ლუის სუარესი - ზღვარს მიღმა

ავტორი: johnson, 26-08-2015, 23:54, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 1 705, 11


გამომცემლობა "არტანუჯმა" ახლახან ლუის სუარესის წიგნი - "ზღვარს მიღმა(ჩემი ამბავი) გამოსცა. წიგნი ქართულ ენაზე სოფიო ჯობავამ თარგმნა. მისი შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 5 აგვისტოდან შეგიძლიათ. საიტის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მე კი გადავწყვიტე წიგნის გამორჩეული მონაკვეთები შემოგთავაზოთ :

 

                                  * * *

"მელვუდის" კედლებზე ფოტოებს ვაკვირდებოდი. ნეტავ, ოდესმე თუ დადგებოდა დრო, როცა აქ ჩემს ფოტოსაც გამოფენდნენ. კენი დალგლიში ბევრ მათგანზე იყო, მაგრამ მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვან ფიგურას წარნოადგენდა "ლივერპულის" ისტორიაში და რა დატვირთვა ჰქონდა მაისურს, რომელსაც იგი ატარებდა. "აიაქსში" ყოველთვის 16 ნომერი ვიყავი - ეს რიცხვი ჩემი და სოფის ქორწინების თარიღია, მაგრამ "ლივერპულში" რომ გადავედი, ეს ნომერი დაკავებული დამხვდა. პერემ 7, 11 და 15 შემომთავაზა. "მოდი, იყოს 7", ვუთხარი მე. ყველაფერი მარტივად მოხდა, არაფერზე დავფიქრებულვარ. 

 

წარმოდგენაც არ მქონდა, რას ნიშნავდა მაისური 7 ნომრით, მაგრამ რეალობა მალევე აღმოვაჩინე. პერემ მითხრა : "თუ ხვდები, ეს რამდენს ნიშნავს ?" მიამბო კევინ კიგანისა და კენი დალგლიშის შესახებ; ევროპული თასებისა და ლიგის ტიტულების, იმ პერიოდის შესახებ, "ლივერპული" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი რომ იყო. სტივ მაკმანამანი, რა თქმა უნდა, მახსოვდა, მაგრამ კიგანი და დალგლიში არა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ ნომერს ამხელა დატვირთვა ექნებოდა. მათდამი ყველა უდიდეს პატივისცემას გამოხატავდა.

 

საბოლოოდ, 7 ნომერი მაისურის არჩევა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სუსოს წასვლის შემდეგ, შემომთავაზეს, რომ 16 ნომერი ამეღო, მაგრამ 7 დავიტოვე, რადგან ამ რიცხვმა მაიძულა, უფრო ყურადღებით დავკვირვებოდი ფოტოებს და კენის თამაშის ჩანაწერებიც მენახა. ახლა იგი ჩემი მწვრთნელი იყო. 

 

კლუბში რომ მივედი, იქ ასეთი შეგრძნება სუფევდა, რომ კენი კლუბის გადასარჩენად დაბრუნდა. რთული პერიოდი იყო და ჰოჯსონის შემდეგ მან რაღაცეები შეცვალა. მაშინ ევროპული ტიტულებისგან ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ გრძელი დაუმარცხებელი გზა გავიარეთ. ბოლო თამაშში "ასტონ ვილას" თუ მოვუგებდით, "ტოტენჰემი" კი დამარცხდებოდა, ევროპული ლიგის საგზურს მოვიპოვებდით. სამწუხაროდ, "ასტონ ვილამ" 1-0 მოგვიგო, თუმცა შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან "სპურსმა" "ბირმინგემი" 2-1 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

 

კენის წარმოდგენები ჩვენს თამაშთან დაკავშრებით დამყარებული იყო მის სათამაშო გამოცდილებაზე, თუმცა ამ მეთოდებმა წარმატება არ მოგვიტანა. მესმოდა, ხალხი რომ ამბობდა, თანამდროვე ფეხბურთის არაფერი გაეგებაო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. რეალურად, შესაძლოა, პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. კენი რეგულარულად არ ესაუბრებოდა მოთამაშეებს, ეს ჩემთვისაც ახალი და ძალიან განსხვავებული იყო. ჰოლანდიიდან, ურუგვაიდან და მოვდიოდი და იქ მწვრთნელებს ჩვენთან მუდმივი კონტრაქტი ჰქონდათ. მხოლოდ იმ შემთხვევაში გელაპარაკობდა, როცა რაღაც არ მოსწონდა ან კონკრეტულ ცვლილებას მოითხოვდა. სანამ რამეს გეტყოდა, დიდხანს და ბევრს ფიქრობდა. გარდა ამისა, ენობრივი ბარიერიც არსებობდა. ვარჯიშის დროს ჩემთვის სათქმელს პეპეს ან ლუკასს ეუბნებოდა, ისინი კი მითარგმნიდნენ. როგორც წესი, წვრთნებს შორიდან ადევნებდა თვალს, თავის პერსონალს გვიტოვებდა.

 

ჩვენ სტივ კლარკი გვყავდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა. უცნაური იყო, რომ ზოგჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვვარჯიშობდით, ვემზადებოდით იმ შემადგენლობით, რომელიც ძირითადში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის წინ ორი ან სამი ახალი სახელი ჩნდებოდა.

 

ტაქტიკურ ნაწილში სტივი ძლიერი იყო. იგი დიდ სამუშაოს სწევდა და ვარჯიშებსაც წარმართავდა. მისი მეთოდები საკმაოდ თანამედროვე იყო. ყველაფერს აკეთებდა, რასაც მწვრთნელისგან ვიყავი მიჩვეული. უცნაური იყო, კენი ასე ცოტას რომ საუბრობდა, მაგრამ შესაძლოა  მის კარიერაში დადგა პერიოდი, როდესაც იგი ფიქრობდა, რომ წვრთნების ჩატარებით თავი არ უნდა მოეკლა, მით უმეტეს, საკმაოდ ნიჭიერი ასისტენტი ჰყავდა, რომელის მის საქმეს გააკეთებდა.

 

ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ სურდა, ასისტენტებს თანამონაწილეობის განცდა შექმნოდათ. ბევრი მწვრთნელი ასისტენტებს არაფრად აგდებს. მაგრამ კენი მათ ნამდვიად არ განეკუთვნებოდა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა. გუნდს არჩევდა და ჩვენც ისე ვთამაშობდით, როგორც მას სურდა.

 

ერთი საკითხი იყო მასთან საუბარი, მეორე კი მისი ნათქვამის გაგება. "არსენალთან" გასვლითი თამაში გვქონდა. ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და მატჩის წინა შეხვედრაზე მითხრა : "დღეს შენ, left out".

 

მეც ვუპასუხე : "კარგი, კარგი." ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. ხოსე ენრიკეს, მარცხენა მცველს ვუთხარი : "ჟოზე, დღეს ჩემი დახმარება მოგიწევს". დირკ კიუიტმა ყური მოკრა ჩემს სიტყვებს და მკითხა : "რას გულისხმობ" ? 

 

"დღეს მარცხნივ ვთამაშობ, ამიტომ შენ, ალბათ, მარჯვნივ იქნები." შემდეგ კი კენიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და აღმოჩნდა, რომ მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ჟოზემ და დირკმა შეცბუნებულებმა შემომხედეს. შეხვედრის შემდეგ კი მკითხეს : "შენ რა გითხრა" ?

 

"რა ვიცი, მითხრა, left out. ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. არა ? ისტერიკა დაემართათ. დირკმა დამიმარცვლა "left out ანუ გუნდში არ ხარ. დღეს არ თამაშობ." შემდეგ ყველაფერს მივხვდი, რატომ გამიხმო კენიმ ცალკე. ალბათ, გააოცა ჩემმა რეაქციამ. 

 

ამ ფაქტმა შემაწუხა, მაგრამ ვერაფერს მოვიმოქმედებდი. უფროსის აქცენტს თანდათან შევეჩვიე, თუმცა დასაწყისში საკმაოდ რთული იყო. კენი არ ჰგავდა იმ მწვრთნელებს, რომლებიც გუნდის შემადგენლობას გრაფიკული სახით წარმოადგენდნენ.  თანამედროვე ტექნოლოგიები ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენას კარგად არ ფლობენ. დიდ ეკრანზე გამოსახულია გუნდი, ძირითადი შემადგენლობის ქვეშ მოცემულია სათადარიგო მოთამაშენი. მაგრამ კენი გუნდის შემადგენლობას ქაღალდის ფურცლიდან კითხულობდა.

 

კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გუნდის წევრები დაასახელა. ვფიქრობდი, "ჩემი გვარისთვის ყური არ მომიკრავს, რა დასანანია. თვრამეტ მოთამაშეს შორის ვერ მოვხვდი". იმედი მქონდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიქნებოდი და ჩემი დებიუტი შედგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამონათვალშიც კი ვერ მოვხვდი. შესაძლოა, ხელშეკრულება იმდენად ახალი გაფორმებული იყო, რომ არ გარისკა. მაგრამ, "ენფილდისკენ" მიმავალ ავტობუსში რეი ჰოუტონმა, მოთამაშეთა მეკავშირე ოფიცერმა, მომილოცა, ამიტომ პეპე რეინას ვკითხე : "მწვრთნელმა სუარესი ახსენა"

 

პეპემ დამიდასტურა : "კი, სუარესი თქვა, მაგრამ ისე გამოთქვა, როგორც არავის არასდროს წარმოუთქვამს შენი გვარი. სათადარიგოთა სკამზე ზიხარ". ბედნიერი ვიყავი. ოფიციალურად ორი დღის წინ გავაფორმე ტრანსფერი და "ენფილდზე" "ლივერპულის" სახელით ჩემი დებიუტი შედგებოდა. სტადიონზე როგორც სათადარიგო მოთამაშე მოვედი და ახლა უკვე შემადგენლობაში ვიყავი. ვფიქრობ, ნერვიულობამ მაიძულა, რომ მეკარემდე მივსულიყავი და ყოველ ჯერზე, როცა ამ ჩანაწერს ვუყურებ, მგონია, რომ ხაზთან მდგომი ადამიანი ბურთს შეაჩერებს, მაგრამ ასე არასდროს იქცევა. ამჯერად, სტადიონი სავსე იყო და ყველა ტაშს მიკრავდა. 

 

მარტივი არ იყო. მახსოვს პირველი ბურთი, "ენფილდზე" რომ შევეხე. ვაკონტროლებდი, ერთი ავიხედე და...აღარ დამხვდა. ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა.

 


კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ძალიან მაგარი წიგნია !!! 20 ლარი ღირს და გირჩევთ ყველამ იყიდოთ. ნახევარი წიგნი ლივერპულზეა ჩათვალეთ. ბევრი საინტერესო ისტორიააა.

ევრას ინციდენტზე ყველაფერს დაწვრილებით ყვება. უბრალოდ 250 გვერდია და ყველაფერს აქ ვერ დავწერთ.

თუ გამოხმაურება იქნება კვლავ დავდებ ასეთივე პატარა მონაკვეთს. ამჯერად ბრენდან როჯერსზე. დამიჯერეთ მოგეწონებათ. მის ტაქტიკაზე და რევოლუციაზე საუბრობს scarf

Ynwa Scousers
მომხმარებელი

აუუ რამდენი ვიცინე left out -ზე :D მომეწონა თუ გააგრძელებთ კაის იზავთ 002

Pheonix
მომხმარებელი

ციტატა: johnson
ძალიან მაგარი წიგნია !!! 20 ლარი ღირს და გირჩევთ ყველამ იყიდოთ. ნახევარი წიგნი ლივერპულზეა ჩათვალეთ. ბევრი საინტერესო ისტორიააა.

ევრას ინციდენტზე ყველაფერს დაწვრილებით ყვება. უბრალოდ 250 გვერდია და ყველაფერს აქ ვერ დავწერთ.

თუ გამოხმაურება იქნება კვლავ დავდებ ასეთივე პატარა მონაკვეთს. ამჯერად ბრენდან როჯერსზე. დამიჯერეთ მოგეწონებათ. მის ტაქტიკაზე და რევოლუციაზე საუბრობს scarf

საინტერესო ნაწილები ამოიღე რა, აი ევრას ეპიზოდი მაგალითად. პოსტისთვის მადლობა!

Liverpool-8
მომხმარებელი

მაგარია ძაან, მე მაქვს უკვე

johnson
ადმინისტრატორი

როჯერსზე უკვე დევს საიტზე ახლა ვნახე. ასე რომ, შემდეგს ან მცველებზე და კარაგერზე დავდებ(ასევე ჩვენს ერთ-ერთ მცველზე, რომელსაც ახალ კარაგერს უწოდებს) ან ევრაზე ვრცელ სტატიას(პირველი ინციდენტი და ხელის არ/ვერ ჩამორთმევა)

gerrarda_8
მომხმარებელი

აუ საღოლ არ ვიცოდი თუ ითარგმნა ეს წიგნი და ხვალვე ვიყიდი ძაან გაასწორებს :)

fromanfield
მომხმარებელი

მაგარია ძალიან,პატარ პატარა მონაკვეთები რო დადოთ კაი იქნება

Mersy
რედაქტორი

ციტატა: johnson
როჯერსზე უკვე დევს საიტზე ახლა ვნახე. ასე რომ, შემდეგს ან მცველებზე და კარაგერზე დავდებ(ასევე ჩვენს ერთ-ერთ მცველზე, რომელსაც ახალ კარაგერს უწოდებს) ან ევრაზე ვრცელ სტატიას(პირველი ინციდენტი და ხელის არ/ვერ ჩამორთმევა)


მე დავწერე ეგ სტატია ადრე. ევრასთან ინციდენტზე.

big ben
მომხმარებელი

ძალიან კარგი წიგნია

ამ წიგნიდან ორი მონაკვეთი დევს ჩვენს საიტზე, ჯერ კიდევ მაშინ დავდეთ სანამ რომელიმე გამომცელობა გადათარგმნიდა.

ნაწილი I - აქ საუბრობს როჯერსზე, მის ტაქტიკურ ცვლილებებზე და ა.შ.

ნაწილი II - და ესეც ევრასთან მომხდარი ინციდენდი

Billy
მომხმარებელი

ძალიან მაგარი წიგნია მართლაც, ყველამ იყიდეთ )

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:00


  • უოტფორდი
  • VS

    01.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:2

    24.04.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze