"შენი თავგადასავალი ლივერპულში - II სეზონი" მეოთხე თავი

ავტორი: qisho, 16-01-2015, 18:12, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 1 280, 9


  პორტში დაახლოებით სამი საათი ვიმუშავეთ. ერთი შეხედვით საქმე არც ისე რთული გასაკეთებელი ჩანდა , მაგრამ საბოლოოდ საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. ყოველ 20 წუთში ერთხელ ვისვენებდით. დანიელი და მის მიერ გაცნობილი ხალხი მიფრთხილდებოდნენ და ცდილობდნენ ძალიან არ დავტვირთულიყავი. 12-კენ მზემ უკვე კარგად დააჭირა და, საბედნიეროდ, ჩვენც მოვრჩით დატვირთვას. 400 გირვაქნქა ექვსმა გავინაწილეთ, თითოეულმა 60-60 გირვანქა ავიღეთ, მორჩენილი 40 გირვანქა კი პაბში დავხარჯეთ(ნამუშევრებს მოგვშივდათ და ჰამბურგერები, ჰოთდოგები და ლუდი ავიღეთ - მე ლუდი არ დადმილევია). დაღლილობის მიუხედავად სახლში გახარებული დავბრუნდი, ისევ ვისადილე და დავიძინე რადგან 5-მდე ენერგია უნდა აღმედგინა. სულ რაღაც 2 საათი მეძინა. სტადიონზე მისულს მხოლოდ 3 ფეხბურთელი დამხვდა მოსული: ძმები ლინჩები(მცველები) და ფორვარდი - ამადუ ბაკაიოკო. ვხურდებოდით და ნელ-ნელა მთელი გუნდი შეივსო. დანიელიც დასიებული თვალებით მოვიდა, როგორც ჩანს მასაც გამოუძინია. პირველი 15 წუთი ვიძუნძულეთ, მოთელვითი ვარჯიშები გვქონდა. შემდეგ ბურთთან ვარჯიშები (გრძელი გადაცემები, მოკლე პასები და დარტყმები) და ბოლოს 45 წუთიან მატჩი. ჯერ დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და ჩემი თავის 20% ვერ წარმოვაჩინე. თუმცა ზოგადად არავინ ბრწყინავდა და იმედი გამიჩნდა, რომ ადვილად დავიმკვიდრებდი თავს.
  საღამოს დავგეგმე, რომ მეორე დღეს ბინის მოსაძებნად წავსულიყავი. დილით ჯერ ისევ დანიელს გავუარე და პორტში სამუშაოდ გავედი. დიდი ხანი მომიწია ლოდინი, რომ საქმე გამოჩენილიყო. პატარა საქმე მივიღეთ და მხოლოდ 30 გირვანქა შემხვდა. უკვე შუადღის 2 საათი იყო და წინაღამით ერთ-ერთ ინტერნეტ საიტიდან ამოწერილ მისამართებზე წავედი, სადაც ბინები ქირავდებოდა. ჩემთვის მთავარი იყო საუთპორტთან ახლოს ვყოფილიყავი, ანუ ლივერპულის ჩრდილოეთი უბანი და იაფი ბინა ყოფილიყო. ბევრი აქეთ-იქით ისარულის შემდეგ ერთი სახლი ვნახე უკიდურეს ჩრდილოეთ უბანში "waterloo", სენტ მიშელის როუდ 2. ორსართულიანი სახლის მხოლოდ ერთი ოთახი ქირავდებოდა, დანარჩენ სახლში კი თავად სახლის პატრონი თავის მეუღლესთან და 20 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. უცხოებთან ცხოვრების გაყოფა არ მინდოდა, მაგრამ მომიწევდა. გადავწყვიტე მათ შემოთავაზებულ პირობებს დავთანხმებოდი მრავალი მიზეზის გამო: ბინა ძალიან მყუდრო ადგილას იყო, საუთპორტამდე 15 წუთში მივიდოდი, პორტში სამუშაოდაც დახლოებით 10 წუთი მინდოდა და ბოლოს ფასი-თვეში სულ რაღაც 300 გირვანქა(ოღონდ წინასწარ ვაძლევდი 3 თვისას ერთად). უარყოფითი მხარე კი მხოლოდ ის იყო, რომ სამზარეულო და აბაზანა საერთო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამასაც შევეგუებოდი.


  2 დღე მოვანდომე ახალ სახლში გადაბარგებას და მას მერე იქ დავსახლდი. სახლის პატრონი ადგილობრივი კოლეჯის დირექტორი, ინტელიგენტი კაცი ედუარდ ლოი გახლდათ და მისი მეუღლე ამავე კოლეჯის ფსიქოლოგიის მასწავლებელი, უაღრესად განათლებული და მშვიდი ქალბატონის სუზან ლოი. ვაჟი კი რომელიც ხშირად მთელი დღე სახლში იყო და ეძინა ღამ-ღამობით გადიოდა გარეთ და ვერაფრით დავადგინე რას საქმიანობდა, თუმცა მთლად წმინდა რომ არ იქნებოდა გული მიგრძნობდა, მაგრამ მე რაში მადარდებდა.
პირველი მატჩი 6 სექტემბერს დოვერ ათლეტიკთან გვქონდა. არც გამკვირვებია, რომ ძირითადში არ აღმოვჩნდი და არც შეცვლაზე აღარ მომეცა თამაშის საშუალება. გუნდმა პირველი ტაიმი 1-0 წააგო, მეორე ტაიმის შუა წელში გავათანაბრეთ და ფრეც გვაწყობდა. მწვრთნელმა გადაწყვიტა ჩამშლელად შევეყვანე და მომზადება მიბრძანა, თუმცა მზადების პერიოდში ისევ გოლი მივიღეთ კარში და 2-1-ზე ჩემი შეყვანა გადაიფიქრა. საერთო ჯამში კი მატჩი 4-1 წავაგეთ და ცუდი სტარტი კიდევ უფრო უარესი გახდა. 4 წაგებითა და 1 ფრით ბოლო ადგილზე ვიყავით და ბურთების შეფარდებაც ძალიან ცუდი იყო 3 გატანილი 12 გაშვებულის წინააღმდეგ. გასახდელში მწვრთნელმა "დაგვცოფა", გამოგვლანძღა და მიწასთან გაგვასწორა. მერე დატოვა გასახდელი, კლუბის დირექტორიც თან გაჰყვა და ჩვენ დავრჩით ყურებჩამოყრილები. თუმცა მე თავად იმედგაცრუებული ვიყავი-თქო ვერ ვიტყვი, რადგან ჩემთვის ეს ყოველივე ჯერ ახალი ხილი იყო და მოტივაცია ამ წაგებისა და ცუდი საერთო სტატისტიკის მიუხედავად მაინც დიდი მქონდა. ცოტა მორიდებით მაგრამ ბიჭებს მივმართე:
-ბიჭებო მოდი ნუ იდარდებთ რა. ძნელია 4-1 წაგების მერე რამე სიტყვებმა გაგამხნევოს ადამიანი, მაგრამ უბრალოდ მოეშვით, მოდუნდით. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ერთი გაშვებული გოლის მერე ვჩერდებით და ფარ-ხმალს ვყრით. მოედანზე უეჭველი 3 ქულისთვის გადიხართ და არ გიფიქრიათ იმაზე რომ წინასწარ დაგეგმილი 3 ქულის მიღება უფრო რთულია ვიდრე დაუგეგმავის. მოდი მომდევნო მატჩში ფრეზე ვითამაშოთ. მხოლოდ ერთი ქულა დავისახოთ მიზნათ და ვნახოთ რა მოხდება. ნუ გეგმავთ მატჩებს 5-10 ტურით ადრე. მხოლოდ იმ მატჩზე ვიფიქროთ რომელიც იმ წუთებში გვექნება და მეტი არაფერი.
-ეეჰ , შენ ახალი ხარ და შენთვის ადვილია ასე საუბარი. შეხედე გულშემატკივარს! საკუთარი გულშემატკივარი გვიშტვენს. და მერე ვინ არიან სტადიონზე მოსულები? მშობლები, ძმები, მეგობრები და ნათესავები. ამათაც კი მოვბეზრდით და როგორ გინდა რომ ითამაშო კაცმა.
-ვიცი ბიჭებო ვიცი, თქვენიც მესმის. მაგრამ მოდი ერთხელ აი მომდევნო მატჩზე მარტო ჩვენი სიამოვნებისთვის ვითამაშოთ. მანამდე კი ყველა ზუსტად მოვიდეთ ვარჯიშზე და ბოლომდე დავიხარჯოთ. მხოლოდ ეს ერთი კვირა და შედეგს თუ ვერ დაინახავთ მეც ჩავიქნევ ხელს. გთხოვთ წამოდექით ფეხზე და შემართებით რა...
  არ ვიცი ხათრმა თუ ჩემმა მტკიცე საუბარმა გაჭრა და მართლაც გამოცოცხლება შევატყე. ფეხზე წამოდგნენ და ერთხმად ვყვიროდით საუთპორტს. მომდევნო დღე დასვენების დღე იყო თუმცა შევთანხმდით რომ ყველა მოვიდოდით და ვივარჯიშებდით. მერე მე ცოტა წინ წამოვედი, სახლისკენ მარტო დავადექი გზას და ათიოდე წუთში დანიელი (მეკარე) წამომეწია.
-ყოჩაღ ჯორჯ. მომეწონა შენი შემართება და საუბარი. ეგ განწყობა მთელ გუნდს გადაედო და იქნებ შედეგიც გამოიღოს.
-მე მართლა მინდა რომ თამაშით ვისიამოვნოთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. დავშორდი დანიელს და სახლისკენ გადავუხვიე. - დროებით, ხვალ ვარჯიშზე 5-ზე გელოდები. მივაძახე დანიელს.
-აუცილებლად ჯორჯ!
საკმაოდ დასვენებულად ვგრძნობდი თავს და გადავწყვიტე საღამოს ჯონისთან გადავსულიყავი.

კომენტარები


kapuka
VIP Member

საღოლ ავტორ

captainfantastic
მომხმარებელი

ყოჩაღ! ყველა თავი მაქ წაკითხული და მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს.

Barcelona-Liverpool
მომხმარებელი

yochag dzmao aii sheni nawarmoebis yvela tavi wavikitxe mgoni rac dawere da agfrtovanebuli var sheni fantaziita da fexburtis siyvarulit...magrad momwons sheni shemoqmedebiti unari da ar dagimalav...mec miyvars motxrobebis da novelebis wera, dawerilic maq ramdenime da warmatebac vnaxe ukvee...xodaa minda ro damekontakto brat an facebookit an ravii...me vfiqrob magrad gavugebt ertmanets :))))

Fenix
VIP Member

ra swrafad dagidia nugzar sagol jigari xar shemdegs rodis vnaxavt?

gio_liverpool
სტუმარი

Sagol dzmao jigari xar iset shtabechdilebas mitoveb ro titqos es motxroba shen gadagxdenia dzaan magaria

m.reus
მომხმარებელი

Yochag zma ai sityvebi ar myopnis imena jigari xar ra :-*

qisho
მომხმარებელი

ციტატა: Barcelona-Liverpool
yochag dzmao aii sheni nawarmoebis yvela tavi wavikitxe mgoni rac dawere da agfrtovanebuli var sheni fantaziita da fexburtis siyvarulit...magrad momwons sheni shemoqmedebiti unari da ar dagimalav...mec miyvars motxrobebis da novelebis wera, dawerilic maq ramdenime da warmatebac vnaxe ukvee...xodaa minda ro damekontakto brat an facebookit an ravii...me vfiqrob magrad gavugebt ertmanets :))))



მერე მითხარი შენი FB და დაგიმატებ

გაიხარეტ ბიჭებო.

qisho
მომხმარებელი

რაც შეეხება შემდეგ ნაწილს, ეს ნაწილები ასე მალ მალე იმიტო მივაყოლე რომ ამ კვირასჰი დასწაერად არ მეცლებოდა.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze