x

10 ფაქტი ახალწვეულზე

ავტორი: johnson, 1-07-2015, 19:38, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 2 072, 7


დღეს "ლივერპულმა" ოფიციალურად დაადასტურა ნათან კლაინის ტრანსფერი. ოფიციალური საიტის მასზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის :

* კლაინის პროფესიონალური დებიუტი 2008 წლის ოქტომბერში შედგა. მაშინ ის "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა. მისი პირველი მეტოქე "ბარნსლი" იყო. აღსანიშნავია, რომ ნათანი მაშინ 17 წლის იყო და პირველივე სეზონში, 29 მატჩი ჩაატარა.

* მან "პალასში" 4 სეზონი გაატარა. 2010 წელს ის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა, 1 წლის შემდეგ კი "არწივების" წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

* 2010 წელს, ის ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. იმ წელს, მან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ითამაშა და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

* 2012 წელს, კლაინი ჩემპიონშიპის წლის გუნდშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ 11-ეულში მაშინ რიკი ლამბერტი და ადამ ლალანაც იყვნენ. ზაფხულში კი ნათანი "სოტონში" გადავიდა.

* 24 წლის ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მისი დებიუტი "უემბლიზე" 2014 წლის ნოემბერში შედგა.

* როგორც იცით, გასულ ზაფხულს "წმინდანებიდან" 3 ფეხბურთელი გადაბარგდა "ენფილდზე". რიკი ლამბერტს, დეიან ლოვრენ და ადამ ლალანას ახლა არც ნათან კლაინი ჩამორჩა. ისე კი ის მე-8 "წმინდანია", რომელიც "ლივერპულში" გადავიდა. პირველად მსგავსი რამ 1903 წელს მოხდა. პიონერი მარჯვენა მცველი, ჯოზეფ ჰორი იყო.

* კლაინმა მერსისაიდელების წინააღმდეგ სულ 5 მატჩი ჩაატარა. მან და მისმა გუნდმა მეტოქე 2-ჯერ დაამარცხეს. გასული სეზონის პირველ ტურში, ნათანმა "ენფილდზე" გოლიც გაიტანა.

* კლაინს აქვს ანგარიშები სოციალურ ქსელებში - ტვიტერზე(@Nathaniel_Clyne) და ინსტაგრამზე. დარწმუნებული ვართ, რომ მალე მის პოსტებს უფრო მეტი ადამიანი ნახავს.

* ნათან კლაინი დაბადების დღეს 5 აპრილს აღნიშნავს. ამ დღეს დაიბადა ტომი სმიტი და ფერნანდო მორიენტესი.

* მის ტანზე სხვადასხვა სვირინგს შეხვდებით - ბიგ ბენს, სატელეფონო ჯიხურს... თვით კლაინსაც კი ბურთით ხელში.


10 ფაქტი ახალწვეულზე

10 ფაქტი ახალწვეულზე

10 ფაქტი ახალწვეულზე

კომენტარები


misho.metreveli
მომხმარებელი

კაი ბიჭია ძაან გამიხარდა ამ კაცის ტრანსფერი მე პირადად ყველაზე მეტად გამიხარდა ჯერჯერობით ვინც გადმოვიდა ჩევნთან ახლებიდან 1

luka_liverpool
VIP Member

მადლობა გუგა სტატიისთვის

sulkhan
VIP Member

ლივეს 23 კაციდან 20 ტატუირება აქვს

gio_chyoi
რედაქტორი

კარგია ეხლა ცოტა დავცალოთ გუნდი ზედმეტებისგან

Fenix
VIP Member

ესეც ტატუირებულია :o

ლივერტატუ

kapuka
VIP Member

დიდი არაფერია

gio-torres
მომხმარებელი

ლოვრენმაც გაუტანა ლივერპულს გოლი და მომდევნო სეზონზე გადმოიყვანეს. საუთჰემპტონის მცველების უნდა გვეშინოდეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze