გაიცანით - რობერტო ფირმინო

ავტორი: johnson, 24-06-2015, 12:25, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 2 353, 12


დღეს "ლივერპულმა" უკვე მეხუთე ფეხბურთელი გაიფორმა. ახალწვეული ბრაზილიელი რობერტო ფირმინოა. ოფიციალური საიტი მის შესახებ შემდეგს წერს :

* რობერტო ფირმინო დაიბადა ბრაზილიაში, ქალაქე მასეიოში, ლეგენდარული მარიო ზაგალოს მშობლიურ ქალაქში.

* მან კარიერა იმავე ქალაქის კლუბში - "Clube de Regatas Brasil"-ში დაიწყო.

* 2010 წელს ფირმინო "Figueirense"-ში გადავიდა. პირველივე სეზონში, ის დაეხმარა გუნდს ბრაზილიის უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვებაში.

* რობერტომ თავისი პირველი გოლი ევროპაში, "ფრანკფურტის" კარში გაიტანა. ეს 2011 წლის აპრილში მოხდა. ამ დროის ის უკვე "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელი იყო.

* 2013/14 წლების სეზონში, ბრაზილიელმა ბუნდესლიგაშ 33 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. იმ წელს მან ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბუთელის ჯილდოც მიიღო.

* იმავე სეზონში, ფირმინომ 12 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატის საუკეთესო "მეპასეთა" სიაში მეორე ადგილი დაიკავა.

* რობერტოს დებიური ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლის 12 ნოემბერს შედგა. იმ დღეს "სელესაო" თურქეთს დაუპირისპირდა. 6 დღის შემდეგ კი მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონები ავსტრია გაეჯიბდნენ. სწორედ 18 ნოემბერს გაიტანა ფირმინომ თავისი პირველი გოლი ნაკრებში.

* გეტყვით იმასაც, რომ ფირმინოს გოლი ინგლისშიც აქვს გატანილი. 2015 წლის 15 მარტს, "ემირეიტსმა" ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლა. ამ მატჩში თავისი გოლი სწორედ ფირმინომ გაიტანა.

* გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 66 მატჩში, რობერტოს დამსახურებით 46 გოლი გავიდა(საგოლე გადაცემები + გოლები).

* და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ფირმინო არ არის ტრავმებისკენ მიდრეკილი მოთამაშე. ზედიზედ 3 წელი ის ბუნდესლიგის ჩემპიონატის 34 მატჩიდან, 33-ში ახერხებდა თამაშს.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

საოცარი სტატისტიკა აქვს. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში, 33 შეხვედრაში ფირმინომ 16 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც მთავარია შუშის მოთამაშე არაა და იმედია ძალიან გამოგვადგება. ხო მართლა როგორც იწერება ამის ხელფასი კვირაში 90 000 ფუნტი იქნება რაც საერთოდ არა ბევრი. 5 წლიანი გააფორმა. 2 წელში ხელფასის საკითხს გადახედავ scarf

George
ტოპ კომენტატორი

იმედია განვითარებას გააგრძელებს და კოუსთან ერტად უმშვენიერეს დუეტს შექმნის. ასეთი ტიპის ფეხბურთელი გვინდოდა ზუსტად.

akagerrard
მომხმარებელი

მაგრა მეიმედება მეც ფირმინიოსი და კოუსი ერთად მაგარ დუეტი უნდა შექმნან

liverpool515
VIP Member

ძალიან მეიმედება ამ ბიჭის ამ ასაკში ასეთი შედეგიანობააა ეგ ფენომენალურია

johnson
ადმინისტრატორი

აუ უბრალოდ წარმოიდგინეთ ახლა რომ სუარესი გვყავდეს. ეს სამი რა მაგრად შეეწყობოდა ერტმანეთს სპექტაკლები და საოცრებები მერე გენახათ მოედანზე winked

merseyside red
მომხმარებელი

რაც უმფრო ბევრ ტრანსფერს გავაკეტებთ და რაც უმფრო ბევრ ფულს დავხარჯავთ მით უმფრო კაი:D

mario balotelli
მომხმარებელი

მაგარია,ტრამვებიც არ აქვს,შედეგი ძააან მაგარია. ერთი ისეთი თავდამსხმელი გვინდა რომელიც,20 გოლს უეჭველი გაიტანს. და ეს და კოუტინიო ერთად 30ზე მეტს გაიტანენ ალბათ.

Fenix
VIP Member

იმედია ღირსეულად შეცვლის სტერლინგს

PhilippeCoutinho10
VIP Member

მაგრად მეიმედება ამ ახვრის :D :D :D

lasha1888
ჟურნალისტი

მემგონი გვეშველა !!

qisho
მომხმარებელი

აუ მანჩესტერის საიტზე რა ვიღადავე. სანამ წერდნენ რომ მანჩესტერში გადმოდისო იმენა აქეს და ლივერპულმა როგორ უნდა აგვახიოს ესო :D ახლა კიდე რათ გვინდოდაო.

sulkhan
VIP Member

............................მინოლე

.............კლაინი....შკრტელი....სახო....მორენო

.........................ჰენდო.........ემრე

.............ფირმინო.....კოვაჩიჩი.....კოუტინიო

.............................სტარიჯი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze