სტივენ ჯერარდი: ჩემი ისტორია (I ნაწილი)

ავტორი: Mersy, 21-10-2015, 12:28, კატეგორია - სტივის ბიოგრაფია / სიახლეები, 2 263, 15


ჩვენმა საიტმა გასულ წელს ექსკლუზიურად თქვენთვის თარგმნა სტივენ ჯერარდის პირველი წიგნი - "ჩემი ავტობიოგრაფია".

 

როგორც იცით, ახლახან ლეგენდარულმა კაპიტანმა თავისი მეორე წიგნი : "ჩემი ისტორია" გამოსცა. Liverpoolfc.ge მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ პირველებს გვეთარგმნა თქვენთვის სტივის ახალი წიგნი

 

პროლოგი: გაქცევა 

 

ლივერპული, 27 აპრილის 2014 წელი, კვირა.

 

მანქანაში მჯდომი გვრძნობდი, როგორ მომდიოდა ცრემლები. აღარ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე, მაგრამ ახლა სახლისკენ მიმავალ გზაზე არ შემეძლო თავი შემეკავებინა. ფანჯრის მიღმა მზე ესვენებოდა ცრემლები კი გაუჩერებლად მოდიოდა. "ენფილდი" უკან დარჩა, თანდათან სიჩუმე მშთანთქავდა  და საერთოდ ვერ შევამჩნიე რაოდენ სწრაფად მივედი სახლში. არ მახსოვს გზაში  საცობები შეგვხვდა თუ ირგვლივ სიცარიელე იყო – ისევე როგორც ჩემში. ყველაფერი ცუდად იყო. 

 

საათის უკან როდესაც "ჩელსისთან" შეხვედრა დასრულდა მზად ვიყავი შავ ხვრელში ჩავვარდნილიყავი. ჩვენი ბოლოსწინა საშინაო შეხვედრა გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო საჩემპიონო რბოლაში. ამ შეხვედრამდე "ენფილდზე" მთავარი კონკურენტი "სიტი" დავამარცხედ და გამარჯვებების სერია 11 მატჩამდე გავზარდეთ. კიდევ ერთი გამარჯვება და შეგვეძლო დარწმუნებულნი ვყოფილიყავით, რომ პირველად 1990 წლის მაისის შემდეგ ტიტული ჩვენი იქნებოდა. 

 

24 წლის უკან, როცა 10–ის ვიყავი, მე და მამაჩემი აღვფრთოვანდებოდით გუნდით, რომელსაც კენი დალგლიში წვრთნიდა და ალან ჰანსენი კაპიტნობდა. ეს იყო მაკმაჰონის, მელბიუს, ბირდსლის, რაშის, უილანის და ბარნსის გუნდი. აკადემიაში ჩარიცხვიდან ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც "კოპის" წინ საჩემპიონო ტიტულს ავღმართავდი. 

 

პირველ გუნდში დებიუტი 1998 წელს 18 წლის ასაკში მქონდა და მაშინ ვერ წარმომედგინა როგორია 33 წლის ასაკში ავტომობილის უკანა სავარძელზე ტირილი. შოკში ვიყავი, თითქოს ერთ–ერთი ახლობელი დავკარგე. ვგრძნობდი, რომ თითქოს ფეხბურთის მეოთხედი საუკუნე ამომგლიჯეს, რომელიც ამ კლუბში გავატარე. არ ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა, მომხდარი შეუჩერებლად ტრიალებდა გონებაში. 

 

ეს მოხდა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჟოზე მოურინიოს მიერ დამოძღვრილ მზაკვარ ლონდონელებთან, რომლებმაც გადაწყვიტეტს ჩვენს ტრიუმფს გადაღობებოდნენ. ცენტრთან ახლოს ბურთი მომცეს – ჩვეულებრივი, უღიმღამო საფეხბურთო მომენტი, რომელიც შეხვედრისას ასობით არის. ბურთის შესაგებებლად ნაბიჯი გადავდგი და ვიგრძენი უნებურად როგორ წავიდა ჩემი ფეხი სხვაგან. თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი. ბურთი ჩემთვის მიუღწევადი გახდა, რითაც დემბა ბამ ისარგებლა და სწრაფად დაიწყო მოძრაობა ჩვენი კარისაკენ. წამოვდექი და მთელი ძალით მივდევდი ბას თითქოს ამაზე მთელი ჩემი ცხოვრება იყო დამოკიდებული. წარმოვიდგინე რა შეიძლება მომხდარიყო და ასეც მოხდა. მე ვერ შევძელი მისი შეჩერება. 

 

ბამ გაიტანა. ყველაფერი დასრულდა. ჩემი ვარდნა ძალიან ძვირად დაგვიჯდა.

 

ავტომობილში ალექსი და გრატი (პოლ მაკგრატენი) ჩემი მეუღლე და უახლოესი მეგობარი ისხდნენ და ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას წინ კიდევ რამდენიმე შეხვედრააო, თუმცა მე უკვე ვიცოდი, რომ ტიტულის ბედი "სიტის" ხელთ იყო და ისინი ამ შანსს არ გაანიავებდნენ. ქამბექი არ იქნება. არ იქნება ისე როგორც სტამბულში, როდესაც 0:3–დან გავათანაბრეთ და პენალტების სერიაში მოვახერხეთ გამარჯვება. მაშინ მე გუნდის გული ვიყავი, მე გავიტანე პირველი გოლი და სწორედ მე მერგო პატივი პირველს აღმემართა სანუკვარი ტიტული გაზაფხულის იმ მშვენიერ ღამეს. 

 

მე შევიცანი გამარჯვების გემოვნება მარცხის არომატით. მე ვიყავი გუნდში რომელმაც 2 წლის შემდეგ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმავე "მილანთან". მე – ერთადერთი ვარ, რომელმაც ინგლისის ლიგის თასის, ინგლისის თასის, უეფას თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გავიტანე. მე ვითამაშე ას შეხვედრაზე მეტი ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა ტურნირებზე. მე ვიყავი ნაკრების კაპიტანი. წინ იყო ბრაზილიის მუნდიალი – ჩემი ბოლო სანაკრებო ტურნირი. 

 

ლივერპულში ამასთანავე გრძელდებოდა ბრძოლა 96 გულშემატკივრისთვის, სამართლიანობისთვის – მათ შორის ჩემი ბიძაშვილის ჯონ–პოლ გილულის – ის ტრაგიკულად დაიღუპა "ჰილსბოროზე". გავიდა 25 წელი და ჩვენ საგრძნობლად მივუახლოვდით სამართლიანობის ზეიმს და სიცრუის გაცამტვერებას. 

 

წყვდიადი და ნათელი, სიხარული და ტანჯვა ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ. ისინი ისეთივე განუყოფელები იყვნენ როგორც "ენფილდის" ორი ძელი. 

 

ჩემპიონატში სხვა სიტუაცია იყო: დიდი ხანი ვოცნებობდი ტიტულზე "ლივერპულთან" და ახლა, როდესაც ოცნება გაცამტვერდა არ შემეძლო ემოციებისგან შემეკავებინა თავი. ვტიროდი, ხოლო ჩემი საყვარელი ქალაქი ავტომანქანის შუშიდან ბუნდოვანი ლაქასავით ხდებოდა. 

 

ვცდილობდი გონს მოვსულიყავი. თავი მისკდებოდა. ყოველთვის ასე მემართება, თუმცა არ შემიძლია იმის თქმა, რომ გადამეტებული თვითკრიტიკა ვიცი. კარიერაში უამრავი ლამაზი მომენტი მქონდა და ბევრს მივაღწიე, რაზე ოცნებაც ბავშვობაში მეშინოდა. ვთამაშობდი და გამქონდა ტურნირებზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროს წააგავდა ჰაიტონზე ბლებელის ქუჩასთან შედარებით. ბავშვობაში არ დავიჯერებდი, რომ გამეგო რისი მიღწევა შემიძლია. 

 

მთელს ჩემს ძალებს ყოველთვის "ლივერპულს" ვახარჯავდი: ვარჯიშებზე, მატჩებში რომელიც შვიდასზე მეტი ჩავატარე, საფეხბურთო მოედანს მიღმა – როგორც კლუბის ნაწილი და ქალაქ ლივერპულის ბინადარი. ვაკეთებდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ბოლომდე ვწურავდი ამბიციებს, გრძნობებს, იმედებს. როგორც აღმოჩნდა ეს არ ყოფილა საკმარისი იმისათვის, რათა "ლივერპულის" ოცნება ამესრულებინა.

 

იმის ნაცვლად, რომ გამეკეთებინა გრძელი პასი მოწინააღმდეგის საჯარიმოში, შევსულიყავი ვარდნაში ან მომემოქმედა ნებისმიერი რამ რაც მარკ შვარცერის კარში ბურთის აღმოჩენას შეუწყობდა ხელს, მე უბრალოდ დავეცი. ბოლო წუთებზე მათ მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა საკვანძო ეპიზოდი ჩემი უიღბლობა იყო. აი ბურთი მამადუ საკოსგან და აი მინდორზე დაცურებული მე...

 

"კოპი" და "ენფილდი" ამღერდა "შენ არასოდეს იქნები მარტო", თუმცა მანქანაში ყველაზე მარტოსული ვიყავი. ჰიმნის მოწოდებაა არ ჩახარო თავი როდესაც ქარიშხალში ხვდები და არ გეშინოდეს სიბნელის, წახვიდე წვიმის და ქარის გავლით მაშინაც კი თუ შენი ოცნებები იმსხვრევა. იარო იმედით შენს გულში. ჩემს გულში იმედი არ დარჩენილა. უფრო ახლოს ალბათ თვითმკვლელობასთან ვიყავი. 

 

როგორც იქნა შევძელია ალექსთან დალაპარაკება. ვთხოვე, რომ ჩემი აგენტის მარშალ სტუანისთვის დაერეკა, რათა მას ეყიდა ბილეთები, რომ აქაურობას მოვშორებულიყავი. საჭირო იყო გავქცეულიყავი. არ შემეძლო ჩემი სამი შვილისათვის მიმეცა დარდით განადგურებული მამის ნახვის უფლება. მინდოდა ლივერპულიდან გავფრენილიყავი, ვინაიდან ვგრძნობდი, რომ ამ ქალაქში ყველას ვუღალატე. 

 

ავტომობილი წინ მიიწევდა. მალე კვლავ სიჩუმე დამეუფლა. უმწეოდ ვფართხალებდი საბრძოლო, მაგრამ მტკივნეული სეზონის მოგონებებში, ვფიქრობდი ჩემს კარიერაზე, ბრწყინვალე მომენტებზე და კიდევ იმაზე თუ როგორ აღმოვჩნდი აქ – მანქანაში ცრემლიანი. ასე მარტოსულად თავი არასდროს მიგრძვნია.

 

 

გაგრძელება იქნება

 

ექსკლუზიურად Liverpoolfc.ge-სთვის.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ წიგნის უკვე თარგმნილი მონაკვეთები :

სტივენ ჯერარდი : საძულველი მანჩესტერი ;     

სტივენ ჯერარდი : სანაკრებო ფრონტზე ;

* სტივენ ჯერარდი : სუარესის ბოლო თხოვნა და წერილი კროოსს ;

* სტივენ ჯერარდი : რაფას არასდროს მოვწონდი ;

სტივი დიუფსა და ბალოტელიზე ;

ჯერარდი კლუბს ტოვებს ;

 

კომენტარები


George
ტოპ კომენტატორი

მშვერნიერი ამბავია ამის თარგმნა, ალბათ ახლა ყველაფერი უფრო ნათელი გახდბა.

captainfantastic
მომხმარებელი

როგორ ახლოს ვიყავით რომ ის 23 წელი წარსულისთვის ჩაგვებარებინა.... მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და დღეს უკვე 25 წელი გვახსენებს თავს.

ძალიან მინდოდა რომ სტივის ეპლი მოეგო მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს თვითონ დაკარგა ტიტული და სახოზე გადაბრალება უაზრობაა.

Mersy
რედაქტორი

ციტატა: George
მშვერნიერი ამბავია ამის თარგმნა, ალბათ ახლა ყველაფერი უფრო ნათელი გახდბა.


მძიმე არტილერია ჩავრთე საქმეში ))))

George
ტოპ კომენტატორი

ციტატა: captainfantastic
როგორ ახლოს ვიყავით რომ ის 23 წელი წარსულისთვის ჩაგვებარებინა.... მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და დღეს უკვე 25 წელი გვახსენებს თავს.

ძალიან მინდოდა რომ სტივის ეპლი მოეგო მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს თვითონ დაკარგა ტიტული და სახოზე გადაბრალება უაზრობაა.

სახოს როდის აბრალებს ? :O

king club real madrid
მომხმარებელი

სასტავ რავახართ რაშვებით? კლოპი როგორ გყავთ?:DY:DY:D

stephen_gerrard
მომხმარებელი

stivi<3

kapuka
VIP Member

ჯერო <3

maga
მომხმარებელი

გითანაგრძნობთ სტივ <3

captainfantastic
მომხმარებელი

ციტატა: George
ციტატა: captainfantastic
როგორ ახლოს ვიყავით რომ ის 23 წელი წარსულისთვის ჩაგვებარებინა.... მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და დღეს უკვე 25 წელი გვახსენებს თავს.

ძალიან მინდოდა რომ სტივის ეპლი მოეგო მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს თვითონ დაკარგა ტიტული და სახოზე გადაბრალება უაზრობაა.

სახოს როდის აბრალებს ? :O

სტივი არ აბრალებს სახოს, მაგრამ ზოგიერთი "პროფესორი" სახოს აბრალებს იმ ეპიზოდს და არა ჯერარდს. ჯერარდი ძალიან მიყვარს ამას ჩემი ნიკიდანაც შეიტყობთ მაგრამ ის ეპიზოდი მისი ბრალი იყო და არა სახოსი.

PhilippeCoutinho10
VIP Member

steve ♥♥♥♥

liverpool-fan
VIP Member

sagol avtors. damburzgla cremli momadga too martla legenda aris es kaci sxvas ro mosvloda verasdros vapatoebi da mteli cxovreba ginebashi gavxevdi mara stivis epatieba da ver shevagineb

Goga Germisashvili
VIP Member

მადლობა ბიჭებს რომ ასეთი კარგი სტატიები იდება winked სტივიზე რაუნდათქვა ადამიანი ლეგენდაა...სტივი ჯი love

gio 13
მომხმარებელი

ღმერთო სტივ როგორ გვაკლიხარ :-( ვერასდრის ვიკავებ ცრემლებს როცა სტივს ვიხსენებ წიტელი მაისურით . იმ დღეს როცა გავიგე სტივი მიდიოდა ალბათ ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტია :'( იმ დღეს ჩემი რაღაც ნაწილი მოკვდა :'( მდლობა კაპიტანო საიცარი სეზონებისთვის მადლობა იმ ლამაზი დღეებისთვის რომლებიც გვაჩუქე მადლობა ერთგულებისთვის :'( მეამაყება რომ ლივერპულის გულშემატკივარი ვარ <3 ჯერ პატარა ვარ მაგრამ ვაცნობიერებ თუ რამხელა ბედნიერებაა მერქვას საქაუზერი <3 Y.N.W.A

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ციტატა: king club real madrid
სასტავ რავახართ რაშვებით? კლოპი როგორ გყავთ?:DY:DY:D

როგორ ვართ? სასწაულად შენ რას შვები კიდე გლოვობ მანჩესტერის დედის წიოკს? 1 ლიგის ფინალშ ვინ გინდა მეტოქე? :D 001

romani-fan-liverpool
მომხმარებელი

სტივი ლივერპულს ლეგენდაა და იგი სამუდამოდ დარჩება ლივეს გულშემატკივრებისთვის ლეგენდად. სამწუხაროა რომ სივმა პრემიერლიგა ვერ მოიგო. გმადლობ სტივ იმ სამსახურისთვის რაც ლივეს გაუწიე და ერთგულებისთვის. გმადლობ სტამბლის დაუვიწყარი ფინალისთვის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze