ლუის სუარესი - ზღვარს მიღმა

ავტორი: johnson, 5-09-2015, 13:16, კატეგორია - ნაწარმოებები / სიახლეები, 739, 3


გამომცემლობა "არტანუჯმა" ახლახან ლუის სუარესის წიგნი - "ზღვარს მიღმა(ჩემი ამბავი) გამოსცა. წიგნი ქართულ ენაზე სოფიო ჯობავამ თარგმნა. მისი შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 5 აგვისტოდან შეგიძლიათ. საიტის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მე კი გადავწყვიტე წიგნის გამორჩეული მონაკვეთები შემოგთავაზოთ :

 

მსაჯები

 

შესაძლოა, რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სინამდვილეში მე მომწონს ინგლისელი მსაჯები და სამართლიანობის გრძნობა, რომელიც ინგლისში აღმოვაჩინე.

 

ურუგვაიში თამაშს თუ წავაგებ და მატჩის ბოლოს ჩემთან ხელის ჩამოსართმევად მოხვალ. ზურგს შეგაქცევ. ინგლისში შენგან სწორედ ასეთ მოქცევას ელიან. ამიტომ დიდ ძალისხმევას ვიჩენდი, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მოწინააღმდეგისთვის მიმელოცა. ყოფილა შემთხვევები, როცა ეს უკანასკნელი იყო, რისი გაკეთებაც მსურდა. დრო მჭირდებოდა დასამშვიდებლად და მერჩია, პირდაპირ გასახდელში შევსულიყავი.

 

ზოგიერთი ამბობს, რომ სამართლიანი თამაში ინგლისში ცოტა არ იყოს ზედაპირული ნათქვამია - ურტყამენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ხელს ართმევენ. თუმცა მე ეს მომწონს. თამაში დასრულებულია და ჩვენ აღარ ვართ მეტოქეები.

 

ამ ყველაფრის შუაგულში მსაჯი დგას. როგორც ხალხი ამბობს, ამის პასუხი ის არის, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მოთამაშეები მსაჯები ხდებიან, მაგრამ ასეც ვერ ვიტყოდი: თუკი ვინმემ იცის, რამდენად აუტანელია მსაჯის სამუშაო, სწორედ ფეხბურთელებმა. მსაჯი გავხდე ? არა, გმადლობ. სწორი პოზიცია უნდა დაიკავო, სიმკაცრე გამოიჩინო, სწორი გადაწყვეტილებები გამოიტანო და მუდმივი წნეხის ქვეშ იყო. ფეხბურთელებმა შეიძლება აშკარა შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან და თუკი მას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, რატომ არ შეიძლება იგივე მსაჯსაც დაემართოს? მცირედი უზუსტობა და მაშინვე მათზე მიაქვთ იერიში. ბევრი მსაჯი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებს... მსაჯების საბჭოზე ყველანაირ ფაქტორს განიხილავენ : სად იყო თამაშის წესების დარღვევა, ვისი მხრიდან. თუკი ათასობით ადამიანი პენალტს ითხოვს, რა თქმა უნდა, ეს მასზე გავლენას ახდენს, ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგალითად, სამუელ ეტოს მიერ ჩემ მიმართ "სტემფორდ ბრიჯზე" წესის დარღვევა "ენფილდზე" რომ მომხდარიყო, ვფიქრობ, მსაჯი პენალტს დანიშნავდა. ფეხბურთელმაც იცის, სად არის : არის თამაშები, სადაც ჯობს, რომ ფეხზე მყარად იდგე, რადგან პენალტის დანიშვნა ნაკლებ სავარაუდოა. რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი არ ხარ. უნდა ვაღიარო, არასდროს მიფიქრია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" სამ პენალტს ვიხილავდით.

 

ნამდვილად არ მოველოდი, დენიელ სტარიჯი პენალტს რომ მიიღებდა ჩვენს სასარგებლოდ. თავისი ნებით წაიქცა, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი მოძრაობა შეასრულა, მეც კი პენალტი მეგონა. შევხედე და გავიფიქრე : "პენალტი". შემდეგ კი ისიც შევნიშნე, როგორი გაღიზიანებული იყო ნემანია ვიდიჩი, და გავიფიქრე, შესაძლოა თამაშის წესები არ დარღვეულა-მეთქი. განმეორებაზე რომ ვნახე, მივხვდი, დენიელი ვიდიჩისგან დაახლოებით 1 მეტრით მოშორებით იყო.

 

მოგვიანებით დენიელს ვუთხარი : "შეგიძლია წარმოიდგინო რა მოხდებოდა, მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი ?

 

"ვიგრძენი, რომ შემეხო". - მიპასუხა და სიცილი დაიწყო. მსაჯებმა მსგავსი გადაწყვეტილება მაშინვე უნდა მიიღონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ზოგჯერ ცდებიან. ყოველ შემთხვევაში, ინგლისელი მსაჯები ამას აღიარებენ. ზოგჯერ მატჩის განმავლობაშიც კი. მომწონს, რომ გესაუბრებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია მათთგან გასაუბრება. ერთი თამაში მახსოვს : მარკ კლატენბურგმა გაფრთხილება მომცა და მე გავაპროტესტე. ხუთი წუთის შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა : "ყვითელი ბარათი გეკუთვნოდა, ვერ უარყოფ".

 

"ვიცი, ჩემი ბრალი იყო".  ვუპასუხე მე. ამის შემდეგ საგოლე პასი შევასრულე და ისევ მომიახლოვდა : "სულ სხვა კლასია, ლუის". დიალოგი აუცილებელია და მსაჯთან ცოტა თავშექცევაც არ არის ცუდი. ინგლისში განსხვავებული მსაჯები არიან. სახელით მოგმართავენ. ზოგჯერ არ გაძლევენ საჯარიმო დარტყმას, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე წუთის შემდეგ შეცდომას მიხვდნენ, მოვიდნენ და გამოგიტყდნენ. ეს ყველაზე ხშირად ინგლისში ხდება. ჩემმა მეგობრებმა ესპანეთიდან მითხრეს, რომ მათთან მსაჯს ვერ გამოელაპარაკები, ამდენად უნდა მოვერგო "ლა ლიგაში" თამაშს.

 

ინგლისში უფრო მეტი ლაპარაკი სჩვევიათ, ლამის ყურადღებასაც კი გიფანტავენ. როდესაც საჯარიმო დარტყმას ასრულებ, უეცრად შეიძლება გკითხოს, ვის გადასცემ ან თქვას : "არ მისცე დარტყმის უფლება, ბოლო შემთხვევაში რამდენიმე მილის მოშორებით დავარდა". კომუნიკაცია გეხმარება და ეს ორმხრივი პროცესია. "ლივერპულში" თამაში რომ დავიწყე, მსაჯებთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ჟესტების ენას უნდა დავჯერებოდი. ერთად არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ და მეც ვერ ვაგებინებდი ჩემს სათქმელს. ეს აღიზიანებდათ. ჟესტებს ვიშველიებდი, ისინი კი ფიქრობდნენ, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი, მაშინაც კი, როცა მსგავსი არაფერი იყო(გამოგიტყდებით, ზოგჯერ იყო). თავადაც ჟესტებით მპასუხოდნენ, მანიშნებდნენ, რომ გავჩერებულიყავი და შემდეგ ყვითელ ბარათს მაჩვენებდნენ. როდესაც ინგლისურად ლაპარაკი დავიწყე, უფრო მარტივი გახდა მათთან დიალოგის შენარჩუნება. შემეძლო, ჩემი შეხედულება განმემარტა.

 

ინგლისელი მსაჯები თამაშის სიჩქარეს, მღელვარებას აფასებენ. მოგვიანებით გეტყვიან "ყოჩაღ კარგია" და შეგაქებენ. გულის სიღრმეში იციან, რომ ნაწილობრივ შენს როლს ასრულებ : აწვდი, ზეწოლას ახდენ, უპირატესეობის მოპოვებას ცდილობ. დროთა განმავლობაში, თითქმის ყველა მსაჯთან გაქვს ურთიერთობა. არიან ისეთები, ვისაც შეგიძლია ეხუმრო და ისეთები, ვისაც - არა. ზოგ შემთხვევაში, თამაშის დაწყებამდე მეგობრულები და გახსნილები არიან, თამაშის მსვლელობისას იცვლებიან და მათთან დიალოგს ვერ გამართავ. ერთ-ერთი მატჩის დაწყების წინ მსაჯმა მითხრა : "ბოლოს აქ რომ ვიყავი, ბურთი გაიტანე".

 

შენ ვერ იმახსოვრებ გატანილ გოლებს, მსაჯებს კი ახსოვთ. შემდეგ ხვდები, რომ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ასე რომ არ იყოს, ეს სამუშაო მათთვის აუტანელი იქნებოდა. ინგლისში ოდნავ უფრო თავშეკავებულები არიან, ვიდრე სამხრეთ ამერიკაში. მახსოვს, გვერდითმა მსაჯმა თამაშის შემდეგ მაისური მთხოვა. მაშინ ვხვდები, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ამაში ცუდი არაფერია. კიდევ ერთმაც ითხოვა ჩემი მაისური კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის საშუალებით, დავთანხმდი "კი ბატონო...ოღონდ თუ სანაცვლოდ თავისას მომცემს". დღემდე არ გამოუგზავნია. დასანანია. სიამოვნებით ჩავიცვამდი მსაჯის მაისურს დასვენების დღეებში.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ეეე რა კაცი დავკარგეთ sad ძალიან მაღალი დონის ფორვარდი. კარგია რომ ბარსელონაშიც იპოვა თავისი თამაში და წარმატებას მიაღწია პირველივე წელს.

ყველამ იყიდეთ ძალიან მაგარი წიგნია !!!

lfc123
მომხმარებელი

ძალიან საინტერესო ამონარიდია
მართლაც კარგი ადამიანი და ფეხბურთელი დავკარგეთ
ნეტავ კიდევ როდის გვეყოლება ესეთი ფეხბურთელი

George
ტოპ კომენტატორი

აი რას ნიშნავს პროფესიონალური ხედვა და გაგება ნებისმიერი სიტუაციისა.
აქამდე არ გამიაზრებია თუ რა რთული სამუშაოა იყო მსაჯი. ნებისმიერი შენი მოქმედება და გადაწყვეტილება რამდენად რთულია, და შენ რომ ადამიაინ ხარ შესაძლებელია ადვილად შეგეშალოს, ამას კი სავალალო შედეგი მოყვეს. ამის მიუხედავად რამდენად საინტერესოა ეს შეცდომები აღიარო.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:00


  • უოტფორდი
  • VS

    01.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:2

    24.04.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze