaxsovs magis tamashebi? balotelis birinis da lamberts tuarjobia da ravici

asaidishi da vigac idiotshi ro 10 milions gadayri girs eg kaci 6 milioni argveshveleba sanam rusi ariyidis lives da fulebs dadebs amerikeli da kai visginaxiad magati jmodii

kapuka
VIP Member

ციტატა: AGGER4-EvER
მაგარი ხარ გააგრძელე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze