შენი თავგადასავალი ლიევრპულში - II სეზონი, მესამე ნაწილი

ავტორი: qisho, 15-01-2015, 23:14, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 4 270, 7


  სერგეისთან სახლში ასულმა ცოტა დავისვნენე. უკვე 2 დღეა ჯონისთვის და ლუსისთვის ჩემი აქ ყოფნა უნდა მეხარებინა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა. სკაიპი ჩავრთე და მათ გამოჩენას დაველოდე. პირველი ჯონი გამოჩნდა.
-ჰეი მეგობარო როგორ ხარ? მივწერე.
-კარგად ჯორჯ, შენ როგორ ხარ?
-რაღაც უნდა გახარო, 2 დღეა რაც ინგლისში ვარ.
-მართლა?! აქამდე რატო არ მითხარი. სად ხარ?
-სერგეის სახლში.
-ოოხ შე!.... რომ მოდიოდი ვერ თქვი? ახლავე გამოვალ მანდ. ჩემთან წამოგიყვან, გაუხარდებათ ჩემს მშობლებს.
-გამო, გამო... მაგრამ არა მგონია დღეს შენთან გამოსვლა მოვახერხო. მიდი გამო და მანამ აი ლუსი შემოვიდა და უნდა ველაპარაკო.
-აბა დროებით, გნახავ.


 ჯონის დავემშვიდობე და ლუსის დავურეკე. 2 ზარს არ უპასუხა, მერე თავად გადმომირეკა. ვიდეო თვალი ჩავრთეთ.
-ჰეიი, როგორ ხარ ჯოორჯ? რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-კარგად, თავად როგორ ხარ? იცი ინგლისსში ვარ, შენი სახლიდან დაახლოებით 2 მილში.
-ხუმრობ?- ღტაცებით მკითხა
-არა, ნამდვილად აქ ვარ. გცალია საღამოს რომ გავიდეთ სადმე?
-მმმ,,,, რაღაც საქმეები მქონდა, მაგრამ გამოვალ. მომენატრე.
-მეც. ახლა ჯონისაც ვესაუბრე, გამომივლის და მერე ერთად წამოვალთ. მოვალ ევერტონში. ჯერ კიდევ მახსოვს შენი ქუჩა და დაგელოდები.
დაახლოებით 40 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა და კარისკენ მიმავალ სერგეის ვუთხარი ჯონი იქნება-თქო. მართალიც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ჩემზე წინ იდგა, პირველი მაინც მე მომესალმა. "ჯიგრიანად" გადამეხვია და მეც მაგრად ჩავეხუტე.
-რა მაგარია ჯორჯ ისევ აქ რომ ხარ, მაგრად მომენატრე.
-ვიცი ჯონი, ვიცი. მეც ძალიან მიხარია.


 იგორმა ვახშამზე დაგვპატიჟა, მაგრამ უარი ვუთხარი, გართ გასვლას ვაპირებთ და იქ ვჭამთ რამეს-თქო. ლუსის დავურეკე რომ მზად დამხვედროდა, ჩვენ კი , მე , სერგეი და ჯონი , ფეხით გავუყევით გზას. ოციოდე წუთი დაგვჭირდა ლუსის სახლამდე. ის უკვე გარეთ გველოდებოდა ორ მეგობარ გოგოსთან ერთად. ხუთიოდე წუთი გავისაუბრეთ და შევთავაზე სადმე სავახშმოდ წავიდეთ-მეთქი. ლუსის ერთ-ერთმა მეგობარმა გვითხრა "აქვე დასავლეთ ევერტონში კარგი კაფერა caffe cream-ი და წავიდეთ"-ო. უყოყმანოდ დავთანხმდით. კაფე ერთ მყუდრო უბანში მდებარეობს, შიდა აურაც ძალიან მშვიდია. ინტერიერი მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებშია გადაწყვეტილი, მუსიკაც შესაბამისი ახლავს. საათზე მეტხანს გავჩერდით კაფეში. ბევრი ვისაუბრეთ, ძირითადად მე მაყოლებდნენ თბილისურ ამბებს, ასევე ჩემს მომავალ საფეხბურთო ცხოვრებაზე და ა.შ. ლუსის მეგობრები, კეტრინი და ემილი, სასიამოვნო პიროვნებები აღმოჩნდნენ. ათიოდე წუთით მე და ლუსი ვერანდაზე გავედით და მარტომ დავილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ ფეხბურთის პარალელურად მუშაობის დაწყებასაც ვაპირებდი და დავპირდი, რომ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად მასაც ხშირად ვნახავდი. მერე ისევ მეგობრებს შევუერთდით, როგორც ჩანდა სერგეი და ჯონი გოგოებთან გაშინაურდნენ და ეარშიყებოდნენ. ლუსის სახლამდე ისევ ფეხით გავიარეთ. მერე ჯონიმ მთხოვა რომ მას გავყოლოდი, მაგრამ ავუხსენი რომ მეორე დღეს თანაგუნდელს სამუშაოს საქმეებზე უნდა გავყოლოდი და დავპირდი უახლოეს მომავალში გამოგივლით-თქო. ჯონიც დაგვემშვიდობა და მე და სერგეიც სახლში ავედით.


 ისე სულ მიკვირდა ამ ოჯახის. სახლში დიასახლისი არ იყო და ყველაფერი როგორ წესრიგში ჰქონდათ. სახლი მუდამ სუფთა, ტანსაცმელიც ყოველდღე გარეცხილ-გაუთოებული ეცვათ. სულ მაინტერსებდა მეკითხა სად იყო დედამისი, მაგრამ ვჭოჭმანებდი , რამე უხერხულ მომეტში არ ჩავაგდო-თქო. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დამძლია და მაინც ვკითხე.
-სერგეი დედაშენი სად არის?
სერგეი პირსახოცით ხელში აბაზანისკენ მიდიოდა, მაგრამ გაჩერდა, შემობრუნდა და ჩემს წინ კრესლოზე დაჯდა.
-გიორგი დედა 2014 წლის შემოდგომაზე დამეღუპა. როგორც ადრე გითხარი ჩვენ აღმოსავლეთ უკრაინაში ვცხოვრობდით. ერთ-ერთი შეტაკების დროს დედაჩემი დაბომბილ შენობაში მოყვა, ექიმი იყო და იმ დღეს საავადმყოფო დაბომბეს. თავის არეში მძიმე ჭრილობა მიიღო , ეს იყო გაზაფხულზე. დაახლოებით 5 თვე ებრძოდა სიკვდილს , მაგრამ ბოლოს მაინც ცუდად დამთავრდა. -თქვა და ამოიხვნეშა. ამოაყოლა დარდი და სევდა დიდი ხნის ნაგროვები.
-ვწუხვარ, ეს მართლაც არ ვიცოდი.
-მესმის. მართალია მაშინ მრალურად ძალიან მიჭირდა დედაჩემის გარეშე ყოფნა, მაგრამ ყველაფერმა მიჩვევა იცის. სულ მახსენდება, დღე არ გავა მის გარეშე, თუმცა მისი მონატრება მეტ ძალას მაძლევს. აი დადგება დღე, რომ მთელი მსოფლიოს დავანახებ, გოლის გატანის მერე მაისურს ვაჩენებ ხალხს, მის სურათს მაისურზე ამობეჭდილს და გოლსაც მის ხსოვნას მივუძღვნი - მითხრა და აბაზანისკენ წავიდა ისევ. 

ცოტა დავდარდიანდი, მაგრამ მერე თანაგუნდელს, დანიელ ლოი-ვესტონს მივწერე, რომ ხვალ გამოგივლი და სამსახურის ამბავზე წავიდეთ-თქო. მართლაც, მეორე დილით 8 საათზე დავადექი თავზე. პორტში წამიყვანა და სიტუაციას გამაცნო. ყველაფერი თევზის სუნად ყარდა. გემი ნაპირთან მომდგარიყო და მტვირთავებს ელოდნენ.
-ჯორჯ, იმუშავებ?
-კი და ახლავე?
-რაღას ვუცადოთ. მივალთ გემის მეპატრონესთან, თანხაზე შევთანხმდებით და დავტვირთავთ. აი ბიჭებიც მოვიდნენ და ამათთან ერთად ვაკეთბთ - დანიელმა 4 შუახნის მამაკაცი გამაცნო. მსუქანი, ღიპიანი ბიძა კაცები. მერე გემის მეპატრონესთან მივედით და თანხაზეც მოვრიგდით. ჩვენი ნაწილი არც ისე დიდი იყო, ამიტომ მხოლოდ 400 გირვანქა შემოგვთავაზა და 6 კაცი ადვილად მოვერეოდით საქმეს.
მოკლედ, ხელები დავიკაპიწე და საქმეს შევუდექი!

კომენტარები


Rossiter
მომხმარებელი

Iiiiif magaria raaa

Fenix
VIP Member

gaaswora am mowyenilobashi

m.reus
მომხმარებელი

magari kacixar <3

Rodneytrocky
სტუმარი

new tattoo scarred from accutane pics Accutane accutane irrating esophagusquery lowest cialis price online Cialis Online cialis and blood pressure medicationviagra 50mg online Sildenafil viagra and mscialis daily price Cialis cialis online best place bu*ცენზურა*vitra online sales Buy Levitra Online buy levitraA without rx

Johnc317
სტუმარი

Hi there, I found your web site by the use of Google while searching for a similar matter, your site came up, it seems to be good. I've bookmarked it in my google bookmarks. ddfabgbfkcaa

cialis 20 mg
სტუმარი

<a href=" http://www.levitra20mgsale.com/ ">levitra 20mg</a> <a href=" http://www.levitra20mgusa.com/ ">levitra 20mg</a> <a href=" http://www.cialis20mgdocror.com/ ">cialis 20mg online</a> <a href=" http://www.cialis20mg-tadalafil.com/ ">20mg cialis</a>

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze