ლუის სუარესი - ზღვარს მიღმა

ავტორი: johnson, 2-09-2015, 21:16, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 982, 10


გამომცემლობა "არტანუჯმა" ახლახან ლუის სუარესის წიგნი - "ზღვარს მიღმა(ჩემი ამბავი) გამოსცა. წიგნი ქართულ ენაზე სოფიო ჯობავამ თარგმნა. მისი შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 5 აგვისტოდან შეგიძლიათ. საიტის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მე კი გადავწყვიტე წიგნის გამორჩეული მონაკვეთები შემოგთავაზოთ :

 

* * *

 

პირველი რამდენიმე თამაშის განმავლობაში მარტინ შკრტელთან და დანიელ აგერთან სიფრთხილეს ვიჩენდი, რადგან ისინი ძალიან აგრესიული მცველები არიან. მარტინს შეუძლია, რომ დაუნდობელი იყოს. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგაც კი, თუკი მოედანზე ჩემს მხარეს გადმოვიდოდა, მისგან თავის დასაღწევად მეორე მხარეს ვინაცვლებდი. იგივე სიტუაცია მქონდა დენისთანაც.

 

ორივე მათგანს ვუთხარი : "არ იღელვოთ, მე არ ვჩქარობ ვარჯიშისას, თქვენც ნუ იჩქარებთ". ჩვენი ბრძოლა ყოველთვის ხალისიანად მიმდინარეობდა. ერთადერთი თანაგუნდელი, რომელთანაც გავცხარდი, ჯეიმი კარაგერი იყო. ვფიქრობ, იმას განიცდიდა, რომ ბევრს ვეღარ თამაშობდა და მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ერთმანეთს ყოველთვის ხელს ვართმევდით.

 

სამუხლეებით არასდროს ვვარჯიშობ და საკუთარ თავს ვეუბნებოდი : "როგორ შეიძლება, თანაგუნდელმა ვარჯიშისას ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც შეუძლია, რომ ადვილად მოგაყენოს ტრავმა?". ზოგიერთმა ფეხბურთელმა მითხრა : კარა ასე იქცევა, ამიტომ მუდმივად უნდა იმოძრაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერად ჩაგარტყამს". ამას მარტინისგან და დენისგან მოველოდი, მაგრამ კარას ასე კარგად არ ვიცნობდი. ვარჯიშისას მეც აგრესიული ვარ, მაგრამ საქმე თანაგუნდელისთვის ტრავმის მიყენებამდე არ მიდის. ვაფასებ მცველის საქმეს - მათ ბერი მუშაობა უხდებათ მწვრთნელისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ გუნდში ყოფნას იმსახურებენ.

 

როგორც ამბობენ, კარა უფრო მეტს ყვიროდა, ჩიოდა, ვიდრე სტივენ ჯერარდი. ყოველთვის მეტს მოითხოვდა. ტიპური შეუპოვარი, აგრესიული მცველი იყო. ისეთი ინტენსივობით თამაშობდა, როგორც არც ერთი სხვა მცველი - თამაშს აცოცხლებდა.

 

მომწონდა მის თავდადება. ზოგჯერ ჩაიქროლებდა და მე ვფიქრობდი : "როგორ შეგიძლია, ასე იბრძოლო ბურთისთვის?" მისი ხასიათი რომ არა, არ ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებისთვის მიეღწია. მისი პიროვნების დამსახურებაა, უკეთესი მოთამაშე რომ გახდა.

 

ვერ ვიტყვი, რომ ფინალური სეზონის დროს ძალიან მომენატრა. ძალიან ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია. უფრო თანაგუნდელები ვიყავით, ვიდრე მეგობრები. მაგრამ მომენატრა მისი საუბრის მანერა, მისი თამაშის წესი. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ყოველთვის, როცა რაიმეს ამბობდა, ყურადღებით ვუსმენდი.

 

სტივთან და კლუბის პერსონალთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე თანაგუნდელებთან. აქ დიდი დრო დაყო, კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაშინ როცა სხვა ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. კლუბს სწორედ ასეთი მოთამაშე სჭირდება : ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე იცნობს კლუბს. ისინი ინარჩუნებენ იდენტობას. კლუბს ჯეიმი კარაგერის მსგავსი ადამიანები წარმოადგენენ.

 

ვფიქრობ, "ლივერპულს" ახალი კარაგერიც ჰყავს და ეს ჯონ ფლანაგანია. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, აგრესიულობა სტადიონზე. შესაძლოა, ტექნიკური თვალსაზრისით შეზღუდული იყოს, მაგრამ ეს იცის და მთელი ძალით თამაშობს. როდესაც კარა მცველი იყო, კარის ხაზთან თუ მოვიდოდა, იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და რა - არა. ფლანაგანიც ასეთია. მანაც იცის. კარას მსგავსი სულისკვეთება აქვს, იგივე ამბიცია, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. მას დიდი გზა აქვს გასავლელი. ხალხმა შეიძლება თქვას : "ეს აკლია, ის აკლია" - მაგრამ მისნაირი მოთამაშე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. მასთან დაპირისპირება ვარჯიშის დროსაც კი არ არის მარტივი.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

შკრტელი და აგერი love კარაგერი მართლა გამორჩეული იყო. უკეთესი მწვრთნელი იქნება ვიდრე ჯერარდი. "ჟილკით" სავსე მოთამაშე იყო. სუარესის უფრო ნათლად აღწერს მას.

ფლანოს რაც შეეხება, ტრავმამ ძალიან შეუშალა ხელი მაგრამ ჯერ არაფერია დაკარგული. ვნახოთ 1 თვეში უკვე უნდა დაუბრუნდეს ნელ-ნელა მოედანს. რაც ითამაშა მართლა კარგად ითამაშა.

პ.ს. ნუ გამოხმაურება მოჰყვება კიდევ გავაგრძელებს მსგავსი მონაკვეთების დადებას

კარა არასდროს არ იყო იმ დონის მცველი როგორიც მაგალითად ჯონ ტერია, მაგრამ ძალიან ვაფასებ ზუსტად მაგ შეუპოვრობის და გუნდის სიყვარულის გამო, ნამდვილი ვიცე-კაპიტანი იყო ჯერარდის ფონზე. scarf

ყოჩაღ ავტორ მარა უფრო ხშირათ თუ დადებთ ესეთ მონაკვეთებს კარგი იქნება, დღეში ერთს მაინც :)))

Liver
მომხმარებელი

მემგონი ყველასთვის საინტერესოა ესეთი სტატიები და თუ გააგრძელებ ძალიან კარგი იქნება scarf

kapuka
VIP Member

სუაა <333

merseyside red
მომხმარებელი

დადე ავტორ დადე

PhilippeCoutinho10
VIP Member

სუაააააააა :((

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ჰაჰ გიღებდა ბოლოს კარა? :D

G.p
VIP Member

აუ კარაგერი ამაგრი რეკაშეტი იყო ,ფლანოც იმედია ეგეთი დადგება.რამოხდება ბიჯო ამისთანა ანალიტიკოსი მოიყვანონ სამწვრთNელო შტაბში მაიცნ ტოო.სად იშოვიან ასეთ დამხმარეს ,კაროჩე რა დასაბრედებია რაინ ჩვენი ხელმძღვანელობა რა ,ყოველდღე ვნატრობ უკვე რო როჯერსი მალე წავიდეს ,ეხლა მანჩესტერთან ხო ვიცი გააგიჟებს გუნდს მოუგებს გაგვახარებს და ამ სიხარულს და რარაცა იმედს ისევ ჩააკლავს კრისტალპალასთან ან სვონსისთან მერე ისევ გაშვება მოგინდება კაცს ,ჯობია წავიდეს იმენა რა ,ამაზე არასტაბილური მწვრთნელი არ მინახავს,უყურებ უყურებ და ფიქრობ აი ახლა უკვე ფორმაშია ,ახლა უკვე ისწავლა ჭკუა უაზროდ არ გაანიავებს ქულებსო მაგრამ გამოხტება ვესტ ჰემი და ჩაიჯვავს ენით უთქმელს და თავლით უნახავს გააკეთებს :D .მე ვფიქრობ რომ კარაგერი კარგი მწვრთნელი იქნება თუ არადა კლოპია ეგერ თავისუფალი მააგაზე რეკაშეტი ვინრა გინდათ ,ადგნენ და მოიყვანონ ზუსტად ეგ აკლია ჩვენ გუნდს გუნდური სულისკვეთება ,აი ყველა ბურთზე ბრძოლა და თავდადება თორე ეხლა რო ვუყურებ ხანდახან მგონაი ჩვენი ნაკრების თამაშებს ვუყურებ .

gerrarda_8
მომხმარებელი

Dzaan sakaifo wignia siamovnebit vkitxulob, girchevt ikidot da waikitxot

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze