"შენი თავგადასავალი ლივერპულში - II სეზონი" მეორე თავი

ავტორი: qisho, 9-01-2015, 12:41, კატეგორია - აფინული / ნაწარმოებები / სიახლეები, 1 370, 13

  27 აგვისტოს იგორს დავურეკე და ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ლივერპულში 30 აგვისტოს ჩავფრინდებოდი და სხვა წვრილმან დეტალებზეც შევთანხმდით. როგორც იგორმა მითხრა, ჩასვლიდან რამდენიმე დღე თავისთან დამიტოვებდა, სანამ კონტრაქტს გამიფორმებდნენ, მეც რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი, რადგან ფულიც ცოტა მქონდა და სერგეისთან ერთად ყოფნაც მინდოდა (როგორც გახსოვთ სკოლის გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი სერგეი გახლდათ). 30-ში დილით წავედი აეროპორტში ოჯახმა და მეგობრებმა გაცილეს, მათ შორის დათომაც. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და ვუთხარი, რომ მის ასეთ თანადგომას არასდროს დავივიწყებდი. რა თქმა უნდა, გული მწყდებოდა ახლობლებს რომ ვშორდებოდი, მაგრამ წინ ინგლისი მელოდა. მართალია მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ჩემი ფეხბურთელობისა, მაგრამ გზა დამილოცეს, ჭკუა დამარიგეს და ერთი-ორი კურცხალიც გადმოაგდო დედამ.

 ადგილობრივი დროით პირევლ საათზე ვიყავი ლონდონში. აერპორტიდან რკინიგზის სადგურში წავედი, ლივერპულისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი ავიღე და იგორსაც დავუკავშირდი, რომ სადგურში დამხვედროდა. მატარებლის გასვლამდე დრო მქონდა. Putney High street-ზე გამოვედი წასახემსებლად და სადგურთან ახლოს კაფე Lots & Go-ში დავჯექი. მერე თხუტმეტიოდე წუთით იქვე ახლოს მდებარე ქუჩებზე გავისეირნე და მატარებლის გასვლის დროც მოვიდა. ლივერპულში 4-ის ნახევარზე ვიყავი. იგორი და სერგეი დამხვდნენ (ჯონისთვის და ლუსისთვის არ მითქვამს რომ ჩავდიოდი, მინდოდა მოულოდნელად დავდგომოდი თავზე). პირველი სერგეისკენ გავიწიე:
-სერგეი როგორ ხარ?
-კარგად ჯორჯ, შენ როგორ ხარ? მიხარია რომ კიდევ გხედავ.
მერე იგორიც მომესალმა, მოიკითხა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ჯორჯ, დღეს არაფერი გამოვა, დაისვენე. წაიდეთ სახლში, ვივახშმოთ და ხვალ დილით საუთპორტში წავალთ, ლივერპულის წარმომადგენელიც გამოგვყვება.
-შეიძლება დღეს ენდის და მის ოჯახს რომ შევხდეთ?
-ჯორჯ შვილო, მოდი დღეს უბრალოდ დაისვენე და ხვალ რომ კონტრაქტს გააფორმებ, ერთად აღვნიშნოთ ყველამ.
მართლაც ის საღამო მშვიდად გავატარე. ვივახშმეთ და მერე მე და სერგეიმ ფეხბურთი ვითამაშეთ.
მეორე დილით 9 საათზე გავედით სახლიდან, იგორმა ვიღაც კაცს გაუარა (როგორც გავარკვიე ეს კაცი იყო ლივერპულის წარმომადგენელი საუთპორტში და სწორედ ის აგვარებდა ასეთ საკითხებს). ლივერპულიდან საუთპორტამდე ოციოდე წუთი დაგვჭირდა მხოლოდ. საუთპორტის მოკრძალებული სტადიონის შენობაში შევედით. პირველ სართულზე გამოსაცვლელები და საშხაპეები იყო, მეორე სართულზე კი - ხელძღვანელობის ოფისი. საუთპორტიდან მხოლოდ ორი კაცი დაგხვდა ოფისში: კლუბის მფლობელი ჩარლი კლეფჰემი და მწვრთნელი გარი ბრაბინი.

-ბატონო ჩარლ, გარი, აი ეს არის ჩვენი ნიჭიერი ახალგაზდა. წარმადგინა იგორმა.
-მოგესალმებით ბატონებო ცოტა. მორიდებით მივესალმე.
მერე მაგიდასთან დავსხედით და პირობები დაწვრილებით გამაცნეს. საუბარი ლივერპულის წარმომადგენელმა დაიწყო.
-გ ი ო რგ ი (ქართულად ცადა ჩემი სახელის გამოთქმა) შენ ოფიციალურად ლივერპულის საკუთრება იქნები, უბრალოდ ითამაშებ საუთპორტში. კონტრაქტი ერთს + ერთ წლიანია, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი თანხმობის შემთხვევაში მეორე წელიც ჩვენთან დარჩები. აი ამაზე მოაწერე ხელი - მითხრა და რაღაც ფურცლები მომაწოდა-ახლა კი დანარჩენზე თავად კლუბის მესვეურები დაგელაპარაკებიან.
სიტყვა ბატონმა ჩარლიმ აიღო პირველმა.
-ჯორჯ, ჩვენ დავაკვირდით შენს თამაშს, გაგიკვირდება და მაისში ბანაკშიც ვესწრებოდით შენ მატჩებს, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებ. ჩვენთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისის ჩათვლით გექნება, როგორც უკვე აღინიშნა გახანგრძლივების პერსპექტივით. ვითვალისწინებთ რა შენს ეკონომიკურ პირობებს დაგენიშნება ხელფასი. ზოგადად იცოდე, რომ გუნდის ნახევარი უხელფასოდ თამაშობს აქ. თუმცა გუნდის ფინასური მდგომარეობაც არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ხელფასი ღირსეული იყოს და სულად შეესაბამებოდეს შენს ნიჭს. თვეში მხოლოდ 400 გირვანქა სტერლინგი გექნება. თუ გუნდი დაწინაურდება მაღალ ლიგაში სპონსორებიც გამოჩნდებიან და ინვესტორებიც. ეს კონფერენს ლიგა ნახევრად პროფესიულ ლიგად ითვლება და შესაბამისად მწირი ფინანსები გაგვაჩნია.
-თანახმა ვარ და ძალიან მიხარია, რომ გუნდს დავეხმარები. დარწმუნებული ვარ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ვარჯიშები როგორი განრიგით იქნება, ან საერთო საცხოვრებელი ხომ არ აქვს კლუბს?
აქ უკვე მწვრთნელმა მიპასუხა.
-საერთო საცხოვრებელი არ გვაქვს. ვარჯიშები კი ყველ საღამოს 5 საათიდან 8 მდე გვაქვს, ან 6 დან 9 მდე. დასვენება მხოლოდ ვარჯიშის შემდგომი დღეა.
-როგორც იცი ჩემპიონატი უკვე დაიწყო და გუნდმა 4 მატჩიც გამართა. ჩაერთო ჩარლი - ცუდი სტარტი გვაქვს, ერთი ფრე და სამი წაგება. ახალი სისხლი გვჭირდება. იმედი მაქვს დღეს საღამოსვე დაიწყებ ვარჯიშს და მომდევნო მატჩისთვის, რომელიც 6 სექტემბერს გვაქვს გუნდს დაეხმარები.
-საღამოს 6-ზე მოდი, ბიჭებს გაგაცნობ და ცოტაც წაივარჯიშე.
საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მერე დავემშვიდობე და სახლში წავედით.
მოუთმენლად ველოდი საღამოს და ფეხბურთელების გაცნობას. დათქმულ დროზე ადრე მივედი სტადიონზე და მწვრთნელაც ჩემი თავი წარუდგინა ბიჭებს. გუნდში სულ 19 კაცი ირიცხებოდა, მეოცე მე გავხდი.
მეკარე: Dean Porter , Daniel Lloyd-Weston
მცველები: Matt Challoner, David Fitzpatrick, Luke Foster, Johnny Lynch, მისივე ძმა Chris Lynch, Joe Connor, Andrew Mitchell, Clayton McDonald
ნახევარმცველები:Scott Kay, Micah Evans, Stephen Brogan, Paul Rutherford, Paul Smith და მე.
თავდამსხმელები:John Marsden, Richard Brodie, Amadou Bakayoko, Lewis Tunney.

 მთლად ახალგაზრდა გუნდიც არ ჩანდა მაგრამ იყვნენ ახალგაზრდებიც და კარგად გამოცდილი ასაკიანი ფეხბურთელებიც. იმ საღამოს ცოტა გავირბინე, ბურთითაც გავერთე და მერე მთელი საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში გავატარე. ასობით კითხვა დამისვეს თუ სად ვთამაშობდი, სად ვცხოვრობდი და ზოგადად საიდან ვიყავი. ცუდი ხალხი არ ჩანდა, ნორმალურად ვიკონტაქტეთ.
დანიელ ლოი-ვესტონი იჯარით იყო გუნდში და ჩემსავით ისიც ლივერპულში ცხოვრობდა. ამიტომ იგორმა მანქანით გამოიყოლა და გზად მასთან უფრო მეტი ვისაუბრე.
-25 წლის ვარ, ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ვერ ვანებებ თავს. ცოლიც მყავს და შვილებიც, ფეხბურთით ვერ ვარჩენ ოჯახს , მაგრამ მაინც ვთამაშობ. დილაობით კი პორტში ვმუშაობ და შემოსულ გემებს ვტვირთავ. მოკლედ მომიყვა თავის ცხოვრებაზე დანიელმა.
-მე არ ვიცი როგორ ვიცხოვრო, 400 გირვანქა მაქვს ხელფასი, რაც მხოლოდ მგავრობის ფულია. არც ბინა მაქვს და არც სხვა მუდმივი შემოსავალი. ჯერ იგორთან ვცხოვრობ და რამდენიმე დღესი სხვაგან გადასვლა მომიწევს. სამსახურიც უნდა ვიშოვო.
-თუ გინდა შენც ჩემთან ერთად იმუშავე პორტში. ბევრს ვერც იქ გადაგიხდიან მაგრამ თავის სარჩენად გეყოფა. დილიდან შუადღემდე 50 გირვანქას მაინც ვშოულობ, გააჩნია ტვირთის ოდენობას. ზოგჯერ ისეა რომ 200-ც მიშოვია და ზოგჯერ უფულოდაც წამოვსულვარ სახლში. თუ გინდა წამოდი.
-რთულია რამე?
-ჯანი და ღონე გაქვს, ახალგაზრდა ხარ და არ გაგიჭირდება.
მასთან საუბარმა ცოტა შვება მომგვარა. აღარ ვდარდობდი ფულზე და დიდ გეგმებს ვაწყობდი გულში.

კომენტარები

m.reus
მომხმარებელი

Yochag zma .<3 zan kargia . Chemi rcheva iqneba es mcire broshurad mainc gamosce nu am etapze da tu gaarzeleb wignic sheidzleba. Dzan kai weris unari gaq <3

qisho
მომხმარებელი

დიდი მადლობა შეფასებისთვის. დიდი სურვილი მაქ პატარა წიგნად გამოიცეს მაგრამ ამის ფინასები სად მაქვს :(

PhilippeCoutinho10
VIP Member

ძაან მაგარია ყოჩაღ ძმაო და მართლა რაც მ.რეუს-მა გითხრა სწორია გააგრძელე წერა

qisho
მომხმარებელი

შეძლებისდაგვარად მოგაწვდით შემდეგ ნაწილებს. ვეცდები კვირაში ერთი ნაწილი მაინც დავდო. რაც შეეხება წიგნს და ბროშურას ჩემი სურვილიცაა :)

ახლა გავაერთიანე ვორდის დოკუმენტში ყველა ნაწილი რაც აქ მიდევს და 50 გვერდია გამოსულიი დრაფტით. პლიუს ამას რაღაც-რაღაცეების ჩამატება 60 გვერდი იქნება. პლიუს რაც უნდა დავამატო ერთი 40 გვერდი კიდე და ბოლოს პლიუს ილუსტრაციები. დაახლოებით 120 გვერდიანი წიგნი გამოვა. :)

captainfantastic
მომხმარებელი

ციტატა: qisho

ძალიან კარგი მოთხრობაა და კარგია რო არ ეშვები ამ საქმეს. იმედია ახლო მომავალში წარმატებებს მიაღწევ და წიგნებსაც გამოსცემ. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.
პ.ს. წინა ნაწილიც წავიკითხე, ძალიან მომეწონა

qisho
მომხმარებელი

ციტატა: captainfantastic

არა მეგობარო, მწერლობას არ ვაპირებს ;) უბრალოდ ლივერპულის სიყვარულში ვწერ თორე ეს იქნება ჩემი პირველი და ალბათ უკანასკნელი წიგნიც :)

Rossiter
მომხმარებელი

ციტატა: qisho
დიდი მადლობა შეფასებისთვის. დიდი სურვილი მაქ პატარა წიგნად გამოიცეს მაგრამ ამის ფინასები სად მაქვს :(

wigni kiara, amisgan magar kinos gadaigebda kaci.

Fenix
VIP Member

sagoool rogor velodi :) male ra meore nawili

jafojafo
მომხმარებელი

ციტატა: qisho
ციტატა: captainfantastic
ციტატა: qisho
შეძლებისდაგვარად მოგაწვდით შემდეგ ნაწილებს. ვეცდები კვირაში ერთი ნაწილი მაინც დავდო. რაც შეეხება წიგნს და ბროშურას ჩემი სურვილიცაა :)

ახლა გავაერთიანე ვორდის დოკუმენტში ყველა ნაწილი რაც აქ მიდევს და 50 გვერდია გამოსულიი დრაფტით. პლიუს ამას რაღაც-რაღაცეების ჩამატება 60 გვერდი იქნება. პლიუს რაც უნდა დავამატო ერთი 40 გვერდი კიდე და ბოლოს პლიუს ილუსტრაციები. დაახლოებით 120 გვერდიანი წიგნი გამოვა. :)

ძალიან კარგი მოთხრობაა და კარგია რო არ ეშვები ამ საქმეს. იმედია ახლო მომავალში წარმატებებს მიაღწევ და წიგნებსაც გამოსცემ. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.
პ.ს. წინა ნაწილიც წავიკითხე, ძალიან მომეწონა

არა მეგობარო, მწერლობას არ ვაპირებს ;) უბრალოდ ლივერპულის სიყვარულში ვწერ თორე ეს იქნება ჩემი პირველი და ალბათ უკანასკნელი წიგნიც :)

sagol dzma dzaan magaria.

gio_liverpooli
სტუმარი

Sagol qisho dzma jigari xar gaagrdzele iqamde dzmao sanam shen guls gauxardeba chven yvelas mogvcons da gvsiamovnebs sheni pativis cema

m.reus
მომხმარებელი

ციტატა: qisho
დიდი მადლობა შეფასებისთვის. დიდი სურვილი მაქ პატარა წიგნად გამოიცეს მაგრამ ამის ფინასები სად მაქვს :(

mtavari mondomebaa zma :-* darwmunebuli var aset karg nawarmoebs daapinanseben <3 ise chemi survilia tamashebis mimoxilvasavit iyos ravi sainteresoc iqneba da tan siujetic upro gaizrdeba

kapuka
VIP Member

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.

  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017

  • ლივერპული

მიმოხილვა

  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017

  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი

Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze